imedi /  14 ივნისი 2023, 21:52 / სანდო წყარო

ოლივერ ვარჰეი: გარწმუნებთ, რომ ის დაძაბული სამუშაო და ვალდებულებები, რომელიც თქვენ აიღეთ, იქნება შეფასებული ობიექტურად და მოიტანს შედეგებს. ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

ოლივერ ვარჰეი

ოლივერ ვარჰეი

მე აქ ვდგავარ და ვამბობ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ შესრულებული ვალდებულებები ობიექტურად იქნება შეფასებული და შედეგებს მოიტანს.

„ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, საგარეო საქმეთა მინისტრებო, ელჩებო, თქვენო აღმატებულებავ, პატივცემულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო როგორც ამბობენ - გამარჯობა. ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფებოდე აქ და მქონდეს შესაძლებლობა, თქვენთან ერთად აღვნიშნო საქართველოს დამოუკიდებლობა. ამ წლის ევროპალია - ფესტივალი ეძღვნება საქართველოს. ეს არის ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომ გამოვიკვლიოთ საქართველოს ბრწყინვალე წარსული, მდიდარი კულტურა, ტრადიციები, თანამედროვე ხელოვნება და ასევე დავინახოთ საქართველოს უახლოესი მომავალი. მე მქონდა პრივილეგია რამდენჯერმე ჩამოვსულიყავი თქვენს ბრწყინვალე ქვეყანაში. ჩემი მანდატის დასაწყისიდან ყველაზე მეტად მაკვირვებდა, როცა საქართველოში ჩამოვდიოდი ეს გახლავთ ტრადიცია და სტუმართ-მასპინძლობა. ისეთი რამ, რაც დღეს ჩანს და რაზეც შეგვიძლია ჩვენი საერთო მომავალი დავაშენოთ. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისათვის, რომ საქართველოს წარსული აღვნიშნოთ, მაგრამ ჩვენი მზერა მიპყრობილია მომავლისკენ. საქართველო ფუნდამენტურად ევროპული ქვეყანაა, თავისი გულითა და სულით. ჩვენი საერთო ფესვები და მემკვიდრეობა უბრუნდება ბერძენთა და რომაელთა დროს და ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ გვაკავშირებს ევროპულ ოჯახთან. მე აქ ვდგავარ და ვამბობ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ გზაგასაყარზე. ერთი წლის წინ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და ამ კონტექსტში მოხარული ვარ, რომ საქართველოში რეფორმები მიმდინარეობს და გვინდა ვიხილოთ მდგრადი და წარმატებული პროცესი. გარწმუნებთ, რომ ის დაძაბული სამუშაო და ვალდებულებები, რომელიც თქვენ აიღეთ, იქნება შეფასებული ობიექტურად და მოიტანს შედეგებს. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა გახლავთ უმთავრესი ინსტრუმენტი, რომელიც დააახლოებს საქართველოსა და ევროკავშირს ყოველდღე.

1,2 მლრდ ინვესტიციებით, რომლის მობილიზება უკვე მოხდა, ჩვენ ველით ისეთი პროექტების განხორციელებას, როგორიც არის შავი ზღვის ელექტროენერგიისა და ციფრულ კაბელს, რომელიც უახლოეს თვეებში განხორციელდება და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კიდევ უფრო დაგვაახლოებს.

ჩვენ საღამოს ვნახავთ რა აკავშირებს ქართველებს ერთმანეთთან - ღრმა სიყვარული ქვეყნის მიმართ, საკუთარი თავის ნდობა, საქართველოს სილამაზე და ევროპის სიძლიერე. ასეთივე სულისკვეთებით ყველა პროფესიის ქართველს შეუძლია საკუთარი მისწრაფებები დაუკავშიროს ერთმანეთს საქართველოს ევროპული მომავლისთვის. მე გულახდილად მწამს, რომ საქართველოს შეასრულებს საჭირო პირობებს შემდეგ წელს და ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ბოლოს მინდა მოვუწოდო ყველას დაესწრონ ყველა ღონისძიებას, რომელიც დაგეგმილია იმიტომ, რომ საქართველოს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია და ბევრი რამეც არ ვიცით საქართველოს შესახებ ევროპაში. ძალიან დიდი მადლობა და გილოცავთ ეროვნულ დღეს“, - განაცხადა ვარჰეიმ.

ყველა სიახლე

სვიმონ ჯანგულაშვილი

19 აპრილი 2026, 22:33

საზოგადოება

სვიმონ ჯანგულაშვილი: შემთხვევითი არ არის, რომ ის სასულიერო პირები, ვინც პატრიარქს ებრძოდნენ, პოლიტიკურად მუდამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს იყვნენ და ყველა საკითხზე მათ პროპაგანდას აჟღერებდნენ

ნანუკა ჟორჟოლიანს, ამ ყველაზე დაბალი სტანდარტების, არაპროფესიონალ, დილეტანტ ადამიანს, რომლის მთელი პროფესიული მიღწევები არის მხოლოდ და მხოლოდ სკანდალზე, სიყვითლეზე, ყვითელ თემებზე აწყობილი, აღელვებდა თავისი ახლად შექმნილი უბადრუკი მედია, რაღაცა პლატფორმისთვის რეიტინგის მოპოვება, - განაცხადა გადაცემაში იმედის კვირა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

 მიხეილ დუნდუა

19 აპრილი 2026, 22:32

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წლიდან წლამდე აძლიერებს თავის პოზიციებს და კეთილდღეობის უფრო მაღალ დონეს აფიქსირებს, ვიდრე ადრე ჰქონდა დაფიქსირებული

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წლიდან წლამდე აძლიერებს თავის პოზიციებს და კეთილდღეობის უფრო მაღალ დონეს აფიქსირებს, ვიდრე ადრე ჰქონდა დაფიქსირებული, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.

19 აპრილი 2026, 22:01

საზოგადოება

თანამედროვე სივრცითი დაგეგმარება - როგორი იქნება ქართული სოფლები და ქალაქები წლების შემდეგ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ქართული ქალაქების - ძველი უბნების არქიტექტურა ბევრს ხიბლავს, განსაკუთრებით უცხოელ სტუმრებს. თვალში საცემია ქართული სივრცითი განაშენიანების უნიკალური სტილი სვანეთში, სამეგრელოში, გურიაში, ხევსურეთში, რაჭაში, აჭარაში, სამცხე -ჯავახეთში, ქართლში თუ კახეთში, რომელიც აქა-იქ შემორჩა, მაგრამ ერთ მთავარ რამეზე მიუთითებს - საქართველოს ჰქონდა უდიდესი კულტურა სივრცითი განაშენიანებისა, რომელიც დროსა და თვითნებურ მშენებლობებში ჩაიკარგა.

დავით ნებიერიძე

19 აპრილი 2026, 21:57

პოლიტიკა

ოპოზიციის პროპაგანდისტი დავით ნებიერიძე: უკლებლივ ყველა დღევანდელ ქართველ სპორტსმენს მინდა გითხრათ: სამაგალითო მოქალაქეები კი არა ფარჩაკები ხართ, პირში გაჩრილი ოქროს მედლებით და ფულით ჯიბე გამოვსებული კაცუნები ხართ

თქვენი წარმატება მხოლოდ სპორტის ფარგლებში რჩება და საზოგადოებაში ლაჩრები და მედროვეები ხართ. პირში გაჩრილი ოქროს მედლებით და ფულით ჯიბე გამოვსებული კაცუნები ხართ, - წერს ოპოზიციის პროპაგანდისტი, დავით ნებიერიძე, ქართველი სპორტსმენების მოსამართით სოციალურ ქსელში.

გიორგი გაბუნია

19 აპრილი 2026, 21:56

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება არის ყურადღებით

გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება არის ყურადღებით, - განუცხადა „იმედის კვირას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.

ანდრია ჯაღმაიძე

19 აპრილი 2026, 21:40

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე პეტრე კვლავ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პატრიარქის მისამართით და ძალიან საკვირველია, როდესაც ელემენტარული კულტურის ნორმებია დასაცავი

მეუფე პეტრე კვლავ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პატრიარქის მისამართით და ძალიან საკვირველია, როდესაც ელემენტარული კულტურის ნორმებია დასაცავი, - განუცხადა „იმედის კვირას“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

19 აპრილი 2026, 21:39

ეკონომიკა

ოთხწლიანი შეღავათი ბიზნესს - პლასტიკის ბოთლში სასმლის წარმოებისა და იმპორტის გადავადებული აკრძალვა. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

საკვებთან შემხებლობაში პლასტმასის გამოყენება აკრძალულია - 4 წლით გადავადდა მხოლოდ ერთი აკრძალვა, რომელიც 2027 წელს უნდა ამოქმედებულიყო და პლასტიკის ბოთლში სასმელის წარმოებასა და იმპორტს ეხება.

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

19 აპრილი 2026, 21:34

საზოგადოება

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პეტრე ცაავაზე: განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია

განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ პეტრე ცაავაზე საუბრისას.

დავით ქართველიშვილი

19 აპრილი 2026, 21:29

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: უახლოეს წლებში საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური შესაძლებლობებისადმი საერთაშორისო ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება

„ჩინეთის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მხარდაჭერილია საერთაშორისო ფინანსური კონსულტანტებისა და საინვესტიციო სტრუქტურების მიერ, თანდათან ზრდის ტრანზიტული სახელმწიფოების მნიშვნელობას,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

19 აპრილი 2026, 21:27

პოლიტიკა

სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა ფეშენებელურ ვილას ყიდის - შაშკინის მდიდრული ცხოვრება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თბილისში მდებარე ეს ფეშენებელური ვილა დღეს გასაყიდად არის გამოტანილი. სწორედ ამ მისამართზე იწყება „იმედის კვირის“ სიუჟეტი. პოტენციური მყიდველის როლში, „იმედის კვირა“ ესტუმრა ობიექტს, სადაც მასპინძელი დიმიტრი შაშკინია — სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა, ციხეებში ახალაიას სისასტიკის გამგრძელებელი და განათლების სისტემაში ტერორის შემოქმედი, რომლის სახელსაც თავდაცვის მინისტრობისას არაერთი სისხლიანი ოპერაცია უკავშირდება.

 მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი

19 აპრილი 2026, 21:19

საზოგადოება

მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი ილია მეორეზე: პატრიარქის მყოფობა ჰგავდა მზეს, რომელიც წყვდიადს ფანტავს. მან აკურთხა ეს ქვეყანა, საქართველო

პატრიარქის მყოფობა ჰგავდა მზეს, რომელიც წყვდიადს ფანტავს. მან აკურთხა ეს ქვეყანა, საქართველო, - განუცხადა „იმედის კვირას“ მიტროპოლიტმა ათანასე ლიმასოლელმა ილია მეორეზე საუბრისას.

19 აპრილი 2026, 21:13

მსოფლიო

ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

მშვიდობას მოაქვს მეტი ინვესტიცია, მეტი განვითარება და მეტი სამუშაო ადგილი, მაგრამ ყველგან არ არის სახარბიელო ვითარება და არსებობს პრობლემები , რომლებიც მეტ-ნაკლებად ყველას ეხება და აზარალებს. შეუძლებელია, თავი დააღწიო ომისგან მიყენებულ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც გლობალურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

19 აპრილი 2026, 21:04

პოლიტიკა

თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსები „ატლანტიკური საბჭოს“ ატლასში - საქართველოს მორიგი აღიარება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საერთაშორისო რეიტინგებსა და ინდექსებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია ინვესტორისთვის. „თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების“ საფუძველზე გამოქვეყნებული „ატლანტიკური საბჭოს“ 2026 წლის ატლასის მიხედვით, საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი

19 აპრილი 2026, 21:04

საზოგადოება

ეფრემ ვატოპედელი: გული იმანაც განსაკუთრებით შემიძრა, თუ როგორი გულისმიერი სიტყვები წარმოთქვა მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ და როგორი ერთსული და ერთიანია იერარქია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საჭეთმპყრობლის შემდეგ

გული იმანაც განსაკუთრებით შემიძრა, თუ როგორი გულისმიერი სიტყვები წარმოთქვა მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ და როგორი ერთსული და ერთიანია იერარქია, - განუცხადა „იმედის კვირას“ არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა მეუფე შიოზე საუბრისას.

19 აპრილი 2026, 20:57

ეკონომიკა

თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობა იგეგმება - დეტალები „იმედის კვირის“ მიმოხილვაში

უმნიშვნელოვანესი ამბავი გახდა გუშინ ცნობილი - The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობა იგეგმება. ეს პროექტი პირდაპირი დასტურია იმის, რომ საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური გარემო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო, მიმზიდველი და ხელსაყრელია.

19 აპრილი 2026, 20:52

საზოგადოება

მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი მეუფე შიოზე: ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანის თავმდაბლობამ, ეკლესიისადმი მისმა დიდმა სიყვარულმა და ღვთისადმი უდიდესმა ერთგულებამ

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანის თავმდაბლობამ, ეკლესიისადმი მისმა დიდმა სიყვარულმა და ღვთისადმი უდიდესმა ერთგულებამ, - განუცხადა „იმედის კვირას“ მიტროპოლიტმა ათანასე ლიმასოლელმა.

19 აპრილი 2026, 20:49

პოლიტიკა

ახალგაზრდების ხმა პოლიტიკაში და დიდი რეზონანსი, რომელიც ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ცოტნე ივანიშვილის საკვანძო სიტყვას - დეპოლარიზაციას მოჰყვა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პოლარიზაცია - რადიკალების მასაზრდოებელი მთავარი წყარო. დეპოლარიზაცია - ჯანსაღი გარემოს განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი. დისკუსია, დებატები, აზრების გაცვლა და განსხვავებული ხედვის მიუხედავად ერთად ზრუნვა სამშობლოზე - ეს არის ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე , რომელსაც ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის.

მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი

19 აპრილი 2026, 20:44

საზოგადოება

მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი ილია მეორეზე: ის იყო ხიდი ეკლესიასა და ხალხს შორის, მუდამ თავისი სიბრძნითა და განსჯის უნარით მოქმედებდა და ამიტომ ის მართლაც ბრძენი, გამჭრიახი და კურთხეული პატრიარქი იყო

ის იყო ხიდი ეკლესიასა და ხალხს შორის, მუდამ თავისი სიბრძნითა და განსჯის უნარით მოქმედებდა და ამიტომ ის მართლაც ბრძენი, გამჭრიახი და კურთხეული პატრიარქი იყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ მიტროპოლიტმა იეროთეოს ვლახოსმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას.

19 აპრილი 2026, 20:37

პოლიტიკა

პეტრე ცაავა და ანტიეკლესიური კამპანია. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

როგორ სტკენდნენ გულს უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს მისივე სულიერი შვილები, მათ შორის ერთ დროს მაღალი იერარქი, რომელმაც თავისივე უგუნურებით განიცადა იერარქიული დაღმასვლა და დღეს არაფრით განსხვავდება რიგითი რადიკალებისგან - სინოდის მიერ დასჯილი პეტრე ცაავა ახლა უწმინდესის სულს შეურაცხყოფს და ეკლესიის დისკრედიტაციისთვის ყველაფერს კადრულობს.

არქიმადრიტი ეფრემ ვატოპედელი

19 აპრილი 2026, 20:34

საზოგადოება

არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი ილია მეორეზე: იყო ნამდვილი მწყემსი კეთილი. ვიცოდით, რომ მის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება ექნებოდა, მაგრამ ხალხის ასეთი მონაწილეობა ვერ წარმოგვედგინა

ვიცოდით, რომ მის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება ექნებოდა, მაგრამ ხალხის ასეთი მონაწილეობა ვერ წარმოგვედგინა, - განუცხადა „იმედის კვირას“ არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა ილია მეორეზე საუბრისას.