ეკა სეფაშვილი: ცხადია, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას ამ საშინელ ომში. ჩვენ შევუერთდით ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას
ეკა სეფაშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა არის მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი დემოკრატიის, ისე სახელმწიფოს განვითარებისთვის და მთლიანად ერისთვის. რამეთუ ევროპული ცივილიზაცია და განვითარების ევროპული გზა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. ჩვენ საუკუნეების წინ გავაკეთეთ ეს არჩევანი, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეკა სეფაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„ხალხის ძალის“ წევრმა ისაუბრა საქართველოს პოზიციაზე რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე.
„მსურს გამოვეხმაურო განცხადებებს საქართველოს დამოკიდებულებაზე და პოზიციაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით. ცხადია, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას ამ საშინელ ომში. ჩვენ შევუერთდით ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას. მსურს შეგახსენოთ, რომ საერთაშორისო სანქციების ფარგლებში, ქართულ რეალობაში, ერთ-ერთი ბანკი - VTB, რომელიც დასანქცირდა, ერთ შაბათ-კვირას უბრალოდ გაქრა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეძლო რომ ეს ბანკი გაექრო ისე, რომ ზიანი არ მისდგომოდათ რიგითი მოქალაქეების ინტერესებს.
ასევე მსურს დავამატო, რომ ჩვენ ვართ თანასპონსორები და შესაბამისობაში ვართ ყველა საერთაშორისო დეკლარაციებთან, რომლებიც მხარს უჭერს უკრაინას და ეწინააღმდეგება რუსეთს. ასევე ჩვენ ვართ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს ერთ-ერთი თანასპონსორი, 38 სახელმწიფოთა შორის. ასევე ჩვენმა საბაჟოებმა შეძლეს 2000-ზე მეტი სანქცირებული ტვირთის შეჩერება ჩვენს საზღვარზე. ამ ტვირთს შორის იყო საქონელი რომელიც ევროკავშირის ქვეყნებისთვისაც იყო განკუთვნილი. სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაქო და დააფასა საქართველო საერთაშორისო სანქციების მტკიცედ დაცვის გამო და დააფასა ის ფაქტი, რომ საქართველო ასევე მტკიცედ უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქცირებული ტვირთისთვის.
რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ჩვენი მთავრობა მოქმედებს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. ამ მხრივ, ვცდილობთ, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, რომ ზიანი არ მიადგეს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის დონეს. ეს მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის და არამხოლოდ საქართველოსთვის. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად საერთაშორისო სანქციებისა თუ სხვა ეკონომიკური სანქციებისა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც კი განაგრძობენ ვაჭრობას რუსეთთან, აცხადებენ რა რომ, ამაში არსებობს პრაგმატული ინტერესი. სანქციების მიუხედავად, რამდენიმე ქვეყანამ გაზარდა ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან.
ასევე მსურს გავიხსენო ბორელის განცხადება, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ვაჭრობს ინდოეთთან, ყიდულობს ნავთობპროდუქტებს, რომლებიც მზადდება რუსული ნედლეულით. ეს კი პირდაპირი შემოსავალია რუსულ ბიუჯეტში. ეს არის ევროკავშირის ფული რომელიც ირიბად შედის რუსეთის ბიუჯეტში. მიუხედავად სხვა პრაგმატული ინტერესებისა კიდევ ერთი ვაჭრობის ფაქტი მსურს ვახსენო, რომლის განმარტებაც პრაგმატული თვალსაზრისით არ არის მარტივი - ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობს ასევე ბრილიანტებით. გასულ წელს, ბრილიანტებით ვაჭრობამ 1.4 მილიარდი ევრო შეადგინა, ეს კი დაახლოებით 1400 ახალი მოდელის რუსული ტანკის ღირებულებაა.
საქართველოს ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან, რომელიც რუსეთის მთლიანი ვაჭრობის 0.3%-ს შეადგენს, არაფერს არ წარმოადგენს თუკი გავითვალისწინებთ სანქციების მთავარ მიზანს. რატომ დაწესდა სანქციები? იმიტომ რომ ზიანი მიადგეს რუსეთს, რომ მან უკან დაიხიოს. ამ მხრივ, საქართველოს ვაჭრობის ბრუნვა არაფერს წარმოადგენს, რუსეთი ვერც კი შეამჩნევს, თუკი ქართული პროდუქცია ან სერვისები რუსეთამდე ვეღარ მიაღწევს. რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს რუსეთთან, ეს იყო რუსეთის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, როდესაც საქართველომ შეწყვიტა ეს ფრენები ევროკავშირის მაღალჩინოსნები, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები ითხოვდნენ რუსეთისგან რომ არ შეეწყვიტა ეს პირდაპირი ფრენები და რომ ეს ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებებს, რომ ეს იყო დისკრიმინაციული. 2019 წელს როდესაც ჩვენ უკვე გვქონდა ომი რუსეთთან და 20 პროცენტი უკვე ოკუპირებული იყო რუსეთის მიერ, ამ პირობებში მთელი საერთაშორისო საზოგადოება ეწინააღმდეგებოდა პირდაპირი ფრენების შეწყვეტას. რა შეიცვალა დღეს? ცხადია ახლა ომია უკრაინასთან, თუმცა ჩვენ უკვე გვქონდა ომი მაშინ და ეს ომი ისეთივე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, როგორც უკრაინის ომია. შეგახსენებთ მაკრონის დეკლარაციას, რომ ევროკავშირს არც საქართველოსთვის და არც უკრაინისთვის არ მიუცია უსაფრთხოების გარანტიები და სწორედ ამიტომაც არის ახლა ეს ომი. ამ მხრივ, თუკი საქართველო ნატოსა და ევროკავშირის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ იქნება, ჩვენ ბევრად მამაცები ვიქნებით და მეტად გავბედავთ გადაწყვეტილებების მიღებას. სხვა მხრივ კი ჩვენ ყველანაირად ვიზიარებთ ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებიც ზიანს არ აყენებს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება ნებისმიერი მთავრობის მთავარი მიზანია, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა სეფაშვილმა.
ყველა სიახლე
29 აგვისტო 2026, 14:21
მსოფლიო
აშშ-ში ტრამპის გამოსვლების შესახებ წინასწარი ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობისთვის თეთრი სახლის ყოფილ თანამშრომელი 172 000 დოლარით დააჯარიმეს
აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიამ (CFTC) თეთრი სახლის სუფლიორის ყოფილ ოპერატორს გაბრიელ პერესს 172 539 დოლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 14:17
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ბლოგერ დაურ ბუავას გარდაცვალებაზე: რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა
რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებული კომენტარების შეფასებისას.
29 აგვისტო 2026, 14:15
სამართალი
ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე წამოიწყეს კამპანია, რომ თითქოს ის მოკლეს
დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა კამპანია წამოიწყეს, რომ თითქოს ის მოკლეს და არაერთ ვერსიას ასახელებდნენ, მათ შორის უკავშირებდნენ მის საქმიანობას. “ასეთი ადამიანების არსებობა და საქმიანობა, რუსეთს ძალიან არ აწყობს და ამიტომ, რეპუტაციულად ან ფიზიკურად ანადგურებენ. ცხადია დაურის გარდაცვალება, საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული”, -წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე. .
29 აგვისტო 2026, 13:50
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას-რადიკალების ინტერესშია დაძაბულობის შენარჩუნება, ამიტომ ესხმიან თავს ყველას, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა
ყველაზე მეტად კონკრეტული ადამიანის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას, - განაცხადა მედიასთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.
29 აგვისტო 2026, 13:38
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მასალას, რაც სოციალური ქსელის საშუალებით დაზარალებულის მეუღლეს გაუგზავნა.
29 აგვისტო 2026, 13:16
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ ქარელში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
29 აგვისტო 2026, 13:14
საზოგადოება
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია და ამ დროისთვის გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის
29 აგვისტო 2026, 13:00
მსოფლიო
ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს
ისლანდიელები რეფერენდუმში მონაწილეობენ, რათა გადაწყვიტონ, უნდა განაახლოს თუ არა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რომლებიც 13 წლის წინ შეწყდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 13:00
რეგიონი
სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ორივე სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
29 აგვისტო 2026, 12:39
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ მგრძნობიარე დარტყმა მიაყენა სქემას, რომელიც წლების განმავლობაში უცხოელებისთვის ქვეყანაში ლეგალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ გზად რჩებოდა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების წესის ცვლილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ფიქტიური ქორწინებების გზით ქვეყანაში ლეგალიზაციის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაართულებს.
29 აგვისტო 2026, 12:37
მსოფლიო
მედვედევის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, მოსკოვი ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს.
29 აგვისტო 2026, 12:14
მსოფლიო
უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრი: რუსეთმა უკრაინაში სურსათის საწყობების 90% გაანადგურა
უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრის ტარას ვისოცკის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა.
29 აგვისტო 2026, 11:39
მსოფლიო
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 11:29
მსოფლიო
The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის
შეერთებული შტატები მზად არის, შეეწინააღმდეგოს ბრიტანეთის სუვერენიტეტს ფოლკლენდის კუნძულებზე, თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 11:20
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები. ელექტრო ენერგია სრულად არის აღდგენილი. ბუნებრივი აირი კი 500-მდე ოჯახს არ მიეწოდება. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს, შესაბამისი კომისია დაითვლის.
29 აგვისტო 2026, 11:04
რეგიონი
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს დღეეებში დასრულდება. რუსთავის მერიამ, ლერმონტოვის #5-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო.
29 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
სამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე განსაცდელში მიტოვების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
29 აგვისტო 2026, 10:55
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
29 აგვისტო 2026, 10:50
სამართალი
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ხულიგნობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.
29 აგვისტო 2026, 10:47
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად, სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.


