26 მაისი 2023, 11:19 / სანდო წყარო

საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგას და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

„დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებათა ტრიადას წარმოადგენს. პოლონეთისა და საქართველოს ისტორიულმა გამოცდილებამ ამ ფასეულობებისადმი პატივისცემისა და ერთგულების მყარი საფუძველი შექმნა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ - ნათქვამია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნიევ რაუს წერილში, რომელიც მან თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს გაუგზავნა. ზბიგნიევ რაუს სიტყვებით, საქათველოს ევროინტეგრაციის პროცესში, პოლონეთი თავიდანვე მხარს უჭერდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

„ეს არის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც აძლიერებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს მოქალაქეთა კეთილდღეობას. წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს ამ გზაზე“, - ნათქვამია წერილში.

ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს რუმინელი კოლეგა, ბოგდან აურესკუ. მისალოც წერილში ის საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილ დეკლარაციას ეხმაურება, რომელიც ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობების დინამიკას განსაზღვრავს, მათ შორის, აუთვისებელი პოტენციალის მქონე სფეროებში.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას და მზადაა ამ მიმართულებით თავისი გამოცდილების გასაზიარებლად“ - წერს ბოგდან აურესკუ.

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის მისალოც წერილში აღნიშნულია, რომ „ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე კი, ამ არჩევნის რეალიზებისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს მდგრადობა და სტაბილურობა. ჩეხეთის რესპუბლიკა განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული და პრო-დასავლური ორიენტაციის მხარდაჭერას“ - ნათქვამია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში.

ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ვლაჩოვსკი. თავის წერილში ის საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო უწყებებს შორის ხელმოწერილ თანამშრომლობის ოქმს ეხმაურება და წერს, რომ ეს ოქმი „თვისებრივად გააუმჯობესებს და გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს“.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეხმაურება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტობიას ბილსტრომი. წერილში ნათქვამია, რომ გასულ წელს აღინიშნა შვედეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი და ამავე დროს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვენოვანესი ეტაპის დაწყება, რომელიც საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარებას უკავშირდება.

საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს დენდიასის მისალოც წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული მტკიცე ორმხრივი ურთიერთობები, რომლებსაც ბოლოდროინდელი შეხვედრები და ვიზიტები ადასტურებს. წერილში ნათქვამია, რომ საბერძნეთი საქართველოს ევროპული პერსპექტივის ერთგულია და მხარი უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოგზავნილ მისალოც წერილში, საქართველოს წინსვლას და კეთილდღეობას უსურვებს სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი. „საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებში სერბეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის იმედი“ - ნათქვამია წერილში. ივიცა დაჩიჩი მადლიერებას გამოხატავს საქართველოს პრინციპული პოზიციისა და სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ილია დარჩიაშვილის სახელზე გამოგზავნილ მისალოც წერილში, ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, გორდან გრლიჩ რადმანი ხორვატიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას. „მზად ვართ ხელი შევუწყოთ ჩვენს თანამშრომლობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ხორვატია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ არჩევანს და მომავალშიც განაგრძობს ამ მხარდაჭერას“ - ნათქვამია წერილში.

„მჯერა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს აერთიანებს, ძლიერ იმპულსს შესძენს ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანებისკენ მიმართულ საქართველოს ძალისხმევას“ - ნათქვამია წერილში, რომელიც ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან კონდოვმა თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს გაუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ ბულგარეთი უაღრესად აფასებს საქართველოსთან, როგორც სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში მნიშვნელოვან პარტნიორთან აქტიურ თანამშრომლობას.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაგზავნილ წერილში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერაზე ამახვილებს ყურადღებას. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ დავეხმარებით საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოკლე ვადებში მიღებაში“ - ნათქვამია წერილში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა. „გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა. ხოლო ოქტომბერში დაგეგმილი სამთავრობო სამიტი დამატებით იმპულსს შესძენს ჩვენს ურთიერთობებს“ - წერს პიტერ სიიარტო თავისი ქართველი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილში.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ულოცავს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თავის ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს. „სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეგობარ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას, ხოლო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა ადასტურებს ჩვენს მტკიცე ვალდებულებას თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებასთან დაკავშირებით“ - ნათქვამია წერილში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეხმიანება ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ალეინიკი და საქართველოსთან აქტიური დიალოგის გაგრძელების მზაობას გამოთქვამს.

მისი თქმით, „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული და მდგრადი სახელმწიფოსა და საერთაშორისო არენაზე აქტიური მოთამაშის იმიჯის ჩამოყალიბებაში“.

საქართველოს დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავთან დაკავშირებით, ილია დარჩიაშვილს მისალოც წერილებს უგზავნიან ფილიპინების რესპუბლიკის, ინდონეზიის რესპუბლიკის, კამბოჯის, პარაგვაის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და საერთო ინტერესის ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს გამოთქვემენ.

ყველა სიახლე

16 აპრილი 2026, 12:17

ეკონომიკა

ახლადგაშენებული სამეწარმეო ვენახების მფლობელებმა რეგისტრაცია 1 მაისამდე უნდა გაიარონ

„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, იცვლება სამეწარმეო ვენახების გაშენებასთან დაკავშირებული წესები. ყველა იმ პირმა, რომელმაც მიმდინარე წლის 1 მაისამდე გააშენა ვენახი და ამ დრომდე არ აქვს რეგისტრირებული ვენახების კადასტრის ერთიან ბაზაში, 2026 წლის 1 მაისამდე შესაბამის მუნიციპალიტეტში უნდა მიმართოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს წარმომადგენლებს და ვენახი ოფიციალურად დაარეგისტრიროს.

16 აპრილი 2026, 12:10

ეკონომიკა

„სტარბაქსი“ საქართველოში ოპერირებას იწყებს - პირველი ობიექტი ზაფხულში Alshaya Group-თან პარტნიორობით თბილისში გაიხსნება

„სტარბაქსი“ საქართველოში შემოდის - როგორც კომპანიამ დღეს განაცხადა, ბრენდის მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნება, რომელიც „სტარბაქს“-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში.

16 აპრილი 2026, 11:53

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი იტალიური აგროინდუსტრიული ჯგუფის „Bonifiche Ferraresi” საქმიანობის მიმართულებებს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იტალიური აგროინდუსტრიული ჯგუფის „Bonifiche Ferraresi” ხელმძღვანელებს შეხვდა და კომპანიის საქმიანობის მიმართულებებს გაეცნო. „Bonifiche Ferraresi” იტალიის წამყვან აგროინდუსტრიულ კომპანიებს აერთიანებს და აგროსასურსათო წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის თანამედროვე მიდგომებით განვითარებაზე მუშაობს. „Bonifiche Ferraresi” არაერთ საერთაშორისო პროექტს ახორციელებს, რაც ითვალისწინებს სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებას, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის მიწოდებას და ციფრული პლატფორმების შექმნას. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური აქვეყნებს.

16 აპრილი 2026, 11:51

მსოფლიო

საფრანგეთმა 20 მარტს დაკავებული რუსული გემი გაათავისუფლა

საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ფრანგი სამხედროების მიერ დაკავებული გემი Deyna, რომელიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს განეკუთვნება, გაათავისუფლა. ინფორმაციას საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის პრეფექტურა ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 11:51

სამართალი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში თევზის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ქალაქ გორში ჩატარებული არაგეგმური კონტროლის შედეგად, თევზის საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა. ფიზიკური პირი ა. ჩ.-ს ობიექტზე (მის: გორი, შარტავას ჩიხი N8) გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა; დაილუქა 100 კგ. თევზი.

16 აპრილი 2026, 11:51

ეკონომიკა

მაია ომიაძე: B2B Summit by Tarifa-ს ფარგლებში მაღალი რანგის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, ისინი საქართველოს ევროპის ბაზარზე ძლიერ პარტნიორად მიიჩნევენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა მასშტაბური, სამდღიანი საერთაშორისო სამიტი „B2B Summit by Tarifa“.

16 აპრილი 2026, 11:49

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის დარგის მეცნიერებთან და ექსპერტებთან სექტორის განვითარების გეგმა განიხილა

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაზიფიცირების პროცესს, ენერგეტიკული ქსელის გაფართოებას და ინფრასტრუქტურის გაძლიერებას. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიურად მზარდი დინამიკა, რაც გენერაციისა და გადაცემის შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას საჭიროებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ფორმატის კომუნიკაცია მისასალმებელია, რადგან დარგში მომუშავე მეცნიერთა მოსაზრებების გათვალისწინება მნიშვნელოვანია დაგეგმილი რეფორმების ეფექტიანად განხორციელებისთვის.

ნიკოლოზ სამხარაძე

16 აპრილი 2026, 11:42

პოლიტიკა

სამხარაძე გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მოძველებულ ინფორმაციაზე: დღეს პარლამენტში იქნება შეხვედრა, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთან. ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებთ

„დღეს, საქართველოს პარლამენტში იქნება შეხვედრა, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთან. რა თქმა უნდა, ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მოძველებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 11:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, რომ საქართველოსთან და კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით ბრიუსელის მიერ არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს სრულად აცდენილია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს გარე ჩარევის საფრთხეებზე ერთიანი მიდგომის საჭიროებაზე.

ნიკოლოზ სამხარაძე

16 აპრილი 2026, 11:21

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ განმარტა, რა საკითხებს განიხილავს საქართველოს დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე

„რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, რა თქმა უნდა, აქ ძირითადი საკითხია კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები და სამეზობლოს ქვეყნებთან ძალიან ბევრი ფორმატი გვაქვს და აქაც კარგი შესაძლებლობაა ინფორმაციის გასაცვლელად, მით უმეტეს, ტომ აზერბაიჯან-სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესი კარგად მიდის. უახლოეს მომავალში სომხეთში არჩევნებია ჩანიშნული, ამიტომ ჩვენი პარტნიორებისგან მივიღებთ ინფორმაციას, თუ რა ხდება ადგილზე“, - აღნიშნა სამხარაძემ.

16 აპრილი 2026, 11:21

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს თვალი გაუსწოროს ახალ რეალობას და მათი საგარეო პრიორიტეტები წარსულში რჩება, პარტია კიდევ ერთხელ აყენებს საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატების გამართვის ინიციატივას

როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს თვალი გაუსწოროს ახალ რეალობას და მათი საგარეო პრიორიტეტები წარსულში რჩება, ამიტომ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ კიდევ ერთხელ აყენებს საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატების გამართვის ინიციატივას, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 11:19

პოლიტიკა

პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე დაგეგმილ გამოსვლაზე: ჩვენი მთავარი სათქმელი არის ახალი საფრთხეები, რომლებიც კარგად ჩანს ყველა ქვეყანაში, ყველა ცდილობს, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესები გარეჩარევისგან დაიცვას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც იგი დღეს სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე გამოსვლისას გაამახვილებს ყურადღებას.

მაია ბითაძე

16 აპრილი 2026, 11:17

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ნათლად იკვეთება, რომ მსოფლიოში გარკვეული ახალი დღის წესრიგი არსებობს, რომელსაც ფეხი უნდა აუწყოს ყველა სახელმწიფომ

„ამ შეხვედრების დროს და ზოგადად ასამბლეაზე ნათლად იკვეთება, რომ მსოფლიოში გარკვეული ახალი დღის წესრიგი არსებობს, რომელსაც ფეხი უნდა აუწყოს ყველა სახელმწიფომ. თითოეულმა სახელმწიფომ საპარლამენტო დიპლომატიისა და საკუთარი სუვერენული ეკონომიკური ინტერესებით უნდა გააძლიეროს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობები", - აღნიშნა ბითაძემ.

16 აპრილი 2026, 11:17

მსოფლიო

ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისრაელურ მხარესთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ არაფერი იციან

ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ოფიციალურ ბეირუთს არ აქვს ინფორმაცია ისრაელურ მხარესთან გასამართი შეხვედრის შესახებ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 11:06

პოლიტიკა

ძველი მეთოდები ახალი ტრენერის შესრულებით - „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს

ძველი მეთოდები ახალი ტრენერის შესრულებით - „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს

16 აპრილი 2026, 11:03

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ილზე ბრანდს ქერისსთან შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი აქვს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 10:58

რეგიონი

150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება.

16 აპრილი 2026, 10:57

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროსა და კოლეჯ „სქილვილს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კოლეჯ „სქილვილს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა და ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მარიამიძემ მოაწერეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 10:57

ტაბლოიდი

ჩინეთში კაცი 20 წლის განმავლობაში ნაწლავში თერმომეტრით ცხოვრობდა

კაცმა თქვა, რომ ის შემთხვევით დაახლოებით 20 წლის წინ გადაყლაპა. ბავშვობაში მას მშობლების რეაქციის შეეშინდა და ინციდენტის დამალვა გადაწყვიტა. დროთა განმავლობაში პაციენტს მომხდარი დაავიწყდა, ამიტომ გაოცდა, როცა გაიგო, რომ თერმომეტრი კვლავ მის ორგანიზმში იყო.

16 აპრილი 2026, 10:54

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 3 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 25 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 6 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.