imedi /  06 მაისი 2023, 14:25 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: ევროპული იდეების დამკვიდრება, ჩვენთვის, არა უცხო პრინციპების გაზიარების, არამედ, საბჭოთა ოკუპაციის დასრულების შემდეგ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფესვებთან მიბრუნების პროცესია

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ევროპის დღეს, წელს განსაკუთრებული ემოციებით აღვნიშნავთ. ბევრი თაობის მცდელობა, რომ საქართველოს ევროპულ ოჯახში დაებრუნებინა თავისი ისტორიული ადგილი, ნაბიჯ-ნაბიჯ რეალობად იქცევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა 2022 წელს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა ნიშნავს, რომ საქართველო ევროპაა და ევროპა საქართველოა.

მისი თქმით, ქვეყნის ევროპული მომავალი საქართველოს მოსახლეობის კარგად გააზრებული პრაგმატული არჩევანია, ევროპული ღირებულებები კი - ქართული კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის შემადგენელი ნაწილი.


,,2022 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, რაც იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველო ევროპაა და ევროპა საქართველოა. რობერტ შუმანის დეკლარაციით შექმნილი ევროპული თანამეგობრობის იდეები და პრინციპები დღესაც ისეთივე აქტუალური და მნიშვნელოვანია, როგორც 70 წლის წინ.

ევროკავშირი იმის გააზრებას ეფუძნება, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. სამწუხაროდ, ამ იდეამდე მისვლას ორი მსოფლიო ომი და ენით აღუწერელი ტრაგედიები დასჭირდა. საბედნიეროდ, ევროპამ შეძლო საკუთარი წარსულის გააზრება და მისი წევრები მშვიდობით და კეთილდღეობით შეაკავშირა.

სწორედ ამიტომ არის ევროკავშირი ასე მიმზიდველი საქართველოს და თავისუფლების მოყვარე სხვა ერებისთვის - ეს არის მშვიდობის, თავისუფლების და კეთილდღეობის უნიკალური პროექტი.

ქართველებმა კარგად ვიცით თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი, რომელიც ჩვენმა ერმა არაერთხელ გადაიხადა. საქართველოს უახლესი ისტორია სავსეა თავისუფლების იდეისთვის გმირული ბრძოლის მაგალითებით. სწორედ ეს საამაყო და ამავე დროს, ტრაგიკული გამოცდილება, აგრეთვე, ჩვენი მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერა კარგად წარმოაჩენს, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი საქართველოს მოსახლეობის კარგად გააზრებული ღირებულებითი და პრაგმატული არჩევანია, ევროპული ღირებულებები კი - ქართული კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის შემადგენელი ნაწილი. ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, საქართველოს მტკიცე კავშირი ჰქონდა ევროპასთან და წვლილი შეჰქონდა ევროპული ქრისტიანული კულტურის ჩამოყალიბებაში, ისევე როგორც 1918-1921 წლების პირველი რესპუბლიკით ჩვენი წვლილი შევიტანეთ თანამედროვე ევროპის სოციალური სახელმწიფოს და თანასწორობის იდეების განვითარებაში. საქართველო იყო პირველი ევროპული ქვეყანა სადაც, იმ დროისთვის, ყველაზე პროგრესული, სოციალ-დემოკრატიული იდეების მატარებელი პარტია ხელისუფლებაში მოვიდა; ნორვეგიის შემდეგ კი, საქართველო იყო მეორე ევროპული სახელმწიფო, სადაც ქალები არჩეულ იქნენ პარლამენტში. სწორედ ამიტომ, თავისუფლების, თანასწორობის, სამართლიანობის ევროპული იდეების დამკვიდრება, ჩვენთვის, არა უცხო პრინციპების გაზიარების, არამედ, საბჭოთა ოკუპაციის დასრულების შემდეგ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფესვებთან მიბრუნების პროცესია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

პიტ ჰეგსეტი

22 ივლისი 2026, 04:47

მსოფლიო

ჰეგსეტის შეფასებით, ირანის ომის დანახარჯმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის შეფასებით, ირანის ომის უახლესმა დანახარჯმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია - ეს თითქმის 9 მილიარდით მეტია იმ ციფრებზე, რომლებსაც თავდაცვის დეპარტამენტი მანამდე ასახელებდა.

22 ივლისი 2026, 03:02

მსოფლიო

Euronews: სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა

სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა, - წერს Euronews-ი.

პიტ ჰეგსეტი

22 ივლისი 2026, 01:52

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან სენატში გამართული მოსმენისას, სენატორ კეიტი ბრიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პიტ ჰეგსეტი

22 ივლისი 2026, 01:00

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სამშაბათს კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას.

22 ივლისი 2026, 00:07

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა

სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ამით მან დათმო პოზიციები და დაემორჩილა ზეწოლას მას შემდეგ, რაც თავდაცვის პოპულარული მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებამ მისი პრეზიდენტობის მანძილზე ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი.

21 ივლისი 2026, 23:29

მსოფლიო

საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა. საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელიც მსგავს ზომას საკანონმდებლო დონეზე დანერგავს.

21 ივლისი 2026, 22:31

მსოფლიო

Euronews: პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, პოლონეთში უკრაინელებზე თავდასხმების რიცხვი იზრდება

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოლიციამ უკრაინის მოქალაქეების მიმართ სავარაუდო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ 180 შეტყობინება მიიღო, რაც 30%-იანი ზრდაა, - წერს Euronews-ი.

21 ივლისი 2026, 21:52

მსოფლიო

ტრამპი: ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებულ მიმდინარე ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

კახა კალაძე

21 ივლისი 2026, 21:46

საზოგადოება

კახა კალაძე: ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ქართული კულტურის ნამდვილ ელჩს, ნანი ბრეგვაძეს ვულოცავ 90 წლის იუბილეს. მისი განუმეორებელი ხმა, რომელიც არაერთ თაობას აღაფრთოვანებს, უკვე ჩვენი კულტურის ნაწილია

თბილისის მერი, კახა კალაძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.

დონალდ ტრამპი

21 ივლისი 2026, 21:20

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „პიკაქს მაუნთინის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს.

21 ივლისი 2026, 21:18

საზოგადოება

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა

შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.

21 ივლისი 2026, 21:17

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

21 ივლისი 2026, 21:06

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

21 ივლისი 2026, 20:45

საზოგადოება

ბათუმში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა

ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.

21 ივლისი 2026, 20:43

საზოგადოება

სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.

21 ივლისი 2026, 20:39

საზოგადოება

მასშტაბური რეაბილიტაციის გამო რუსთაველის გამზირი 23 ივლისიდან 4 თვით იკეტება. როგორი იქნება სატრანსორტო მოძრაობის სქემა - დეტალები „ქრონიკაში“

23 ივლისის 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - დედაქალაქის მთავარ არტერიაზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო საფარი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა. იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, გამზირზე მოხვედრა კი მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი.

21 ივლისი 2026, 20:36

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გაძლიერებული კონტროლი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა.

21 ივლისი 2026, 20:35

სამართალი

სპეცოპერაცია დიდ დიღომში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას ირანის ორი მოქალაქე ონლაინ-მაღაზიით გეგმავდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სპეცოპერაცია დიდ დიღომში და დალუქული ბინა გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის მცდელობისთვის ირანის ორი მოქალაქეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკის გასაღებას სოციალურ ქსელში შექმნილი ონლაინ-მაღაზიით გეგმავდნენ. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.

21 ივლისი 2026, 20:33

ეკონომიკა

სებ-ი ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმების შესახებ: ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის

„იმედინიუსმა“ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა. პასუხად ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.

21 ივლისი 2026, 20:31

ეკონომიკა

13-წლიანი უწყვეტი პროგრესი და ისტორიული მაქსიმუმი, საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში მსოფლიო ლიდერთა შორის დასახელდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში ლიდერობს. პირველი ადგილი ევროკავშირის კანდიდატებს შორის და მხოლოდ ერთი ნაბიჯი „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსამდე.