ONGO.GE: ქოლცენტრებთან დაკავშირებული ახალი სკანდალი - აღმოჩენილი და დალუქულია კილაძე-გელბახიანი-ჯიბლაძის ქოლცენტრი!
ფოტო: ongo.ge
ქოლცენტრებთან დაკავშირებული ახალი სკანდალი - აღმოჩენილი და დალუქულია კილაძე-გელბახიანი-ჯიბლაძის ქოლცენტრი!, - ამ სათაურით სტატიას ONGO.GE ავრცელებს. ONGO.GE-ს თანახმად, კეზერაშვილის დავალებით, სამართალდამცველებს შეატყობინეს, რომ ელისო კილაძის, ვალერი გელბახიანის და კომპანია „სვეტის“ დამფუძნებლის, გივი ჯიბლაძის ქოლცენტრი, საბურთალოზე ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტის) პირველ ნომერში, ცხრასართულიან ბიზნეს ცენტრში ფუნქციონირებდა. მათივე ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„იმედინიუსი“ ONGO.GE-ს სტატიას უცვლელად გთავაზობთ:
„მას შემდეგ, რაც დავით კეზერაშვილს ქოლ-ცენტრების ამბავი გაუსკდა, ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლებმა ამ თემიდან გამიჯვნა გადაწყვიტეს და მათი ნაწილი ცდილობს ქოლ-ცენტრები მხოლოდ კეზერაშვილთან ასოცირდებოდეს, თუმცა, როგორც ჩანს, ევროპელი პენსიონერების ძარცვა და ათეულობით მილიონი ევროს თაღლითურად მითვისება არა მხოლოდ კეზერაშვილის, არამედ მთლიანად ნაციონალური მოძრაობის ბიზნესი და მთავარი შემოსავლის წყაროა. თავად კეზერაშვილმა კი თავდაცვითი სამოქმედო ფრონტი ორი მიმართულებით გაშალა. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე თავდაცვა მისი ძლიერი მხარე არ აღმოჩნდა, მან ამისთვის ახალი ტაქტიკა, - ჩაშვება აირჩია. მისი პირველი სვლა თავის გარემოცვის უახლოესი წევრის და მისი მარჯვენა ხელის, ირაკლი სვანიძის უახლოესი მეგობრის, რატი ალექსიძის ჩაშვება იყო, რითაც მან სცადა ისრები საქართველოს თავდაცვის მოქმედი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისკენ გადაეტანა, რომელიც ალექსიძის ყოფილი ქვისლია. ალექსიძე დაკავებულია! მეორე სვლით კეზერაშვილმა განახორციელებინა ზარი სამართალდამცავებთან და ჩაუშვა ელისო კილაძის, ვალერი გელბახიანის და კომპანია „სვეტის“ დამფუძნებლის, გივი ჯიბლაძის ქოლ-ცენტრი, რომელიც საბურთალოზე ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტის) პირველ ნომერში, ცხრასართულიან ბიზნეს ცენტრში ფუნქციონირებდა. ამავე შენობაშია განთავსებული როგორც ჯიბლაძის, ასევე ელისო კილაძისა და ვალერი გელბახიანის ოფისები. საგამოძიებო მოქმედებები დილის 10 საათამდე, მთელი ღამე მიმდინარეობდა. ელისო კილაძე თავიდან ბოლომდე ესწრებოდა ამ პროცედურებს, ხოლო ვალერი გელბახიანი ბიზნეს ცენტრში იმ ღამით არ გამოჩენილა. სამართალდამცავებს ადგილზე დახვდათ ასამდე კომპიუტერი და ლეპტოპი, თუმცა ქოლ-ცენტრის თანამშრომლები მათ ადგილზე არ დახვდნენ, რადგან, როგორც წყარო იუწყება, კომპანია „სვეტის“ თანამშრომლებმა მოასწრეს მათი გაფრთხილება ბიზნეს ცენტრთან საეჭვო მოძრაობების შესახებ. ადგილზე იყო შსს-ს ყოფილი პრესცენტრის ხელმძღვანელი, ვანო მერაბიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი - გურამ დონაძე, რომელიც ქოლ-ცენტრების საქმიანობის მენეჯმენტში ელისო კილაძის რეკომენდაციით არის ჩართული. საინტერესოა ისიც, რომ ელისო კილაძეს ამ ამბის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ONGO წყაროს ინფორმაციით, დავით კეზერაშვილმა ამ ინფორმაციის გაცემით, ერთი მხრივ, შური იძია ელისო კილაძეზე, რომელიც იმავე ინფორმაციის თანახმად, გურამ დონაძესთან ერთად თავად წარმართავს ქოლ-ცენტის საქმიანობას და მეორე მხრივ ბაზრიდან ჩამოიშორა შედარებით მცირე კალიბრის, მაგრამ მისთვის მაინც მნიშვნელოვანი კონკურენტი. წყარო ასევე გვიამბობს, რომ ელისო კილაძე ყოველთვის ახლო კონტაქტში იყო თაღლითობისათვის ნასამართლევ გივი ჯიბლაძესთან. ის ჯიბლაძეს კომპანია „სვეტის“ საქმეების მოგვარებაშიც ეხმარებოდა. ახლა კი მათი გზები საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობაშიც გადაიკვეთა. ქოლ-ცენტრებიდან მიღებულ მსხვილ შემოსავალს უკავშირდება ელისო კილაძის საკმაოდ სოლიდური შენაძენები და ძვირადღირებული ვოიაჟები უცხოეთში. ის ბოლო დროს გადაადგილდება Toyota Land Cruiser 300-ის მარკის ავტომანქანით, რომლის ღირებულებაც აღემატება 100 000 ევროს, ასევე უკანასკნელ პერიოდში აქვს შეძენილი ძვირადღირებული უძრავი ქონებები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, რომლებსაც აფორმებს როგორც თავისი ოჯახის წევრების, ასევე სანდო ახლობლების სახელზე. როგორც ჩანს დავით კეზერაშვილი უკვე აქტიურ მოქმედებებზეა გადასული და მთელი მსოფლიოს მასშტაბით არა მხოლოდ ფლობს ქოლ-ცენტრების უმსხვილეს ქსელს, არამედ ინფორმაციაც აქვს მისი შედარებით მცირე, შიდა კონკურენტების შესახებაც.
წყარო ასევე გვაუწყებს, რომ კეზერაშვილი ფინანსებს არ დაიშურებს იმისთვის, რომ იმავე, BBC-ის ეთერში გავიდეს ახალი სიუჟეტი, რომელიც ან მის რეაბილიტაციას, ან მის მიერ დალაგებული თაღლითური სქემის სხვაზე გადაბრალებას მოემსახურება, თუმცა ჯერ-ჯერობით ამას ვერ ახერხებს. ახლა ქართველი სამართალდამცველები ურთულესი გამოწვევის წინაშე დგანან, რადგან, როგორც ინფორმირებული წყარო გვიყვება, ქოლ-ცენტრების საქმე ურთულესია როგორც გამოსაძიებლად, ასევე მტკიცებულებების სტანდარტის თვალსაზრისითაც. ONGO აგრძელებს ინფორმაციის მოპოვებას კილაძე-გელბახიანი-ჯიბლაძის ქოლ-ცენტრთან დაკავშირებით, რასაც უმალვე მიაწვდის თავის მკითხველს“, - წერს ONGO.GE.
ყველა სიახლე
19 ივლისი 2026, 14:32
მსოფლიო
ანგარიში: ძლიერმა სიცხემ იტალიის ეკონომიკას მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა
ძლიერი სიცხის გამო იტალიის ეკონომიკას სერიოზული ზარალი მიადგა. ბიზნესის, ტურიზმისა და მომსახურების კონფედერაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეული პრობლემებით, ქვეყანას 6-დან 12 მილიარდ ევრომდე ზარალი მიადგა.
19 ივლისი 2026, 14:26
კულტურა
ონის კულტურის სახლში თბილისის ქალთა გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა
ონის კულტურის სახლში თბილისის ქალთა გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა.
19 ივლისი 2026, 14:26
მსოფლიო
უკრაინა რუსეთის ნავთობბაზებზე იერიშებს განაგრძობს
სამრეწველო ობიექტებზე გაჩენილი ხანძრების გამო ცეცხლსაშიში მასალების დეტონაცია მოხდა. აფეთქებები ხმა ამ დრომდე ისმის. ცეცხლი სამ ნავთობბაზას უკიდია.
19 ივლისი 2026, 14:20
მსოფლიო
კიევში მესამე დღეა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის მხარდამჭერი აქცია იმართება
კიევში, უკვე მესამე დღეა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის მხარდამჭერი აქცია იმართება. დემონსტრანტები მის გათავისუფლებას აპროტესტებენ და ალექსანდრ სირსკის გადადგომას მოითხოვენ.
19 ივლისი 2026, 14:15
მსოფლიო
ტრამპი იორდანიაში დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცებზე: ისინი დაიღუპნენ, რადგან არ სურდათ, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონოდა და არ სურდათ, რომ ახლო აღმოსავლეთი განადგურებულიყო
„ოდესმე გიკითხავთ, რამდენი ადამიანი დაიღუპა ვიეტნამში? ოდესმე გიკითხავთ, რამდენი ადამიანი იღუპებოდა ავღანეთში ყოველ დღე? ეს სამწუხაროა, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი დაიღუპნენ, რადგან არ სურდათ, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონოდა და არ სურდათ, რომ ახლო აღმოსავლეთი განადგურებულიყო“, - განაცხადა ტრამპმა.
19 ივლისი 2026, 14:11
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე: მათი ფილოსოფია ასეთია: ყველაფერი რაც ტრადიციულია, ფასეულია, რაც ჰუმანურობას, ღირსებას, სიყვარულს ასწავლის საზოგადოებას, უნდა იყოს დაგმობილი, ზიზღის ენა და პოლარიზაცია კი წინ უნდა იყოს წამოწეული
საუკეთესო ადამიანების ასე მოხსენიებით, ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც ახალს, თანამედროვეს ამკვიდრებენ ქვეყანაში. პირიქით, ეს ყველაფერი რეგრესია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის მიმართ გაჟღერებულ შეურაცხყოფას.
19 ივლისი 2026, 14:10
მსოფლიო
ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის გამო მოქალაქეებისთვის გაფრთხილებას ავრცელებს
უწყება მათ სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს თვალი ადევნონ საელჩოების ოფიციალურ შეტყობინებებს და მზად იყვნენ ავიარეისების შესაძლო შეფერხებისთვის, ვინაიდან საზღვარგარეთ შტატების ინტერესების წინააღმდეგ შესაძლოა საფრთხე გაიზარდოს.
19 ივლისი 2026, 13:59
რეგიონი
ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე, საყდრის ხიდთან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე (საყდრის ხიდის მიმდებარედ) მდინარის ადიდების შედეგად წყალი გადმოვიდა საავტომობილო გზაზე.
19 ივლისი 2026, 13:05
სამართალი
კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.
19 ივლისი 2026, 12:45
პოლიტიკა
სადღობელაშვილი: „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში, საკათედრო ტაძართან მოძრაობის შეფერხება ბერა ივანიშვილის უკავშირდება - აშკარაა, რომ „აჭარა თაიმსი“ და მისი ხელმძღვანელი, სულხან მესხიძე, დაკავებულები არიან იაფფასიანი პიარით, ამგვარი სიცრუის ტირაჟირების ერთადერთი მიზანი საზოგადოებაში ხელოვნური ნეგატივის გამოწვევაა
გუშინ მედიასივრცეში, კერძოდ გამოცემა „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძართან მოძრაობის შეფერხება და გზის ჩაკეტვა ბერა ივანიშვილის უკავშირდება… ეს არის მორიგი თითიდან გამოწოვილი „სენსაცია“ და ფაქტების შეგნებული დამახინჯება, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.
19 ივლისი 2026, 12:13
ტექნოლოგიები
Facebook-ის მუშაობაში შეფერხება დაფიქსირდა
ათასობით მომხმარებელს Facebook-ის ვებგვერდზე (კომპიუტერის ვერსიაზე) საკუთარ ანგარიშებთან წვდომა დაებლოკა. ამ ხარვეზის შესახებ პირველი შეტყობინებები კვირას გაჩნდა. ამასთან, სოციალური ქსელის მობილური აპლიკაცია ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.
19 ივლისი 2026, 12:12
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის სამიზნე ბერა ივანიშვილი და მისი ოჯახი ალბათ მხოლოდ ერთი მიზნით გახდა, რათა საზოგადოებაში მისი და მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობები ხელოვნურად მაინც შეიქმნას
„აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გამართულ ქორწილის ცერემონიას ბერა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ესწრებოდა და გამოითქვა მოსაზრება, რომ სავარაუდოდ გზის ჩაკეტვაც ამ გარემოებას უკავშირდებოდა, - წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში და დასძენს, რომ სამიზნე ბერა ივანიშვილი მხოლოდ იმ მიზნით გახდა, რომ საზოგადოებაში მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობები ხელოვნურად შეიქმნას.
19 ივლისი 2026, 12:05
მსოფლიო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი მას შემდეგ გადადგა, რაც მშობელი სუროგაციის გზით გახდა
მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს შპანი წერდა: „როგორც გეი კაცისთვის და ქრისტიანისთვის, ჩემთვის პიროვნულად ძალიან რთულია შევეგუო „დაქირავებული საშვილოსნოს“ იდეას“, ოთხშაბათს ის სწორედ ამ გზით გახდა მშობელი და გერმანულ გამოცემა Bild-ს განუცხადა: „გეორგი ჩვენი უდიდესი სიხარულია. ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა თითქმის შეუძლებელია“.
19 ივლისი 2026, 11:53
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ანაკლიის პორტის ეფექტიანი განვითარება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული, რომელიც მისი სრული პოტენციალის ათვისებას განსაზღვრავს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და წარმატება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული, რომელიც მისი სრული პოტენციალის ათვისებას განსაზღვრავს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება. მისი თქმით, გაიმართა მნიშვნელოვანი დისკუსიები გენგეგმის განახლებაზე, რათა ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორია ეფექტიანად იქნეს ათვისებული და ბაზრის მოთხოვნებს მოერგოს.
19 ივლისი 2026, 11:42
მსოფლიო
ესპანეთსა და კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან
ესპანეთის ჩრდილოეთით, არაგონის პროვინციაში ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება. ცეცხლმა 16 000 ჰექტარი მიწის ფართობი უკვე გაანადგურა. სტიქიას მაშველებთან ერთად არმიაც ებრძვის. ცეცხლი დასახლებული პუნქტებს და ინფრასტრუქტურას ემუქრება. რეგიონში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული, ევაკუირებულია ასობით ადამიანი.
19 ივლისი 2026, 11:34
მსოფლიო
WSJ: ჩინეთმა რუსეთთან გიგანტური გაზსადენის, „ციმბირის ძალა 2-ის“ მშენებლობის თაობაზე ყველა მოლაპარაკება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა
გამოცემა The Wall Street Journal-ის თანახმად, ჩინეთმა რუსეთთან გიგანტური გაზსადენის, „ციმბირის ძალა 2-ის“ მშენებლობის თაობაზე ყველა მოლაპარაკება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.
19 ივლისი 2026, 11:29
მსოფლიო
რადოსლავ სიკორსკი: რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს 10 წელია, აწარმოებს. ამ ომს ბევრი ასპექტი აქვს
„რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს 10 წელია აწარმოებს. ამ ომს ბევრი ასპექტი აქვს. არსებობს კიბერშეტევები. ისინი მიზანში იყვანენ ფინანსურ ინსტიტუტებსა და საგადასახადო სისტემებს. ჩვენს სისტემებში ნერგავენ ვირუსულ პროგრამებს, რომ უფრო სერიოზული შემთხვევების დროს გააქტიურონ, ერევიან პოლიტიკაში არჩევნების დროს, როგორც უკიდურესი მემარცხენეების, ისე უკიდურესი მემარჯვენეების მხარდაჭერით. ისინი იყენებენ „ტელეგრამს“ ერთჯერადი დივერსანტების გადასაბირებლად, ობიექტებისთვის ფოტოების გადასაღებისთვის 2 ათასს, ხოლო მათი გადაცვლისთვის 20 ათას დოლარს იხდიან. ათობით ასეთი შემთხვევა გვქონდა. მათ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კუთვნილი სახლის გადაწვაც კი სცადეს. გამოვცადეთ მკვლელობები, სახელმწიფო ტერორიზმი, სარკინიგზო დივერსიები, ამანათებში მოთავსებული აალებადი მასალები, რაკეტებისა და დრონების შემოჭრა. ეს ყველაფერი რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია“, - განაცხადა სიკორსკიმ.
19 ივლისი 2026, 11:21
პოლიტიკა
სოსიაშვილი ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე: ქართველი კაცი, რომელიც ნოდარ დუმბაძეს აუგად იხსენიებს, ის აგინებს მთელ საქართველოს - როგორი ახალგაზრდების ფორმირება უნდოდათ და სად მიაქანებდნენ ქვეყანას, ამათი დიალოგიდანაც ნათლად ჩანს
ქართველი კაცი, რომელიც ნოდარ დუმბაძეს აუგად იხსენიებს, ის აგინებს მთელ საქართველოს, ქართულ სულიერებას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.
19 ივლისი 2026, 11:18
პოლიტიკა
ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა და სიძულვილი მწერლის მისამართით - ოპოზიციის აქტივისტებმა ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენა კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში გამოიყენეს
ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა და სიძულვილი მწერლის მისამართით - ოპოზიციის აქტივისტებმა ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენა კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში გამოიყენეს. ბენდუქიძე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მფლობელია.
19 ივლისი 2026, 11:12
მსოფლიო
ირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მოკავშირეების ტერიტორიებს შეუტია
ირანმა სპარსეთის ყურეში ვაშინგტონის მოკავშირეების ტერიტორიებს, დრონებითა და რაკეტებით შეუტია. სამიზნეში მოექცა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ობიექტი ცეცხლის ალსა და კვამლში გაეხვა, საწარმო მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. თეირანის განცხადებით, თავდასხმა შეერთებული შტატების მხრიდან ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების საპასუხო რეაქცია იყო.


