25 მაისი 2023, 10:29 / სანდო წყარო

ზაზა შათირიშვილი: ამერიკელები დაგეგმვისას შეცდომას ხშირად უშვებენ და ვიქტორ ყიფიანს ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესი ბაჩო ახალაიას ყოფილ პირველ მოადგილესთან და ნიკა გვარამიას საყვარელ ექსპერტთან, ერთად დააწყებინეს

ზაზა შათირიშვილი

ზაზა შათირიშვილი

ფსევდოშუაშისტური ფრთის ჩამოყალიბების მიზნით, ამერიკელებმა ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ სცენაზე გამოიყვანეს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი, რომელსაც ალაპარაკებენ, წარსული უნდა დავივიწყოთ და მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთო. ყიფიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ წარსულის და მით უმეტეს, ნაცმოძრაობის მიერ წარსულში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების შეფასების გარეშე, წინ სწორად ვერ ივლი და აუცილებლად ფეხი დაგიცდება, - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი Facebook-ზე წერს.

„პოლარიზაცია ამერიკელების საყვარელი ინსტრუმენტია, რომელიც მათ უცხო ქვეყანაში წყლის ამღვრევის და შემდეგ, თავისივე ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის საშუალებას აძლევს. საქართველოშიც პოლარიზაცია სწორედ მათი შემოქმედებაა. ეს არის სრულიად ხელოვნური მოვლენა, რომელიც ამერიკელებმა, ძალდატანებითი კოჰაბიტაციით, 2012 წლიდან მოგვახვიეს თავს. როდესაც დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას ხელშეუხებლობის გარანტიებს აძლევ, ბუნებრივია, ამით ქვეყანას პოლარიზაციის ჩაკეტილი წრისთვის წირავ.

ასე მოხდა საქართველოშიც, როდესაც ამერიკელები ნაცმოძრაობას, ანუ საკუთარ აგენტურას ბოლომდე გადაეფარნენ. 2012 წლიდან მოყოლებული, სწორედ ამერიკელები ასულდგმულებენ ნაციონალებს. ისინი აძლევდნენ ხელშეუხებლობის გარანტიებს კრიმინალ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში, ამერიკასა და ევროპაში. დღემდე ამერიკული გარანტიებით დასეირნობენ ევროპაში ასევე ორი უმძიმესი კრიმინალი - კეზერაშვილი და ადეიშვილი. ამერიკელები აფინანსებენ ენჯეოებს და შემდეგ, მათ ავალებენ, ნაცმოძრაობის მფარველისა და ე.წ. გარე რესურსის მისია იტვირთონ. რომ არა ამერიკელები, კეზერაშვილ-მერაბიშვილის არაფორმალური მმართველობისა და ხაბეიშვილის ფორმალური თავმჯდომარეობის, ანუ სამი „ინტელექტუალი“ ლიდერის იმედად დარჩენილი ნაცმოძრაობა, ბუნებრივია, სრულად განულებული იქნებოდა.

პოლარიზაციასთან ერთად, ამერიკელები ბოლო დროს აქტიურად იყენებენ ისეთ ინსტრუმენტს, როგორიცაა მათივე შექმნილი პოლარიზაციით გადაღლილი საზოგადოებისთვის ახალი, ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალის შეთავაზება. ეს პრაქტიკა ამერიკელებმა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში უკვე წარმატებით დანერგეს.

აშკარაა, რომ ახალი, ფსევდოშუაშისტური ფრთის ჩამოყალიბებას ამერიკელები დღეს საქართველოშიც ცდილობენ. ამისათვის, მათ პოლიტიკურ აქციებზე სცენაზე აიყვანეს ჯერ ე.წ. ჟურნალისტები, ხოლო შემდეგ ენჯეოშნიკები. პოლიტიკურ სცენაზე გამოჰყავთ ნინო ლომჯარია, რომელსაც ლამის მთელი მსოფლიოს ორდენები დაკიდეს, თუმცა, საზოგადოების თვალში იმიჯი მაინც ვერ გამოუსწორეს. უკანასკნელ აქციებზე სცადეს მარგველაშვილისა და გახარიას გააქტიურებაც, თუმცა, დაინახეს, რომ ისინი ელექტორატის ყველა სეგმენტისთვის მიუღებელნი და უპერსპექტივოები არიან.

ფსევდოშუაშისტური ფრთის ჩამოყალიბების მიზნით, ამერიკელებმა ჯერ სალომე ზურაბიშვილს დააწყებინეს ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესი, ახლა კი IRI-ის აფინანსებინებენ ღონისძიებებს, სადაც პოლიტიკური სტატუსის არმქონე ადამიანები ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობენ, რისი მიზანიც ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალისთვის ახალი სახეების შერჩევაა. როგორც ჩანს, ფსევდოშუაშისტური ძალის ჩამოყალიბებისას ამერიკელები სალომე ზურაბიშვილზე ფსონს მომავალშიც დადებენ.

იმავე მიზნით, ამერიკელებმა ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ სცენაზე გამოიყვანეს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი, რომელსაც ალაპარაკებენ, წარსული უნდა დავივიწყოთ და მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთო. ყიფიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ წარსულის და მით უმეტეს, ნაცმოძრაობის მიერ წარსულში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების შეფასების გარეშე, წინ სწორად ვერ ივლი და აუცილებლად ფეხი დაგიცდება. თუმცა, მისი ამ მესიჯიდან ცხადად იკითხება ამერიკელების მიზანი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნაციონალებისა და ფსევდოშუაშისტების კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ და საქართველოში ახალი აგენტოკრატია დაამყარონ. საბედნიეროდ, ამერიკელები დაგეგმვისას შეცდომას ხშირად უშვებენ ხოლმე და ვიქტორ ყიფიანს ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესი ბაჩო ახალაიას ყოფილ პირველ მოადგილესთან და ნიკა გვარამიას საყვარელ ექსპერტთან, ნოდარ ხარშილაძესთან ერთად დააწყებინეს, რითაც ყველაფერს თავადვე მოჰფინეს ნათელი.

ფსევდოშუაშისტური ფრთის ჩამოყალიბების მცდელობის გაგრძელებაა მედიაჰოლდინგ „პალიტრას“ კეზერაშვილისთვის მიბარებაც. ფსევდოშუაშისტური ფრთის გაძლიერებას სჭირდება ფსევდოშუაშისტური მედიაპლატფორმა, რისთვისაც „პალიტრა“ საუკეთესო ინსტრუმენტი იყო. თუმცა, კარგია, რომ „ქართული ოცნება“ ჩანაფიქრს მალევე მიხვდა და ახალ „ფორმულად“ ქცეულ „პალიტრას“ დროულად გაემიჯნა.

საზოგადოებას მოვუწოდებ, ყურადღებით დააკვირდეს მოვლენებს და არ აყვეს იმ თამაშს, რომლის მიზანიც ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალის მეშვეობით ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებაა. თუ გვინდა ერთმანეთისგან გავარჩიოთ ჯანსაღი და არაჯანსაღი პოლიტიკური ძალები, პირველ რიგში, მათ მკაფიოდ უნდა მოვთხოვოთ, შეაფასონ ნაცმოძრაობის დანაშაულებრივი წარსული და მას მკვეთრად გაემიჯნონ“, - წერს ზაზა შათირიშვილი.

ყველა სიახლე

22 აგვისტო 2026, 13:35

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში 40 სამართალდარღვევა გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში, ქვეყნის მასშტაბით 40 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

22 აგვისტო 2026, 13:34

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრი სამხედრო ჰოსპიტლის სიახლეებს გაეცნო

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც ახალი ამბულატორიული შენობა, სრულად რეაბილიტირებული კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი, ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის დეპარტამენტები და განახლებული საოპერაციო ბლოკი დაათვალიერა. ჰოსპიტლის დირექტორმა, კობა შანავამ მინისტრს განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

რუსლან სტეფანჩუკი

22 აგვისტო 2026, 12:37

მსოფლიო

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე: საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება სრულიად შეუძლებელი, არამიზანშეწონილი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია

უკრაინის უმაღლესი რადა მუშაობს სპეციალურ კანონპროექტზე, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობებს ითვალისწინებს, თუმცა ამ ეტაპზე რეალური კენჭისყრის ორგანიზება სრულიად შეუძლებელია. ამის შესახებ უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა

22 აგვისტო 2026, 12:00

კულტურა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან ერთად გაეცნო.

22 აგვისტო 2026, 11:50

საზოგადოება

რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს ასრულებს. სამუშაოების დასრულების ეტაპს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად გაეცნო.

22 აგვისტო 2026, 11:29

სამართალი

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

22 აგვისტო 2026, 11:27

კულტურა

„ღამის სერენადების“ საფესტივალო კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ გრძელდება. ბორჯომის შემდეგ მომდევნო საფესტივალო კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა.

დავით ქართველიშვილი

22 აგვისტო 2026, 11:23

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპელი ლიდერები საჯაროდ ითხოვენ საკუთარ ადგილს რუსეთთან დიალოგში, ხოლო მათი ყველაზე თავგამოდებული მიმდევრები თბილისში „პრორუსულობაში“ ადანაშაულებენ ყველას, ვინც უბრალოდ ახალ დასავლურ, ევროპულ პრესას კითხულობს

„საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური მეინსტრიმი „თვით ევროპაზე მეტად ევროპელი“ აღმოჩნდა „რუსეთუმე“ სტუბსა თუ მაკრონთან შედარებით“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

თორნიკე ფაღავა

22 აგვისტო 2026, 11:15

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა ოპოზიციაზე: ვხედავთ, მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება

ეს ადამიანები ორიენტირებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილურ ინტერესებზე, ფულზე და ძალაუფლებაზე - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას. მისივე თქმით, საზოგადოება ხედაავს, რომ თურმე ოპოზიციას გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება.

ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპი

22 აგვისტო 2026, 11:05

მსოფლიო

ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპთან დაძაბულ ურთიერთობაზე: მეგონა, ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა

გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თავის რთულ და დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

22 აგვისტო 2026, 10:58

სამართალი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

დონალდ ტრამპი

22 აგვისტო 2026, 10:51

მსოფლიო

ტრამპი: მე ჰორმუზის სრუტეს ახლა ამერიკულ ტერიტორიად განვიხილავ, ეს ამერიკის ტერიტორიაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად მიიჩნევს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სრულად აკონტროლებს მთელ რეგიონს.

22 აგვისტო 2026, 10:46

სამართალი

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

22 აგვისტო 2026, 10:45

მსოფლიო

აშშ-მა კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა

სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, შაბათს, ძალაში შევიდა აშშ-ის მიერ კანადურ საქონელზე დაწესებული 50%-იანი ტარიფები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

22 აგვისტო 2026, 10:45

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზით დამწვრობისა და მისი პრევენციის გზების შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზისგან თავის დაცვისა და დამწვრობის პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.

22 აგვისტო 2026, 10:43

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

22 აგვისტო 2026, 10:37

საზოგადოება

გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

22 აგვისტო 2026, 10:33

რეგიონი

მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

22 აგვისტო 2026, 10:25

მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი: ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს

ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს, - განაცხადეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.

22 აგვისტო 2026, 09:31

სპორტი

23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს

23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს