მაია ბითაძე: ყოველდღე ვცდილობთ დავიცვათ თავი „ფეიკ“ სათაურებისგან და ეს ძალიან რთულია, ზოგჯერ, ამას არა მხოლოდ ჩვენი, პოლიტიკოსების, არამედ საზოგადოების იმედგაცრუებამდეც მივყავართ
მაია ბითაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მესმის, რომ ვცხოვრობთ ჰედლაინების ეპოქაში, მაგრამ არის არსებითი, მნიშვნელოვანი საკითხებიც. რუსეთის მიმართ პოლიტიკური სანქციების ნაწილიც ვართ, არ ვატარებთ სანქცირებულ ტვირთებს. ყველამ იცის, რომ ამ მხრივ ბევრ რამეს ვაკეთებთ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ყოველდღე ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ თავი „ფეიკ“ სათაურებისგან და ეს ძალიან რთულია. ზოგჯერ ამას მივყავართ არა მხოლოდ ჩვენი, პოლიტიკოსების, არამედ საზოგადოების იმედგაცრუებამდეც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მე-12 შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბითაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ხელისუფლება გამჭვირვალე და ღიაა, მზად არის ოპოზიციასთან დიალოგისთვისაც, თუმცა, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილი, კვლავ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ყველა მცდელობას უშედეგოს ხდის.
მან ასევე სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე განცხადებები უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებმა გააკეთეს.
„პირველად, ჩვენ გვყავს 9 პარტია პარლამენტში, გვაქვს 100-ზე მეტი მაუწყებელი და ეს ფაქტია, ვინაიდან ყველაფერი გამჭვირვალეა. პირველად ხდება საქართველოში, რომ ჩვენ ვართ ასეთი გამჭვირვალე და ღია მულტიპოლიტიკური დიალოგისთვის, მათ შორის, ჩვენს ოპოზიციასთანაც, მაგრამ კვლავ ეს „ფეიკ“ ჰედლაინები და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სურვილი, რომ დაბრუნდეს ქვეყნის მმართველობის სათავეში, ანგრევს ყველაფერს. მე შემიძლია ბევრი ვისაუბრო, მნიშვნელოვან საკითხებზე, შემიძლია ვისაუბრო პროგრესზე თუნდაც ჩემს სფეროში, პარლამენტში, სადაც გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვარ. შემიძლია ბევრი ვისაუბრო ჩვენს სურვილზე, ვიყოთ ევროკავშირის წევრები და იმაზე, რამდენს ვაკეთებთ ჯერ კიდევ 2012 წლიდან, როდესაც დავიწყეთ ასოცირების შეთანხმების პროექტის განხორციელება, რამდენი გავაკეთეთ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისთვის სხვადასხვა სფეროში, რატომ გვაქვს ასეთი პროგრესი მაგრამ ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა: არასდროს არც ერთ ოფიციალურ პირს საქართველოში არ უთქვამს, რომ ევროკავშირს ან ჩვენს რომელიმე სხვა პარტნიორს სურს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. სამწუხაროდ, ჩვენ მოვისმინეთ მსგავსი სახის განცხადებები უკრაინის ძალიან მაღალი თანამდებობის პირებისგან“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
როგორც ბითაძემ განმარტა, იმ ფონზე, როცა საქართველო არ იმყოფება ნატოს ქოლგის ქვეშ, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, ქვეყანა ბევრს აკეთებს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მშვიდობა და სტაბილურობა, ვინაიდან კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ რომ იმ ფონზე, რომ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, არ ვართ ნატოს ქოლგის ქვეშ და არც ევროკავშირის წევრები ვართ, ჩვენ ბევრს ვაკეთებთ რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი. ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ ჩვენი თავები რუსეთისგან რომელმაც ჩვენი ტერიტორიების 20% ის ოკუპაცია მოახდინა, ვცდილობთ, დავიცვათ ის იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა ნაწილიც რუსეთში ცხოვრობს და ასევე ვცდილობთ, დავიცვათ სტაბილურობა და მშვიდობა, რომელიც გვაქვს ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. ძალიან რთულია, საუკეთესო გზის პოვნა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა იმ ფონზე, როდესც პოლიტიკურ ტურბულენტობას და „ფეიკ ჰედლაინებს“ ვებრძვით, რომლებიც მედიის მეშვეობით, ძალიან დიდ არეალს ფარავს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 16:29
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები €22 მილიარდზე მეტით გაიზარდა
მისი განცხადებით, ომის დაწყებიდან 44 დღის განმავლობაში, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები 22 მილიარდ ევროზე მეტით გაიზარდა, მაშინ როდესაც ევროკავშირს „ერთი მოლეკულით“ მეტი ენერგორესურსიც კი არ მიუღია.
13 აპრილი 2026, 15:24
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას. დემოკრატიული არჩევნები ასახავს უნგრელი ხალხის ნებას და ქვეყნის მომავლის ხედვას
გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.
13 აპრილი 2026, 15:10
პოლიტიკა
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: მივემგზავრები საქართველოში, რათა მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან განვიხილო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი, საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ ო’ფლაერტმა X-ზე დაწერა.
13 აპრილი 2026, 14:49
ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 14:48
ეკონომიკა
ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 14:39
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს
წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა. ძალიან მაღალი აქტივობა იყო მოქალაქეების. რიგები იდგა საარჩევნო უბნებზე,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ის ვიზიტით იმყოფება.
13 აპრილი 2026, 14:35
რეგიონი
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
13 აპრილი 2026, 14:33
რეგიონი
ჯონდო მდივნიშვილი კახეთში სტიქიაზე: სანიაღვრე არხები ვერ ატარებს უხვად მოსულ ნალექს. ნიადაგიც წყლის მასით არის გაჯერებული. მუშაობს როგორც მუნიციპალური ტექნიკა, ასევე - სამაშველო ეკიპაჟები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვად მოსული ნალექის შედეგად გაჩენილ პრობლემებსა და მოგვარების გზებზე ისაუბრა.
13 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით არჩევნებს უნგრეთში, რომელმაც საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში საარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
13 აპრილი 2026, 14:22
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთ-უნგრეთის ურთიერთობების განვითარებას და მზად არის, ითანამშრომლოს უნგრეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.
13 აპრილი 2026, 14:21
საზოგადოება
აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამა: თავი შესწირა, ხუთი კაცი გამოიყვანა და თვითონ მკვდარი იქ დამიტოვეს. იქ იწვოდა ჩემი შვილი, ცეცხლი ეკიდა და აქ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ტაშ-ფანდური გამართეს, მოვიგეთ ომიო
მამა მომიკვდა 4 აგვისტოს და 8აგვისტოს შვილი სერგო მომიკლეს, ვერც ერთი ვერ ვიტირე, - განაცხადა აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამამ, თამაზ მელიამ.
13 აპრილი 2026, 14:19
მსოფლიო
Politico: მადიარის გამარჯვება უკრაინისთვის ძალიან მომგებიანი შესაძლოა სულაც არ იყოს
თუმცა, სტატიაში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის ახლად არჩეული ლიდერი უკრაინისთვის უნგრული იარაღისა თუ ნაღდი ფულის გაგზავნას ეწინააღმდეგება. მადიარი არც უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას ემხრობა.
13 აპრილი 2026, 14:17
საზოგადოება
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: აღდგომის მეორე დღეს ადამიანები საფლავზე გადიან. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დღეებში გლოვა, ტირილი არ შეიძლება, ეს არის აღდგომის სიხარული და ჩვენი სარწმუნოება გვეუბნება, რომ თითოეული ადამიანი ისევ აღდგება
ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.
13 აპრილი 2026, 14:15
რეგიონი
სტიქია კახეთში - ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ნაკვეთები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა
კახეთში, ინტენსიური წვიმის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა ნაკვეთები.
13 აპრილი 2026, 14:07
მსოფლიო
პესკოვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს
კრემლში მოისმინეს ბუდაპეშტიდან გაჟღერებული განცხადებები დიალოგის გაგრძელების მზადყოფნის შესახებ, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
13 აპრილი 2026, 14:02
მსოფლიო
ლეო XIV: ტრამპის ადმინისტრაციის არ მეშინია
„ჩემი გზავნილის იმავე სივრცეში მოქცევა, რასაც პრეზიდენტი ცდილობს, ვფიქრობ, იმას ნიშნავს, რომ მას სახარების არსი არ ესმის. ვწუხვარ ამის მოსმენის გამო, მაგრამ მე კვლავაც გავაგრძელებ იმას, რაც დღევანდელ მსოფლიოში ეკლესიის მისიად მიმაჩნია“, - განუცხადა პონტიფექსმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში, ალჟირისკენ მიმავალ გზაზე.
13 აპრილი 2026, 13:41
მსოფლიო
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: სომხეთმა უნდა მიიღოს ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო, ეს მოიცავს სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით
„სომხეთმა უნდა მიიღოს ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული ჩარჩო. ეს მოიცავს: ეფექტიან მანდატსა და რესურსებს ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, როგორც თანასწორობის ორგანოსთვის; სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით; სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედებას“, - წერს კომისარი X-ზე.
13 აპრილი 2026, 13:36
მსოფლიო
კირ სტარმერი: დიდი ბრიტანეთი ირანის პორტების ბლოკადას მხარს არ უჭერს
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის პირადად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პასუხისმგებლად ბრიტანეთის ენერგეტიკულ გადასახადებზე მოქმედების გამო, სტარმერმა BBC-ს პირდაპირი პასუხი არ გასცა. მან აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მას შეუძლია გააკეთოს, არის ქვეყნების გაერთიანება დეესკალაციისა და სრუტის გახსნის მოთხოვნით.
13 აპრილი 2026, 13:09
რეგიონი
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ქარის და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
13 აპრილი 2026, 13:00
მსოფლიო
Euronews: კვლევის თანახმად, ფრიდრიხ მერცი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერია
გამოკითხვების თანახმად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 24 დემოკრატიულ ქვეყანას შორის ყველაზე არაპოპულარული ლიდერია. რეიტინგში ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნარენდრა მოდის, ლი ჯე-მიონსა და ანდრეი ბაბიშს.


