ირაკლი ღარიბაშვილი: 300 ონკოლოგიური პაციენტი ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს, იქნება ეს საზღვარგარეთ მკურნალობის, ცხოვრების, თუ მგზავრობის ხარჯები
ჩვენი გადაწყვეტილებით, 300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი, სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ჩვენ შერჩეული გავქვს, უკვე გამოკვეთილია რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელ მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბიუჯეტი დაახლოებით 30 მლნ ლარამდე იქნება გამოყოფილი და ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს, იქნება ეს მკურნალობის, ცხოვრების, თუ ა.შ. მგზავრობის ხარჯებს. ასე რომ ყველა ბავშვი, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი, დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ესაა დაახლოებით 300 ბავშვი წელიწადში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში სამწუხაროდ, დღეს არ არის ყველა ის პირობა შექმნილი, რომ სრულყოფილი და რაც მთავარია ხარისხიანი, მაღალი სტანდარტის სერვისები მიიღონ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებმა, სწორედ ამიტომ, ხშირ შემთხვევაში საჭიროა ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ, რაც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება და ამის საშუალება ყველას არ აქვს.
„რამდენიმე ხნის წინ მე დავავალე ჯანდაცვის მინისტრს და ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობა - მოგეხსენებათ, საქართველოში დაახლოებთ 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, ჩვენი მოქალაქე, რომელთაც რა თქმა უნდა სახელმწიფო აფინანსებს, მათ მკურნალობას, წელიწადში მათთვის გამოყოფილია 10 მლნ ლარი დაახლოებით, მაგრამ ისიც მოგეხსენებათ, რომ საქართველოში სამწუხაროდ, დღეს არ არის ყველა ის პირობა შექმნილი, რომ სრულყოფილი და რაც მთავარია ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის სერვისები მივაწოდოთ. ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ. ისეთი სერვისები, როგორიცაა, თუნდაც პროტონული თერაპია, დასხივება და ა.შ. რაც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება. ზოგ შემთხვევაში შეიძლება 100 000 ევრო დაჯდეს ერთი კურსი. რა თქმა უნდა ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ, ყველას არ აქვს ამის საშუალება და სახელმწიფოსაც, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული შეზღუდვები ამ მიმართულებით. რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება ასეთი მომსახურება, ამიტომ ეს საკითხი იყო გადაუწყვეტელი და მოუწესრიგებელი. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით, 300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი, სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ჩვენ შერჩეული გვაქვს, უკვე გამოკვეთილია რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელ მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბიუჯეტი დაახლოებით 30 მლნ ლარამდე იქნება გამოყოფილი და ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს, იქნება ეს მკურნალობის, ცხოვრების, თუ ა.შ. მგზავრობის ხარჯები. ასე რომ ყველა ბავშვი, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი, დაფინანსება სახელმწიფოს მიერ, ესაა დაახლოებით 300 ბავშვი წელიწადში.
აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, საქმე ეხება სიცოცხლის გადარჩენას და ჩვენი ვალია, რა თქმა უნდა, ყველა ასეთ ადამიანს დავეხმაროთ. ძალიან კარგია, რომ ჩვენ შევძელით და გამოვნახეთ სათანადო თანხები, სახსრები ამ მიზნით.
აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ წლების წინ ჩემი ინიციატივით დავაფუძნეთ სოლიდარობის ფონდი, 25 მლნ ლარის ფარგლებში დავაფინანსეთ 1000-მდე ბენეფიციარი ბავშვის მკურნალობა, ონკოლოგიური პაციენტები და ახლა უკვე, ამ პროგრამის შემდეგ არც ერთ ბავშვს არ ექნება დაფინანსების პრობლემა. არც ერთ ოჯახს არ შეექმნება პრობლემა, ყველას ვუმკურნალებთ საუკეთესო კლინიკებში, რომლებიც აღიარებულია მსოფლიოში“, - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 02:17
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია, - წერს ამერიკული გამოცემა AXIOS-ი.
01 სექტემბერი 2026, 01:30
მსოფლიო
„მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები კვლავ ხელსაყრელი რჩება“ - ბიშკეკში სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგა
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ომისა და ირანის ირგვლივ გაზრდილი დაძაბულობის ფონზე შედგა.
01 სექტემბერი 2026, 01:23
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება გამორიცხა და ჟურნალისტის შეკითხვას „სულელური“ უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაფიოდ გამორიცხა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ასეთ სცენარს, ტრამპმა უპასუხა, რომ გამორიცხავს, ხოლო თავად შეკითხვა მწვავედ გააკრიტიკა.
01 სექტემბერი 2026, 00:13
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩში პორტუგალიის ნაკრები 98:90 დაამარცხა.
01 სექტემბერი 2026, 00:06
საზოგადოება
დღეიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. ვიდეო
პირველი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი; ორმხრივი მოძრაობა დასაშვები ხდება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც, ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; ჟვანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში (9 აპრილის ქუჩის კვეთიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე) შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა, ხოლო ბესიკის ქუჩის კვეთამდე გადაადგილება ცალმხრივი იქნება.
01 სექტემბერი 2026, 00:03
მსოფლიო
The Wall Street Journal: რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს
რუსეთი ცდილობს, თითქმის შეუჩერებელი შეტევებით უკრაინის დედაქალაქი გატეხოს - ამ მიზნით მოსკოვი აქტიურად იყენებს რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების გაფართოებულ ფლოტს, სადაც გაუმჯობესებულ შეიარაღებას ახალ საბრძოლო ტაქტიკას უხამებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს“.
31 აგვისტო 2026, 23:30
მსოფლიო
მადიარი: ევროპული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ მირჩია, ბიუროკრატიასთან საერთოდ არ შევიდე კონტაქტში და პასუხიც კი არ გავცე, რადგან ისინი ნებისმიერ წამოწყებას კლავენ - უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ მიგრაციის საკითხებზე
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი მმართველობითი კრიზისის წინაშე დგას და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.
31 აგვისტო 2026, 22:42
საზოგადოება
ელექტრონულ კალათას ახალი სუპერმარკეტების ქსელი, დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკვე შესაძლებელია პროდუქტის საბაზისო და ფასდაკლებულ ღირებულებას შორის სხვაობის შედარება და დანაზოგის კონტროლი.
31 აგვისტო 2026, 22:33
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება, დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან
ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ დაურ ბუავას საქმეზე საუბრისას.
31 აგვისტო 2026, 22:05
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კაია კალასი უშუალოდ ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უშუალოდ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 21:57
პოლიტიკა
Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს როლი გეოპოლიტიკურ კონტექსტში, შუა დერეფნის მნიშვნელობა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება - Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს.
31 აგვისტო 2026, 21:50
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა
ზურაბ პატარაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე ისაუბრა. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში აჭარას 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია. 2026 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 906 ფრენა შესრულდა, რაც 31%-იან ზრდას წარმოადგენს, ხოლო შვიდი თვის მონაცემებით, რეგიონში 3 000-მდე საერთაშორისო ფრენა განხორციელდა. ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას და თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებლით მოქალაქეებისთვის მგზავრობის ხანგრძლივობის შემცირებით შიდა ტურზმის განვითარებას.
31 აგვისტო 2026, 21:35
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საგამონაკლისო სახით აბიტურიენტებს მიეცათ უფლება, ე.წ. მეორადი ჩარიცხვით ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება
ყველაფერ დადებითზე ოპოზიცია რა განცხადებას აკეთებს?! უნიჭოდ მიწერა უნდა, ეს ღიმილის მომგვრელია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ე.წ. მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილების შეფასებისას.
31 აგვისტო 2026, 21:35
პოლიტიკა
ხვალ პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება
ხვალ, 1 სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
31 აგვისტო 2026, 21:32
პოლიტიკა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
სხდომაზე იმსჯელეს რიგ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებზე, რომლებზეც ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს როგორც აღმასრულებელ გუნდთან, ისე სხვადასხვა სამინისტროსთან და პარლამენტის შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან ერთად.
31 აგვისტო 2026, 21:30
საზოგადოება
სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. შესაბამისად, აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.
31 აგვისტო 2026, 21:28
მსოფლიო
ევრობიუროკრატების პოლიტიკის კრახი - ისლანდიელი ხალხი ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქვეყნის ამომრჩეველთა 52%-ზე მეტმა ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვა. ბრიუსელის რეაქცია ისლანდიის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხელისუფლებას ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტში კიდევ ერთხელ არწმუნებს.
31 აგვისტო 2026, 21:22
ეკონომიკა
საქსტატის ახალი მონაცემები - ივლისში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტაბილურად მზარდი ეკონომიკა და საგარეო ვაჭრობის რეკორდული სტატისტიკა. საშუალოდ 8-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.
31 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“: ისლანდიის მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკურად წარმატებული და თვითგამორკვეული ქვეყნებისთვის მიმზიდველი აღარ არის
პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ განცხადება გაავრცელა, სადაც ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა.
31 აგვისტო 2026, 21:15
სამართალი
აფხაზი ბლოგერის საქმეზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებულის ჩვენება და საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ბუავას აუცილებელი დახმარება არ გაუწია.


