დიმიტრი ხუნდაძე: სამწუხაროდ, ხშირად აშშ-ის ელჩი ღიად ერთს ამბობს, მაგრამ, კულისებში მთავრობას სთხოვს - მეორეს

დიმიტრი ხუნდაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად „დროა“, „სირცხვილია“, ასევე პარტია „გირჩი“ ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით შეუძლებელია და უნდა მოხდეს რევოლუციური გზით ამ მიზნის მიღწევა. ვფიქრობ, რომ ამაში უკვე ღიად ფიქსირდება აშშ-ის ელჩის მონაწილეობა, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, „ხალხის ძალა“ მოქმედებს იმ პრინციპით რისთვისაც დაფუძნდა - სიმართლე და საზოგადოების ინფორმირებულობა, რის გამოც მოძრაობამ არაერთი წერილი გამოაქვეყნა და არაერთი კითხვა დასვა კელი დგენანის მიმართ.
„სამწუხაროდ, ხშირად აშშ-ის ელჩი ღიად ერთს ამბობს, მაგრამ, კულისებში, მთავრობას სთხოვს მეორეს. ჩვენ ამჯერად დავსვით კითხვა - რას არ აკეთებს ხელისუფლება და რატომ არის ასეთი ისტერიული სურვილი და მცდელობა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და შეიცვალოს რევოლუციური გზით. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად „დროა“, „სირცხვილია“, ასევე პარტია „გირჩიც“ ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით შეუძლებელია და უნდა მოხდეს რევოლუციური გზით ამ მიზნის მიღწევა. ვფიქრობ, რომ ამაში უკვე ღიად ფიქსირდება აშშ-ის ელჩის მონაწილეობა და ის წარმოჩინდა როგორც ამ პროექტის ავტორად. როდესაც პატრონად ჩნდები ასეთი დესტრუქციული ძალის დას „გირჩს“ უგზავნი მანქანას, რომ დაძაბულობის ველიდან [გამოიყვანო] ამ დროს მე მახსენდება, როდესაც სახალხო დამცველს საზოგადოებაში თავს დაესხნენ და ამაზე არცერთი განცხადება მას არ გაუკეთებია. როდესაც დესტრუქციული ძალების პატრონობაზე ვსაუბრობ, აქაც კონკრეტული მაგალითები შეიძლება მოვიყვანოთ: ტექნიკური მთავრობის მომთხოვნი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ სწორედ დასავლეთიდან და უფრო მეტად აშშ-დან დაფინანსებული. ასევე, მაგალითად, როდესაც კონგრესმენი კიზინგერი გამოვიდა, და შეიარაღებულ ქართველებს, მებრძოლებს უკრაინაში მოუწოდა, რომ ჩავიდნენ საქართველოში და ხელისუფლება გაყარონ. ამ განცხადების შემდეგ ელჩი აკეთებს კომენტარს, რომ კიზინგერი საქართველოს მეგობარია. მაგალითად, როდესაც ისფედ-მა გააყალბა, მაგრამ შემდეგ ისევ აღიარეს ერთ-ერთ არასამთავრობოდ, რომელსაც ობიექტურობის მაღალი ხარისხი აქვს; მაგალითად, ლომჯარია, რომელიც ბომბების ცვენას უქადდა ქვეყანას და ის შემდეგ დააჯილდოვეს, მაგალითად, ბურჯანაძე, რომელიც ქვეყანას ცალ ფეხზე სთავაზობდა ქვეყანას დგომას და დღეს ის აშშ-ის საელჩოში მუშაობს“, - განაცხადა ხუნდაძემ.
ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2023, 15:46
საზოგადოება
ComCom-ის წევრმა ევროპის საბჭოს ფორუმზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა
ღონისძიებაზე განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა მედიის რეგულირება, მიმდინარე რეფორმები, მედიის მარეგულირებელი ჩარჩოების შესაბამისობა ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და ევროკავშირის რეგულაციებთან, მედიის მფლობელობის გამჭვირვალობა, დამაზიანებელი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სახელმწიფოებისა თუ სამოქალაქო საზოგადოებების პასუხი დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე, ასევე, ჟურნალისტებისა და სხვა მედია აქტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათი ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების დაცვა, მდგრადი მედია ინფრასტრუქტურის შექმნა და სხვა

06 დეკემბერი 2023, 15:27
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი: თუ ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებას ვერ უზრუნველვყოფთ და პუტინი დაუსჯელი დარჩება, ეს გახსნის აგრესიის პანდორის ყუთს მთელ მსოფლიოში
თუ ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებას ვერ უზრუნველვყოფთ და ვლადიმირ პუტინი დაუსჯელი დარჩება, ეს გახსნის აგრესიის პანდორის ყუთს მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 15:15
ეკონომიკა
ნათია თურნავა: სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ფონდის მხრიდანაც ასეთივე მზაობას ვხედავთ
მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ძალიან რომ არ წავიდე დეტალებში, საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ პროგრამა აღდგება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 15:09
ეკონომიკა
ნათია თურნავა: სებ-ის დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციის 78-ე მუხლით, ორგანული კანონით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ - ჩვენი მონეტარული პოლიტიკა არის სრულიად დამოუკიდებელი, საკმაოდ ეფექტური და შედეგიანი
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სებ-ის ყოფილ პრეზიდენტს კითხვები დაუწუნა და ერთგვარი ეკონომიკური ლექცია წაუკითხა. როგორც ნათია თურნავამ თქვა, უკვირს რომან გოცირიძისგან ეს კითხვები.

06 დეკემბერი 2023, 15:08
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: არ ისვენებს „ჭორ-ომბუდსმენი“ გახარია და კვლავ იმუქრება (და არ ასახელებს) საქართველოში 20-25 ოჯახის დასახელებით, რომლებიც საკუთარი გამდიდრებით ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპებს აფერხებენ თურმე
„გვესმის, რომ შენს „მდედრიონს" მოსწონს ასეთი „მამაცური გამბედაობა“, მაგრამ ჩვენც, ვისაც „არ ევასები" გვაქვს უფლება დღესაც გამოგიტანოთ განაჩენი, როგორც ერთ დროს „პრინციპულ“ და „უშიშარ“ ქვეყნის პირველ პირს, რომელსაც თურმე სცოდნია საკუთარ ქვეყანაში 20-25 სამარცხვინო ოჯახის არსებობა, მაგრამ არც ორი წლის წინ გქონდა გამბედაობა ან სურვილი მათი დასჯის, და არც დღეს - მათი დასახელებისა და მხილების. გელოდებით! ოღონდ კაცურად - ფაქტებით!“ - წერს ქართველიშვილი

06 დეკემბერი 2023, 15:07
საზოგადოება
იძულებით გადაადგილებულ 365 პირს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცემა
„დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საგრანტო პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. დევნილებმა და ეკომიგრანტებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე შეარჩიეს.

06 დეკემბერი 2023, 15:06
საზოგადოება
თბილისის მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართები კიდევ 34 ოჯახს დაუკანონდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 34 ოჯახს შეხვდა და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ერთ ლარად გადაეცათ.

06 დეკემბერი 2023, 15:04
ეკონომიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები განიხილა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საკითხი კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

06 დეკემბერი 2023, 15:01
საზოგადოება
„სელფი მობაილმა“ საკრედიტო რეიტინგი BB-/Stable მიიღო
„სელფი მობაილმა“, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, ევროპის წამყვანი საკრედიტო რეიტინგის სააგენტოსგან Scope Ratings, BB-/Stable შეფასება მიიღო. მაღალი საკრედიტო რეიტინგი განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა საკრედიტო ვალდებულებების სიმცირე, ასევე ინდუსტრიის დაბალი ციკლურობა. სელფი გამოირჩევა კარგი მომგებიანობით და ბაზარზე სტაბილური პოზიციით. საკრეტიდო რეიტინგის პროგნოზი განისაზღვრა როგორც სტაბილური და განპირობებულია სელფის კონკურენტული პოზიციისადმი პოზიტიური მოლოდინით.

06 დეკემბერი 2023, 15:00
მსოფლიო
ინდოეთში ციკლონს 13 ადამიანი ემსხვერპლა
სტიქიის ზონაში უსაფრთხოების მიზნით, 25 დასახლებიდან, 15 ათასზე მეტი ადგილობრივი მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა. ციკლონმა ყველაზე მეტად სანაპირო ზოლში მდებარე დასახლებები დააზიანა, სადაც დაინგრა საავტომობილო გზები და დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.

06 დეკემბერი 2023, 14:58
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს
გაეროს 28-ზე კონფერენციაზე, რომელიც კლიმატის ცვლილებას ეძღვნება, საპარლამენტთაშორისო სესიაზე „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი მონაწილეობს. სესია მიეძღვნა კლიმატის ცვლილებების გამოწვევებს.

06 დეკემბერი 2023, 14:57
ეკონომიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტი, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტებს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) შექმნისთვის სამართლებრივი საფუძველი შეექმნებათ.

06 დეკემბერი 2023, 14:55
ეკონომიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი განიხილა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, წარმოდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა უზრუნველყოფს საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობას, შესაბამისად, ის გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას

06 დეკემბერი 2023, 14:50
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე: „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა არის, რომ ორბანის იმედად დატოვა კანდიდატის სტატუსი და სხვა ქვეყნებთან არ გააგრძელა მჭიდრო თანამშრომლობა
ადამიანი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, დაგვპირდა, რომ დაგეხმარებით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესშიო და ამის გამო „ქართულმა ოცნებამ“ ერთი ორბანის გამო 26 ევროპული სახელმწიფო გადაიკიდა. ახლა აღმოჩნდა, რომ 26 სახელმწიფო თანახმაა საქართველოს მისცენ კანდიდატის სტატუსი და წინააღმდეგია „ქართული ოცნების“ მოკავშირე ორბანი და ახლა ნორმალურია ეს? არ არის ნორმალური, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 14:45
LIVE ისრაელი
ბოლო 24 საათში „ცაჰალმა“ ღაზის სექტორში „ჰამასის“ 250 პოზიციაზე მიიტანა იერიში
ისრაელის არმიამ, ბოლო 24 საათში ღაზის სექტორში „ჰამასის“ 250 პოზიციაზე მიიტანა იერიში. თავდასხმის სამიზნე დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ინფრასტრუქტურაც გახდა.

06 დეკემბერი 2023, 14:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა.

06 დეკემბერი 2023, 14:41
მსოფლიო
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ჩავიდა. არაბთა გაერთიანებული საამიროებში პუტინი ქვეყნის ლიდერს, მოჰამედ ალ ნახაიანს შეხვდება, ჯერ გაფართოებული დელეგაციების შემადგენლობით, შემდეგ კი პირისპირ.

06 დეკემბერი 2023, 14:41
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი პარტიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების წასვლაზე: გამოაძევეს ხალხი პარტიიდან. ეს არის ოლიგარქიული, ჩრდილოვანი მმართველობის შედეგი როდესაც პარტიას ან ამ ქვეყნიდან ძებნილი პირები მართავენ, ან კრიმინალები
„პარტიის დატოვების ტენდენციის დრამატურგია კარგად არის ჩამოყალიბებული. მელია ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს. როგორც ჩანს, ფინიშის სწორზე თვითონაც გამოჩნდება და ჩაუდგება სათავეში განდგომილებს“

06 დეკემბერი 2023, 14:40
პოლიტიკა
კახა კალაძე უკანონო მშენებლობების დემონტაჟის შესახებ: ტყუილია, რომ იქ ვინმე ცხოვრობდა
არსებობენ თაღლითური ჯგუფები, რომლებიც აჯერებენ ხალხს, თითქოს, შეუძლიათ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შენობები ააშენონ და შემდეგ ამას დაუკანონებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.

06 დეკემბერი 2023, 14:37
პოლიტიკა
კახა კალაძე: თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა
თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას ვერც გარედან გადაწყვეტს ვინმე და ვერც მოსახლეობას დააძალებს, თუ რომელი პოლიტიკური პარტია ან პარტიები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, რადგან ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, - ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ოპოზიციასთან შეხვედრისას კოალიციური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობაზე საუბრის შეფასებას.