შალვა პაპუაშვილი: ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში. ბოლო პერიოდში გამოაშკარავდა ასეთი სქემები „გირჩის“, „დროას“, „ევროპული საქართველოს“, სხვა პარტიების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები არა უბრალოდ აფილირებულია ამ პარტიებთან, პირდაპირ დაფუძნებულია და იმართება ლიდერების მიერ და ხდება პოლიტიკური ფულის გრანტად გაფორმება, რაც არის პარტიების უკანონო დაფინანსება.
„ზოგადი წესია, რომ უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ასეთი ყალბი ორგანიზაციების და რაღაც მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში და მნიშვნელოვანია, ამას მიექცეს ყურადღება. ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ გამოაშკარავდა ასეთი სქემები „გირჩის“ შემთხვევაში, „დროას“, სხვა პარტიების შემთხვევაში. „ევროპულ საქართველოსაც“ ჩამოყალიბებული აქვს ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც არა უბრალოდ აფილირებულია ამ პარტიებთან, პირდაპირ მათი დაფუძნებულია ლიდერების მიერ, იმართება მათ მიერ და ხდება პოლიტიკური ფულის გრანტად გაფორმება, რაც არის პარტიების უკანონო დაფინანსება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით და ზოგადად, ამ ორგანიზაციებმაც გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსება, მათ შორის დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს, თუნდაც IRI-მ, გაასაჯაროოს, რა მოცულობის თანხით აფინანსებს ამ ე.წ. ენჯეოს, რომელიც სინამდვილეში „გირჩის” პარტიის გაგრძელებაა, რა თანხით, რა მიზნებისთვის აფინანსებს, რატომ ხდება IRI-ის მიერ გადახდილი ფულით ახალგაზრდების იარაღთან შეჩვევა და რევოლუციური სცენარების დანერგვა. სწორედ ამაზე იყო საუბარი მათ შორის, როდესაც ვსაუბრობდით უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე. მაშინ იცით, რომ სამწუხაროდ, არასწორად იქნა ეს ყველაფერი მიტანილი საზოგადოებამდე. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ აქ შეიძლება სხვა ინტერესები იყო, რომ დაფარული ყოფილიყო ის დაფინანსებები, რომელიც საქართველოში შემოედინება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არაერთხელ ისაუბრა პარტნიორებთან, რომ მათი გადასახადის გადამხდელების ფული გამოიყენება საქართველოში ძალადობის იდეის დანერგვისა და წახალისებისთვის.
„მე არაერთხელ მქონდა ჩვენს პარტნიორებთან ამაზე საუბარი, რომ მათი გადასახადის გადამხდელების ფული გამოიყენება საქართველოში ძალადობის იდეის დანერგვისა და ძალადობის წახალისებისთვის. ახლა აღმოჩნდა, რომ IRI პირდაპირ აფინანსებს ზუსტად ასეთი სახის ღონისძიებებს, სადაც იარაღთან გარკვეული გაშინაურება ხდება ახალგაზრდების, რომ მათ მერე არ მოერიდოთ საჭირო დროს ამ იარაღის ხელში დაჭერა. როდესაც ასეთი ღონისძიებები ფინანსდება ამერიკელი გადამხდელის ფულით, ეს რა თქმა უნდა ძალიან შოკისმომგვრელია. კიდევ ერთხელ, ერთის მხრივ, მოვუწოდებ ამ ორგანიზაციებს, ჩახედონ, რაში იხარჯება მათი ფული, ძალადობრივი ჯგუფების და არჩევნების უარმყოფლების დაფინანსება რომ ხდება, შემდეგ რომ არ იყოს საუბარი იმაზე, თითქოს ეს ფული ქართველ ხალხს ხმარდება. პირდაპირ ვხედავთ, რომ ეს ფული ხმარდება ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმეებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია გადაიხედოს ეს საკითხი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
11 ივნისი 2026, 00:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს შეძლო დაემარცხებინა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც სრული კარტბლანში ჰქონდა მიცემული ევროკავშირისგან და აშშ-ს მაშინდელი ადმინისტრაციისგან. სრული კარტბლანში წამებისთვის, რეკეტისთვის, ადამიანების ხოცვისთვის
ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს შეძლო დაემარცხებინა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც სრული კარტბლანში ჰქონდა მიცემული ევროკავშირისგან და ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ადმინისტრაციისგან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
11 ივნისი 2026, 00:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ქვეყნის გადატრიალებას ვერ შეძლებენ, ამის გარანტორი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ - მე მგონი, რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაასწრებს და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს
მე მგონი რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაასწრებს და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
11 ივნისი 2026, 00:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ახლახან არ იყო 4 ოქტომბერი? დღისით, მზისით ევროკავშირმა წააქეზა, მხარი დაუჭირა ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას
ახლახანს არ იყო 4 ოქტომბერი? დღისით, მზისით ევროკავშირმა წააქეზა, მხარი დაუჭირა ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან სალომე ზურაბიშვილთან ელჩების ვიზიტებიც გაიხსენა და თქვა, რომ მოპარული შტანდარტის ფონზე გადაღებული ფოტოებით ელჩები 4 ოქტომბრის ძალადობას აქეზებდნენ.
11 ივნისი 2026, 00:26
მსოფლიო
ბელფასტში, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. ვიდეო
ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გრძელდება.
11 ივნისი 2026, 00:16
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია „ალიანსზე“: ჰგონიათ, საზოგადოება დაიჯერებს მათ სპექტაკლს, თითქოს ერთი დედაპარტიის შვილები არ არიან
"მათ არ შეუძლიათ არანაირი თვითორგანიზება, რადგან არიან გაცხადებული აგენტურა ჩვენს ქვეყანაში, სახელით და გვარებით. თითოეული სახელი და გვარი, რომელიც ახლა უკვე მერამდენე ალიანსში გაერთიანდნენ, არის პირდაპირ აფელირებული დედაპარტიასთან, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია", - ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
11 ივნისი 2026, 00:16
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩინეთისგან ბოროტების ხატის შექმნა არის ხანგრძლივი, მიზანმიმართული, პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც ბრიუსელს აქვს აღებული იმისთვის, რომ ჩამოიცილონ კონკურენტი
ჩვენ ჩვენს საგარეო პოლიტიკას ვახორციელებთ იმისთვის, რომ განვახორიციელოთ ჩვენი შიდა პოლიტიკური მიზნები - ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შეფასებებზე საუბრისას. პარლამენტის თავმჯდომარე სისულელეს უწოდებს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ჩინეთთან ურთიერთოები გლობალურ პროცესში სხვა ქვეყნების ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის.
11 ივნისი 2026, 00:15
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჯო უილსონისნაირ კომიკურ-ოდიოზურ ფიგურებს უბრალოდ ჩვენი მხრიდან არც შევაფასებ და არც მივიჩნევ ღირსად, რომ შეფასდეს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია გამოეხმაურა კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტს, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. კანონპროექტი სახელმწიფო დეპარტამენტს რეგიონში ჩინეთისა და რუსეთის გავლენების შესწავლას ავალდებულებს.
11 ივნისი 2026, 00:13
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირს მიაქანებენ საბჭოთა კავშირისკენ. ასე შეიქმნა საბჭოთა კავშირი, როდესაც იდენტობები გათქვიფა საერთო იდეოლოგიაში და დღეს ამას აკეთებს ბრიუსელი ევროკავშირში
სინამდვილეში, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის სხვა ქვეყნებისთვის საქართველოს ლანგრით შეთავაზება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის ქმედებების შეფასებისას.
11 ივნისი 2026, 00:07
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ დავაფიქსირეთ მზაობა, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავტვირთოთ და დავიწყოთ სრულიად ახალი ფურცლიდან
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ საქართველო მზად არის, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის და დაიწყოს ის სრულიად ახალი ფურცლიდან, თუმცა მისი თქმით, მხოლოდ საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
11 ივნისი 2026, 00:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთი ამერიკელისგან გვსმენია, რომ სერიოზულად არ შევხედოთ ბატონ უილსონს და აქ ამთავრებენ ხოლმე მასზე საუბარს. ასე რომ ჩვენც ვცდილობთ ხოლმე სერიოზულად არ შევხედოთ. რა მოვთხოვოთ საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანს, რომელიც საბავშვო ბაღში იარაღის ლეგალიზაციას ითხოვს?
ზოგიერთი ამერიკელისგან გვსმენია, რომ სერიოზულად არ შევხედოთ ბატონ უილსონს და აქ ამთავრებენ ხოლმე მასზე საუბარს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
10 ივნისი 2026, 23:51
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: თაზო დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა
თაზო დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ, როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა.
10 ივნისი 2026, 23:51
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: აშშ-ის სამხედრო ძალები ირანს ძლიერ დარტყმას მიაყენებენ, თუ თეირანი კონფლიქტის დასასრულებლად შეთანხმებას არ გააფორმებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ირანს ძლიერ დარტყმას მიაყენებენ, თუ თეირანი კონფლიქტის დასასრულებლად შეთანხმებას არ გააფორმებს. ამით მან გაიმეორა მუქარა, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღის დასაწყისში გააჟღერა.
10 ივნისი 2026, 23:47
პოლიტიკა
პაპუაშვილი კონგრესის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტზე: ეს არის აბსოლუტური ფიქცია იმისთვის, რომ ხმაური შეიქმნას და ვიღაცამ რაღაც თქვას
ეს არის აბსოლუტური ფიქცია, იმისთვის რომ ხმაური შეიქმნას და ვიღაცამ რაღაც თქვას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 8 ივნისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ჯო უილსონმა წარადგინა. „რა უნდა დავუშვათ, რომ ჯო უილსონმა კანონით უნდა დაავალოს ამერიკის სადაზვევრო სამსახურებს, დააკვირდით რას შვება რუსეთი, ჩინეთი თუ ირანი რეგიონში და საქართველოში? ვინმეს ჰგონია, რომ ისე ამას არ აკეთებენ? რას ემსახურება მაშინ ეს კანონები? უბრალოდ საინფორმაციო ხმაურს. თითქოს ახლა ჯო უილსონის დავალებას ელოდება დონალდ ტრამპი, რომ რუსეთზე და ჩინეთზე იფიქროს და მათი გავლენები შეისწავლოს? ეს არის აბსოლუტური ფიქცია, იმისთვის რომ ხმაური შეიქმნას, ვიღაცამ რაღაც თქვას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
10 ივნისი 2026, 23:46
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: აშშ-ის მუქარა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმის შესახებ სისუსტის ნიშანია
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მუქარა ძალის ნაცვლად სისუსტის ნიშანია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი მტკიცედ დახვდება ზეწოლასა და მუქარებს.
10 ივნისი 2026, 23:45
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე: ერთი იმპერიისგან გავთავისუფლდით და ახალი უღლის დადგმა ეროვნულ მიზნად ვაქციეთ - ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს
“საბჭოთა კავშირი კუბში - ევროკავშირი დემოკრატიას კლავს როგორც წევრ ქვეყნებში, ასევე ცდილობს ბოლო მოუღოს დისკუსიის შესაძლებლობას ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მას შემდეგ, რაც უნგრეთმა თვეების განმავლობაში მოახდინა უკრაინისთვის 90 მილიარდიანი სესხის გაცემის ბლოკირება, ფონ დერ ლაიენი ღიად ალაპარაკდა გადაწყვეტილების მიღების წესში ცვლილებების აუცილებლობაზე”, - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.
10 ივნისი 2026, 23:40
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებში და არამხოლოდ, ჩვენ ვართ მოწინავე ადგილზე, ყველა კრიტერიუმით
კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებში და არამხოლოდ, ზოგადად, ვისაც უვიზო მიმოსვლა შეიძლება ჰქონდეს და აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ჩვენ ვართ მოწინავე ადგილზე, აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში.
10 ივნისი 2026, 23:35
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: სომხეთის ხელისუფლების მხრიდან აშკარა ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს იგნორირება სრულად ხდის ნიღაბს ისეთი ორგანიზაციის ფარისევლურ მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას, როგორიც არის ეუთო/ოდირი
სომხეთსა და საქართველოში ეუთო/ოდირის მიერ არჩევნების შეფასებას არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
10 ივნისი 2026, 23:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს, ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში
ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 11 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ ტექნიკურ შეხვედრაზე საუბრისას. მისივე თქმით, ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრულის გზა, საითაც ბრიუსელი ევროკავშირს მიაქანებს, როდესაც ევროკავშირი - მშვიდობის პროექტი - იქცა იარაღად სხვადასხვა ქვეყნების წინააღმდეგ.
10 ივნისი 2026, 23:31
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ის, რომ 3000 წელია ჩვენ სახელმწიფოებრიობას ასე ვატარებთ, ეს იმის მანიშნებელია, რომ გამომუშავებული გვაქვს შინაგანი ფორმულა, თუ როგორ უნდა გაიარო ის ქარიშხლები, რომელიც ასეთ რთულ რეგიონში ხდება ხოლმე. ევროპამ ასეთი ტურბულენტობის დროს ბევრჯერ წაიტეხა ცხვირი
გეოგრაფია არ შეიცვლება, ჯერჯერობით გეოგრაფიასთან ომის არავის მოუგია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა კითხვას - თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოს ჩანაცვლება ხდება სომხეთით. ასეა ეს?
10 ივნისი 2026, 23:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა აბარია ადამიანს, რომლის მინისტრიც საქართველოში მიტინგებში მონაწილეობდა. კაია კალასს აშშ-ის, ევროკავშირის მთავარი პარტნიორის საგარეო საქმეთა მინისტრი არც კი ხვდება
ამ მთლიან უბედურებაში, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით ბრიუსელის შემთხვევაში, ბედნიერება არის იმაში, რომ იმდენად არაკვალიფიციურ ხალხთან გვაქვს საქმე და იმდენად უმწიფარ საგარეო პოლიტიკასთან, ვხედავთ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.


