21 მაისი 2023, 11:25 / სანდო წყარო

თამაზ გაიაშვილმა პრეზიდენტი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

“ჯორჯიან ეარვეისის” დირექტორი თამაზ გაიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისს” ბოიკოტს უცხადებს.

როგორც გაიაშვილი აცხადებს, ვიდრე პრეზიდენტი ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის, ავიაკომპანიის ბორტზე დაშვებული არ იქნება.

„პასუხი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს: არ მსურდა ქალბატონ პრეზიდენტზე რამე მეთქვა, თუნდაც იმიტომ, რომ ქალბატონია, მაგრამ მისმა სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებამ სხვა გზა არ დამიტოვა. ქალბატონმა პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის ავიაკომპანიას, რომელსაც მიმდინარე წლის 15 სექტემბერს ოცდაათი წელიწადი უსრულდება და, რომელმაც საქართველოსთან ერთად მრავალი ჭირ-ვარამი გამოიარა, ბოიკოტი გამოუცხადა. იმ დროს, როდესაც ქალბატონი სალომე პარიზის ქუჩებში დასეირნობდა, ქართველი მფრინავები ხანძარმოდებულ აფხაზეთში დაფრინავდნენ და სამშობლოს ერთიანობის იდეას ეწირებოდნენ. იმ დროს კი, როდესაც 2008 წლის ტრაგედიის შემდეგ მსოფლიოს ყველა ავიაკომპანიამ უარი თქვა ორად გახლეჩილ საქართველოში ფრენების განხორციელებაზე, ქართველი ავიატორები, მიუხედავად სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიების კატეგორიული წინააღმდეგობისა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფრინავდნენ და პოლიტიკოსები, დიპლომატები და ჟურნალისტები ჩამოჰყავდათ, რამაც ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად იხსნა იზოლაციისგან. ამდენ უბედურებას სასწაულებრივად გადარჩენილი ავიაკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული ეს შტურმი უსინდისობაა და სხვა არაფერი, მითუმეტეს, იმ პრეზიდენტისგან, რომელსაც ერთპროცენტიანი რეიტინგიც კი არ გააჩნია. გასაკვირია, თუ რატომ იხარჯება მილიონები საქართველოს ბიუჯეტიდან იმ ქალბატონის ყოვლად უმიზნო ვოიაჟებისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებში, ვისაც ცხოვრების არცერთ მონაკვეთში საქართველოსთვის სასიკეთო არაფერი გაუკეთებია. იგი დღესაც ავადსახსენებელ გახარიას სიტყვებს იმეორებს, რომ ავიაკომპანია პანდემიის დროს ვითომ მდიდრდებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა ისიც კი არ იცის, რომ პანდემიის დროს კომპანია გაჩერებული იყო და გაკოტრების რეჟიმში იმყოფებოდა, დღეს კი რეაბილიტაციის რეჟიმშია. ეს იმ დროს, როდესაც სახელმწიფოთა პრეზიდენტებმა უზარმაზარი თანხები ჩაასხეს ეროვნული ავიაკომპანიების გადარჩენის საქმეში, ”ჯორჯიან ეარვეისს” კი არავისგან არაფერი მიუღია, გარდა ხელისშეშლისა. გამდიდრებაზე თუ არის საუბარი, ქალბატონმა საკუთარ წინაპრებზე ილაპარაკოს, რომლებმაც საქართველოს ხაზინასთან ერთად ეკლესია-მონასტრები და ეროვნული მუზეუმები გაძარცვეს და საქართველოდან გაიქცნენ, ქართველი ხალხი კი მშიერი დატოვეს. მაშინ ბეწვზე ვართ გადარჩენილი, ისე უმოწყალოდ ვიყავით გაძარცვული. რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც ორი წლის წინათ, ფრანგულ ავიაკომპანია ”ეარ ფრანსის” კუთვნილ თვითმფრინავს ტაშ-ფანდურით დახვდა, შემდეგ კი, პიარის გასაკეთებლად, პარიზში გაჰყვა. მას არასოდეს გასჩენია სურვილი, რომ ქართულ ავიაკომპანიას დახმარებოდა. თუმცა, რა არის გასაკვირი, იგი არ არის საქართველოს პრეზიდენტი. ყველამ იცის, რომ ნებისმიერ ქართველს უფრო მეტი აქვს საქართველოსთვის გაკეთებული, ვიდრე ქალბატონ ზურაბიშვილს. მას საქართველოში, როგორც ადრე იტყოდნენ, არცერთი შრომადღე არა აქვს გამომუშავებული. მოღალატედ დაბადებული ადამიანი, როგორც ჩანს, ვერც გრძნობს-ხოლმე თუ როგორ ღალატობს ადამიანებს, საქვეყნო ინტერესებს, სამშობლოს. დიდი მადლობა ქალბატონო სალომე ყველაფრისთვის, აფერუმ, რომ ასე უდგახართ გვერდში ქართულ ავიაკომპანიას. ავიარეისები არ განახორციელოთო, მოგვიწოდებს ქალბატონი სალომე. გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულის საქართველო მახსენდება, როდესაც სამტრედიაში სარკინიგზო მაგისტრალი გადაკეტეს, საბჭოთა ეკონომიკა უნდა დავანგრიოთო. ქალბატონი სალომე ახლა, როგორც ჩანს, იმავე აზროვნების ინერციით მოქმედებს და ჰგონია, რომ ქართული ავიაკომპანიის გაჩერებით რუსეთის ეკონომიკას დაანგრავს. ან რა ტიპის დემოკრატიაა ის, რომ უმრავლესობამ აგრესიული უმცირესობის ჭკუაზე იაროს. დემოკრატია საკითხების უმრავლესობით გადაწყვეტას ნიშნავს, უმცირესობის ჭკუაზე სიარულს კი დიქტატურა ჰქვია. ბედის ირონიაა, როდესაც ქალბატონ ზურაბიშვილსაც პრეზიდენტი ჰქვია და ერდოღანსაც, რომელმაც “თურქიშ ეარვეისი” მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ავიაკომპანიად ჩამოაყალიბა, სტამბოლში კი რეგიონის უდიდესი აეროპორტი ააშენა. ბევრს აღარ გავაგრძელებ. ქალბატონმა სალომემ ეროვნულ ავიაკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა, ჩვენ მას პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ და, ვიდრე ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის, ჩვენს ბორტზე არ დავუშვებთ”, - აცხადებს გაიაშვილი.

ყველა სიახლე

27 სექტემბერი 2026, 20:30

პოლიტიკა

რა გზავნილებით ჩავიდა პრემიერი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

დეოკუპაცია, მშვიდობის პოლიტიკა, პრაგმატიზმი - გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს მიმართა. ეს იყო უმაღლესი თანამდებობის პირის გამოსვლა, რომლის მთავარი გზავნილებიც იმ რეალობას ასახავდა, რომელშიც დღეს საქართველო და მსოფლიო არიან. მთავრობის მეთაურმა ილაპარაკა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე და იმ გამოწვევებზე, რომლებთან გამკლავებაც დღევანდელ ხელისუფლებას უწევს.

27 სექტემბერი 2026, 20:10

სპორტი

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონია

საქართველოს ნაკრები პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. საქართველოს ნაკრებმა ნეიტრალურ პარასპორტსმენთა გუნდი ანგარიშით 4:2 დაამარცხა

27 სექტემბერი 2026, 20:04

საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

27 სექტემბერი 2026, 19:59

საზოგადოება

„მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. გილოცავთ დღევანდელ დღეს! ეს დღე იმედია უკეთესი ხვალინდელი დღის, დაკარგულის დაბრუნების - ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში - ოღონდ არა ომით და აგრესიით, არამედ მშვიდობით, ურთიერთპატიებით და შენდობით" - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. მაცხოვრის ჯვარცმიდან თითქმის სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი სიწმინდე - უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს და მისი თაყვანისცემის საშუალება მიეცათ. გილოცავთ დღევანდელ დღეს! ეს დღე იმედია უკეთესი ხვალინდელი დღის, დაკარგულის დაბრუნების - ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში - ოღონდ არა ომით და აგრესიით, არამედ მშვიდობით, ურთიერთპატიებით და შენდობით, - ასე მიულოცა მაყურებელს ჯვართამაღლების დღესასწაული ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ.

27 სექტემბერი 2026, 19:23

მსოფლიო

POLITICO: გლობალური ენერგოკრიზისის ფონზე, ფასების შემცირებისა და სტაბილიზაციის მიზნით, ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს გაზსა და ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შემცირებისკენ მოუწოდა

გლობალური ენერგოკრიზისის ფონზე, ფასების შემცირებისა და სტაბილიზაციის მიზნით, ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს გაზსა და ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შემცირებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

27 სექტემბერი 2026, 17:54

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული კვირის განმავლობაში ფრონტის ყველა აქტიურ ზონაში 10 660 რუსი სამხედრო გაანეიტრალეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული კვირის განმავლობაში ფრონტის ყველა აქტიურ ზონაში 10 660 რუსი სამხედრო გაანეიტრალეს, დაღუპულებისა და დაჭრილების ჩათვლით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, მიხაილო დრაპატის ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა.

რამაზ სვანაძე

27 სექტემბერი 2026, 17:53

სპორტი

28 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინასთან შეხვედრას ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩაატარებს

„მინდა ფეხბურთის ფედერაციას მადლობა ვუთხრა იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც ჩემ მიმართ ყოველთვის იყო, არის და დარწმუნებული ვარ, შემდეგშიც იქნება. იქნება იმიტომ, რომ რამაზ სვანაძე არ მოსულა მარტივად იქ, სადაც ახლა არის. რამაზ სვანაძეს ძალიან დიდი გზის გავლა დასჭირდა იმისთვის, რომ აქ მოსულიყო და სანამ რამაზ სვანაძე აქ მოვიდოდა, რამაზ სვანაძემ გაიარა ძალიან რთული გზა - დაწყებული ბავშვთა ფეხბურთიდან, შემდეგ ასაკობრივი ნაკრებებით და დამთავრებული იმ ორი ევროპის ჩემპიონატით, რომლის ანალოგი საქართველოში მანამდე არ ყოფილა“, - აღნიშნა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა.

27 სექტემბერი 2026, 17:36

რეგიონი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

27 სექტემბერი 2026, 17:08

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ მუსელიანცის მიერ გავრცელებული ბრალდებები არის პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ რეალურ მდგომარეომარეობას არ ასახავს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ის პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო პირობებში იმყოფება და არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით.

27 სექტემბერი 2026, 16:55

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ზაბახიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო

სოხუმის დაცემის დღიდან 33 წელი გავიდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ზაბახიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატ დავით შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

პიტერ მადიარი

27 სექტემბერი 2026, 15:50

მსოფლიო

უნგრეთის ქალაქ სოლნოკში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარს უცნობმა პირმა კვერცხი ესროლა

უნგრეთის ქალაქ სოლნოკში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარს უცნობმა პირმა კვერცხი ესროლა.

27 სექტემბერი 2026, 15:47

პოლიტიკა

გიორგი ჯინჭარაძემ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

27 სექტემბერი 2026, 15:45

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და ქალაქ ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან ერთად, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

27 სექტემბერი 2026, 15:43

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახი კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

27 სექტემბერი 2026, 15:39

მსოფლიო

The Hill: ევროპელი ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ რუსეთი ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ წლების განმავლობაში მიმდინარე ჰიბრიდულ ომს ამწვავებს

ევროპელი ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ რუსეთი ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ წლების განმავლობაში მიმდინარე ჰიბრიდულ ომს ამწვავებს - კრემლი ამ ნაბიჯებს უკრაინის წინააღმდეგ თითქმის ხუთწლიან ომში გარდამტეხი წარმატების მიღწევის სირთულეების ფონზე დგამს, - წერს ამერიკული გამოცემა The Hill-ი.

27 სექტემბერი 2026, 15:19

რეგიონი

გორში ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

გორში ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.

27 სექტემბერი 2026, 15:15

მსოფლიო

გაერო-ში ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიუზან სარანდონი გზის გადაკეტვის გამო დააკავეს

ნიუ იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციისას, სულ მცირე, 30 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ოსკარის მფლობელი მსახიობი სიუზან სარანდონი.

27 სექტემბერი 2026, 15:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.

დოროთე ყურაშვილი

27 სექტემბერი 2026, 14:56

პოლიტიკა

დოროთე ყურაშვილი: რა უფლება აქვს შალვა პაპუაშვილს, სექტანტებს შეურაცხყოფა მიაყენოს

წარმოიდგინეთ, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ქვეყანაში, ვინც პროტესტზეა, იმათ სატანისტებს ეძახის, სექტანტებს ეძახის. სექტანტებს! ანუ, პაპუაშვილი წყვეტს, ვინ არის სექტანტი და ვინ არის მართალი, - ამის შესახებ დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას განაცხადა.

ირაკლი კირცხალია

27 სექტემბერი 2026, 14:53

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ეკა გიგაურზე: ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 90%-ზე მეტი მოდიოდა 2-3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე. მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი იყო ქალბატონი ეკას ორგანიზაცია

როდესაც კაპიტან გიგაურზე ვსაუბრობთ და მათ დებზე და ძმებზე, 2-3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე, არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 90%-ზე მეტი მოდიოდა 2-3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე. მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი იყო ქალბატონი ეკას ორგანიზაცია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.