სალომე ზურაბიშვილი: არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს რესურსი ან სურვილი, ახალი ფრონტი გამოსცადოს დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ რუსეთი ცდის „რბილი ძალის“ ფრონტს
სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: არქივი
არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს რესურსი ან სურვილი, ახალი ფრონტი გამოსცადოს დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში. რაც შეიძლება, მოხდეს, არის ის, რომ რუსეთი ცდის „რბილი ძალის“ ფრონტს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სიენენთან“ ინტერვიუში რუსეთთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
ზურაბიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა: „გრძნობთ თუ არა საქართველოში ნაკლებ ან მეტ საფრთხეს. როგორც ვიცით, ასობით ათასი ომის მოწინააღმდეგე რუსი საქართველოში გამორბის ან საქართველოს გავლით სხვა ქვეყანაში მიდის. თქვენ გქონდათ შემოჭრა 2008 წელს და, ვფიქრობ, თქვენ ისევ ღელავთ პუტინის განზრახვებზე. რას ფიქრობთ დღეს ამის შესახებ?“.
„რა თქმა უნდა, ვერ იქნები შეშფოთების გარეშე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პუტინის რეჟიმი შედის ბოლო ფაზაში და, აშკარად, პუტინი არ მართავს დღეს ყველაფერს, და, რა თქმა უნდა, ვერ მართავს ომს უკრაინაში. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, ინერვიულოთ იმაზე, რა შეიძლება, მოჰყვეს ექსცენტრიულ გადაწყვეტილებას. ჩვენს შემთხვევაში, ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ, რომ არსებობს სამხედრო ზეწოლა, რადგან, პირველ რიგში, ჩვენთან არის სამხედრო ოკუპაცია, რაც მიმდინარეობს 2008 წლიდან და მანამდეც, სხვადასხვა ფორმით, 1991 წლიდან მოყოლებული. ორი რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის სამხედრო ბაზებით. ასე რომ, იმის თქმა, რომ გვეშინია სამხედრო ოკუპაციის, ეს ბევრს არ ნიშნავს. მე ვფიქრობ, რაც შეიძლება, მოხდეს, არის ის, რომ რუსეთი დღეს ცდის „რბილი ძალის“ ფრონტს, რაც არის პროპაგანდა. ყველა რუსი, რომელიც შემოდის საქართველოში, გავიმეორებ, საჭიროა, ეს კონტროლდებოდეს. იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც გაურბის დღევანდელ რუსეთს, ნამდვილად არ არის პუტინის მომხრე, მაგრამ როდესაც ჩვენ ვიცით საფრთხეები, რომლებსაც რუსეთი იყენებს, არის ის, რომ რუსულენოვანი ხალხი თუ არ იქნება ნორმალურად დაცული, ეს გახდება რუსეთის შემოჭრის საბაბი. ასე რომ, ეს ყველაფერი შეიძლება, კვლავ გამოიყენოს რუსეთმა. მე არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს ან რესურსი, ან სურვილი, ახალი ფრონტი გამოსცადოს დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ყველა სიახლე
10 ივლისი 2026, 13:18
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ჩენდლერის ინსტიტუტის რეიტინგებზე: ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე და ჩვენ ვუსწრებთ არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას ყველა პარამეტრით, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესთან
ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე და ჩვენ ვუსწრებთ არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას ყველა პარამეტრით, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესთან, - განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევაზე საუბრისას, რომლის თანახმადაც, საქართველო კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
10 ივლისი 2026, 13:15
მსოფლიო
AXIOS: რეგიონული შუამავლები აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების გადარჩენას ცდილობენ
კატარი, პაკისტანი და სხვა რეგიონული შუამავლები ცდილობენ შეამცირონ დაძაბულობა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის და ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები განაახლონ. ინფორმაციას AXIOS-ი შუამავალი ქვეყნების ორ წარმომადგენელსა და ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 ივლისი 2026, 13:13
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
10 ივლისი 2026, 13:13
საზოგადოება
სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს შეხვდა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის რიგით 68-ე სესიის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე შეხვდნენ WIPO-ს გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს.
10 ივლისი 2026, 13:09
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: იგეგმებოდა ერთ კონკრეტულ პარტნიორთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, ახლა მიდგომა შეიცვალა და პორტი აშენდება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით. ეს არის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დაცვას და რომელიც უზრუნველყოფს პარტნიორების მრავალფეროვნებას
იგეგმებოდა ერთ კონკრეტულ პარტნიორთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ახლა მიდგომა შეიცვალა და პორტი აშენდება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
10 ივლისი 2026, 13:07
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო
აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
10 ივლისი 2026, 13:06
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვხედავთ, რომ ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა
ვხედავთ, რომ ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიას.
10 ივლისი 2026, 12:59
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შემადგენლობით, ქალაქ იაუნდეში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს.
10 ივლისი 2026, 12:58
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, გასაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას ამა თუ იმ საზოგადოებაში და ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ მიდგომას ეფუძნება ჩვენი კანონმდებლობაც
„ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი გადაწყვეტილება. პრინციპი მარტივია - არ შეიძლება, გასაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას ამა თუ იმ საზოგადოებაში და ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება და ამ მიდგომას ეფუძნება ჩვენი კანონმდებლობაც, რომელიც ცოტა ხნის წინ მივიღეთ.
10 ივლისი 2026, 12:54
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ეს არის დანაშაულებრივი მიდგომა, ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ ამას საგამოძიებო უწყებები, მაგრამ ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი - შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი იმისთვის, რომ გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის
ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ ამას საგამოძიებო უწყებები, მაგრამ ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი იმისთვის, რომ გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, რომლითაც იშიფრება მათი დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი საქმიანობა, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიციის მიდგომაა „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“.
10 ივლისი 2026, 12:52
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე დავსახეთ კონკრეტული გეგმები - ამ ქვეყნის მართვა ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ მომავალში, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობის სწორად დაგეგმვა
დღეს შეხვედრა მქონდა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, თავმჯდომარესთან, გამგეობის წევრებთან და ჩვენ განვიხილეთ ის შეხვედრები, რომლებიც შედგა რეგიონებში, - განაცხადა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
10 ივლისი 2026, 12:36
საზოგადოება
ცესკოსა და ახალგაზრდების შეხვედრაზე ბაკურიანში არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, საარჩევნო უფლება, არჩევნებში მონაწილეობის ფორმები, არჩევნების გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფა განიხილეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი სამგორის რაიონის გამგეობის ინიციატივით დაგეგმილი საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდნენ.
10 ივლისი 2026, 12:35
სამართალი
სულხან თამაზაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას დეპარტამენტის დირექტორი ლევან კვიციანი და ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
10 ივლისი 2026, 12:26
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: მიმართულებების რაოდენობა, საიდანაც რუსეთი შეტევას ახორციელებს, ორჯერ შემცირდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, რუსეთმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ფრონტზე ფაქტობრივად ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, პირადი შემადგენლობისა და ტექნიკაში ორმაგი უპირატესობის მიუხედავად.
10 ივლისი 2026, 11:58
საზოგადოება
გივი მიქანაძე UNESCO-ს სათავო ოფისში განათლების საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილე ქუნ ჩენს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების საკითხებში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილესთან, ქუნ ჩენთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
10 ივლისი 2026, 11:51
რეგიონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის, რეგიონული და ადგილობრივი საბჭოების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის, აჭარის უმაღლესი საბჭოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
10 ივლისი 2026, 11:48
რეგიონი
ბათუმში ახალი ქორწინების სახლი აშენდება
იუსტიციის მინისტრმა, მოადგილესთან, იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან ერთად, ბათუმის ახალ ბულვარში ახალი ქორწინების სახლის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა. ადგილზე მათ პროექტის კონცეფცია, არქიტექტურული გადაწყვეტები და დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები განიხილეს.
10 ივლისი 2026, 11:43
მსოფლიო
პალმ-ბიჩის საერთაშორისო აეროპორტს დონალდ ტრამპის სახელი მიანიჭეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფლორიდის შტატში მდებარე პალმ-ბიჩის საერთაშორისო აეროპორტს მისი სახელი მიანიჭეს.
10 ივლისი 2026, 11:27
მსოფლიო
The Telegraph: ირანი აშშ-ის წინააღმდეგ სტრატეგიას ცვლის – მთავარი იარაღი მისი გეოგრაფიული მდებარეობაა
ირანის ხელისუფლება აშშ-თან დაპირისპირების ახალ ეტაპზე ქვეყნის გეოგრაფიული უპირატესობის გამოყენებას გეგმავს.
10 ივლისი 2026, 11:23
სპორტი
RAF Georgia-ს მონაწილეებმა თბილისი დაათვალიერეს
RAF Georgia-ს მონაწილეებმა თბილისი დაათვალიერეს. მსოფლიო დონის მოჭიდავეები, მათ შორის UFC-ის ყოფილი ჩემპიონები მერაბ დვალიშვილი და ჰენრი სეხუდო, დედაქალაქის ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს ესტუმრნენ.


