მარია თეოდორუ: შეხვედრა გვქონდა იუსტიციის მინისტრთან, რათა სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ უახლესი ინფორმაცია მოეწოდებინა სააკაშვილთან დაკავშირებით, ჩვენი საუბარი მეგობრული და ნაყოფიერი იყო

მარია თეოდორუსი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
შეხვედრა გვქონდა იუსტიციის მინისტრთან, რათა სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ჩვენთვის უახლესი ინფორმაცია მოეწოდებინა. ჩვენი საუბარი როგორც ყოველთვის, მეგობრული და ნაყოფიერი იყო,- ამის შესახებ საბერძნეთის ელჩმა საქართველოში, მარია თეოდორუმ განაცხადა.
მისი თქმით, არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ბევრი რამ დაზუსტდა.
„ჩვენ არ ვართ ექიმები. უბრალოდ, ინფორმაციას ვიღებთ მედიიდან და სხვა წყაროებიდან, ისევე როგორც სხვა დანარჩენი. ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ საქართველომ დაიცვას წესები, ისე, როგორც ნებისმიერმა სხვა ევროპულმა სახელმწიფომ. კერძოდ, დაიცვას თითოეული მოქალაქის უფლების პატივისცემა. ეს არის ის, რაც გვაშფოთებს, მე არ ვარ იურისტი, შესაბამისად ვერ გავაკეთებ კომენტარს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. არსებობს არსებული ვითარების პირველადი სურათი და ვფიქრობ, იუსტიციის მინისტრმა ამ სურათს კიდევ უფრო ნათელი მოჰფინა“, - განაცხადა მარია თეოდორუმ.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.
ყველა სიახლე

01 ივნისი 2023, 11:44
პოლიტიკა
გია აბაშიძე გიორგი არველაძეზე: ჯალათების ხელისუფლების ექს-წარმომადგენელი ბედავს და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს საამაყო, არა პოლიტიზებულ პოლიციას
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი არველაძის პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება, სადაც არველაძე პოლიციელებს ძაღლებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მათ პოლიციის დღის მილოცვა არ ეკუთვნით.

01 ივნისი 2023, 11:33
კულტურა
კიმ კეტროლი სამანტა ჯონსის როლს დაუბრუნდება
კეტროლი სამანტა ჯონსის ცნობილ როლს დაუბრუნდება, თუმცა მხოლოდ ერთ სცენაში გამოჩნდება. სცენა 22 მარტს, ნიუ-იორკში გადაიღეს. მასში სამანტა, რომელიც ლონდონში ცხოვრობს სერიალის მთავარ გმირს, კერის ტელეფონით ესაუბრება.

01 ივნისი 2023, 11:32
საზოგადოება
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის სტუდენტები ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას ეცნობიან
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები საქართველოში იმყოფებიან და ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას ეცნობიან. სტუდენტებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც მათ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა, ირაკლი ჩოლობარგიამ უმასპინძლა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

01 ივნისი 2023, 11:30
რეგიონი
გორისციხის მიმდებარედ ახალგაზრდული კაფე ,,სფეისი“ გაიხსნა
ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ

01 ივნისი 2023, 11:26
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: დემარში ვერ გახდება ხელისშემშლელი ფაქტორი
დემარში ვერ გახდება ხელისშემშლელი ფაქტორი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია დემარშის შინაარსი, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

01 ივნისი 2023, 11:26
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი: საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში გამოსვლისას შეეცადა, ყოფილიყო ყველას პრეზიდენტი და შეფასებებში ნეგატიური არ ყოფილიყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში გამოსვლისას შეეცადა, ყოფილიყო ყველას პრეზიდენტი და შეფასებებში არ ყოფილიყო ნეგატიური

01 ივნისი 2023, 11:20
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: მინდა დავადასტურო - არანაირი ცვლილება საქართველოს საგარეო კურსს არ ექნება
„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის გამოსვლა შეესაბამებოდა ძირითადად იმ სტანდარტებს, რაზეც ჩვენ გვაქვს საუბარი. საკმაოდ ბევრია გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო - არანაირი ცვლილება საქართველოს საგარეო კურსს არ ექნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

01 ივნისი 2023, 11:17
საზოგადოება
ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი არველაძის განცხადებაზე: ეს არის სახედაკარგული სააკაშვილის ჩინოვნიკის სახე, რომელმაც იცის, რომ ვერასდროს ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში
ნიკოლეიშვილის თქმით, მსგავსი გამონათქვამები სახელმწიფოებრივ აზროვნებას აბსოლუტურად სცილდება, არველაძე კი, პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით პოლიტიკური ხელმოცარულობას და ბოღმას ავლენს

01 ივნისი 2023, 11:10
საზოგადოება
მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზა გაიხსნა
„როგორც დედაქალაქის მერს, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მეამაყება და მიხარია, რომ ამ ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება“, - განაცხადა კალაძემ.

01 ივნისი 2023, 11:09
საზოგადოება
სვიმონ ჯანგულაშვილი: მოსკოვისთვის 2008 წლის ომის მერე უვიზოს დაწესება და იქ კონცერტები კარგია, 2023-ში მოსკოვის მიერ უვიზოს დაწესება - ჩვენი მთავრობის ბრალია
ჯანგულაშვილის თქმით, მთელი ცხოვრების მანძილზე რუსეთისთვის „სატოპკეების“ მიმცემნი - თემურ ალასანია, მიხეილ სააკაშვილი და ელენე ხოშტარია, რომელთაც კგბ-ს სასწავლებლები აქვთ დამთავრებული

01 ივნისი 2023, 11:04
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოს ხელისუფლებას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ამ საკითხზე ნებისმიერი სპეკულაცია მიუღებელია
გულწრფელ რეაქციას, რაც ქართულ საზოგადოებაში იყო 26 მაისის აღლუმის დროს პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, შესაბამისი ეფექტი ჰქონდა და ვიხილეთ ის განცხადებები, რომლებიც მან ევროპარლამენტში გააკეთა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

01 ივნისი 2023, 11:00
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სტრატეგიული პარტნიორისგან მაქვს მოლოდინი, კარგად აცნობიერებდეს - პოზიციის უკან, რომ არ ვაწესებთ რუსეთთან სანქციებს, დგას ობიექტური მიზეზები
„ასეთ ვითარებაში ჩვენი მოქმედების სივრცე, რა თქმა უნდა, ძალიან შეზღუდულია. მე პირადად დარწმუნებული ვარ, საქართველოს ბევრ სხვა მოქალაქესაც, სტრატეგიული პარტნიორისგან მაქვს მოლოდინი, რომ ის ამ ჩემს მდგომარეობას კარგად აცნობიერებს - ჩემი პოზიციის უკან, რომ მე არ ვაწესებ რუსეთთან სანქციებს, დგას ობიექტური მიზეზები, იმიტომ კი არა რომ მე პუტინი მომწონს და ვგიჟდები რუსეთზე, არამედ იმიტომ, რომ მე ამისი ობიექტური მიზეზები მაქვს და როდესაც ჩვენ საქართველოს ვთხოვთ ამ პირობებში, როდესაც აბსოლუტურად დაუცველია საქართველოს უსაფრთხოება, ამ ვითარებაში საქართველოს მოვთხოვოთ იმოქმედოს იმგვარად, როგორც მოქმედებენ ისეთი კოლექტიური ორგანიზაციის წევრები, როგორიცაა ნატო და ევროკავშირი, წარმოუდგენელია. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ვხედავთ,რომ ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანაც კი არ დგამს ამ ნაბიჯებს და არ უერთდება სანქციებს, მაგრამ ძალიან გამოკვეთილი პოზიცია აქვს საქართველოს, რაც აჩვენებს ჩვენს დამოკიდებულებას ევროპული და დასავლური სტრუქტურების მიმართ. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო არ იქნას გამოყენებული სანქციების თავიდან ასარიდებლად“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

01 ივნისი 2023, 10:55
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული იქნება ძალიან ბევრ ფაქტორზე და არა მხოლოდ იმ ნაბიჯებზე, რასაც საქართველო დგამს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რომ აქვს დადებითი მოლოდინი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით

01 ივნისი 2023, 10:53
ეკონომიკა
ირაკლი ლექვინაძე თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმში მონაწილეობდა
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმში მონაწილეობდა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სესიას - „კონკურენტუნარიანობის როლი სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ ირაკლი ლექვინაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც მონაწილეებს კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე აქტუალური საკითხები წარუდგინა.

01 ივნისი 2023, 10:50
სპორტი
ევროპა ლიგის გამარჯვებული „სევილია“ გახდა⚽🏆
შეხვედრა უნგრეთის დედაქალაქში გაიმართა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, ანგარიში არც დამატებით დროში შეცვლილა, ამიტომ ტურნირის გამარჯვებულის გამოსავლენად ბრძოლა პენალტების სერიით გაგრძელდა.

01 ივნისი 2023, 10:49
საზოგადოება
ComCom-მა სტუდენტებთან სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ, სტუდენტებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, უნივერსიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. შეხვედრები დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება.

01 ივნისი 2023, 10:46
პოლიტიკა
ნაცმოძრაობის მაღალჩინოსანი ქართულ პოლიციას: ძაღლობად დარჩებით
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში პოლიციელის დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

01 ივნისი 2023, 10:42
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. შვილებსა და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
შვილებსა და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უმთავრესია ყველა ბავშვისთვის თანაბარი წვდომის შესაძლებლობა ჯანმრთელობის დაცვასა და განათლებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

01 ივნისი 2023, 10:41
საზოგადოება
გიორგი ამილახვარი: ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს თანასწორ და უსაფრთხო გარემოში ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა
პირადად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს თანასწორ და უსაფრთხო გარემოში ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა. ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას - განვახორციელებთ არაერთ პროექტსა და ინიციატივას რათა, ხელი შევუწყოთ ბავშვებს, იყვნენ წარმატებულნი როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, მთელი გულით გისურვებთ ბედნიერ მომავალს, მშვიდობასა და კეთილდღეობას!“ - აღნიშნავს მინისტრი.

01 ივნისი 2023, 10:35
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის, საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზეც ერთი პირი დააკავა.