ირაკლი ღარიბაშვილი: წინა ხელისუფლებას, მავნებლებს არაფერი არ გაუკეთებიათ საერთოდ. საკუთარ, ჩვენს გმირ სამხედროებს პრაქტიკულად დააბრალეს სამხედრო მოქმედებების დაწყება და ამაზე ხელი მოაწერეს ამ ადამიანებმა
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
მადლობა ბატონო რატი ამ შეხსენებისთვის, ასე იყო ნამდვილად, წინა ხელისუფლებას, მავნებლებს არაფერი არ გაუკეთებიათ საერთოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, რატი იონათამიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჰააგის სასამართლოს პროკურორის განცხადებას შეეხებოდა.
პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლებას არაფერი არ გაუკეთებიათ თუნდაც ამ გამოძიების მიმართულებით, ან სიმართლის დადგენის მიმართულებით.
„პირიქით თქვენ სწორად აღნიშნეთ, ომის შემდგომ ხელი მოაწერეს კაპიტულანტურ რეზოლუციას თქვენ კარგად გახსოვთ ამის თაობაზე რამხელა აღშფოთება იყო საზოგადოებაში. საკუთარ, ჩვენს გმირ სამხედროებს პრაქტიკულად დააბრალეს სამხედრო მოქმედებების დაწყება და ამაზე ხელი მოაწერეს ამ ადამიანებმა. დღეს გამოდიან და საუბრობენ და ჩვენ გვაბრალებენ იმას რაც მათ დააშავეს. ჩვენ რაც გავაკეთეთ თქვენ ამის თაობაზე უკვე შეახსენეთ მათაც და საზოგადოებას. დიახ ჩვენ დროს იყო მოპოვებული და წარდგენილი მტკიცებულებები მათ შორის ჰააგის სასამართლოში. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მტკიცებულება არ ვიცი რატომ იყო მიზანმიმართულად თუ ამას ალბათ გამოძიებამ გაარკვიოს გამქრალი იყო უბრალოდ. არავითარი სამუშაოები არ იყო ჩატარებული, ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება ის ეჭვები, რომელიც საზოგადოებას აქვს ლეგიტიმურად, რომ ესენი არ იყვნენ დაინტერესებულები პირიქით, შეეცადნენ რომ ჩაეფარცხათ ეს დიდი ტრაგედია, რომელიც ჩვენ თავს დაგვატყდა ტერიტორიების დაკარგვა კოდორის ხეობა, ასზე მეტი სოფელი, ათასობით დევნილი და ვითომ არაფერი. 2008 წლის მერე თვეები იყო გასული, დაიწყეს მასობრივად კრიტიკული ინფრასტრუქტურის ენერგეტიკული ობიექტების გასხვისება, რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე. თქვენ ახლა გახსოვთ ბოლო პერიოდში ამხელა აჟიოტაჟი რომ შექმნეს, რომ როგორ დავთანხმდით უვიზო რეჟიმის გადაწყვეტილებას და როგორ დავთანხმდით და როგორ გავბედეთ ფრენების აღდგენა რუსეთთან, არასანქცირებული ხაზგასმით მინდა აღვნიშნო არასანქცირებული თვითმფრინავებით და არასანქცირებული კომპანიებით. მათი აღარ მინდა გავიმეორო ლიდერი ბელადი წარმოიდგინეთ ამხელა ტრაგედია მის დროს ამხელა უბედურება მოხდა მისი მმართველობის დროს დაკარგა ქვეყანამ ტერიტორიები ხალხი დაიხოცნენ, ჯარისკაცები დაიხოცნენ თვითონ მიწაზე გართხმული ნახა მთელმა მსოფლიომ, პირადად ხვდებოდა საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს. მაშინ ამბობდა ომის შემდგომ არის ეს ყველაფერი, მაშინ ამბობდა, რომ ძალიან კარგია ტურიზმი გვჭირდება, ყველაფერი გვჭირდება. დღეს ესე იგი მათი ომი არაფერი არ იყო, ხომ გამოვიდა ერთ-ერთი მათი წარმომადგენელი და აღიარა, რომ მაშინ დავალება მივიღეთ, რომ ახლა უნდა შეცვალოთ პოლიტიკაო. რა დავალება მიიღეს, მაშინ დააკონკრეტონ, ვისგან მიიღეს დავალება. რას ნიშნავს დავალება მიიღეს საერთოდ, ეს რა აღიარებითი ჩვენებაა, ხმამაღლა გვითხარით აბა რა დავალება მიიღეთ, რომ უნდა შეგეცვალათ რიტორიკა, თუ პოლიტიკა. რუსეთთან მიმართებაში. ან სად იყო ის თქვენი ისტერიკა მაშინ ხელისუფლებაში იყავით, ან სანქციები რატომ არ მოითხოვეთ, ან პოლიტიკის გადახედვა არ მოითხოვეთ. რატომ არ მოითხოვეს, იმიტომ რომ კიდევ ერთი მთავარი ფაქტი მინდა შევახსენო ყველას, მეგობრებო შეიძლება ბევრს არ ახსოვს, 2008 წლის ომის შემდეგ, წყნარად თუ შეიძლება ბატონო რომან, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანას დაადეს ემბარგო. იყო ასე, ემბარგო დაადეს სამხედრო შეიარაღებაზე, იარაღის შესყიდვაზე. 2013 წლამდე ეს სტატუს-კო იყო შენარჩუნებული. ამაზე რატომ არ საუბრობთ არავინ. ეს არის რეალობა ჩემო დეპუტატებო, ძვირფასო მეგობრებო. ეს არის რეალობა რომელზეც არ უნდათ საუბარი, რატომ ბრაზდებიან, რატომ ეშლებათ ნერვები სიმართლეზე ეშლებათ ნერვები, არგუმენტი არ აქვთ, ფაქტი არ აქვთ სათქმელი, არაფერი არ აქვთ სათქმელი. ან როგორ ბედავენ ერთ-ერთი კითხვა იყო მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო რომ ჩვენ ყველანაირ ძალადობას ვემიჯნებით, ძალადობა არის მიუღებელი. არ შეიძლება ძალადობის მოწონება, წახალისება. მე ამის თაობაზე გავაკეთე განცხადება პირველივე დღეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 21:00
კულტურა
საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა.
28 მაისი 2026, 20:53
საზოგადოება
ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში - მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სტიქიისგან დაზარალებულ სოფელ კურსებშიც. სამუშაოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო.
28 მაისი 2026, 20:46
პოლიტიკა
განათლების მინისტრი ინტერპელაციის წესით, ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. გივი მიქანაძემ „გახარიას პარტიას“ კომპეტენცია დაუწუნა, უმრავლესობამ კი პოპულიზმში დაადანაშაულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
განათლების რეფორმა, დაფინანსება, საკადრო პოლიტიკა, ზოგადი განათლება - პარლამენტში გივი მიქანაძეს მოუსმინეს.
28 მაისი 2026, 20:40
საზოგადოება
„ღვინის ენოთეკა“ ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უნიკალური მემკვიდრეობა, რომელიც მე-19 საუკუნის ეროვნული არქიტექტურის ნიმუშ ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქართული მეღვინეობის საუკუნოვან ისტორიას ინახავს.
28 მაისი 2026, 20:32
პოლიტიკა
ალიანსში კონფლიქტს მიხეილ სააკაშვილი აღვივებს - „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მელია დუმს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს, გვარამიას კი სააკაშვილის გზავნილები, გაუგებარი და უდროო ჰგონია.
28 მაისი 2026, 20:25
პოლიტიკა
ოპოზიციისთვის ბლაჟევიჩის სცენარმაც არ გაამართლა - აქციის ორგანიზატორებს ტყუილში ადანაშაულებს მძღოლი, რომელსაც რუსთაველზე აპარატურა მიატანინეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ალიანსი შესრულებული მითითების უკუეფექტს იმკის, მხარდამჭერთა რაოდენობას კი მეორე დღეა სხვადასხვა მეთოდით ითვლის. აქციის ორგანიზატორებს ტყუილში ადანაშაულებს იმ მანქანის მძღოლი, რომელსაც რუსთაველზე აპარატურა მიატანინეს.
28 მაისი 2026, 20:21
პოლიტიკა
სამართალდარღვევის სისტემურ პრობლემად წარმოჩენის მცდელობა - რისთვის იყენებს ოპოზიცია გორში მომხდარ ფაქტს და როგორია პრემიერ-მინისტრის პოზიცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, კანონი ყველას მიმართ უნდა აღსრულდეს - ასეთია მთავრობის მეთაურის პოზიცია. მყისიერი რეაგირების და მიმდინარე გამოძიების ფონზე, ოპოზიცია ერთი ფაქტის განზოგადებას და სისტემური პრობლემის წარმოჩენას ცდილობს.
28 მაისი 2026, 20:20
პოლიტიკა
თეა წულუკიანი გახარიას პარტიის წევრებს: ხელი აწიეთ, რამდენი იყავით ჩვენთან ერთად ბრძოლაში და სად იყავით. ზოგიერთები ჩუმად რომ ვართ, არ ნიშნავს, რომ წიხლები უნდა გვირტყათ. წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ, ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი
ხელს აიქნევთ ხოლმე, გამოიქნევთ ჩემკენაც და კიდევ აქ მსხდომი ადამიანებისკენაც და იტყვით- მონები, ნაცები, თქვენ მე მართლა თვალში ხომ არ გეპატარავებით, პირდაპირი მნიშვნელობით არ გეკითხებით. მე თქვენ არ მახსოვხართ და რომ დავსვა კითხვა, რამდენი იყავით „საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრი ჩვენთან ერთად ბრძოლაში. ხელი აწიეთ რამდენი იყავით და სად იყავით- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა „საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
28 მაისი 2026, 20:16
სამართალი
გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციელები დაკავებულები არიან - მკაცრია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია. უწყება ყველანაირ ძალადობას გმობს და განმარტავს, რა უძღოდა წინ გორში მომხდარს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ექვსი პოლიციელი გორიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით დააკავეს. დაზარალებული მოქალაქე კლინიკიდან გაეწერა, თუმცა კომენტარს ჯერ ერიდება, „ქრონიკა“ მის მამიდას ესაუბრა.
28 მაისი 2026, 20:04
მსოფლიო
ისრაელი გაეროს გენერალურ მდივანთან ურთიერთობებს წყვეტს
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც კონფლიქტის ზონებში სექსუალური ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით ისრაელის სუბიექტების ე.წ. „შავ სიაში“ შეყვანას ეხება, გაეროში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა გაეროს გენერალური მდივნის ოფისთან ურთიერთობების გაყინვის შესახებ გამოაცხადა.
28 მაისი 2026, 19:56
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ საპატიო ქობულეთელების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პეტრას ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში, „საპატიო ქობულეთელის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
28 მაისი 2026, 19:55
ეკონომიკა
ინგა ფხალაძემ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელობით გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა ანგარიშის პრეზენტაცია - „სამართლიანი ტრანზიციის საგზაო რუკის შემუშავებისკენ: საქართველოსთვის მდგრადი და ნახშირბად-ნეიტრალური სისტემისკენ“. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძის გამოსვლით გაიხსნა, სადაც მან ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
28 მაისი 2026, 19:40
საზოგადოება
„ღვინის ქარხანა №1“ -ის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თბილისში, „ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ენოთეკის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
28 მაისი 2026, 19:37
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა, გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო - იმ ექვს პოლიციელს მინდა, ვუსაყვედურო: თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო - ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს!
ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა სამართალდამცავებს პარლამენტის ტრიბუნიდამ.
28 მაისი 2026, 19:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს
ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს. აქ დაცული თითოეული ნიმუში ჩვენი კულტურული დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვინის ქარხანა N1-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური საცავის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
28 მაისი 2026, 19:31
პოლიტიკა
პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
28 მაისი 2026, 19:30
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას. მინისტრ, სულხან თამაზაშვილისა და სახელმწიფოს მხრიდან გორის ფაქტზე გამოვლენილი პოზიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სტანდარტებს
დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სახელმწიფოს მხრიდან გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოჩენილ პოზიციაზე.
28 მაისი 2026, 19:25
პოლიტიკა
ექიმი მანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება. იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს
მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში თავად საკმაოდ აქტიური ვარ, თითქმის ყველა სამედიცინო ჯგუფიდან ამოვეწერე, რადგან მრავალგზის დავრწმუნდი, რომ ისინი პირველ რიგში ადამიანთა მასების ბინძურ მანიპულაციას ეწევიან - წერს ექიმი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.
28 მაისი 2026, 19:22
სამართალი
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია და ბრალდება წარედგინა ორ პირს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
28 მაისი 2026, 19:20
პოლიტიკა
პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.


