კახა კალაძე: დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა ქვეყანაში?! მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მშვიდობა
კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
მინდა, საზოგადოებას მივმართო, დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, თქვენ წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა ქვეყანაში?! მე ამის წარმოდგენის სურვილიც არ მაქვს. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მშვიდობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
„შენ თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება და ისე არ ფიქრობ, როგორც ისინი და იცი, რომ როგორც ისინი ფიქრობენ, ის ნაბიჯი რომ გადადგა დააზიანებ შენს ქვეყანას და ხალხს, როდესაც ქვეყნის ხელისუფალი ვარ და ვიცი, რომ ეს დამაზიანებელია, დამღუპველია, რატომ უნდა გადავდგა ის ნაბიჯი?! რატომ უნდა გავაუბედურო ჩემი ქვეყანა და ხალხი?! პირდაპირ ვთქვათ, რაზეა ახლა შემოტევა - რატომ არ შევუერთდით სანქციებს. დღეს ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, ნორმალურად მოაზროვნე ახალგაზრდა ვინ დაგვაჯერებს იმაში, რომ მაგალითად ქართული ღვინო, ან სოფლის მეურნეობის პროდუქტები რუსეთში თუ არ გავა, ამით დავანგრევთ რუსულ ეკონომიკას?! ეს ხომ სისულელეა. ამით ხომ დავაზიანებთ ჩვენ გაჭირვებულ ხალხს, მათ ვინც 24-საათიან რეჟიმში შრომობს იმისთვის, რომ ოჯახში ლუკმა პურის ფული შეიტანოს. რატომ უნდა ჩავუკეტოთ მათ ამის შესაძლებლობა?! ეს ფული ხომ ისევ საქართველოში შემოდის?! ან რატომ უნდა გავხსნათ მეორე ფრონტი საქართველოში?! ჩვენ რა, ნაკლები გავაკეთეთ ამ მიმართულებით? ყველა საერთაშორისო მისიაში საქართველო ყოველთვის უმრავლესობით იყო წარმოდგენილი, რამდენი დაჭრილი, დასახიჩრებული სამხედრო ბიჭი გვყავს, მართლა გმირები არიან. რამდენი ომი გამოვიარეთ, რა გვინდა, გავაუბედუროთ ეს ქვეყანა და სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ?! მინდა, საზოგადოებას მივმართო, დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, თქვენ წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა ქვეყანაში?! მე ამის წარმოდგენის სურვილიც არ მაქვს. ამიტომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მშვიდობა. ამიტომ ვარ არაევროპელი?! ამიტომ ვარ რუსეთუმე, რომ ქვეყანაში მინდა მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება?! მე რომ მინდა ევროპა და ევროინტეგრაცია ჩემი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, ისე ვის უნდა? მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვა ჩემს იდენტობაზე, წარსულზე, ტრადიციებზე, კულტურაზე, რითაც ვამაყობ?! უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, რომ ამ ქვეყანაში გავიზარდე და ქართველი ვარ, - განაცხადა კახა კალაძემ.
ყველა სიახლე
26 თებერვალი 2026, 16:27
პოლიტიკა
ტიერი მარიანი: ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში როგორც ქართველებს და არა როგორც გერმანელებს, ფრანგებს ან იტალიელებს. ევროკომისიის ოცნებაა შექმნას ისეთი რეალობა, როგორც კომუნისტების დროს - არ არსებობდეს ერები, განსხვავება, იდენტობა
ევროკომისიის ოცნებაა შექმნას ისეთი რეალობა, როგორც კომუნისტური პერიოდის დროს იყო - იყვნენ ერთნაირი მოქალაქეები, არ არსებობდეს ერები, განსხვავება, იდენტობა, რომ მხოლოდ ისეთი ადამიანები არსებობდნენ, რომლებიც აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ.
26 თებერვალი 2026, 16:18
საზოგადოება
პრეზიდენტმა გიორგი კალანდია ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი და „იმედის დილის“ წამყვანი გიორგი კალანდია ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.
26 თებერვალი 2026, 16:06
პოლიტიკა
ტიერი მარიანი: როდესაც შენ ასანქცირებ მედიას, სინამდვილეში შენ სანქციებს უწესებ დემოკრატიას. უკაცრავად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი თანდათანობით მიიწევს საბჭოთა კავშირის, ბელარუსის გზით
როდესაც შენ ასანქცირებ მედიას, სინამდვილეში შენ სანქციებს უწესებ დემოკრატიას, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა.
26 თებერვალი 2026, 15:57
მსოფლიო
ტიერი მარიანი: ქართველ ხალხს ერთ რამეს გეტყვით - გსურთ ევროკავშირში შესვლა? თქვენ იქ მოხვდებით ცუდ დროს. მოხვდებით იმ დროს, როდესაც იქნება მხოლოდ ვალი. გსურთ ჩვენთან ერთად ვალი გადაიხადოთ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
ქართველ ხალხს ერთ რამეს გეტყვით - გსურთ ევროკავშირში შესვლა? თქვენ იქ მოხვდებით ცუდ დროს. მოხვდებით იმ დროს, როდესაც იქნება მხოლოდ ვალი. გსურთ ჩვენთან ერთად ვალი გადაიხადოთ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, - განუცხადა ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა „ქრონიკას“.
26 თებერვალი 2026, 15:53
პოლიტიკა
ტიერი მარიანი: თუ საქართველო დაუყოვნებლივ მიიღებს სანქციებს, გამოაგზავნის ჯარს და მეორე ფრონტს გახსნის, ევროკავშირი მას საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს. მაგრამ ეს კატასტროფული იქნება საქართველოსთვის
„უნდა გაიგოთ, რომ ევროპა იცვლება. მე ფრანგი ვარ, ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყნის წარმომადგენელი. მაგრამ ევროკავშირის თავდაპირველი ოცნება ასეთი არ იყო. ქალბატონი ფონ დერ ლაიენის მმართველობისას, ევროკავშირი იცვლება. მათ სურთ ყველა სახელმწიფოსთვის ერთნაირი პოლიტიკის განხორციელება და არ სურთ, რომ ზოგმა ქვეყანამ განსხვავებულად იმოქმედოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ არიან კრიტიკულად განწყობილები საქართველოს მთავრობის მიმართ. ამ ევროკავშირის ლიდერების ოცნება ნათელია: თუ საქართველო დაუყოვნებლივ მიიღებს სანქციებს, გამოაგზავნის ჯარს და მეორე ფრონტის გახსნას დაიწყებს, ევროკავშირი მას საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს. მაგრამ ეს კატასტროფული იქნება საქართველოსთვის, როგორც 2008 წელს. ამიტომ, რეალურად, საქართველო არ მიყვება იმ ხაზს, რაც მათ სურთ“, - აცხადებს მარიანი.
26 თებერვალი 2026, 15:51
პოლიტიკა
ტიერი მარიანი: ვინც ფონ დერ ლაიენის კომისიის ხაზს არ მიჰყვება, აშანტაჟებენ. მაგალითად ორბანს, სლოვაკეთის მთავრობას ეუბნებიან, რომ ფულს ვერ მიიღებთ. თუ არ ხართ ევროკავშირში, მაგალითად, სერბეთს ან საქართველოს, აშანტაჟებენ ვიზებით
ევროკავშირის ოცნებაა შეცვალოს მთავრობები, რომლებიც არ არიან ქალბატონი ფონ დერ ლაიენის კომისიის ხაზზე, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „ქრონიკასთან“.
26 თებერვალი 2026, 15:37
მსოფლიო
ბრიტანეთის „კონსერვატორების“ ლიდერმა, კემი ბადენოკმა კირ სტარმერის „ლეიბორისტულ პარტიას“ „პედოფილების დამცველი პარტია“ უწოდა
ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, კემი ბადენოკმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის „ლეიბორისტულ პარტიას“ „პედოფილების დამცველი პარტია“ უწოდა.
26 თებერვალი 2026, 15:24
პოლიტიკა
მიქაელ ჯაბაროვი: საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ეკონომიკური ფორუმი და ბიზნესსექტორის შეხვედრა ეკონომიკური, საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვანი ნაბიჯია
სამმხრივი ეკონომიკური ფორუმი და ბიზნესსექტორის შეხვედრა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - განაცხადა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა, მიქაელ ჯაბაროვმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ ბიზნესფორუმზე.
26 თებერვალი 2026, 15:23
ეკონომიკა
თურქეთის ეკონომიკის მინისტრი: თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2008 წლიდან გვაქვს წარმატებული მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ერთობლივად ვმუშაობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე
თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2008 წლიდან გვაქვს წარმატებული მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ერთობლივად ვმუშაობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და მომსახურების სფეროებში, მათ შორის საავიაციო და საპორტო ოპერაციებში, – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, ომერ ბოლატმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში.
26 თებერვალი 2026, 15:20
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ყველას გილოცავთ ამ საპატივცემულო ჯილდოების მიღებას და გისურვებთ ამაყად გეტარებინოთ ქართული კულტურის ამაგდართა წოდება, რადგანაც სწორედ ესაა ის იდეოლოგია და თვითშეგნება, რაც ასაზრდოებს ჩვენს ერს
„ქართული კულტურა არის სწორედ ის, რაც გვახსენებს თუ რისთვის ვიბრძვით, რას ვიცავთ და რას ვუფრთხილდებით”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენელთა დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
26 თებერვალი 2026, 15:18
რეგიონი
გივი მიქანაძემ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა გახსნა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა.
26 თებერვალი 2026, 15:02
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: ევროპა დაშლის გზას ადგას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპა დღევანდელი პოლიტიკით დაშლის გზას ადგას.
26 თებერვალი 2026, 14:57
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ჩვენ კიდევ ბევრ აღიარებას მოვისმენთ, მათ შორის უმაღლესი დონიდან. გვესმის უკვე ბრიუსელიდან, მანამდე ვაშინგტონიდან გავიგეთ ასევე USAID-ისა და NED-ის შესახებ
ევროპარლამენტარ ანდრაშ ლასლოს განცახდებას, რომ ყოველწლიურად ათობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა უნგრეთსა და რეგიონში კორუმპირებული პოლიტიკური ქსელების შექმნაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა.
26 თებერვალი 2026, 14:54
პოლიტიკა
ვახტანგ თოფურია: პედოფილების დამცველმა ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა ქართულ არხებს - აცხადებენ, რომ „ძალიან დიდი ხანია, სიტყვის თავისუფლება აქვს“, მაშინ, როცა ერთ წელიწადში, პოსტების გამო, 12 000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს
პედოფილების დამცველმა ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა ქართულ არხებს, - წერს „ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, X-ზე.
26 თებერვალი 2026, 14:50
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ბრალდების შინაარსი - რატომ აშუქებენ მოვლენებს დამოუკიდებლად და ობიექტურად, უბედურება ის არის, რომ ე.წ. ოპოზიციას ეს უხარია. დადგება თავის ადგილზე ყველაფერი, თან ძალიან მალე
თითქმის, ყოველი მეორე, თუ ყველა არა „ტვ იმედში“ და „პოს ტვ“-ში ჩემი მეგობარია. არნახული უსამართლო გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდნენ ეს ადამიანები. არ დააკლეს დარბევა, ბულინგი, მიტაცება და ათასი საშინელება ამ ხალხს, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმას და „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის დასანქცირებას, სოციალურ ქსელში.
26 თებერვალი 2026, 14:49
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რეზოლუციებში ჩაგვიწერეს მოთხოვნა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის. დღესაც ეს ელჩები ჩვენგან ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის განადგურებას და ესკალაციას რუსეთთან
რეზოლუციებში ჩაგვიწერეს მოთხოვნა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის. დღესაც ეს ელჩები ჩვენგან ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის განადგურებას და ესკალაციას რუსეთთან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მოწოდებების შეფასებისას.
26 თებერვალი 2026, 14:49
სამართალი
საქალაქო სასამართლოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა გრძელდება
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება. პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ნადირაძის და ჯამში, ათი ბრალდებულის პროცესზე ბრალდების მოწმეები იკითხებიან.
26 თებერვალი 2026, 14:47
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: როდესაც ევროკავშირს ვთხოვთ, გაასაჯაროონ თუ ვის უხდიან საქართველოში ფულს, ამას არ აკეთებენ, იქიდან გამომდინარე რომ აფინანსებენ სწორედ მდიდარ „ენჯეოებს“, რომლებიც ჩართულები იყვნენ 5 რევოლუციის მოწყობის სცენარში
„როდესაც ევროკავშირს ვთხოვთ, გაასაჯაროონ თუ რას აფინანსებენ და ვის უხდიან საქართველოში ფულს, ისინი ამას არ აკეთებენ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი დადასტურებული ინფორმაციით, აფინანსებენ სწორედ მდიდარ „ენჯეოებს“, რომლებიც ჩართულები იყვნენ 5 რევოლუციის მოწყობის სცენარში საქართველოში. იმ მდიდარ „ენჯეოებს“ იყენებენ ისინი ინსტრუმენტად და ამ მდიდარი „ენჯეოების“ ხელით გვთხოვდნენ მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში და შეიარაღების გადაცემას უკრაინისთვის, რაც პირდაპირ გულისხმობდა ესკალაციას რუსეთის ფედერაციასთან. ზოგადად, როგორ ბინძურად იყენებენ ევრობიუროკრატები არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს თვითონ ევროკავშირის კონტროლის პალატამ - აუდიტის სამსახურმა ამხილა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
26 თებერვალი 2026, 14:45
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: როდესაც საქართველომ თქვა, რომ რა თქმა უნდა, ის გმობს აგრესიას, მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ არ გააგზავნის მოხალისე ჯარისკაცებს ოფიციალურად უკრაინაში, ამის შემდეგ უკვე საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია წამოვიდა
როდესაც საქართველომ თქვა, რომ რა თქმა უნდა, ის გმობს აგრესიას, მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ არ გააგზავნის მოხალისე ჯარისკაცებს ოფიციალურად უკრაინაში, ამის შემდეგ უკვე საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია წამოვიდა, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
26 თებერვალი 2026, 14:43
მსოფლიო
ანდრაშ ლასლო: პრეზიდენტმა ტრამპმა, შესაძლოა, USAID-ი დახურა, მაგრამ კორუმპირებული პოლიტიკური ქსელის წევრები ჯერ კიდევ ფეხზე დგანან
საერთაშორისო დახმარება, როგორც პოლიტიკური ჩარევის ინსტრუმენტი. ამ თემაზე ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო სოციალურ ქსელ X-ში წერს.


