დავით ნარმანია ბრიტანულ მხარეს პასუხობს
დავით ნარმანია
საქართველო - უელსის მატჩზე გულშემატკივართა უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემას ვერ ვხედავთ, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ბრიტანული მხარის სპეციალურ გაფრთხილებას, რომელიც ქვეყნის სახელმწიფო ვებგვერდმა საქართველო - უელსის საფეხბურთო მატჩამდე, თბილისში გამომგზავრების მსურველი თანამოქალაქეებისთვის გამოაქვეყნა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
"რაიმე სახის არსებით საფრთხეს ვერ ვხედავ. ცალკეული საკითხები, რაც საელჩოს მხრიდან არის გამოყოფილი, ბუნებრივია, ყურადღება მისაქცევია. ბუნებრივია, ბიოტუალეტები იქნება, უსაფრთხოების ზომები ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაცრდება. ასე რომ, ყველაფერს გავითვალისწინებთ და მატჩი მოწოდების სიმაღლეზე ჩატარდება ", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
რჩევები შეეხება როგორც თბილისის სატრანსპორტო სისტემას, ასევე მგზავრობის ტარიფებს, კრიმინალის დონეს, ფეხით სიარულთან დაკავშირებულ საფრთხეებს.
უწყება მოქალაქეებს თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მისამართს, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტელეფონის ნომერს 112-სა და თბილისის რუკასაც აძლევს.
რამდენიმე რჩევა ასეთია:
თუ ტაქსს მრიცხველი არ აქვს, მძღოლს თანხაზე ჩაჯდომამდე მოელაპარაკეთ. აეროპორტიდან თბილისი ცენტრამდე ტაქსით მგზავრობა დაახლოებით 30 ლარი ღირს.
თბილისის ქუჩებში ტაქსის გაჩერება ადვილია, თუმცა ამის გაკეთებისაგან თავი უნდა შეიკავოთ ღამით, განსაკუთრებით თუ ქალი ხართ, რადგან ძარცვის ინციდენტები ფიქსირდება
შშმ მოგზაურებისათვის თბილისში გადაადგილება შესაძლოა რთული იყოს. ქვაფენილები ხშირად უსწორმასწოროა.
კრიმინალის დონე თბილისში ძირითადად დაბალია, თუმცა ქალაქცის ცენტრში ყაჩაღობები დრო და დრო ხდება სიბნელეში. არსებობს გარკვეული ინფორმაცია სექსუალურ თავდასხემებზე ტაქსის მძღოლების მხრიდან.
გზის გადაკვეთისას ყოველთვის ფხიზლად იყავით, წითელი შუქნიშანი და ზებრა გადასასვლელი არ ნიშნავს იმას, რომ ავტომობილი აუცილებლად გაჩერდება. გამოიყენეთ მიწისქვეშა გადასასვლელები.
თუ ზიხართ ტრანსპორტში, რომელიც ძალიან სწრაფად მოძრაობს, მძღოლს შენელების ინსტრუქცია უნდა მისცეთ.
პატივი ეცით ადგილობრივ ტრადიციებს, კანონებსა და რელიგიას. დაუფიქრდით თქვენს ქცევებს და იმას, თუ როგორ შეიძლება ის ინტერპრეტირებული იყოს სხვა კულტურის ან რელიგიური შეხედულებების მქონე ადამიანების მხრიდან.
ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტები არ არსებობს. შესაბამისად უნდა შეხვედიეთ კაფე/ბარებში და რაიმე შეიძინოთ იმისათვის, რომ დაწესებულებით ისარგებლოთ. არ მოშარდოთ ქუჩაში, ეს შეურაცხყოფაა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 6 და 9 ოქტომბერს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორ შეხვედრას ჩაატარებს. პირველი შეხვედრა 6 ოქტომბერს უელსის ნაკრებთან არის დანიშნული.
უელსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა საქართველოსა და ირლანდიის წინააღმდეგ მოახლოებული მატჩებისთვის შემადგენლობა უკვე დაასახელა.
ყველა სიახლე
29 აპრილი 2026, 10:01
მსოფლიო
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გადასაცემად პირობების გამკაცრებას გეგმავს
ევროკავშირი აპირებს გაამკაცროს პირობები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოსაყოფად. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 09:30
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტრამპის გამოსახულებით პასპორტის ლიმიტირებულ სერიას გამოუშვებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეერთებული შტატების მოქალაქის პასპორტის ლიმიტირებული სერიის გამოშვებას აპირებს, რომელზეც ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსახულება იქნება დატანილი. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
მეფე ჩარლზი ტრამპს: რომ არა ჩვენ, თქვენ დღეს ფრანგულად ისაუბრებდით
გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ მესამემ ვაშინგტონში გამართული სახელმწიფო ვახშმის დროს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართა და აღნიშნა, რომ არა დიდი ბრიტანეთი, დღეს შეერთებულ შტატებში ინგლისურის ნაცვლად, ფრანგულ ენაზე ისაუბრებდნენ.
29 აპრილი 2026, 08:44
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
წვიმიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით.
29 აპრილი 2026, 08:31
რეგიონი
დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამთო მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიაზე შეხვედრა გაიმართა
„ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ ინიციატივით, დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამთო მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიაზე შეხვედრა გაიმართა.
29 აპრილი 2026, 08:30
საზოგადოება
კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ფარგლებში, კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
29 აპრილი 2026, 08:27
რეგიონი
რუსთავის მერიამ კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ დაიწყო
მათგან ყველაზე მოტივირებულები კი, მერის ახალგაზრდა წარმომადგენლის სტატუსით, რუსთავის მერიაში დასაქმდებიან და ქალაქის განვითარების ახალგაზრდულ ხედვას შესთავაზებენ მუნიციპალიტეტს.
29 აპრილი 2026, 08:24
რეგიონი
ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტის მერიისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
29 აპრილი 2026, 08:23
ჯანდაცვა
გიორგი ვოლსკი გერმანიის მთავრობის ქმედებაზე: პოლიტიკური დემარშია იმ განცხადებების საპასუხოდ, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ თუნდაც გერმანიის ელჩის აქტივობებთან დაკავშირებით
პოლიტიკური დემარში, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გერმანიის საგარეო უწყების ქმედებას, რომ გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაცია 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.
29 აპრილი 2026, 08:16
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალურ ოპოზიციას ყველაფერი, რაც დადებითაც შეიძლება აისახოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, პოლიტიკურ ალერგიას მართებთ
მათ ზოგადად ყველაფერი, რაც დადებითაც შეიძლება აისახოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, პოლიტიკურ ალერგიას მართებთ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
29 აპრილი 2026, 08:09
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორი დონის პროფესიონალიც არ უნდა იყოს, ფუფუნებაა, როდესაც თავის მხრივ, მამუკა მდინარაძე აზღვევს მის გადაწყვეტილებას
ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორი დონის პროფესიონალიც არ უნდა იყოს, ფუფუნებაა, როდესაც თავის მხრივ, მამუკა მდინარაძე აზღვევს მის გადაწყვეტილებას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.
29 აპრილი 2026, 08:03
პოლიტიკა
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს, რის შემდეგაც მამუკა მდინარაძე მინისტრთა კაბინეტს შეუერთდება.
29 აპრილი 2026, 08:00
ჯანდაცვა
დღეს პარლამენტი ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენს
კითხვები სისტემის სხვადასხვა სფეროს ეხება. მათ შორისაა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო წამლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსების საკითხი, ონკოპაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა, შშმ ადამიანთა უფლებები და სერვისები, დიარჯი სისტემა და კლინიკების დაფინანსება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნარკოპოლიტიკა.
29 აპრილი 2026, 02:16
მსოფლიო
FBI-ის ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალი წარედგინა დონალდ ტრამპის მისამართით მუქარის გამოქვეყნებისთვის
FBI-ის ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალი წარედგინა დონალდ ტრამპის მისამართით მუქარის გამოქვეყნებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოეთ კაროლინას აღმოსავლეთ ოლქის ფედერალური სასამართლოს ელექტრონულ ბაზაში გამოქვეყნებულ დოკუმენტებში.
29 აპრილი 2026, 01:50
მსოფლიო
მეფე ჩარლზი: უკრაინას ჩვენი ურყევი მხარდაჭერა სჭირდება
აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ ხაზი გაუსვა უკრაინის „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ აუცილებლობას გლობალური არასტაბილურობის ფონზე.
29 აპრილი 2026, 01:44
მსოფლიო
Financial Times: უკრაინაში აშშ-ის ელჩი პრეზიდენტ ტრამპთან არსებული უთანხმოების გამო თანამდებობას დატოვებს
უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული, ჯული დევისი თანამდებობის დატოვებას გეგმავს. როგორც Financial Times-ი იუწყება, ამის მიზეზი დონალდ ტრამპთან არსებული უთანხმოება და ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება გახდა.
29 აპრილი 2026, 01:31
მსოფლიო
მეფე ჩარლზი აცხადებს, რომ ლოცულობს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ალიანსის გაგრძელებისთვის, რათა მათ კვლავაც „დაიცვან საერთო ღირებულებები“
გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ღრმა ურთიერთობა არის „შერიგებისა და შესანიშნავი პარტნიორობის“ მაგალითი, - განაცხადა მეფე ჩარლზმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას და იმედი გამოთქვა, რომ ეს კავშირი ორმხრივ რწმენაზე დაფუძნებით მომავალშიც გაგრძელდება.
29 აპრილი 2026, 01:25
მსოფლიო
მეფე ჩარლზი: ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებისა და მისი მოკავშირეების ერთგულება და გამოცდილება ნატოს საფუძველია
მეფე ჩარლზმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის ნაწილი ნატოს შექებასა და იმ როლის ხაზგასმას დაუთმო, რომელსაც თავდაცვის ალიანსი ასრულებს მოქალაქეებისა და საერთო ინტერესების დაცვაში.
29 აპრილი 2026, 01:06
სპორტი
კვარაცხელიას PSG-მ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა - ქართველმა დუბლი შეასრულა
კვარაცხელიას PSG-მ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა. შეხვედრაში ქართველმა დუბლი შეასრულა - კვარაცხელიამ „ბაიერნის“ კარში გოლები 24-ე და 56-ე წუთებზე გაიტანა.
29 აპრილი 2026, 00:20
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ „ბაიერნთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა
ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. თამაშის 56-ე წუთზე ქართველის მიერ გატანილი მეორე გოლის შემდეგ PSG მიუნხენის „ბაიერნს“ 4:2 უგებს.


