ირაკლი ღარიბაშვილი: როდესაც ჩვენ სისხლი დავღვარეთ არა მარტო საქართველოში, არამედ ნატო-ს მისიებში, ავღანეთში, ერაყში, სანაცვლოდ მივიღეთ ის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ არავის გადაუხედავს რუსეთთან პოლიტიკისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
თქვენ წარმოადგენთ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიას, მე გისვამთ კითხვას, რატომ არ უსვამთ იგივე კითხვას ხოშტარიას, რომელიც 10 წლის წინ ამბობდა, რომ ფრენები, უვიზო რეჟიმი კარგია, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელმაც იკითხა, რატომ აღადგინა საქართველომ პირდაპირი ფრენები რუსეთთან იმ ფონზე, როდესაც მთელმა ევროპამ შეაჩერა ფრენები რუსეთთან და მიუხედავად იმისა, რომ ისრაელშიც, თურქეთში, ბევრ აზიურ ქვეყანაში არის პირდაპირი ფრენები, თუმცა ევროკავშირისგან ისინი კანდიდატის სტატუსს არ ელოდებიან.
„თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე, წესით ყველა მოქალაქე უნდა ზრუნავდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. თქვენ რომ იყოთ ობიექტური ჟურნალისტი, მაგ კითხვას დაუსვამდით იგივე ხოშტარიას, სააკაშვილის პარტიის წევრებს, მაშინ მეტად დამაჯერებელი იქნებოდა თქვენი კითხვა. თქვენ წარმოადგენთ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიას, მე გისვამთ კითხვას, რატომ არ უსვამთ იგივე კითხვას ხოშტარიას, რომელიც 10 წლის წინ ამბობდა, რომ ფრენები კარგია, უვიზო რეჟიმი კარგია, ვაჭრობა კარგია. თქვენ მაგ კითხვით ნუ მოდიხართ ჩემთან. ერთი რამ მინდა გითხრათ, დასავლეთის ქვეყნები ჩვენი ომის შემდეგ, როდესაც ქართველი ბიჭები დაიღუპნენ, ჩვენ სისხლი დავღვარეთ და არა მარტო საქართველოში, არამედ ნატო-ს მისიებში, ავღანეთში, ერაყში, ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოჩენილი. ჩვენ სისხლი დავღვარეთ, სიცოცხლე გავიღეთ, მივიღეთ სანაცვლოდ რა - მივიღეთ ის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, არავის გადაუხედავს რუსეთთან პოლიტიკა, არავითარი ცვლილება არ შეუტანიათ პოლიტიკაში. ჩემი მიზანია, ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და დაცვა, მათ შორის თქვენი ინტერესების დაცვა. საკმაოდ დეტალურად განვმარტეთ, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში. ამით ყველაფერია ნათქვამი. მე მქონდა პირადად ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ლიდერებთან ახლა ირლანდიაში შეხვედრები და მე მათ ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი. აქ ახალი, უცხო არაფერია. განვმარტე, რომ ეს არის შემადგენელი ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების. ვისაც არ უნდა, რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა, ვაჭრობა, ეკონომიკა იყოს, ის ძალიან მარტივად უნდა ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის მტერია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა ახლა პუტინმა პირდაპირი ფრენების აღდგენა და ხომ არ უკავშირდება ეს საქართველოს მოლოდინს ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსზე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავარი არის შედეგი.
„მთავარი არის შედეგი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ შედეგზე, საქმეზე უნდა ვიფიქროთ. საქმე არის ის, რომ ყველაფერი ეს, რაც მე ჩამოვთვალე, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას. აიოლებს, უმარტივებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, ვაჭრობას განავითარებს, ასე რომ, ყველაფერი არის შესაბამისობაში ჩვენს ეროვნულ პოლიტიკასთან და ასევე საერთაშორისო სანქციებთანაც. ასე რომ, აქ კითხვები არ არსებობს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
15 ივლისი 2026, 11:09
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციის სქემაში ჩართული 59 პირია
როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ განაცხადა, გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა მოახდინეს საკონტროლო შესყიდვა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები.
15 ივლისი 2026, 11:07
მსოფლიო
Bloomberg: რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წარმოების საშუალო შესაძლებლობა ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა
რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წარმოების საშუალო შესაძლებლობა ბოლო 21 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა, - წერს Bloomberg-ი ბრიტანული კომპანიის, „ენერჯი ასპექტის“ ანალიტიკურ განყოფილებაზე დაყრდნობით
15 ივლისი 2026, 11:02
საზოგადოება
მელიორაციის სექტორში სემეკის მიერ განხორციელებული რეგულაციები მსოფლიო ბანკმა დადებითად შეაფასა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქართველოს მელიორაციის სექტორში განხორციელებულმა რეგულაციებმა მსოფლიო ბანკის დადებითი შეფასება მიიღო, - ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 11:00
მსოფლიო
მოხალისე მეხანძრემ ფონტებლოს ტყეში ხანძრის განზრახ გაჩენა აღიარა
ხანძარმა ფონტენბლოში უკვე 2000 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი გაანადგურა. რაიონიდან 1000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ფონტენბლოს ტყე პარიზელებისთვის დასვენების პოპულარული ადგილია, თუმცა ბევრი დამსვენებელი უგულებელყოფს კემპინგისა და კოცონის დანთების აკრძალვას. ადგილზე მომუშავე მეხანძრეებმა ცეცხლის 2 მსხვილი კერა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც მომხდარის ძირითად ვერსიად ცეცხლის განზრახ გაჩენა დასახელდა.
15 ივლისი 2026, 10:45
ტაბლოიდი
Sotheby's-ის აუქციონზე ტირანოზავრის ჩონჩხი რეკორდულ ფასად გაიყიდა
ტირანოზავრ „გასის“ ჩონჩხი Sotheby's-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად - 50, 1 მილიონ დოლარად გაიყიდა და აუქციონების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ასეთი ლოტი გახდა.
15 ივლისი 2026, 10:33
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ბრიუსელისგან განსხვავებით, მსოფლიო ბანკი ადვილად პოულობს საქართველოს მსოფლიო რუკაზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო შუა დერეფნის მარშრუტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება მსოფლიო ბანკის 2026 წლის ივლისის მიმოხილვას, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარებაში.
15 ივლისი 2026, 10:25
მსოფლიო
აშშ ირანზე დარტყმებს 7 საათის განმავლობაში ახორციელებდა და საზღვაო ბლოკადა განაახლა
ამერიკული თავდასხმების საპასუხოდ ირანმა განაცხადა, რომ დარტყმები განახორციელა სპარსეთის ყურის ქვეყნებში მდებარე აშშ-ის ბაზებზე. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ამტკიცებს, რომ თავს დაესხა აშშ-ის არმიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრს ქუვეითში, მინა-აბდულას რაიონში, აშშ-ის მეხუთე ფლოტის ობიექტებს ბაჰრეინში, ასევე ამერიკულ ბაზას იორდანიის ქალაქ ალ-აზრაკში.
15 ივლისი 2026, 10:15
სამართალი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის შესაბოლ საწარმოში - შპს“ კობი თევზი“ ( მის: ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. N62; ს/კ 400330600 ). ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 10:08
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ფინალისტი დღეს გაირკვევა
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში დღეს ერთმანეთს ინგლისისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ჯორჯიაში, ატლანტას სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
15 ივლისი 2026, 10:00
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში იმყოფება, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდება.
15 ივლისი 2026, 08:54
პოლიტიკა
შარმანაშვილი გვარამიაზე: კიდევ არის კითხვები უნდათ თუ არა ამათ საქართველოს ომში ჩათრევა? უნდათ დანგრეული საქართველო, უკანონოდ მოსვლა ქაოსში, შემდეგ დიდ თანხებთან ოპერირება - თავად მიუგდებენ პატრონები რაღაც საჯიჯგნს და ესეც დააკმაყოფილებთ
გეუბნებით, არაფრის გაკეთებაა საჭირო ამათი მხილებისათვის. რა თქვა ახლა? იმ დიდ თანხებთან არ მიასუნინებენ საქართველოს, ვინაიდან არ არის დანგრეულიო. ესმის მაინც რას ამბობს? - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილ ტრილიონებთან “საქართველოს არ მიასუნინებენ”.
15 ივლისი 2026, 08:47
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 ივლისს საქართველოში
15 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, ირანის პარლამენტმა მუშაობა განაახლა
სხდომაზე უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის განცხადება წაიკითხეს, რომელსაც მაღალი რანგის წყაროების ცნობით, დარტყმის დროს სახე დაუმახინჯდა და დაზიანებები მიიღო, ირანელებს ის 8 მარტს დანიშვნის შემდეგ აღარ უნახავთ.
15 ივლისი 2026, 08:39
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, გზების ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრის სამუშაოებს ვატარებთ
რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, სხვადასხვა ქუჩაზე გზის ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა მიმდინარეობს.
15 ივლისი 2026, 08:38
საზოგადოება
მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, სოფელ ნათლისმცემიდან თბილისში გადაიყვანეს მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 08:34
რეგიონი
თელავში, კავკასიონის ქუჩიდან ქვა-ღორღისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნარჩენების დიდი ნაწილი უკვე გატანილია
თელავში, კავკასიონის ქუჩიდან ქვა-ღორღისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნარჩენების დიდი ნაწილი უკვე გატანილია. მძიმე ტექნიკა ამ ეტაპზე ძირითადად სეხნიაშვილის ქუჩაზე მუშაობს, სადაც გაწმენდითი სამუშაო გრძელდება.
15 ივლისი 2026, 08:33
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ეუთო-ს ძირითადი ოფისი ემიჯნება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას, რეზოლუციას, ეს იგივეა, რომ საქართველოს მთავრობა გაემიჯნოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს ეუთო-ს სათავო ოფისმა არ უპასუხა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გადაამისამართა.
15 ივლისი 2026, 08:28
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ეუთო-ს ოფისის მისამართით გაგზავნილ კითხვებზე: პირდაპირ უნდა აღიარონ, რომ ამ ინსტიტუტების პოლიტიზება ხდება და იყენებენ დამატებითი წნეხის მექანიზმად, ამას არ იზამენ და თავს აარიდებენ კითხვაზე პასუხს
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს ეუთო-ს სათავო ოფისმა არ უპასუხა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გადაამისამართა.
15 ივლისი 2026, 08:22
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: თავადვე გააჩინეს ბევრი, ლეგიტიმური კითხვის ნიშანი ეუთო/ოდირის სანდოობასთან დაკავშირებით. ამ კითხვებს სჭირდება ამომწურავი პასუხები
მაშინ კარგად იცოდნენ როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აყალბებდა ეუთო/ოდირის დასკვნას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.
15 ივლისი 2026, 08:14
სამართალი
დღეს სასამართლოში აშშ-ში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება -გასაღების ფაქტებზე ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების საქმეზე იმსჯელებენ
საქმეს 4 ბრალდებული ჰყავს. გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათ მიერ დამზადებული დოკუმენტების დახმარებით, უპრობლემოდ შეძლებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღებას.


