ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
მჯერა, საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროპას.
„მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. პირველ რიგში, მივესალმები ევროკავშირის ელჩს, ბატონ პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშირის ელჩებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თბილისის მერს, პატივცემულ სტუმრებს. მინდა, ჩემი გულწრფელი აღფრთოვანება გამოვხატო ბატონი ელჩის ქართულის ცოდნით. კიდევ ერთხელ, მინდა მას მადლობა გადავუხადო, რომ საზოგადოებას მიმართა ქართულ ენაზე.
ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ დღეს „ევროპის დღეს“ აღვნიშნავთ, ქართველები და ევროპელები ერთად. ვინაიდან, ეს დღე არის, როგორც ევროპისთვის და ევროპელებისთვის, ასევე ქართველებისთვის. ქართველები ყოველთვის ისტორიულად მივიჩნევდით ჩვენს თავს ევროპის ნაწილად. შესაბამისად, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრები. თქვენ იცით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროპას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივის მონიჭება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის და გვაქვს გააზრებული, რომ ეს მოითხოვს კიდევ უფრო მეტი საქმის გაკეთებას, მეტი რეფორმების განხორციელებას იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას“, - განაცხადა პრემიერმა.
კანდიდატის სტატუსზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
„მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ჩვენი ხელისუფლების სრული მზაობა იმისათვის, რომ გავაგრძელოთ რეფორმები, რომელიც არის, პირველ რიგში, აუცილებელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და მეორე რიგში, ეს არის კიდევ უფრო მეტად დამაახლოებელი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და საზოგადოებასთან.
ჩვენ ევროპასთან და ევროპელ ხალხთან გვაკავშირებს ძალიან ბევრი საერთო ღირებულება და ფასეულობა. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს ფასეულობები ეფუძნება ჩვენს ქართულ, იდენტურ, ქრისტიანულ ღირებულებებს და ამაზე არის დაფუძნებული თანამედროვე ევროპაც.
შესაბამისად, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ელჩებო, პატივცემულო სტუმრებო, მე მჯერა, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით, დიდი მადლობა. ვუსურვებ ევროპას მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას ჩვენს ხალხებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.
სტუმრებმა მოისმინეს საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. პრემიერ-მინისტრმა „ექსპო ჯორჯიაში” წარმოდგენილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტენდები დაათვალიერა. „ევროპის დღის” გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები.
ყველა სიახლე
10 სექტემბერი 2026, 08:28
პოლიტიკა
ნინო წილოსანი მარტა კოსის განცხადებაზე: უკვე თავისუფლების ყველანაირ აკრძალვაზე მიდიან ის ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან
მან ასე შეაფასა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა, დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.
10 სექტემბერი 2026, 08:15
რეგიონი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბალღოჯიანი და კუჭატანი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფელ ბალღოჯიანში გზის 2190 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე იგება ორფენიანი ასფალტის საფარი. პროექტის ჯამური ღირებულება 770 623 ლარს შეადგენს.
10 სექტემბერი 2026, 08:11
რეგიონი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში შიდა საუბნო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი იგება ვაჟა-ფშაველას, ივანე ჯავახიშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩებზე. ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 2 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე.
10 სექტემბერი 2026, 08:07
პოლიტიკა
გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაცვისა და ხელისუფლებაზე მიზანმიმართული შეტევის ფონზე, გამოცემის რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი „ქრონიკის" სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს
სახელისუფლებო გუნდის განმარტებით, მსგავსი ქმედება, აპრობირებული მეთოდია, როდესაც სამართლებრივ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. „ასავალ-დასავალის“ რედაქტორის მიერ ექს-პრემიერის დასაცავად გამოქვეყნებულ პუბლიკაციასა და საპატიმროდან გაჟღერებულ ბრალდებებს მმართველი გუნდი სპეკულაციურს უწოდებს. უმრავლესობის შეფასებით, გაზეთის რედაქციის მიერ გაჟღერებული პოზიციები რეალურ ფაქტებს აცდენილია და მიზნად პოლიტიკური ქულების დაწერას ისახავს.
10 სექტემბერი 2026, 08:05
პოლიტიკა
პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, დღეს პოლიტიკური ნაწილით გაგრძელდება
პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, დღეს პოლიტიკური ნაწილით გაგრძელდება. კოსმოსის მომავალთან დაკავშირებით დღეს საკუთარ ხედვებს მსოფლიო ლიდერები, მათ შორის ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენენ.
10 სექტემბერი 2026, 08:00
საზოგადოება
უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება
უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. მოსალოდნელი ამინდის პროგნოს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 02:13
მსოფლიო
ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანთან ომი დასრულდება და საწვავის ფასები შუალედური არჩევნების „დასრულებისთანავე“ მკვეთრად დაეცემა.
10 სექტემბერი 2026, 00:44
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ
„47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
10 სექტემბერი 2026, 00:29
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის არქიმანდრიტ გაბრიელის სახელის გამოყენება. შეშფოთებას და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალთან „საპატრიარქოს უწყებანი“.
10 სექტემბერი 2026, 00:25
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით. დღევანდელი ბრიუსელისთვის დემოკრატია ნიშნავს უმცირესობის მმართველობას უმრავლესობაზე და ამას არავინ შეეგუება
ზოგადად, ნებისმიერ კავშირში გაერთიანება რაღაც დოზით სუვერენიტეტს ეხება, რადგან ხელშეკრულებით გიწევს ბევრი რაღაცის გათვალისწინება. დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა საუკეთესო მეთოდებით - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
09 სექტემბერი 2026, 23:59
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: აგენტები ერთმანეთს დაერივნენ შემცირებული დაფინანსების გასანაწილებლად, მათივე პატრონებს სცენარებიც კი დაუძველდათ
ისინი არ არიან პოლიტიკოსები და ამას რატომ ვამბობთ: როგორ შეიძლება გუნდის სისუსტედ ჩაითვალოს ის, როდესაც გამოცხადებული გაქვს კორუფციასთან ბრძოლა, შენ ისე დგახარ პოლიტიკურად მყარად, რომ ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, რომ ვერ იქნება ვერცერთი თანამდებობა ინდულგენცია კორუფციისა და სხვა ნებისმიერი დანაშაულის. ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს სისუსტეა? - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებთან დაკავშირებით ოპოზიციის რიტორიკას, რომ „ქართულ ოცნებაში“ კრიზისია.
09 სექტემბერი 2026, 23:53
მსოფლიო
ტრამპი: პუტინთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა - მას შეთანხმების დადება სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან „შესანიშნავი საუბარი“ ჰქონდა და მიაჩნია, რომ მას უკრაინაში ომის დარეგულირება სურს.
09 სექტემბერი 2026, 23:46
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ღარიბაშვილზე: ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარს უფრო მოგვაგონებს. გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი ორი წერილის შემდეგ არც ვიცი რამდენი წერილი გამოქვეყნდა მისი სახელით
„ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარს უფრო მოგვაგონებს. გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი ორი წერილის შემდეგ, არც ვიცი რამდენი წერილი გამოქვეყნდა მისი სახელით“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით.
09 სექტემბერი 2026, 23:30
პოლიტიკა
კირცხალია „ნაცმოძრაობაზე“: მათი რიტორიკა ანტირუსულია, ქმედება - პრორუსული - დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, შეეცდებოდნენ შეეგუებინათ საზოგადოება, რომ ხალხს უმტკივნეულოდ გადაეტანა ტერიტორიებზე უარის თქმა
სრული ლუსტრაცია მოხდა, თუ რას ემსახურებოდა მათი ნაბიჯები რეალურად - მათ საბოლოოდ განზრახული ჰქონდათ, რომ ჩვენ შევგუებოდით იმ მოცემულობას, რომელსაც არასდროს ქართველი არ შეეგუება. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, შეეცდებოდნენ შეეგუებინათ საზოგადოება, რომ ხალხს უმტკივნეულოდ გადაეტანა ტერიტორიებზე უარის თქმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
09 სექტემბერი 2026, 23:23
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, ემანუელ მაკრონის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას ესწრება. ვიდეო
ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, ემანუელ მაკრონის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას ესწრება.
09 სექტემბერი 2026, 23:21
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით. როდესაც დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი და მთავარი კომპონენტი არის სახალხო დიპლომატია
დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ..
09 სექტემბერი 2026, 22:46
მსოფლიო
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზელენსკის თვითმფრინავი მოლდოვიდან აფრენისას უპილოტო საფრენ აპარატთან შეჯახებას გადაურჩა
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტორეს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი მოლდოვიდან აფრენისას უპილოტო საფრენ აპარატთან შეჯახებას გადაურჩა.
09 სექტემბერი 2026, 22:41
პოლიტიკა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თანამშრომლობის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს ხელის ტრაქტორები გადაეცათ
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_ (TİKA) თანამშრომლობის ფარგლებში, ქუთაისში, იმერეთის რეგიონში მცხოვრები ვეტერანი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის ღონისძიება გაიმართა. TİKA-ს მხარდაჭერით, ვეტერან ფერმერებს, სულ, 20 ხელის ტრაქტორი გადაეცათ.
09 სექტემბერი 2026, 22:15
ტექნოლოგიები
Apple-მა თავისი პირველი კეცვადი სმარტფონი წარადგინა - ახალ მოწყობილობას iPhone Duo ეწოდება
ოთხშაბათს კომპანია Apple-მა თავისი პირველი კეცვადი სმარტფონი წარადგინა. ახალ მოწყობილობას iPhone Duo ეწოდება და ის წიგნივით იხსნება, რის შედეგადაც მომხმარებელი ფართო ეკრანს იღებს.
09 სექტემბერი 2026, 22:10
მსოფლიო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ტრამპის მარშრუტის“ შესახებ ძირითადი მოლაპარაკებები აშშ-სა და სომხეთს შორის მიმდინარეობს, თუმცა მისი განხორციელება აზერბაიჯანის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
TRIPP პროექტის („ტრამპის მარშრუტის“) შესახებ ძირითადი მოლაპარაკებები აშშ-სა და სომხეთს შორის მიმდინარეობს, თუმცა მისი განხორციელება აზერბაიჯანის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.


