11 მაისი 2023, 16:36 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თურმე, ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პუტინის და რუსეთის ნაბიჯებს უნდა ჰქონდეს გავლენა, რაც აბსურდის ტოლია

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს პუტინი და რუსეთის ხელისუფლება, ეს არის წარმოუდგენელი რამე.

„საქართველოს ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს პუტინი და რუსეთის ხელისუფლება, ეს არის წარმოუდგენელი რამე. საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში აქვს საკუთარი დღის წესრიგი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ეფუძნება იმ ორმხრივ შეთანხმებებს, რაც ჩვენ გვაკავშირებს ევროკავშირთან. ჩვენი ოპოზიცია ამბობს, რომ თურმე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტი სიტყვა აქვს რუსეთს, რასაც ვერ გავიზიარებ. მაშინ, გამოდის, რომ აზრი არ ჰქონია არაფერს, რასაც საქართველო აკეთებს, მათ რომ ჰკითხოთ. საქართველო აგრძელებს რეფორმების განხორციელებას და დგამს იმ ნაბიჯებს, რაც ევროკავშირში ინტეგრაციას სჭირდება. ევროკავშირის მხრიდან ველოდებით გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენი ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თურმე, ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პუტინის და რუსეთის ნაბიჯებს უნდა ჰქონდეს გავლენა და გადამწყვეტი მნიშვნელობა, რაც აბსურდის ტოლია“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ცალმხრივად მოქმედი სავიზო რეჟიმი გაუქმებულია. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

ყველა სიახლე

მასუდ პეზეშკიანი

19 მაისი 2026, 00:04

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ირანი არავითარ ვითარებაში არ იტყვის უარს ირანელი ხალხის კანონიერ უფლებებზე

ირანის მთავრობა „არავითარ შემთხვევაში“ არ დაიხევს უკან „ხალხისა და ქვეყნის კანონიერი უფლებებიდან“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა.

დონალდ ტრამპი

18 მაისი 2026, 23:33

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ არაბული ქვეყნების ლიდერების თხოვნით, უარი თქვა ირანზე 19 მაისს დაგეგმილ დარტყმებზე

კატარის ემირმა, თამიმ ბინ ჰამად ალ თანიმ, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა მთხოვეს, თავი შევიკავოთ ირანზე ჩვენი დაგეგმილი სამხედრო თავდასხმისგან, რომელიც ხვალისთვის იყო ჩანიშნული, ვინაიდან ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათი, როგორც დიდი ლიდერებისა და მოკავშირეების აზრით, მიღწეული იქნება შეთანხმება, რომელიც სრულიად მისაღები იქნება როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისე ახლო აღმოსავლეთისა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ყველა ქვეყნისთვის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

18 მაისი 2026, 22:33

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული თერთმეტი პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან ორი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა.

18 მაისი 2026, 22:28

მსოფლიო

POLITICO: ევროპელი პროკურორები იძიებენ, თუ როგორ გამოიყენა საბერძნეთმა ევროკავშირის სახსრები მიგრანტთა ბანაკების ასაშენებლად

ევროპელი პროკურორები იძიებენ, თუ როგორ გამოიყენა საბერძნეთმა ევროკავშირის სახსრები მიგრანტთა ბანაკების ასაშენებლად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ინფორმირებულ ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯორჯ ბიბი

18 მაისი 2026, 22:26

პოლიტიკა

ჯორჯ ბიბი: ისეთი სახელმწიფოები, როგორიც უკრაინა და საქართველოა, ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ნატოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით - ნატოში გაწევრიანების აზრს ვერ ვხედავ ვერც თბილისის ან დასავლეთის გადმოსახედიდან

მიმაჩნია, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება. არავინ უჭერს ამას მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებში. არამგონია ეს მიდგომა შეიცვალოს, - განაცხადა ქუინსის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა და დიდი სტრატეგიების დირექტორმა, ჯორჯ ბიბიმ გადაცემაში „თბილისის დროით“ . მისი თქმით, საქართველოს უსიამოვნო შედეგების მომტანი ომი ჰქონდა რუსეთთან, რაც გარკვეულწილად ნატოს აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოების სურვილის შედეგი არის.

18 მაისი 2026, 22:15

მსოფლიო

ჯორჯ ბიბი: ევროპა ძალიან მძიმე ეკონომიკური პრობლემების წინაშეა. მიმაჩნია, რომ ევროპას აქვს გამოსავალი, მაგრამ მხოლოდ თუ ევროპელები ამას მოისურვებენ

ევროპა ძალიან მძიმე ეკონომიკური პრობლემების წინაშეა. მიმაჩნია რომ ევროპას აქვს გამოსავალი, მაგრამ მხოლოდ თუ ევროპელები ამას მოისურვებენ, - განაცხადა ქუინსის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა და დიდი სტრატეგიების ჯორჯ ბიბიმ გადაცემაში „თბილისის დროით“. მისივე თქმით, უკრაინაში არსებული გამოწვევის საპირწონედ მხოლოდ მეტი ფულის გაგზავნა, კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს კორუფციას.

18 მაისი 2026, 22:11

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ბათუმის ბოტანიკური ბაღის საქმიანობას გაეცნო

,,ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, სადაც ბათუმის ბოტანიკური ბაღის განვითარების მიმართულებებზე ვიმსჯელეთ. მოვისმინე ბოტანიკური ბაღის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია. შთამბეჭდავია ის პროექტები, რომლებიც უკვე მიმდინარეობს. ხელისუფლების მხრიდან იქნება მუდმივი ჩართულობა და განსაკუთრებული ყურადღება ყველა პროექტის განხორციელების პროცესში“.

იან პრაუდი ჯორჯ ბიბი

18 მაისი 2026, 22:08

პოლიტიკა

ჯორჯ ბიბი: სავაჭრო და ენერგო რესურსების ხაზები ჩინეთთან გეოპოლიტიკური დაპირისპირების მნიშვნელოვანი შემადგენელია. ამ თვალსაზრისით ვაშინგტონის გადმოსახედიდან სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ

სავაჭრო და ენერგო რესურსების ხაზები ჩინეთთან გეოპოლიტიკური დაპირისპირების მნიშვნელოვანი შემადგენელია. ამ თვალსაზრისით ვაშინგტონის გადმოსახედიდან სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ ქუინსის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა და დიდი სტრატეგიების დირექტორმა, ჯორჯ ბიბიმ.

18 მაისი 2026, 22:03

რეგიონი

ბათუმის მერია ბაგრატიონის ქუჩის №131-ში კორპუსის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„რაც შეეხება მშენებლობის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ კორპუსში წარმოშობილ ბზარებსა და შესაძლო საფრთხეების შეფასებას, ასევე, იმის დადგენას, უკავშირდება თუ არა აღნიშნული დაზიანებები სამშენებლო პროცესს, შესაბამის დასკვნას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მოამზადებს“.

ჯორჯ ბიბი

18 მაისი 2026, 21:54

პოლიტიკა

ჯორჯ ბიბი: მგონია, რომ ევროპელები უფრო დაინტერესებულნი არიან საქართველოზე პოლიტიკური მიზნებით ზეწოლით, ვიდრე მისი გაწევრიანების პროცესის აჩქარებით - ეს არასწორი პოლიტიკაა ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ეს გახლავთ რეალობა

„არამგონია, რომ ბრიუსელსა და წევრ სახელმწიფოებში დიდი სურვილი იყოს სწრაფი გაფართოების, ისინი მიზანმიმართულად, ძალიან ნელა მოქმედებენ როდესაც საქმე ეხება კანდიდატი სახელმწიფოების მიღების პროცესს. ეს ნაწილობრივ პოლიტიკურია. მგონია, რომ ევროპელები უფრო დაინტერესებულნი არიან საქართველოზე პოლიტიკური მიზნებით ზეწოლით, ვიდრე მისი გაწევრიანების პროცესის აჩქარებით. მიმაჩნია რომ ეს არასწორი პოლიტიკაა ევროკავშირის მხრიდან მაგრამ ეს გახლავთ რეალობა“, - აღნიშნა ჯორჯ ბიბიმ.

ჯორჯ ბიბი

18 მაისი 2026, 21:40

პოლიტიკა

ჯორჯ ბიბი: უკრაინის ხელისუფლებას უნდა შეეძლოს, საკუთარ მოსახლეობას რაიმე წარუდგინოს გაწეული მსხვერპლის საპირწონედ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი იკითხავს, თუ რისთვის გაიღეს ამდენი სისხლი და იწვნიეს ნგრევა

უკრაინის ხელისუფლებას უნდა შეეძლოს საკუთარ მოსახლეობას რაიმე წარუდგინოს გაწეული მსხვერპლის საპირწონედ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი იკითხავს, თუ რისთვის გაიღეს ამდენი სისხლი და იწვნიეს ნგრევა, რას მიაღწიეს გარდა იმისა, რომ რუსები შეაკავეს, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ ქუინსის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა და დიდი სტრატეგიების დირექტორმა, ჯორჯ ბიბიმ.

ჯორჯ ბიბი

18 მაისი 2026, 21:26

მსოფლიო

ჯორჯ ბიბი: ამჟამად, ძალიან მცირე საკითხებზე თუ ახერხებენ ევროკავშირში საერთო ენის გამონახვას და ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო საგარეო პოლიტიკის წარმოებისას არის

„ბევრი წლის წინ ევროკავშირი ფუნდამენტური არჩევანის წინაშე იდგა, სურდა კი მას წევრი სახელმწიფოების რაოდენობის ზრდა და გაფართოება თუ უკვე წევრ სახელმწიფოებს შორის ინტეგრაციის გაუმჯობესება? ეს ორი არჩევანი ერთმანეთის წინააღმდეგობრივია. ევროპელებმა კი გადაწყვიტეს ორივეს შესრულება, როგორც გაფართოება, ასევე ინტეგრაციის ზრდა. შედეგად ევროკავშირი ბევრი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ეს გამოდგა როგორც ეკონომიკური ასევე საგარეო პოლიტიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემაც“.

სკოტ ბესენტი

18 მაისი 2026, 21:17

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: აშშ გასცემს დროებით, 30-დღიან გენერალურ ლიცენზიას, რათა ყველაზე მოწყვლად ქვეყნებს მისცეს შესაძლებლობა, დროებით მიიღონ წვდომა რუსულ ნავთობზე, რომელიც ამჟამად ზღვაშია ბლოკირებული

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი გასცემს დროებით, 30-დღიან გენერალურ ლიცენზიას, რათა ყველაზე მოწყვლად ქვეყნებს მისცეს შესაძლებლობა, დროებით მიიღონ წვდომა რუსულ ნავთობზე, რომელიც ამჟამად ზღვაშია ბლოკირებული, - განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა.

ჯორჯ ბიბი

18 მაისი 2026, 21:13

მსოფლიო

ჯორჯ ბიბი: მიმაჩნია, რომ ევროპა ამჟამად მხოლოდ მოპასუხეს რეჟიმშია, ისინი ცდილობენ პასუხი გასცენ იმ მოვლენებს, რომლებსაც სხვა ქვეყნები იწვევენ - სტრატეგიულად ევროპა დაკარგულია

„ევროპა ვერ ახერხებს საკუთარი კურსის ჩამოყალიბებას, ვერც მკაფიო მიზნების შექმნას, ევროპელებზე ამჟამად შეიძლება დაზუსტებით მხოლოდ ითქვას, რომ მათ იციან თუ რა არ სურთ, ხოლო ის თუ რა სურთ, არცთუ ისე კარგად არის ჩამოყალიბებული. ევროპას არ სურს რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნატოში არსებული მოცემულობა შეცვალოს, ევროპელებს მოსწონთ როგორც ყველაფერი აქამდე იყო, როდესაც ისინი დამოკიდებულნი იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ევროპა კი ამ დროს საშინაო კეთილდღეობაზე იქნებოდა კონცენტრირებული. ეს მოცემულობა წარსულს ჩაბარდა“

იან პრაუდი

18 მაისი 2026, 21:10

პოლიტიკა

იან პრაუდი: რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა „იმედის“ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, ვშიშობ, რომ ეს კიდევ ერთი ნიშანია ევროპაში სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლის

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა „იმედის“ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, ვშიშობ, რომ ეს კიდევ ერთი ნიშანია ევროპაში სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლის, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ გადაცემის წამყვანმა, ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა, იან პრაუდმა.

კშიშტოფ ბრეიზა

18 მაისი 2026, 20:58

პოლიტიკა

„იმედის“ აკრძალვის ლობისტი ევროპელი დეპუტატი სააკაშვილს უდანაშაულოდ მიიჩნევს - პოლონელი ევროპარლამენტარის კიდევ ერთი აღიარება და მედიათავისუფლების შეზღუდვის ფიქტიური საბაბი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ თვეებია მუშაობს, ამჯერად პატიმარი სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ბრალდებები გამოგონილია, საქმეები კი პოლიტიკურად მოტივირებული.

18 მაისი 2026, 20:55

პოლიტიკა

რატომ დარჩა შეუმჩნეველი დანიაში აქციის დარბევა - ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

რა აჩვენა კოპენჰაგენში პროტესტის მონაწილეთა დარბევამ საქართველოს ხელისუფლებას, ორმაგი სტანდარტი - ასეთია თბილისის შეფასება. თუ საქართველოს შიდა საქმეებში აქტიურად ერევიან, დანიაში განვითარებული მოვლენების ფონზე, დუმს ევროკავშირიც და დანიის ხელისუფლებაც.

18 მაისი 2026, 20:53

რეგიონი

18-24 მაისს „აფხაზეთობის კვირეული“ ტარდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ღონისძიებების აღნიშვნა დღეს ზუგდიდში, დადიანების სასახლიდან დაიწყო. „აფხაზეთობა“ 2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაწესდა.

18 მაისი 2026, 20:39

სამართალი

სად გადის ზღვარი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის - შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამმართველო ემატება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენა, შეურაცხმყოფელი კამპანია, აგრესიული კომუნიკაცია - ამ პრობლემების მონიტორინგი და რეაგირება, სპეციალური სამმართველოს ფუნქცია იქნება, რომელიც შსს-ში იქმნება. სიახლის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მან ინიციატივის მიზეზი და მიზანიც განმარტა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

18 მაისი 2026, 20:32

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებზე: არცერთ აქციაზე 100 000 კაცი არ გამოსულა

პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასა და 9 პარტიისგან შემდგარი პოლიტიკური ალიანსის სტრატეგიაზე ისაუბრა.