19 მაისი 2023, 14:01 / სანდო წყარო

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი ავიარეისი საპროტესტო აქციის პარალელურად შესრულდა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი ავიარეისი საპროტესტო აქციის პარალელურად შესრულდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ელენე ხოშტარიას ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი რუსეთიდან ჩამოსულ მგზავრებს საპროტესტო ბანერებით დახვდნენ.

აეროპორტთან შეკრებილები ქართულ მხარეს მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

ყველა სიახლე

ნინო წილოსანი

24 მარტი 2026, 18:32

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: უცხოელი პოლიტიკოსების დუმილი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ მათთვის არაფერს წარმოადგენს ჩვენი სულიერება, არაფერს წარმოადგენს ჩვენი ფასეულობა და ღირებულება. მათთვის მხოლოდ ერთადერთი ინტერესია, რომ ეს ერი გახლიჩოს

უცხოელი პოლიტიკოსებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე იყო ზუსტად ის ჩვენი სულიერი ერთობა, რომელიც საქართველოში მაცხოვრებელ ჩვენს თანამოქალაქეებს გვაერთიანებდა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

ნინო წილოსანი

24 მარტი 2026, 18:17

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: არავის დავიწყებია, როგორ სვრიდნენ ტალახში პატრიარქს, როგორ აფინანსებდნენ „ენჯეოებს“, რომ სათანადოდ ეყვირათ, ეკლესია შიგნიდან, ან გარედან გაეტეხათ და დაეზიანებინათ

არავის დავიწყებია როგორ სვრიდნენ ტალახში პატრიარქს, როგორ აფინანსებდნენ „ენჯეოებს“, რომ სათანადოდ ეყვირათ, ეკლესია შიგნიდან, ან გარედან გაეტეხათ და დაეზიანებინათ. პატრიარქის საავადმყოფოში გადაყვანიდან მოყოლებული, ვერ მალავდნენ სიხარულს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“.

დავით ქართველიშვილი

24 მარტი 2026, 18:14

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი აფხაზ სასულიერო პირთან შეხვედრაზე: ჩემთვის ეს იყო მაგალითი იმ სიყვარულისა, რომელიც მიუხედავად პოლიტიკოსების თუ საზოგადოების მიერ დაშვებული შეცდომების, არის პატრიარქის, ილია მეორის სიყვარულის გამოძახილი

აფხაზ სასულიერო პირთან შეხვედრა და ამ შეხვედრის შედეგად მიღებული ემოციები გაუზიარა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. განსაკუთრებული რუდუნებით კი, ის ფაქტი გამოყო, რომ ამ ადამიანმა, ჯერ აგრესიულად დაიწყო მასთან საუბარი და ცოტა ხნის შემდეგ ქართულად მიმართა. დავით ქართველიშვილის თქმით, მისი მხრიდან ქართულ ენაზე მიღებული დალოცვა იმ სიყვარულის გამოვლინება იყო, რომელიც საქართველოს პატრიარქმა აფხაზეთში მსახურებისას გაიღო.

ნინო წილოსანი

24 მარტი 2026, 18:14

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ამ დღეებმა ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო ისტორიულად და ახლაც, დგას ჩვენი დედა ეკლესიის იდეოლოგიურ ფუნდამენტზე, რომელმაც განსაზღვრა როგორც ჩვენი ერის, ასევე ჩვენი სახელმწიფოს შინაარსი

ამ დღეებმა ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო ისტორიულად და ახლაც, დგას ჩვენი დედა ეკლესიის იდეოლოგიურ ფუნდამენტზე, რომელმაც განსაზღვრა როგორც ჩვენი ერის, ასევე ჩვენი სახელმწიფოს შინაარსი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

24 მარტი 2026, 18:14

მსოფლიო

CNN: ირანში ომი დარტყმას აყენებს ბიზნესს ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოში

ახალი გამოკითხვის მონაცემები აჩვენებს, რომ ირანში მიმდინარე ომმა ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოში გაზარდა ბიზნესის ხარჯები, შელახა ნდობა და შეაფერხა პროდუქციის გამოშვების ზრდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

24 მარტი 2026, 18:10

ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი JP Morgan-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა JP Morgan-ის მმართველ დირექტორ სტეფან უაილერს და კომპანიის წარმომადგენლებს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

24 მარტი 2026, 18:02

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ერთი დეპეშა არ გამოუგზავნიათ ევრობიუროიკრატებს პატრიარქის გარდაცვალების გამო ქართველი ხალხის სანუგეშოდ, იმ ხალხის, რომელსაც ასე მისტირიან და თითქოს გვერდში უდგანან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ევრობიუროკრატების დუმილს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გამოეხმაურა.

მამა გიორგი ზვიადაძე

24 მარტი 2026, 18:01

საზოგადოება

მამა გიორგი ზვიადაძე: მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როდესაც გაიმართა დამკრძალავი კომისიის სხდომა, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ, ეს იყოს ელიტარული დაკრძალვა, ეს არის უკიდურესად მიუღებელი

„შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო მთელი საქართველოს წინაშე, რომ როდესაც გაიმართა სახელმწიფო კანცელარიაში დამკრძალავი კომისიის სხდომა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით და განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ეს იყოს ელიტარული დაკრძალვა, ეს არის უკიდურესად მიუღებელი. საქართველოს უწმინდესი პატრიარქი ძალიან ახლოს იყო ხალხთან, განსაკუთრებული სიახლოვე ჰქონდა თავის სამწყსოსთან და აუცილებელი, რომ ხალხი იყოს ეკლესიაში. ყველას უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეკლესიის მრევლსა და ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ პატრიარქის დაკრძალვაში. ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრით, მეუფე შიოს დამოკიდებულება“,- განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

ირაკლი  ნადარეიშვილი

24 მარტი 2026, 17:57

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: მთავრობა კაპიტალის ბაზრის განვითარების მხარდაჭერას გააძლიერებს, რაც ფინანსური ინსტრუმენტების დივერსიფიკაციის გზით ეკონომიკაში კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ზრდას შეუწყობს ხელს

საქართველოს მთავრობის როლი და თანამონაწილეობა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერასა და განვითარებაში კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა კავკასიის რეგიონში კაპიტალის ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

24 მარტი 2026, 17:52

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით, სოფელ კურსების დამეწყრილი ზონიდან ძაღლები გამოიყვანეს

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორის, ლაშა გეგეჭკორის ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების დამეწყრილი ზონიდან ძაღლები გამოიყვანეს.

მამა გიორგი ზვიადაძე

24 მარტი 2026, 17:49

საზოგადოება

მამა გიორგი ზვიადაძე: ამ დღეებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში არის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება პატრიარქის განუზომელ ღვაწლთან - ჩვენმა საზოგადოებამ მთელ მსოფლიოს აჩვენა უდიდესი ღირსება და სიყვარული

„ჩვენმა საზოგადოებამ, რომელიც ღვთვის მადლით გათვითცნობიერებულია ეკლესიურ აზროვნებასა და ცნობიერებაში, კარგად იცის რომ ეკლესიისთვის ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ როგორია დამოკიდებულება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამწყსოსი მის მამამთავართან. ამ დღეებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში არის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება პატრიარქის განუზომელ ღვაწლთან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მთელი მსოფლიო ამას თვალს ადევნებს“, - აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ.

შალვა ოგბაიძე

24 მარტი 2026, 17:48

საზოგადოება

შალვა ოგბაიძე: არ მოიძებნება ისეთი სიტყვა, რომელიც ჩემს მადლიერებას გამოხატავს უწმინდესის მიმართ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის, ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო, პატრიარქის ღვაწლის შესახებ ისაუბრა სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ.

მარკო რუბიო

24 მარტი 2026, 17:45

მსოფლიო

მარკო რუბიო 27 მარტს საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო 27 მარტს საფრანგეთში ჩავა, რათა „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღოს მონაწილეობა. ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

24 მარტი 2026, 17:44

პოლიტიკა

ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცესკოს გამოცდილებას ეცნობა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციას მასპინძლობს. ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია, რომელიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, შეხვედრებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მართავს.

დავით მათიკაშვილი

24 მარტი 2026, 17:43

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ელენე ხოშტარიაზე: ვერანაირი პოლიტიკური მანტია ვერ იქნება ინდულგენცია ვერავისთვის

ვერანაირი პოლიტიკური მანტია ვერ იქნება ინდულგენცია ვერავისთვის, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ელენე ხოშტარიაზე საუბრისას.

ისრაელ კაცი

24 მარტი 2026, 17:29

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, „ცაჰალი“ ლიბანის სამხრეთ ნაწილს გააკონტროლებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) ლიბანის სამხრეთ ნაწილს გააკონტროლებს.

24 მარტი 2026, 17:22

საზოგადოება

საქართველოს მელიორაცია: ერთი მორწყვის ოპერაცია 15-დღიან ციკლს მოიცავს, რომლის განმავლობაშიც ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მრავალჯერ შეუძლიათ

საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, საირიგაციო წყლის მიწოდების საფასური გაუმრიცხველიანებელი პროფილური წყალმომხმარებლებისთვის შემდეგი სქემით დასუბსიდირდება: პირველი მორწყვის ოპერაციის ღირებულება ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში შეადგენს 116.50 ლარს 1 ჰექტარზე, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში 102 ლარს. მეორე, მესამე და მეოთხე მორწყვის ღირებულება სრულად სუბსიდირდება სახელმწიფოს მიერ - ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში 349,6458, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში - 306,03 ლარით, - ინფორმაციას შპს საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.

24 მარტი 2026, 17:14

მსოფლიო

მედია: ირანში დესტაბილიზაციის მომზადების ბრალდებით 460-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ირანის ხელისუფლებამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მომზადების ბრალდებით 466 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 მარტი 2026, 17:13

სპორტი

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. გადაწყვეტილება გუნდმა მას შემდეგ მიიღო, რაც გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ის ბოლო მატჩს ნაკრების მაისურით ივნისში, რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

თენგიზ შარმანაშვილი

24 მარტი 2026, 17:09

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს, დღე-ღამე ქართველ ხალხზე ფიქრობს, ხანდახან 50 კაცის მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას

სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს დღედაღამ ქართველ ხალხზე ფიქრობს? ქუჩაში მილიონ-ნახევარი კაცი იდგა. 500 კაცის, ხანდახან 50 კაცის წარმოუდგენელ მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას და მილიონ-ნახევარ მგლოვიარეს - არა?,- განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.