imedi /  30 ივნისი 2023, 17:42 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოდიში უნდა მოიხადონ ყოველ დღე ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის, არაერთი ბინძური სტატია შეუკვეთეს მთელს ევროპაში

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოდიში უნდა მოიხადონ ყოველ დღე ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის, არაერთი ბინძური სტატია შეუკვეთეს მთელს ევროპაში, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ხდებოდა სწორედაც სანქციების დარღვევა, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საკუთარი ქვეყნის მტრობა და მავნებლობაა, როცა ყოველგვარი ფაქტების და საფუძვლის გარეშე, საკუთარ ქვეყანას ბრალს სდებენ, ცილს სწამებენ, რომ თურმე აქ ხდება სანქციების გვერდის ავლა და საქართველო გადაქცეულია, „შავ ხვრელად“.

„მე მინდა შევუტრიალო ეს კითხვა ჩვენს უპასუხისმგებლო, მავნებელ ოპოზიციას. თქვენ გახსოვთ, რომ ერთ წელზე მეტია სწორედ მავნებელი ოპოზიცია, ეს არის მავნებლობა, როცა ყოველგვარი ფაქტების გარეშე, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, საკუთარ ქვეყანას ბრალს სდებ, ცილს სწამებ, რომ თურმე აქ ხდება სანქციების გვერდის ავლა და საქართველო გადაქცეულია, როგორც ისინი იტყოდნენ, „შავ ხვრელად“ და აშ.., ამას ჰქვია საკუთარი ქვეყნის მტრობა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობა. აი, ამას სჩადიოდნენ ეს ადამიანები. დღეს რომ აღარ არიან და ვერ მოისმენენ სიმართლეს. სიმართლის მოსმენა უჭირთ, ისე არიან გაუბედურებულები, კიდევ გავიმეორებ. ამიტომ,

ბოდიში უნდა მოიხადონ ყოველ დღე ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის. არაერთი ბინძური სტატია შეუკვეთეს მათ და მათმა ლობისტებმა მთელს ევროპაში, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ხდებოდა სწორედაც სანქციების დარღვევა.

მე არ მინდა შეგნებულად ჩამოვთვალო. ამ სიტუაციაში მე არ ვთვლი მიზანშეწონილად, რომ ჩამოვთვალო ის ქვეყნები. იმ ქვეყნებში ხდებოდა სანქციების დარღვევა, ჩვენ აქეთ დავეხმარეთ, 1300 შემთხვევა გამოვუვლინეთ, ამაზე ღიად არ ვსაუბრობდით შეგნებულად, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და აი ეს მავნებელი ოპოზიცია აგრძელებდა მტრულ საქმიანობას და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ უკვეთავდა ათეულობით სტატიას ყოველკვირა, ევროპის თითქმის ყველა დედაქალაქში, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს ჩვენ სანქციების გვერდის ავლის მთავარი ცენტრი გავხდით, ჰაბი გავხდით და აშ.. ნული ფაქტი, მეგობრებო, არც ერთი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი. ამას გეუბნებით მე, როგორც მთავრობის მეთაური და ამას ამბობს ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი. თქვენ გახსოვთ, თვეების წინ გამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, სადაც მკაფიოდ და ხმამაღლა ითქვა შემდეგი, რომ ქართული საფინანსო ინსტიტუტები, მთელი ფინანსური სისტემა მუშაობს ეფექტურად და არ ხდება სანქციების გვერდის ავლა და დარღვევა. ამაზე მკაფიო განცხადება არ ვიცი რა შეიძლება ყოფილიყო. ახლა ჩამოვიდა ბატონი ო ბრაიენი და სხვა ბატონები, სალივანი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი. მათაც მკაფიოდ, კიდევ ერთხელ საჯაროდ განმარტეს, რომ ისინი მადლიერნი არიან ჩვენთან თანამშრომლობით, ჩვენ შევთანხმდით, ძალიან ბევრი ღია საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ რისკებზეც, მათ შორის შევთანხმდით კიდევ რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობის გაგრძელებაზე და საჯაროდ თქვეს, რომ კითხვები არ არსებობს და მთავრობას აქვს შექმნილი მონიტორინგის და კონტროლის ეფექტური სისტემა. ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი პარტნიორები და ვიცავთ ჩვენს წესებს. რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ ჩვენი საქმით და ქმედებით“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 19:58

მსოფლიო

პეტერ მადიარი: როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ევროპა სანქციებს მაშინვე გააუქმებს - ნედლეულის მაღალ ფასებში ყიდვა ევროკავშირის ინტერესებში არ შედის, როდესაც მეზობლად რუსეთის ფედერაციაა

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს რუსული ნავთობის შეძენას, თუმცა, ამავდროულად, შეეცდება ენერგოპროდუქტების შესყიდვების დივერსიფიცირებას.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 19:42

მსოფლიო

პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 19:22

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ევროკავშირმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს ჩვენს განსხვავებულობას

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროპამ მიგრაციულ კრიზისი „არასწორად მართა“, რამაც ხალხის უსაფრთხოების განცდა შეარყია.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 18:58

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან. მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში - მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას

ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან, - გნაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა. მისივე თქმით, იგი მოუთმენლად ელის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 18:51

მსოფლიო

პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აშშ-თან კარგი ურთიერთობები სურს, თუმცა ტრამპთან დარეკვას არ აპირებს

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მომავალ ურთიერთობებზე ისაუბრა.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 18:38

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება

ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება, - განაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.

13 აპრილი 2026, 18:27

რეგიონი

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 17:33

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ჩვენი სახელმწიფო არ აპირებს არცერთი უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. მოვუწოდებ ყველა უცხოურ სახელმწიფოს, რომ შეხედონ უნგრეთს, როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პეტერ მადიარმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, უნგრეთი არ აპირებს არცერთი უცხო სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას. მან ასევე ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, შეხედონ უნგრეთს როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს.

ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი

13 აპრილი 2026, 17:20

მსოფლიო

საფრანგეთი და ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციას გამართავენ

ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კონფერენციაში ის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც სურთ თავისი წვლილი შეიტანონ ჰორმუზის საკითხის მშვიდობიანად მოგვარებაში. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა განაცხადა, რომ ლონდონი ჰორმუზის ბლოკირებას მხარს არ უჭერს, მიესალმება პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას და არ დაუშვებს ახლო აღმოსავლეთის ომში გაერთიანებული სამეფოს ჩართვას.

13 აპრილი 2026, 17:12

მსოფლიო

მაიკ ბენცი და რობ შნაიდერი უნგრეთის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურნენ

უნგრეთში ოპოზიციური პარტიის გამარჯვებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკ ბენცი ეხმიანება.

გეერტ ვილდერსი

13 აპრილი 2026, 17:08

მსოფლიო

გეერტ ვილდერსი უნგრეთის არჩევნების შედეგებზე: ეს სამწუხარო დღეა, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ

„ახლა ისეთი სუსტი ლიდერების გარემოცვაში დარჩნენ, როგორებიც არიან: მაკრონი, სანჩესი და მერცი. ეს სამწუხარო დღეა, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ“, - წერს ვილდერსი.

13 აპრილი 2026, 17:06

მსოფლიო

სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიურო რუს სპორტსმენებს ყველა ტურნირზე დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლებას აძლევს

„ზრდასრულ სპორტსმენებს, რომლებსაც ბელარუსის ან რუსეთის სპორტული მოქალაქეობა აქვთ, მიეცემათ უფლება მონაწილეობა მიიღონ სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიუროს შეჯიბრებებში იმავე პირობებით, როგორც სხვა სპორტული ეროვნების წარმომადგენლებს. შესაბამისი ფორმით- დროშებითა და ჰიმნებით,“ - ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

13 აპრილი 2026, 16:29

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები €22 მილიარდზე მეტით გაიზარდა

მისი განცხადებით, ომის დაწყებიდან 44 დღის განმავლობაში, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები 22 მილიარდ ევროზე მეტით გაიზარდა, მაშინ როდესაც ევროკავშირს „ერთი მოლეკულით“ მეტი ენერგორესურსიც კი არ მიუღია.

ნიკოლ ფაშინიანი

13 აპრილი 2026, 15:24

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას. დემოკრატიული არჩევნები ასახავს უნგრელი ხალხის ნებას და ქვეყნის მომავლის ხედვას

გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

მაიკლ ო’ფლაერტი

13 აპრილი 2026, 15:10

პოლიტიკა

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: მივემგზავრები საქართველოში, რათა მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან განვიხილო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი, საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ ო’ფლაერტმა X-ზე დაწერა.

ლაშა ხუციშვილი

13 აპრილი 2026, 14:49

ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2026, 14:48

ეკონომიკა

ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

13 აპრილი 2026, 14:39

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს

წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა. ძალიან მაღალი აქტივობა იყო მოქალაქეების. რიგები იდგა საარჩევნო უბნებზე,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ის ვიზიტით იმყოფება.

13 აპრილი 2026, 14:35

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჯონდო მდივნიშვილი

13 აპრილი 2026, 14:33

რეგიონი

ჯონდო მდივნიშვილი კახეთში სტიქიაზე: სანიაღვრე არხები ვერ ატარებს უხვად მოსულ ნალექს. ნიადაგიც წყლის მასით არის გაჯერებული. მუშაობს როგორც მუნიციპალური ტექნიკა, ასევე - სამაშველო ეკიპაჟები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვად მოსული ნალექის შედეგად გაჩენილ პრობლემებსა და მოგვარების გზებზე ისაუბრა.