imedi /  28 სექტემბერი 2017, 12:07 / სანდო წყარო

სამადაშვილი: პრეზიდენტთან შეხვედრა გაერთიანებულ ფორმატში უნდა შედგეს

სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი

"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტთან შეხვედრაზე ყველა საპარლამენტო ფრაქციის მისვლის მომხრეა. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო პროექტის განხილვა თავიდან უნდა დაიწყოს.

“ეს ცვლილებები დემოკრატიული სტაბილურობის დაცვის გარანტიებს ვერ ქმნის. სწორედ ეს იქნება ის ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც ჩვენ ეუთოს წარმომადგენლებთან ვისაუბრებთ,”- ამბობს სალომე სამადაშვილი.

თუ პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხაარები შეთანხმდებიან, უმრავლესობას არჩილ თალაკვაძე წარადგენს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მზად არის შეხვედრაზე თავად მივიდეს.

მმართველი გუნდის შეთავაზების განსახილვევად გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებს დღეს შეხვდება. შეხვედრა 4 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება. 

უმრავლესობაში ამბობენ, რომ კონსულტაციებისთვის მზად არიან, თუმცა ის მხოლოდ მათსა და გიორგი მარგველაშვილს შორის უნდა გაიმართოს.

საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით  ვეტოს უფლების გამოყენება პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარემ თავად შესთავაზა და მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტს მხოლოდ ორი შენიშვნა - ბონუსების გაუქმება და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნება - წარედგინება, ვეტო არ დაიძლევა. გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში უნდა მიიღოს. კონსტიტუციის ახალი რეაქცია პარლამენტმა ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნა.

პრეზიდენტმა მმართველ გუნდს და ოპოზიციას კონსულტაციებს გუშინ შესთავაზა.  

26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.

ყველა სიახლე

თორნიკე შენგელია

07 ივლისი 2020, 08:41

სპორტი

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან მოლაპარაკებები დაადასტურა

თორნიკე შენგელიას ახალი კლუბის ვინაობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა დაადასტურა, რომ მისი აგენტი მოსკოვის ცსკა-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და არც წინასწარი კონტრაქტისთვის ხელი არ მოუწერია.

07 ივლისი 2020, 08:27

საზოგადოება

ეროვნული გამოცდები გრძელდება

საგამოცდო ცენტრებში გუშინდელ გამოცდაზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 93% მივიდა. ქვეყნის მასშტაბით გამოცდიდან მხოლოდ ხუთი ახალგაზრდა მოიხსნა. ორს მაღალი სიცხე დაუდასტურდა, ორმა დააგვიანა, ერთს კი დამკვირვებლებმა მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს.

07 ივლისი 2020, 08:17

სამართალი

ლაგოდეხის სოფელ კაბალში კაცი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ერთი ადამიანი დაჭრეს. დაპირისპირების დროს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები 50 წლამდე კაცს თავისა და მუცლის არეში მიაყენეს. დაჭრილს ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

07 ივლისი 2020, 08:03

საზოგადოება

დღეიდან სპორტდარბაზებისა და საცურაო აუზების შემოწმება იწყება

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონირების განახლებას. მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა დარბაზის ვენტილაციას, აკრძალული იქნება 10 კაცზე მეტის ჯგუფური ვარჯიში.

07 ივლისი 2020, 01:04

COVID19

აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლის მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ

აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლის მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ ან დეპორტაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. ამის შესახებ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურში განაცხადეს.

07 ივლისი 2020, 00:56

ტექნოლოგიები

ჰოლივუდში მთავარ როლზე ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი პირველად დაამტკიცეს

ჰოლივუდში, ახალ სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ფილმში, მთავარ როლზე ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი პირველად დაამტკიცეს. ამის შესახებ techcult წერს.

07 ივლისი 2020, 00:38

ტაბლოიდი

50 წლის ნაომი კემპბელი მეტროში ფოტოსესიაზე გაშიშვლდა

სუპერმოდელი და მსახიობი ნაომი კემპბელი მეტროში გამართულ ფოტოსესიაზე გაშიშვლდა. ფოტოები მოდელმა Instagram-ზე გამოაქვეყნა.

07 ივლისი 2020, 00:35

მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა 49 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა 49 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. სანქციები რუსეთის 25 და საუდის არაბეთის 20 მოქალაქეს დაუწესდა.

07 ივლისი 2020, 00:25

ტაბლოიდი

ბრიტანეთის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ბანანების შეკვრაში ეგზოტიკური ჯიშის ბაყაყი აღმოაჩინეს 🐸

დიდ ბრიტანეთში, კარმარტენშირში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტის თანამშრომელმა ბანანის მტევნებს შორის ბაყაყი აღმოაჩინა. როგორც ირკვევა, ეგზოტიკური ჯიშის ბაყაყმა ბრიტანეთამდე 8 ათას კილომეტრზე დიდი მანძილი გაიარა. ბანანი ბრიტანეთში კოლუმბიიდან შეიტანეს.

07 ივლისი 2020, 00:10

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ირანში უცნაური შეფერილობის ობობა აღმოაჩინეს

ირანში, ფინელი მეცნიერთა ჯგუფმა უცნაური შეფერილობის ობობა აღმოაჩინა. ამის შესახებ techcult წერს. ობობას აქვს თეთრი და წითელი ზოლები ზურგზე, რომელიც ჰოლივუდის კინოგმირ ჯოკერ ჰგავს, რომლის როლსაც ფილმში ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. მეცნიერებმა მის საპატივცემულოდ ობობას Loureedia phoenixi დაარქვეს.

მირიან ნიკოლაძე

06 ივლისი 2020, 23:50

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: დაზიანებების წარმოშობის მექანიზმს და მათ ხანდაზმულობას ექსპერტიზა დაადგენს

მოცემულ ეტაპზე გამოძიების ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ გიორგის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებული ყველა გარემოება ამოვწუროთ. გავარკვიოთ ბოლოს და ბოლოს ბავშვი განზრახ მკვლელობის მიზეზითაა გარდაცვლილი თუ სხვა რამე მიზეზით. ველოდებით სასამართლო სამედიცინო და გენეტიკურ ექსპერტიზას, რომელიც ძალიან ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს, - ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილი ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

დონალდ ტრამპი

06 ივლისი 2020, 23:39

COVID19

დონალდ ტრამპი: აშშ-ში ჩინური ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 39%-ით შემცირდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში ჩინური ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 39%-ით შემცირდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

ჩორჩანა

06 ივლისი 2020, 23:15

ეკონომიკა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, საოკუპაიო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

ენდრიუ კუომო

06 ივლისი 2020, 22:56

COVID19

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი: ბატონო პრეზიდენტო, ნუ იქნებით კორონავირუსის თანამზრახველი

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდა, აღიაროს ის, რომ კორონავირუსი დიდ პრობლემას წარმოადგენს.

06 ივლისი 2020, 22:55

პოლიტიკა

საქართველოს საკონსულო ნიუ-იორკში: ქალაქი იწყებს ეტაპობრივი გახსნის მესამე ფაზას

6 ივლისს ნიუ-იორკი იწყებს ეტაპობრივი გახსნის მესამე ფაზას. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო ავრცელებს.

ლებრონ ჯეიმსი

06 ივლისი 2020, 22:51

სპორტი

ლებრონ ჯეიმსი ნიღბით ვარჯიშობს

ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ნიღბით ვარჯიშობს. შესაბამისი ფოტო Twitter-ზე გავრცელდა. ლეიკერსი სეზონის განახლებისთვის ემზადება, რომელიც COVID19-ის პანდემიის გამო შეწყდა.

ნათია თურნავა

06 ივლისი 2020, 22:40

ეკონომიკა

​ნათია თურნავა: ევროკავშირის წარმომადგენლებთან მხარდაჭერის პროგრამებზე, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სხვა პრიორიტეტებზე ვისაუბრეთ

საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროგრამები განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორ ლოურენს მერიდიტთან და ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროს ვინსენტ რეისთან.

06 ივლისი 2020, 22:35

ეკონომიკა

გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა

გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა. ის თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

თამარ გაბუნია

06 ივლისი 2020, 22:24

COVID19

თამარ გაბუნია: ქვეყნები, სადაც შეზღუდვებთან მიმართებით ლოიალური დამოკიდებულება და მიდგომა იყო, ვირუსს ვეღარ აკონტროლებენ

„ესეც არის ნიშანი იმისა, რომ შეზღუდვის ღონისძიებების და ფიზიკური სოციალური დისტანცირების გარეშე ვირუსის კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

06 ივლისი 2020, 22:24

პოლიტიკა

ესტონეთი საქართველოსთან საზღვრებს ხსნის

ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკომისიის მიერ საზღვრების ეტაპობრივი გახსნის რეკომენდაციის საფუძველზე, 6 ივლისიდან ქვეყანაში შემოსვლის უფლება ექნებათ ევროკავშირის არა-წევრი 14 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან მომავალ მგზავრებს. ინფორმაციას ესტონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.