imedi /  30 ივნისი 2023, 15:29 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ჯერ ჩემი მინისტრობის დროს და შემდეგ ბატონი ჯუანშერის მინისტრობის დროს გრძელდება აქტიური აღმშენებლობა ჯარში. ჩვენ ყოველდღე ვაძლიერებთ ჩვენს საამაყო ქართულ ჯარს

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ჯერ ჩემი მინისტრობის დროს და შემდეგ ბატონი ჯუანშერის მინისტრობის დროს გრძელდება აქტიური აღმშენებლობა ჯარში. ჩვენ ყოველდღე ვაძლიერებთ ჩვენს საამაყო ქართულ ჯარს -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა თავდაცვის კოდექსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი კოდექსით ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი დარეგულირდება.

„იცით კარგად, რომ ჯერ ჩემი მინისტრობის დროს და შემდეგ ბატონი ჯუანშერის მინისტრობის დროს გრძელდება აქტიური აღმშენებლობა ჯარში. ჩვენ ყოველდღე ვაძლიერებთ ჩვენს საამაყო ქართულ ჯარს. განახლდა და თითქმის დასრულდა ყველა სამხედრო ბაზის რეაბილიტაცია. სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ჩვენს სამხედრო ბაზებს და რეალურად, ნატოს სტანდარტების შესაბამისად მოვიყვანეთ ყველა ის ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა. მიმდინარეობს აქტიურად შეიარაღების განახლება, ჩანაცვლება და შესყიდვა, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების განახლება და ასევე, საფრენი აპარატების დრონების წარმოება დავიწყეთ პოლონურ კომპანიასთან ერთად. ჩვენ შეგვიძლია ათასობით დრონი ვაწარმოოთ როგორც სადაზვერვო, ასევე ე.წ. კამიკაძე დრონები.

ასევე მინდა ვთქვა ძალიან მოკლედ ,რომ ერთ- ერთი მთავარი რეფორმა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ და მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს, ეს არის თავდაცვის კოდექსი, რომელსაც, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდი მიიღებს ძალიან მალე. ეს კოდექსი დაარეგულირებს ძალიან ბევრ მტკივნეულ საკითხს. ერთ- ერთი მტკივნეული საკითხი იყო რეზერვის საკითხი და ზოგადად ჯარში გაწვევის საკითხი. აქაც, აი წარმოიდგინეთ რამხელა ანტიეროვნული საქმე ჩაიდინა ჩვენმა ოპოზიციამ. მათი სატელიტი, ბატონი ზურა-გირჩი, პირდაპირ ჩართული იყო და არის ჩართული ჩვენი ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანის საქმეში. ათიათასზე მეტ ადამიანს გზა აუბნიეს, დააბნიეს. რა თქმა უნდა, ვფიქრობ რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან, რომ ეს საკითხი დარეგულირებულიყო. ერთის მხრივ წარმოიდგინეთ რამხელა, რა მდგომარეობაში არიან, რომ ჩვენ ხელისუფლება გამოვდივართ ვიძახით რომ ჯარი უნდა გავაძლიეროთ და უამრავ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვაკეთებთ, მეორეს მხრივ, არ მინდა გავიმეორო, რა მაგალითს აძლევს ოპოზიცია, თქვენ გახსოვთ ალბათ, ყველაზე სამარცხვინო, ალბათ ჩვენი უახლოესი ისტორიის მანძილზე სამარცხვინო ქმედება, რომელიც მათ ჩაიდინეს, როცა საოკუპაციო ხაზთან დადგნენ შარვალ ჩახდილები და შემდეგ ეს ადამიანები გამოდიან და გველაპარაკებიან პატრიოტიზმზე, შექმნეს რაღაც ბანაკები და ელაპარაკებიან ადამიანებს იარაღის გამოყენებაზე. გესმით, რამხელა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე, რამხელა ბოდიში და სიბინძურესთან გვაქვს საქმე. აი ამ სიბინძურის დასასრულებლად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მადლობა პარლამენტს კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის. ქვეყანა დაარეგულირებს აღნიშნულ საკითხებს და ვეღარ შეძლებენ ვეღარც მკრეხელური ვითომ მღვდელმსახურების შემოღებას და ა.შ..“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 13:58

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდა ჩემპიონ მაია შავაძეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდა ჩემპიონ მაია შავაძეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა.

28 მაისი 2026, 13:57

საზოგადოება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი სტაჟიორებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი პარლამენტში სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდნენ.

ვლადიმერ პუტინი ყასიმ-ჟომარტ თოყაევი

28 მაისი 2026, 13:56

მსოფლიო

რუსეთი ყაზახეთში პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს

რუსეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსული მხარე ყაზახეთის ტერიტორიაზე პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

28 მაისი 2026, 13:38

სამართალი

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შალვა პაპუაშვილი

28 მაისი 2026, 13:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სოფიო ხორგუანს: როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას

„როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ წევრს სოფიო ხორგუანს გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

28 მაისი 2026, 13:10

მსოფლიო

Reuters: შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს სამ ტანკერს დრონებით თავს დაესხნენ

შავ ზღვაში, თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ახლოს სამ გემს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

28 მაისი 2026, 13:00

სამართალი

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები ესტუმრნენ

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

კაია კალასი

28 მაისი 2026, 12:47

პოლიტიკა

კაია კალასი: რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის.

დონალდ ტრამპი

28 მაისი 2026, 12:32

მსოფლიო

ტრამპი ომანს „აფეთქებით“ დაემუქრა, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაამყარებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომანს დაემუქრა, რომ მას „ააფეთქებს“, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეში გემებს გავლისთვის ფულს გამოართმევს.

28 მაისი 2026, 12:11

სამართალი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

28 მაისი 2026, 11:57

მსოფლიო

აშშ-ის საელჩომ კიევში კალასის განცხადება ევაკუაციასთან დაკავშირებით უარყო

აშშ-ის საელჩო კიევში ღიაა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, - აღნიშნულია დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 მაისი 2026, 11:51

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

28 მაისი 2026, 11:44

სპორტი

სპორტის მინისტრი მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. EMF Euro - 2026 სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმართება, სადაც სპორტის მინისტრი მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

28 მაისი 2026, 11:39

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა ჰორმუზის სრუტის მმართველ ირანულ კომპანიას სანქციები დაუწესა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სპარსეთის ყურეში ნაოსნობის კონტროლის სამმართველოს, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის მართვისთვის იყო შექმნილი, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნინო ლაცაბიძე

28 მაისი 2026, 11:31

რეგიონი

რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდი კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს

რუსთავის მერიის ინფორმაციით, №25 საბავშვო ბაღის ადგილზე სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.

28 მაისი 2026, 11:25

სპორტი

ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს⚽

„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს“, - აღნიშნა მან.

დავით მათიკაშვილი

28 მაისი 2026, 11:22

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი განათლების მინისტრის ინტერპელაციაზე: პროვოკაციულად, პოპულისტურად გახარიებს უნდათ საზოგადოებას დაანახონ როგორც რაღაც გამორჩეული გულშემატკივარი ამ მოცემულობის. ღრმად ვართ დარწმუნებული, განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განათლების მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით.

28 მაისი 2026, 11:21

პოლიტიკა

ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა

ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა. მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას აკრიტიკებს და იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა. სააკაშვილის ამ სტატუსს მელია ჯერ არ გამოხმაურებია. მელიას თანაგუნდელმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მაოხრებელი გზირი უწოდა.

28 მაისი 2026, 11:20

მსოფლიო

BBC: აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ჩინოვნიკი დააკავეს მას შემდეგ, რაც მის სახლში 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი მას შემდეგ დააკავეს, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვირჯინიაში მდებარე მის სახლიდან ჩხრეკის შედეგად 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:16

სამართალი

აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.