ქართველ ერს კარგად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი - ენტონი ბლინკენი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ენტონი ბლინკენი
ფოტო: Getty Images
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, ქართველ ერს კარგად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი.
„უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრისა და საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა დაადასტურა ურყეობა ევროატლანტიკური მომავლისთვის ბრძოლაში.
ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს, მათ შორის, 2008 წელს საქართველოში შეჭრას და ოკუპაციას, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ჩვენ მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყია იმით, რომ ურთიერთობის 31 წლის მანძილზე მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის განმტკიცების, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და ნათელი მომავლის შენების პროცესში.
ჩვენ მხარდამხარ ვმუშაობთ საქართველოში, რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული, ევროპული დემოკრატია. ეს საქართველოს მოქალაქეების სურვილია და ისინი ამას იმსახურებენ“, - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
ყველა სიახლე

09 ივნისი 2023, 11:58
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ლორანს ბონს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში ლორანს ბონს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

09 ივნისი 2023, 11:48
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საკანონმდებლო ინიციატივაზე: მათი შეფასებით კანონი, რომელიც ეხება ფინანსურ გამჭვირვალობას, რუსული კანონია, შესაბამისად, ეს არის რუსული კანონი
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის რატი იონათამიშვილის თქმით „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, კანონი, რომელიც ეხება ფინანსურ გამჭვირვალობას არის რუსული კანონი, შესაბამისად, მათი საკანონმდებლო ინიციატივა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, არის რუსული კანონი, - ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

09 ივნისი 2023, 11:33
თავდაცვა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა. ლიცეუმმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის რვაასამდე დაინტერესებულ მოსწავლეს და მშობელს უმასპინძლა.

09 ივნისი 2023, 11:24
საზოგადოება
FIABCI-ის პრეზიდენტი: ბათუმის სტადიონი ნამდვილად წარმოადგენს ყველასთვის დასამახსოვრებელ პროექტს, დღეს ძალიან ვამაყობთ საქართველოს მიღწევით - თქვენ გვაძლევთ მაგალითს თქვენი განვითარების სურვილითა და დინამიკით
ბათუმის სტადიონი ნამდვილად წარმოადგენს ყველასთვის დასამახსოვრებელ პროექტს. დღეს ძალიან ვამაყობთ საქართველოს მიღწევით. თქვენ გვაძლევთ მაგალითს თქვენი განვითარების სურვილითა და დინამიკით, - ამის შესახებ FIABCI-ის პრეზიდენტმა სუზან გრინფილდმა განაცხადა.

09 ივნისი 2023, 11:23
მსოფლიო
რუმინეთი რუს დიპლომატებს აძევებს
რუმინეთი რუს დიპლომატებს აძევებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანას რუსეთის საელჩოს 40 თანამშრომელს დაატოვებინებენ. მათ შორის 11 დიპლომატი და ტექნიკური დეპარტამენტის 29 თანამშრომელია.

09 ივნისი 2023, 11:16
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, რომ ბათუმმა მიიღო ეს პრესტიჟული ჯილდო
„რა თქმა უნდა, ეს ძალიან საპატიო და საპასუხისმგებლოა, ამავე დროს არის ძალიან დიდი მოტივი და სტიმული, რომ კიდევ უფრო მეტი და ეფექტიანი მშენებლობა განვახორციელოთ“, - განაცხადა რიჟვაძემ.

09 ივნისი 2023, 11:11
ეკონომიკა
ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის ბაღში აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელების პროცესს ადგილზე გაეცნო. ადგილობრივმა ფერმერებმა მინისტრს მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და კმაყოფილება გამოთქვეს თხილის მხარდამჭერი ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების გამო.

09 ივნისი 2023, 11:04
რეგიონი
ავთანდილ თალაკვაძე: ვასრულებთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას - სოფელ ნაგომარში, ხანძრის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და რეაბილიტაცია დავიწყეთ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს საბავშვო ბაღის, ამბულატორიისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია.

09 ივნისი 2023, 10:54
საზოგადოება
ComCom-მა თსუ-ს სტუდენტებისთვის 5G-ის შესახებ საინფორმაციო ლექცია ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან 5G ტექნოლოგიის შესახებ, საჯარო ლექცია გამართა.

09 ივნისი 2023, 10:45
მსოფლიო
POLITICO: აშშ-მა შესაძლოა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუმციროს, თუ მათი კონტრშეტევა წარმატებული არ იქნება
გამოცემის წყაროები მიიჩნევენ, რომ თუ უკრაინის კონტრშეტევა საკმარისად წარმატებული არ იქნება ან სულაც კრახით დასრულდება, მაშინ უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სავარაუდოდ ამოიწურება და კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მოწოდებები სულ უფრო ხმამაღლა გაჟღერდება.

09 ივნისი 2023, 10:39
საზოგადოება
„ლიბერთის“ მხარდაჭერით ახალი პროექტი „საუბრები ვეფხისტყაოსანზე“ დაიწყო
ლიბერთის მხარდაჭერით და ცაგერის ისტორიული მუზეუმის ინიციატივით, ლეჩხუმის სკოლების უფროსკლასელებისთვის დაიწყო საინტერესო პროექტი, რომლის ფარგლებში, ცნობილი მწერლები, პოეტები და პუბლიცისტები ვეფხისტყაოსნის, შოთა რუსთაველის ეპოქის საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის შესახებ ლექციებს ჩაატარებენ.

09 ივნისი 2023, 10:23
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი ანი წითლიძეზე: უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს
უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანი წითლიძის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, „ჩემი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“.

09 ივნისი 2023, 10:22
მსოფლიო
დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ BBC წერს.

09 ივნისი 2023, 10:19
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე რუსეთ-უკრაინის ომზე: დასკვნების გამოტანისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ნებისმიერ ომში ყველა დაინტერესებული მხარე ტოტალურად იტყუება და ყველა მეომარ ქვეყანაში ოფიციალურად დაწესებულია სამხედრო ცენზურა
დასკვნების გამოტანისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ნებისმიერ ომში ყველა დაინტერესებული მხარე ტოტალურად იტყუება და ყველა მეომარ ქვეყანაში ოფიციალურად დაწესებულია სამხედრო ცენზურა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

09 ივნისი 2023, 10:19
კულტურა
ბრუნო მარსმა საქართველოში კონცერტი Facebook-ზე დააანონსა
მსოფლიო ვარსკვლავმა, ბრუნო მარსმა საქართველოში გასამართი კონცერტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. „საქართველო, შევხვდებით 1-ელ ოქტომბერს“, - წერს არტისტი.

09 ივნისი 2023, 10:03
საზოგადოება
საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია გურიის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს
საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია გურიის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს. კონცეფციის დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და მათი დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა.

09 ივნისი 2023, 09:49
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი სურვილია, ყველა ინსტიტუცია ემსახურებოდეს უფრო კონსენსუსის მოძებნას, ვიდრე გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირებების შექმნას
საპარლამენტო რესპუბლიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს სურათი დარღვეულია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

09 ივნისი 2023, 09:43
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, პასუხისგებაში მიეცა ორი პირი. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

09 ივნისი 2023, 09:35
საზოგადოება
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აკადემიკოსი როინ მეტრეველი აირჩიეს
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აკადემიკოსი როინ მეტრეველი აირჩიეს. აღნიშნულ თანამდებობაზე მეტრეველმა გიორგი კვესიტაძე შეცვალა, რომელიც პრეზიდენტად 2013 წელს აირჩა და აკადემიას 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამავე პერიოდში ისტორიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

09 ივნისი 2023, 09:30
მსოფლიო
მედია: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი, მე-11 პაკეტის მიღებაზე ვერ თანხმდება
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი, მე-11 პაკეტის მიღებაზე ვერ თანხმდება. დასავლური მედიის ინფორმაციით, პრობლემას უნგრეთი და საბერძნეთი ქმნიან იმით, რომ კიევისგან ე.წ. „კონფლიქტის სპონსორთა სიიდან“ გარკვეული კომპანიების ამოღებას ითხოვენ.