imedi /  07 მაისი 2023, 20:54 / სანდო წყარო

სისხლი და რევოლუცია - რას ასწავლიან ახალგაზრდებს ზურაბ ჯაფარიძის ტრენინგებზე. „იმედის კვირის“ გამოძიება

„იმედის კვირის“ გუნდმა შეძლო დეტალურად გაერკვია იმ ტრენინგების შინაარსი და მიზანი, რომელსაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და მისი თანაგუნდელები მართავენ. „სისხლი“ და „რევოლუცია“ - ეს სიტყვები ისმის იმ ფარულ ვიდეოჩანაწერში, რომელიც ერთ-ერთი ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილემ „იმედს“ მიაწოდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა იმის მოკვლევა, თუ რას ასწავლიან ჯაფარიძე და მისი პარტნიორები შაბათ-კვირის შეკრებებზე სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს.

სამუშაო პროცესში ხელის შეშლის მიუხედავად, გადამღებმა ჯგუფმა შეისწავლა და მოიპოვა უამრავი ფოტო და აუდიო მასალა ღია თუ დახურული წყაროებიდან.

„იმედის კვირას“ წყარომ ასევე მიაწოდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ჯაფარიძის პარტიის ლიდერები დეტალურად განიხილავენ როგორ უნდა გარდაიქმნას ე.წ. თავისუფლების უიქენდები პროტესტად, რა როლი ექნება ამ პროცესში ჯაფარიძეს. წყაროს ინფორმაციით, საუბარი „გირჩელებს“ - ანა ჩიქოვანს, გიორგი მოსიაშვილსა და ხვიჩა ბერელაშვილს შორის 2022 წლის სექტემბერში შედგა.

ხ. ბერელაშვილი: ჰო, აი, ამ „უიკენდების“ შეხვედრას ცოტა მეტი სიმძაფრე რომ მოემატოს კარგი იქნება რა.

ა. ჩიქოვანი: კი, ეგ უიკენდები, რაღაც „პონტში“, საბოლოოდ პროტესტად უნდა გარდაიქმნას.

ხ. ბერელაშვილი: ხალხი რომ იკრიბება, ანუ ეს მიტინგები, აქციები, რაღაცა ყველა მიდის იმაზე, რომ რაღაც ტრადიციულად, რაღაც დაპირისპირება უნდა მოხდეს რა. აი, ამ შოუს ელოდებიან ყველა რა...

ა.ჩიქოვანი: კი, კი, კი... მერე იმედგაცრუებულები მიდიან.

ხ. ბერელაშვილი: სულ მაგას სკანდირებენ, რომ აი, გეგმა. რომ ყვიროდნენ, გახსოვს?

ა. ჩიქოვანი: კი, კი, მახსოვს.

ხ. ბერელაშვილი: აი, ეგ რაღაცები რომ იყო, ამ გეგმაში ცხადია, ყველა ელოდებოდა პასუხს, რომ „დავაი“ შევვარდეთ რა. ახლა ჯაფარა რასაც აკეთებს, ზუსტად ნიადაგს, ნიადაგი მზადდება იმით, რომ რაზე ხართ წამსვლელები... (აწყვეტინებს)

ა.ჩიქოვანი: რომ იცოდნენ რა, რაზე... იცოდნენ რაზე მიდიან.

ხ. ბერელაშვილი: ეს ფრაზაც მაგას ნიშნავს, რაზე ხარ წამსვლელი რა, მე რომ მივაწვები და შევალ, მომყვები? იქ რომ ვიღაცამ „დუბინკა“ ჩაგარტყას ან რაღაც ეგეთი? ანუ ხომ მაგ თემასაც გახვედრებს, რა ვიცი, აი, ხომ გინდოდათ გეგმა, აგერ გეგმას ახლა „უიკენდებზე“ ვწერ.

ა. ჩიქოვანი: მანდ რამდენჯერაც დარბევა და ის იყო სულ რაღაცა 1000 კაცი იყო ბოლოს შემორჩენილი და როცა ძალიან ბევრი ათასია, იქ ვერაფერს შვრებიან უბრალოდ.

ხ. ბერელაშვილი: ჰო, მარა მაგ შემთხვევაში ჯაფარა სულ გაურბის ხოლმე ეგეთ ლიდერობას და მოუწევს.

ა.ჩიქოვანი: კი.

ხ. ბერელაშვილი: მოუწევს ესე ხელის ქნევა, „ძაან“ არ უყვარს, მაგრამ მოუწევს. მაგას არ იზამს და ჩააგდებს. თან მესმის ახლა ეგეც, ჯაფარას ეგ ისა რა... ეგეთი გადაწყვეტილებები, მაგრამ აქამდე მიჰყავს და მერე უკან დახევა აღარ შეიძლება. ბიჭო, ყველაფერი მაქამდე იხარშება, რომ მართლა ხალხს უნდა. შეიძლება....ცოტა არ მომწონს ეგ ბაზარი, მაგრამ მეტი გზა არ ჩანს ხოლმე რა, ძალით უნდა შეხვიდე. ჩხუბები, დავიდარაბა და გაწევ-გამოწევა არავის არ გვინდა, არც ახლა არ მოიაზრება, მარა საქმე მიდის მაქამდე, რომ იძულებით მიაწვე რა და შეხვიდე მართლა რა...ჯაფარას ეს განცხადებები, რომ ეს შენობა ხალხს ეკუთვნის და ჩვენ გვაქვს უფლება, რომ შევიდეთ. ანუ ბევრი ხალხი თუ შეიკრიბა აგერ ტექსტიც ესაა, რომ შევვარდეთ.

მოსე შენ რას იტყვი?

გ. მოსიაშვილი: რასთან დაკავშირებით?

ხ. ბერელაშვილი: ჯაფარა მეთქი ახლა რომ აგორებს ამ უიკენდების თემას და მეტი სიმძაფრე ექნება.

გ.მოსიაშვილი: რა თქმა უნდა, ვუგროვებ ხალხს, მთავარია ხალხი.

ხ. ბერელაშვილი: ჰოდა, ხალხი შეგროვდეს მართლა და ბევრი და მივადგეთ შენობას...

გ.მოსიაშვილი: დედას მო***ნავთ!

ხ. ბერელაშვილი: ჯაფარას მოუწევს მეთქი ლიდერობა ისეთი, რომელსაც გაურბის ხოლმე.

გ.მოსიაშვილი: რა თქმა უნდა კი ეგ გააზრებული აქვს, იმიტომ, რომ თვლის მეტი გამოსავალი არ არსებობს.

ხ. ბერელაშვილი: ანუ ეგეთი რაღაცები არ მიყვარსო.

გ. მოსიაშვილი: ჰო ბაზარი არაა, არ უყვარს ,მაგრამ მიყვარს-არ მიყვარს რა შუაშია, დავკარგეთ ქვეყანა აგერ და დედა გვე***ნება....

ხ. ბერელაშვილი: არა, მოუწევს.

გ.მოსიაშვილი: ჰოდა, მოუწევს კი.

ხ.ბერელაშვილი: ჰოო, „ჯოს“, „ჯოს“ძახილიც მოუწევს.

საუბრის მონაწილე ზურა ჯაფარიძის თანაგუნდელები არ მალავენ, რომ მათ და მათ ლიდერსაც ახალგაზრდული ბანაკები კონკრეტული მიზნებისთვის სჭირდებათ. არც იმის თქმას ერიდებიან, რომ ჯაფარიძეს რევოლუციონერის როლის მორგება მოუწევს.

ამასთან, ახალგაზრდულ ბანაკებში დიდი როლი აქვს იარაღს, უფრო კონკრეტულად - ცეცლხსასროლი იარაღის პრაქტიკულ კურსებს.

ღია წყაროებიდან მოპოვებულ ფოტო და ვიდეო მასალებში ნათლად ჩანს, რომ უიკენდების შემადგენელი ნაწილია იარაღთან მოპყრობის და მისი მოხმარების სწავლება და ამისთვის სემინარებზე სპეციალურად მენტორები ჩადიან. მშობლების დიდმა ნაწილმა კი ამის შესახებ არაფერი იცის. წყარო „იმედის კვირას“ უყვება, რომ ბაკურიანის სემინარზე მენტორის სტატუსით იმყოფებოდა აშშ-ის არმიის ყოფილი ოფიცერი და ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი დევიდ ბერტელესი.

დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტში.

ყველა სიახლე

27 აგვისტო 2026, 10:25

ტაბლოიდი

მედია: ჯორჯინა როდირგესმა კრიშტიანუ რონალდუს უფროსი ბავშვები იშვილა

საუბარია 16 წლის კრიშტიანუ-უმცროსსა და 9 წლის ტყუპებზე - ევასა და მათეოზე, რომლებიც პორტუგალიელ ფეხბურთელს სუროგაციის გზით გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, საბუთების გაფორმების შემდეგ ჯორჯინა იურიდიულად მათ დედად ითვლება. აქამდე სამივე ბავშვზე მშობლის პასუხისმგებლობა ოფიციალურად მხოლოდ რონალდუს ეკისრებოდა.

რობერტ ქოჩარიანი

27 აგვისტო 2026, 10:15

მსოფლიო

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს პატიმრობა შეეფარდა

ერევნის სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 10:14

სპორტი

„იბერია“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩში დღეს „იაგელონიას“ უმასპინძლებს⚽

საქართველოს ჩემპიონი, თბილისის „იბერია“ დღეს „მიხეილ მესხზე“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩს გამართავს. ქართული გუნდი „იაგელონიას“ უმასპინძლებს, რომელთანაც გასვლაზე ანგარიშით 0:4 წააგო.

27 აგვისტო 2026, 10:11

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

წვიმიანი ამინდი

27 აგვისტო 2026, 10:10

საზოგადოება

საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 27-28 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

„27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

27 აგვისტო 2026, 10:07

რეგიონი

დავით სონღულაშვილი გურჯაანში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 10:01

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 აგვისტოს საქართველოში

27 აგვისტოს ბათუმში მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება.

27 აგვისტო 2026, 09:46

საზოგადოება

ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება

ქალაქ ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება.

27 აგვისტო 2026, 09:37

საზოგადოება

რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს

რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს.

27 აგვისტო 2026, 09:31

საზოგადოება

დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

27 აგვისტო 2026, 09:19

საზოგადოება

„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა

„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა.

27 აგვისტო 2026, 09:16

პოლიტიკა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ მცხეთაში რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიის დასკვნით ღონისძიება მცხეთაში გამართა.

ზურაბ დარჩიაშვილი ბარბარა ფოსი

27 აგვისტო 2026, 09:08

პოლიტიკა

გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს გადასცა

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს ზურაბ დარჩიაშვილს გადასცა.

27 აგვისტო 2026, 09:00

სამართალი

სასამართლომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე 1 500 ლარით დააჯარიმა

საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებისთვის სასამართლომ ლევან დავითულიანი სამართალდამრღვევად ცნო, რომელმაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს შეურაცხყოფა მიაყენა.

ჯონ რეტკლიფი

27 აგვისტო 2026, 02:46

მსოფლიო

The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.