imedi /  21 ივნისი 2023, 21:26 / სანდო წყარო

ზურაბ ქადაგიძე: აშშ-ის ადმინისტრაცია წლების განმავლობაში ცდილობდა ჩვენს სასამართლოზე გავლენის მოპოვებას, მაგრამ რომ არ გამოუვიდა, დაიწყო მოსამართლეებზე ზეწოლა და მათთვის სანქციების დაწესება

სასამართლო ხელისუფლებაში წლებია, ცდილობენ გავლენის მოპოვებას. „ხალხის ძალამ“ ამაზე თავის დროზე გააკეთა განცხადება, თუ როგორ იყო მცდელობა სხვადასხვა ენჯეო სექტორის წარმომადგენლის მხრიდან აპრობირებული ალბანური და უკრაინული მეთოდით „ჯიბეში ჩაედოთ“ სასამართლო ხელისუფლება. როდესაც არ გამოვიდა ეს საკითხი, დაიწყო კონკრეტული მოსამართლეების დაბარება და პასუხის მოთხოვნა, ტრენინგიდან ჩახსნა, შემდეგ კი სანქციების დაწესება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ამერიკა ეტაპობრივად ცდილობდა საქართველოზე გავლენის მოპოვებას, თუმცა როდესაც არ გამოუვიდა, სანქციებისა და მუქარის ენით დაიწყო საუბარი.

„სად აღარ ცდილობენ რაღაც გასაღების, ბერკეტებისა და საშუალებების პოვნას გავლენის მოსაპოვებლად, მაგრამ რეალურად პარლამენტზე გავლენას ვერ მოიპოვებენ, ხელისუფლების შესახებ ჩაუვარდათ თავიანთი გეგმა, რომელზეც „ხალხის ძალამ“ 2022 წლის მარტიდან დაიწყო საუბარი.

მოქმედ ხელისუფლებას კი არა, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ ისინი და 3 თვის შემდეგ აღიარა ქალბატონმა კელიმ ეს. ამ ყველაფრის შემდეგ დარჩათ მესამე, სასამართლო ხელისუფლება, სადაც ისინი წლებია, ცდილობენ გავლენის მოპოვებას. ამაზეც „ხალხის ძალამ“ გააკეთა თავის დროზე განცხადებაც, ბრიფინგიც მიუძღვნა და მერე არაერთხელ მისაუბრია გადაცემაში, თუ როგორ იყო მცდელობა სხვადასხვა ენჯეო სექტორის წარმომადგენლის მხრიდან აპრობირებული ალბანური და უკრაინული მეთოდით „ჯიბეში ჩაედოთ“ სასამართლო ხელისუფლება, როგორც არის ახლა ალბანეთსა და უკრაინაში. როდესაც არ გამოვიდა ეს საკითხი, დაიწყო კონკრეტული მოსამართლეების დაბარება და პასუხის მოთხოვნა, ტრენინგიდან ჩახსნა, გვახსოვს, რომ ამერიკაში ზოგიერთი არ გაუშვეს და შემდეგ ძალიან კარგი ჟესტი გამოამჟღავნეს დანარჩენმა მოსამართლეებმა, რომ არ წავიდნენ, შემდეგ სანქციების დაწესება, განცხადება. ეს არის კონკრეტული სტრატეგია, რომელსაც მიჰყვებოდნენ.

მათ ძალიან კარგად იცოდნენ ნიკა გვარამიას ბრალეულობა, ისიც, თუ რა გზებითა და საშუალებით მიისაკუთრა ის, რაც მიისაკუთრა, რომელი მუხლი დაარღვია - ეს ყველაფერი ჩემზე კარგად იციან თითოეულმა მათგანმა, მაგრამ მათ ზუსტად იცოდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა თუ არა, ეს განცხადება უნდა გაეკეთებინათ. ეს არის პირდაპირ მიზანმიმართული კამპანიური ხასიათი“, - განაცხადა ქადაგიძემ.

ყველა სიახლე

31 აგვისტო 2026, 14:42

საზოგადოება

თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა

Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 14:40

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.

ვახტანგ ცინცაძე

31 აგვისტო 2026, 14:38

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ

ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

იოჰან ვადეფული

31 აგვისტო 2026, 14:32

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას dpa ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 14:30

სამართალი

საგარეჯოში მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ხუთასი ლარით დააჯარიმა

საგარეჯოში, მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და ხუთასი ლარით დააჯარიმა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა აღიარა.

31 აგვისტო 2026, 14:29

სამართალი

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.

ირაკლი ქადაგიშვილი

31 აგვისტო 2026, 14:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია

ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე.

ნინო წილოსანი

31 აგვისტო 2026, 14:26

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა

არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.

31 აგვისტო 2026, 14:18

საზოგადოება

ჯაბა სამუშია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არის გარკვეულ მიმართულებებზე ადგილები. შესაბამისად, ჩვენს აბიტურიენტებს შეეძლებათ სწავლა გააგრძელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გამოეხმაურა.

ალექსანდრ სტუბი

31 აგვისტო 2026, 13:59

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი: ჩინეთი რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას არ მისცემს

ჩინეთმა ფინეთს დაუდასტურა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემს, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა.

31 აგვისტო 2026, 13:48

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 1-2 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა, რამაც შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს

1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

31 აგვისტო 2026, 13:34

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილ პოლიტპატიმარს გიორგი ზერეკიძეს დასცინა და თქვა, „ზერეკიძის კალბასს ვეძახი იმ ბავშვს, რომელსაც ცირკის მაიმუნივით დააგრიალებენ წინ და უკან, მამამისის ისტორიებს რომ ჰყვება“.

31 აგვისტო 2026, 13:26

პოლიტიკა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 1 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების დაწყებამდე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზედაც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

დონალდ ტრამპი

31 აგვისტო 2026, 13:24

მსოფლიო

Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა

Google Maps-მა ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით შეცვალა და ამით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების მოთხოვნები შეასრულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 13:05

რეგიონი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს

31 აგვისტო 2026, 13:03

საზოგადოება

„ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ! გმადლობთ სოლიდარობისა და საიმედო მხარდაჭერისთვის“ - უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრი ბუტენკო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც მადლობას უხდის ურყევი მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

31 აგვისტო 2026, 12:44

მსოფლიო

„შეძლებს თუ არა ფონ დერ ლაიენი კონტინენტის ეკონომიკური დაღმასვლის შეჩერებას" - POLITICO იმ საკითხებს ასახელებს, რომლებიც ევროკომისიის პრეზიდენტის პოლიტიკურ მემკვიდრეობას განსაზღვრავს

POLITICO-ს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს მეორე ვადის დასრულებამდე სამი წელი რჩება. ამ პერიოდში მან ევროპული ინდუსტრია უნდა გააძლიეროს, ევროკავშირის წესები დაიცვას, უსაფრთხოება გააძლიეროს, უკრაინას მხარდაჭერა გაუწიოს, ბლოკი გააფართოოს და ამ ყველაფრის დაფინანსებაც უზრუნველყოს.

31 აგვისტო 2026, 12:36

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი საქმე განიხილა.

31 აგვისტო 2026, 12:19

საზოგადოება

www.ekalata.gov.ge -ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები - დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა

საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალს – www.ekalata.gov.ge ახალი სუპერმარკეტების ქსელი „ამბარი“ დაემატა. ამასთან, პლატფორმაზე მომხმარებლებისთვის დანაზოგის დათვლისა და თვის განმავლობაში ფასების დინამიკის შესახებ ინფორმაციის მიღების ფუნქციები ამოქმედდა.

მამუკა რეხვიაშვილი

31 აგვისტო 2026, 12:06

რეგიონი

რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა

რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას რუსთავის საკრებულო ავრცელებს.