ნიკოლოზ ჩხეტიანი: ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს საქართველოში განხორციელებული არცერთი პროექტიდან სახლში ერთი თეთრი მოგებაც კი არ წაუღია
ნიკოლოზ ჩხეტიანი
ფოტო: IMEDI/კადრი
რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში, ლევან ბერძენიშვილმა კვლავ მისცა თავს უფლება, უსამართლო ბრალდებებით თავს დასხმოდა ბიძინა ივანიშვილს და ცილისმწამებლური განცხადებები გაეკეთებინა მისი მისამართით, - ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებაში.
როგორც ჩხეტიანი აღნიშნავს, ლევან ბერძენიშვილი როგორც ცდილობს საქართველოს ისტორიის დამახინჯებას, ზუსტად ისევე ცდილობს ის დაამახინჯოს ჩვენი დღევანდელობა. მისივე თქმით, ზუსტად ამის გამოვლინებაა, რომ ყველა თავის საჯარო განცხადებაში, რომელსაც ბერძენიშვილი აკეთებს, ის ცდილობს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე რამენაირად ჩირქი მოსცხოს და შეურაცხყოფა მიაყენოს ქველმოქმედ ადამიანს.
„ვინაიდან ბერძენიშვილის მხრიდან მსგავსი ქმედებები სისტემატურ ხასიათს ატარებს და ის გარკვეული პერიოდულობით იმეორებს ცრუ ბრალდებებს, როგორც ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ გავცე მას პასუხი.
მიმაჩნია, რომ არც ლევან ბერძენიშვილი იმსახურებს გამორჩეულ ყურადღებას და არც ბატონ ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ჩემი დაცვა. გარდა ამისა, არც ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობის საზოგადოებისთვის შეხსენებაა დღეს ჩემი მიზანი. თუმცა, საჭიროდ მიმაჩნია, ბერძენიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის დამახინჯებული შეფასების მაგალითზე, საზოგადოებისთვის განვმარტო, თუ როგორ ამახინჯებს ლევან ბერძენიშვილი დღევანდელობას, რაც იმის დასტურია, რომ მას საზოგადოებისთვის ისტორიის სწავლების არავითარი მორალური უფლება არა აქვს.
განვიხილოთ ბიძინა ივანიშვილისადმი ბერძენიშვილის ბრალდების ანატომია. „მთავარი არხის“ ხსენებულ გადაცემაში ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის პრინციპია, „რომ მან იცის, როგორ იშოვოს ფული და მან იცის, როგორ არ უნდა იყოს ეს არანაირ ზნეობასთან დაკავშირებული“. ამას ბერძენიშვილი ამბობს ადამიანზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გვერდში უდგას ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს, რომელმაც 3 მილიარდ დოლარზე მეტი უანგაროდ დახარჯა საქართველოში განხორციელებულ საქველმოქმედო პროექტებზე, რომლებმაც საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფერო მოიცვა.
მრავალი წელია ვმუშაობ „ქართუს“ სისტემაში და საკმაოდ ახლოს ვიცნობ როგორც თავად ბატონ ბიძინას, ისე მის ოჯახს. ვიცი რა, ამ ოჯახის დამოკიდებულება ზნეობრივი ნორმების მიმართ, შესაძლოა სხვებზე ცხადად ვხედავ ნასროლი ბრალდებების სიყალბეს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ გამუდმებული თავდასხმები და ცრუ მორალისტური კატეგორიებით აპელირება ერთი კონკრეტული პირის მხრიდან საჭიროებს საკადრის პასუხს.
პირველ რიგში, საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქონება შექმნა სხვა ქვეყანაში. სამშობლოში დაბრუნების დღიდან კი, მან შეგნებულად შეწყვიტა მომგებიანი ბიზნესსაქმიანობა და მას შემდეგ, ის უცხო ქვეყანაში შექმნილი ქონების საქართველოს სასარგებლოდ განკარგვით არის დაკავებული. ამის საილუსტრაციოდ, რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი მინდა მოვიყვანო.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ბანკ „ქართუს“ არასოდეს უწარმოებია აგრესიული საბანკო პოლიტიკა. ბანკ „ქართუს“ დაარსებიდან ცოტა ხანში, ბიძინა ივანიშვილმა გამოისყიდა ამერიკელების მიერ დაფუძნებული და შემდეგ გაკოტრებული „აბსოლუტ ბანკის“ პასივები, რითაც მან ქართული საბანკო სისტემა, თავის დროზე, გარდაუვალ კოლაფსს გადაარჩინა. ბანკ „ქართუს“ ჰქონდა სრული რესურსი, აგრესიული საბანკო პოლიტიკა ეწარმოებინა და ის ნიშა დაეკავებინა, რომელიც დღეს ყველაზე რენტაბელურ ქართულ ბანკებს უკავიათ. თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა ამგვარ პოლიტიკაზე თავიდანვე შეგნებულად თქვა უარი, რადგან მას ბანკი „ქართუ“ იმთავითვე არა ფინანსური მოგების მიღების, არამედ ქართული საბანკო სისტემის გამაგრების ინსტრუმენტად ჰქონდა მოაზრებული. აქტივების გარეშე დარჩენილი და გაკოტრებული „აბსოლუტ ბანკის“ პასივების გამოსყიდვა ამის ერთ-ერთი უტყუარი დადასტურება იყო. რამდენიმე წლის წინ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ბანკი „ქართუც“ საქველმოქმედო ფონდს გადასცა საკუთრებაში, რაც ასევე იმის დასტურია, რომ ის ბანკს მოგების მიღების ინსტრუმენტად არასოდეს მოიაზრებდა.
ანალოგიური მიდგომით შეიქმნა „თანაინვესტირების ფონდიც“. საზოგადოებას ახსოვს უამრავი სპეკულაცია და ცილისწამება ფონდის გარშემო. პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები ამტკიცებდნენ, რომ ფონდი იაფად ითვისებდა სახელმწიფო ქონებას, მიწებს და ა.შ. თუმცა, საბოლოოდ, გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილს მოგება არც „თანაინვესტირების ფონდის“ საქმიანობიდან მიუღია, რაც თავიდანვე მისი შეგნებული გადაწყვეტილება იყო. ყველა დასრულებული პროექტი - მათ შორის სასტუმროები, რომელთა მშენებლობა ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და ადამიანების დასაქმებას ისახავდა მიზნად, ბოლოს საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადაეცა, რითაც ყველა სპეკულაციასა და ცილისწამებას გაეცა მკაფიო პასუხი. ამჟამად, განხორციელების პროცესშია „თანაინვესტირების ფონდის“ რამდენიმე მიმდინარე პროექტი და შესაბამისი პროექტების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაციაც ნებისმიერი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი.
მთლიანობაში, როგორც ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელმა და საქმეში სრულად ჩახედულმა ადამიანმა, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს საქართველოში განხორციელებული არცერთი პროექტიდან სახლში ერთი თეთრი მოგებაც კი არ წაუღია. ფონდში ჩემი მუშაობის 17 წლის განმავლობაში არ იყო არცერთი შემთხვევა იმისა, რომ ფონდის სახსრებით ივანიშვილების ოჯახს რაიმე სარგებელი მიეღოს. და ეს იმ ფონზე, რომ საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ხაზით, გასული წლების მანძილზე, ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ქველმოქმედება განახორციელა.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 3-მილიარდიანი ქველმოქმედება არ მოიცავს დახმარებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ნათესავების, მეგობრებისა და ახლობლების სასარგებლოდ გასცემდა და დღემდე გასცემს. აღნიშნული დახმარებაც დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ბიძინა ივანიშვილს თავისუფლად შეეძლო, ეს დახმარებაც საქველმოქმედო ფონდის ხარჯებში შეეტანა. თუმცა, ამგვარ დახმარებას ბატონი ბიძინა ფონდისგან დამოუკიდებლად გასწევდა. მან პრინციპულად გაავლო ზღვარი ქველმოქმედებასა და ახლობლების დახმარებას შორის, რაც იმის ნათელი დასტურია, რომ არათუ „ფულის შოვნისას“, ფულის ხარჯვის დროსაც კი, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის განსაკუთრებულ ზნეობრიობას ავლენდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არაკეთილსინდისიერი ადამიანები ქველმოქმედების სარჩულს ხშირად იყენებენ კორუფციისა და ფულის გათეთრების შესანიღბად. რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მან ქველმოქმედებად საკუთარი ახლობლების დახმარების მოხსენიებაც კი არ დაუშვა, რაც ცხადყოფს, რომ ქველმოქმედების განხორციელებისას, ის ყოველთვის ზნეობისა და მორალის უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად მოქმედებდა.
მოგეხსენებათ, 2020 წელს, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის მასშტაბით მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული აქტივების უდიდესი ნაწილი გადასცა ფონდ „ქართუს“. ამაში შედის როგორც ბანკ „ქართუს“ აქციები, ისე „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ განხორციელებული ყველა საინვესტიციო პროექტი. შესაბამისად, ამ პროექტებიდან მიღებული შემოსავლები მხოლოდ საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება. მიმაჩნია, რომ ქველმოქმედების ეს უპრეცედენტო აქტიც ნათლად ასახავს ამ ადამიანისა და მისი ოჯახის მაღალ ზნეობრივ პრინციპებსა და დამოკიდებულებას ქველმოქმედებისადმი.
ბიძინა ივანიშვილის მიმართ ბერძენიშვილის კიდევ ერთი ცილისმწამებლური განცხადება კანაფის თემას უკავშირდებოდა. კერძოდ, ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს „კოლუმბიად“ გადაქცევას უპირებდა და მან ბიძინა ივანიშვილის მიერ „ფულის შოვნისას“ ზნეობრივი პრინციპების უგულებელყოფა სწორედ ამ საკითხს დაუკავშირა. ჩემთვის ცნობილია, რომ საქართველოში კანაფის წარმოების იდეა ნამდვილად ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილს. თუმცა, საუბარი იყო არა ნარკოტიკების წარმოებაზე, არამედ მხოლოდ სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივირებაზე, რასაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოგების მოტანა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის თვისებრივად გაზრდა შეეძლო. თუმცა, საქართველოსთვის ამგვარი პოტენციური სარგებლის ხელიდან გაშვების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ინიციატივაზე, როგორც კი საკუთარი გუნდიდან წინააღმდეგობრივი რეაქციები მოისმინა. ეს ყველაფერი, ზნეობრიობასთან ერთად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მართვის დემოკრატიულ სტილზეც მიანიშნებს.
შეამჩნევდით, ალბათ, რომ თავის საჯარო გამოსვლებსა და ლექციებში ლევან ბერძენიშვილი გამუდმებით თავს ესხმის ამა თუ იმ ისტორიულ მოღვაწეს და აუგად იხსენიებს მათ. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ისტორიული მოვლენებისა და მოღვაწეების განხილვა ტაბუირებული უნდა იყოს და მათი ხსენება მხოლოდ სადღეგრძელოების ფორმატში უნდა ხდებოდეს. პირიქით, ისტორია ცოცხალი მეცნიერებაა, ის მუდმივ შესწავლასა და კვლევას საჭიროებს. მაგრამ ნამდვილი მეცნიერისა და მკვლევრის ამოცანა რეალობის დადგენა და ჭეშმარიტების ძიებაა. ლევან ბერძენიშვილის მხრიდან კი, გამუდმებით ადგილი აქვს ამა თუ იმ მოღვაწის უსაფუძვლო ლანძღვას აუდიტორიის წინაშე.
სხვათა შორის, თავად ლევან ბერძენიშვილს აქვს ნათქვამი - „საკმარისია ერს მოაცილო მისი ისტორიული გმირები და ქვეყანაც აღარ დარჩება“. აქედან ჩანს, თუ რა მიზანს ემსახურება მის მიერ ჩვენი ერის ისტორიული გმირების გამუდმებული შეურაცხყოფა. ღრმად მწამს, რომ ბერძენიშვილი სწორედ იმ ძალების დავალებით მოქმედებს, რომელთა მიზანია, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ქვეყანა აღარ დარჩეს“ და გარედან მართულ, ეროვნული იდენტობისგან დაცლილ ტერიტორიად და ხალხის მასად გადაიქცეს.
ლევან ბერძენიშვილის ხელწერაა, ადამიანებზე ზუსტად იმის საპირისპირო ამტკიცოს, რაც ამ ადამიანებისთვის სინამდვილეში არის დამახასიათებელი. მან მოახერხა და ერეკლე მეორეს, რომელმაც სამშობლოსთვის უამრავი ომი გადაიტანა და ამ ომებში ათეულობით ჭრილობა მიიღო, მოღალატეობა დააბრალა. მან ასევე მოახერხა და დავით აღმაშენებელს, ილია ჭავჭავაძეს და აკაკი წერეთელს ცუდი მამობა, უნიჭობა და ამორალურობა დასწამა. აქედან ჩანს, რომ ისტორიის დამახინჯება ლევან ბერძენიშვილის დავალებაა, რომელსაც ის ყოველგვარი ზნეობის გარეშე, თვალდახუჭული ასრულებს. ბერძენიშვილს, რომელიც ყოველთვის გარედან მიღებულ მტრულ დავალებებს ასრულებს და საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობას შეგნებულად ამახინჯებს, არავითარი მორალური უფლება არა აქვს, დავით აღმაშენებელზე, ერეკლე მეორეზე, ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელზე, ისევე, როგორც საქართველოს წარსულისა და დღევანდელობის სხვა მოღვაწეებზე ისაუბროს.
როგორც ცდილობს ზნედაცემული ლევან ბერძენიშვილი საქართველოს ისტორიის დამახინჯებას, ზუსტად ისევე ცდილობს ის დაამახინჯოს ჩვენი დღევანდელობა. ზუსტად ამის გამოვლინებაა, რომ ყველა თავის საჯარო განცხადებაში, რომელსაც ბერძენიშვილი ასე უხვად აკეთებს, ის ცდილობს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე რამენაირად ჩირქი მოსცხოს და შეურაცხყოფა მიაყენოს ქველმოქმედ ადამიანს. ბიძინა ივანიშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას თუ გადავხედავთ, ვერ ნახავთ იმის ერთ მაგალითსაც კი, რაშიც მას ბერძენიშვილი სწამებს ცილს. პირიქით, ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების წესში ზნეობრიობის უამრავი კარგი მაგალითი შეგვიძლია ამოვიკითხოთ. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იყენებს ბერძენიშვილი სიტყვა ზნეობას, თავს უფლება მივეცი, ის ზნედაცემულ ადამიანად მოვიხსენიო.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილი არ საჭიროებს ჩემგან დაცვას, ლევან ბერძენიშვილის საფუძველს მოკლებული თავდასხმები მას ვერაფერს დააკლებს. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ბრალდებებს აყენებს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს საზოგადოებას განსწავლულობის ეტალონად წარმოუჩენს და ახალგაზრდობას ლექციებს უკითხავს, მათ შორის ჩვენი ისტორიისა და ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლებზე. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, მებადება კითხვა, თუ როგორ უნდა ვენდოთ ადამიანს ისტორიული ამბებისა და ასპექტების განხილვისას, როდესაც ის ჩვენს თვალწინ მუდმივად ამახინჯებს დღევანდელობას. ჩემი მიზანი იმის ჩვენებაა, თუ სინამდვილეში ვინ არის ლევან ბერძენიშვილი, რა მორალისა და ზნეობის კაცია ის, ვინც დღეს ასე გამალებით ცდილობს ჩვენი ქვეყნის ისტორიის გაყალბებას. ისმის კითხვა, თუ რამდენად მისაღებია ისეთი ადამიანის „განმანათლებლობა“, რომელიც ასე თავხედურად ამახინჯებს ფაქტებს დღევანდელობაზე. როგორ უნდა გავყვეთ ლევან ბერძენიშვილს მის ლოგიკაში ისტორიული ამბების გადმოცემისას, როდესაც მას აწმყოშიც არ დაეჯერება?!“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყველა სიახლე
27 სექტემბერი 2026, 00:47
პოლიტიკა
სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა
სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა
27 სექტემბერი 2026, 00:41
პოლიტიკა
სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია
სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია
27 სექტემბერი 2026, 00:37
პოლიტიკა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
27 სექტემბერი 2026, 00:21
პოლიტიკა
სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
უწყების ადმინისტრაციულ შენობებთან ერთად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე.
27 სექტემბერი 2026, 00:18
პოლიტიკა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.
27 სექტემბერი 2026, 00:14
პოლიტიკა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
27 სექტემბერი 2026, 00:09
პოლიტიკა
სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
27 სექტემბერი 2026, 00:01
რეგიონი
სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა.
27 სექტემბერი 2026, 00:01
საზოგადოება
დღეს ჯვართამაღლებაა
დღესასწაული მე-4 საუკუნეში დაწესდა. ის ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება და მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. საეკლესიო გადმოცემით, 326 წელს წმინდა კონსტანტინემ და იმპერატორის დედამ, წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა კი ჯვარი ყველას თვალწინ აამაღლა.
26 სექტემბერი 2026, 22:45
ეკონომიკა
ირაკლი ქადაგიშვილი მევენახეებს: წავიდეთ ყველანი ერთად დადებითისკენ - სახელმწიფოს ეს სურვილი აქვს, ამის რესურსი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭიროა ერთობა. რთველი და მოსავალი არის ჩვენი მომავალი. ამ დარგში რომ გარკვეული ძვრებია უკეთესობისკენ, ესეც ფაქტია
წავიდეთ ყველანი ერთად დადებითისკენ - სახელმწიფოს ეს სურვილი აქვს, ამის რესურსი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, საჭიროა ერთობა. რთველი და მოსავალი არის ჩვენი მომავალი. ამ დარგში რომ გარკვეული ძვრებია უკეთესობისკენ, ესეც ფაქტია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“. „მოსახლეობამდე კიდევ უფრო მეტად უნდა მივიტანოთ ყველა ის მექანიზმი, რომელიც დღესაც ჩაშვებულია პრაქტიკაში - კოოპერაცია, მცირე მეწარმეების გაერთიანება, რომ თავისი ღვინო შექმნან. ეს ყველა კომპონენტი არსებობს, ძლიერდება და მოვალეა სახელმწიფო, რომ ეს კიდევ უფრო მეტად მიიტანოს თითოეულ მევენახემდე, მით უმეტეს, მცირე და საშუალო მევენახემდე. ამ შემთხვევაში იმ ადამიანების აზრიც, ვინც აზრის ფორმირებაში აქტიურია, მათი ჩართულობა და დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი კარგი მეურნის აზრი უცებ გადაება სოფელს მითუმეტეს
26 სექტემბერი 2026, 22:26
ეკონომიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: დღევანდელი დღის 18:00 საათის მონაცემებით, 77 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია
„აქედან, უმაღლესი ხარისხის, რაშიც აპრილი იხდება ლარი და 30 თეთრი, ეს არის უკვე დაბინავებული მოსავლის 71%. დაახლოებით 29% არის საშუალო ხარისხის, რაშიც ლარი და 10 თეთრი იხდება. 0,5%, რომელიც არ ითვლება ხარისხიან ყურძნად, ეს მაჩვენებელი, მაქსიმალურად, წლიდან-წლამდე უნდა გავაქროთ. არ შეიძლება მევენახე ცუდი ყურძნის ანაბარა დარჩეს, რადგან საბოლოო ჯამში, კიდევ უარეს ორმოში აღმოჩნდება პერსონალურად მევენახეც და მთელი დარგი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
26 სექტემბერი 2026, 22:12
ეკონომიკა
ლევან მეხუზლა: ითქვა, დასეტყვილ ყურძენს იბარებდით 80 თეთრადო, ამ ყველაფერმა გააჩინა ის მოტივაცია, რომ ჰექტრობით ვენახების მოვლა ხდებოდა ისე, რომ რაც შეიძლება, მეტი მოსავალი მიგვეღო. ამან საბოლოოდ მიგვიყვანა იქამდე, რომ გვაქვს ბევრი დაბალხარისხიანი, ან საშუალო ხარისხიანი ყურძენი
როგორ შეიძლება, ერთ ქვაბში მოიხარშოს მევენახე, რომელსაც აქვს 1 ჰექტრამდე ვენახი, რომელსაც აქვს 5 ჰექტრამდე, რომელსაც 20 ჰექტრამდე და რომელსაც აქვს 20 ჰექტარი და ზევით. რა დავაშავეთ ჩვენ მცირე მევენახეებმა? - ამ კითხვით მევენახე ლია ბაზიერაშვილმა გადაცემა „ღაი ეთერის“ სტუმრებს მიმართა. მევენახე სახელმწიფოს სთავაზობს, მევენახეებს საკუთრებაში არსებული ვენახის ფართობის მიხედვით, დიფერენცირებულად დაეხმაროს.
26 სექტემბერი 2026, 22:10
ეკონომიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: 2025 წელს, საქართველოს მეღვინეობის დარგმა, დაახლოებით 560 მილიონი დოლარის პროდუქცია აწარმოა და გაიტანა უცხოეთში - ჩვენი მეღვინეობა მსოფლიო კონკურენციას უნდა უძლებდეს
იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა წარმატებული იყოს, აუცილებელი პირობაა მსხვილი მიწის ფართობები. იმიტომ, რომ იქ ყველა პროცესი გაცილებით მომგებიანია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.
26 სექტემბერი 2026, 21:47
ეკონომიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: იმ ყურძნის წილი, რომელიც სათანადო კონდიციამდე არ არის მიყვანილი, უნდა შევამცირებინოთ. უნდა დავაჯეროთ მევენახე, რომ ჯობია, მან შედარებით მცირე რაოდენობით მოიყვანოს მოსავალი, რადგან ფინანსურად უფრო მოგებული დარჩება
იმ ყურძნის წილი, რომელიც სათანადო კონდიციამდე არ არის მიყვანილი, უნდა შევამცირებინოთ. უნდა დავაჯეროთ მევენახე, რომ ჯობია, მან შედარებით მცირე რაოდენობით მოიყვანოს მოსავალი, რადგან ფინანსურად უფრო მოგებული დარჩება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.
26 სექტემბერი 2026, 21:37
ეკონომიკა
ლევან მეხუზლა: სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, როგორც კონკურენტი, ღვინის ბიზნესში არ ჩაერიოს
სახელმწიფო ნებისმიერი ხარისხის ყურძნიდან ხდის სპირტს. ეს არის მიზეზი, რატომაც ეს ყველაფერი იყრება გადამამუშავებელ ერთ ხაზში და ერთად დუღს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ თელავიდან ჩართვისას მევენახე გოგი კაკაბაძემ. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო პრინციპულად არ ამზადებს ღვინოს.
26 სექტემბერი 2026, 21:30
ეკონომიკა
„40%-იანი დივერსიფიკაცია გვაქვს ღვინის ბაზრების, სახელმწიფო ათეულ მილიონობით ლარს ხარჯავს, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოხდეს ევროპის, ამერიკის, ჩინეთის ბაზარზე“ - ირაკლი ქადაგიშვილი კითხვაზე, დგამს თუ არა სახელმწიფო ტრადიციული ბაზრის დივერსიფიცირებისთვის ნაბიჯებს
მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღევანდელი გადაცემა აშკარად არ ემსახურება წარმატებული რთველის აქცია, ეს არის კრიტიკული აზრის გადაცემა და ამისთვის მადლობას ვუხდი ტელეკომპანია „იმედს“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ თელავიდან ჩართვისას მევენახე აკაკი კეკენაძემ. მისივე თქმით, მევენახეების პროტესტზე ხელისუფლების შემხვედრი, პოზიტიური ნაბიჯი დასაფასებელია, თუმცა ეს დარგში არსებულ დიდ პრობლემებს ვერ გადაფარავს.
26 სექტემბერი 2026, 21:20
კულტურა
კულტურის სამინისტრო: ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია
ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
26 სექტემბერი 2026, 21:20
ეკონომიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ყურძენი კი არ არის ბიზნესი, ბიზნესი არის უკვე პროდუქტი - ღვინო. მაგრამ, არის ყურძნის ჯიშები, რომლებიც თავისთავად ბიზნესია და ასეთი არის ე.წ. სუფრის ყურძენი
„სუფრის ყურძენი“ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებშია გავრცელებული. როცა ამის სეზონი დგება, ეს ყურძენი 10-15 ლარი ღირს, ამიტომ, შეგვიძლია, იმ ადგილებში, სადაც შაქრიანობაა და იმ ყურძნის ჯიშს არ სჭირდება შაქრიანობა, ჩანაცვლების პროგრამა განვახორციელოთ. ჩვენი მეზობელი სომხები ამას მშვენივრად აკეთებენ და ჩვენს ბაზარზე მათი პროდუქცია იყიდება. ამიტომ შეგვიძლია ამ მიმართულებითაც ახალი პროექტი განვახორციელოთ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
26 სექტემბერი 2026, 20:59
სპორტი
ირაკლი კობახიძე: მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა, დღემდე ყველაზე დიდ წარმატებას ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიაღწია
მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.
26 სექტემბერი 2026, 20:50
სპორტი
ვილი სანიოლი: მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა - ველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით. მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ
ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება. სანიოლი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ფეხბურთის ფედერაციას და ნაკრების ფეხბურთელებს.


