ირაკლი ღარიბაშვილი: ბევრი ტყუილი მოვისმინეთ, თითქოს სხვა მიზნები გვაქვს ვაზიანის აეროდრომთან დაკავშირებით. ვაზიანის ტერიტორიაზე დაახლოებით 900 ჰექტარია და თუ გადაწყდება ახალი აეროპორტის აშენება, დაახლოებით 350 ჰექტარი გვჭირდება მხოლოდ
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ, რომ თითქოს სხვა მიზნები გვაკავშირებს და გვაქვს ვაზიანის აეროდრომთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვაზიანის ტერიტორიაზე დაახლოებით 900 ჰექტარი ფართობია თუ გადაწყდა ახალი აეროპორტის აშენება, დაახლოებით 350 ჰექტარი იქნება საჭირო.
„ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ვაზიანის ტერიტორიაზე დაახლოებით 900 ჰექტარი ფართობია, 900 ჰექტარი. ჩვენ თუ გადავწყვეტთ და საბოლოოდ კვლევები გვაჩვენებს ამას და გადაწყდება საბოლოოდ ამ ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის აშენება, დაახლოებით 350 ჰექტარი გვჭირდება მხოლოდ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენი ექსპერტების, მსოფლიოში ცნობილი, აღიარებული კომპანიების ჩართულობის შემდეგ და დეტალური კვლევების დასრულების შემდეგ. და ძალიან გთხოვთ მე ნუ მასწავლით ჯარის ან სიყვარულს, ან მნიშვნელობას.
მე ერთს ვურჩევდი ბატონ ჭანკოტაძეს, მას თუ აქვს მართლა რეალურად, ობიექტურად წუხს, პროტესტი გამოეცხადა, გამოეჩინა მაშინ, როდესაც მისი მინისტრი კეზერაშვილი ძარცვავდა ჯარს ომის დროსაც. ჯარის ბიუჯეტი გაძარცვა, ასეთი მინისტრი ყავდა და ხმას არ იღებდა. ეხლა რომ წარმოდგენილია და აქ კითხვებს მისვამს და კეზერაშვილის ფულით ფინანსდებიან ეს ადამიანები დღეს, რომ აქ ძალიან ცხარე კითხვებით გამოდიოდნენ, ნაძარცვი ფულით, ჯარის ნაძარცვი ფულით, დატერორებული ბიზნესის, ქართული ბიზნესის. ხომ კარგად გახსოვთ რა დღეში იყო მთელი ბიზნესი, ტერორის ქვეშ. ღამის 2-3 საათზე, ამის უამრავი ფაქტები ყველას ახსოვს, დაგავიწყდათ 10 წლის წინ ხდებოდა. მიყავდათ ოჯახის წევრები, მეუღლეები, შვილები გადააფორმებინებდნენ ბიზნესს, სახლებს, გააუბედურებდნენ ოჯახს და მერე გამოუშვებდნენ, როგორც მინიმუმ. აი ეს რეალობა იყო და რა გიკვირთ ახლა, ან როგორ ბედავთ საერთოდ კითხვებს როგორ გვისვამთ ჩვენ.
რა აქვთ ამათ სალაპარაკო საერთოდ. კეზერაშვილის მორიგი გმირობა ჩვენ კარგად ვიხილეთ, კაცმა თავისი, უნდა ვაღიაროთ ნახევრად ჭკვიანური სქემებით გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონრები, გაძარცვა მილიარდი დოლარი იქნა მოპარული, მილიარდი დოლარი. ამ ფულით ფინანსდება მთელი ეს მავნებლური ოპოზიცია, მაინც არაფერი არ უშველა და შემდეგ მათი ტელევიზიები და ა.შ. მათთან აფილირებული ეს პარტიები. არავითარი პროტესტი არ აქვთ, BBC გამოძიებას შეგახსენებთ ერთ -ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია. გერმანიის გამოძიების კონკრეტული შედეგები იქნა დამდგარი და ჩვენ, ჩვენი საგამოძიებო უწყებები ჩართულნი ვიყავით და იყო კოორდინირებული მუშაობა გერმანიის პროკურატურასთან და სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად, ბოლო 2- 3 წლის განმავლობაში, 2 წლის განმავლობაში, ამაზეა საუბარი და დღეს კითხვებს მისვამენ, შემდეგ პასუხის მოსმენა არ უნდათ იმიტომ, რომ იციან მიიღებენ პასუხს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 14:13
საზოგადოება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
შოთა რეხვიაშვილმა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან და ახალგორის გამგებელთან გელა შერმადინთან ერთად, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო.
02 აპრილი 2026, 14:12
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი: არცერთი ბრალდება, მუქარა ან ცილისწამება, რომელიც მიმართულია იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად ასრულებს საკუთარ მოვალეობას, არ დარჩება რეაგირების გარეშე
შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა უკვე ერთი წელია წარმატებით მიმდინარეობს და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ მოდელს, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებზე, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
02 აპრილი 2026, 14:10
რეგიონი
რუსთავში ახალი პარკის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს, ასევე, არსებული ტბის მიმდებარე ტერიტორია, სამშენებლო და არქიტექტურული ობიექტები, მათ შორის პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი, ღია სცენა, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, წყლის ობიექტები და ავტოსადგომი.
02 აპრილი 2026, 14:08
სამართალი
სუს-ის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტები გამოვლინდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტები გამოვლინდა.
02 აპრილი 2026, 14:05
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და შვეიცარიულ აგრარულ სკოლას „კავკასია“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და შვეიცარიულ აგრარულ სკოლას „კავკასია“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, აგრარულ სექტორში ახალი შესაძლებლობების შექმნას და სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების უზრუნველყოფას, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 14:03
პოლიტიკა
კახა კალაძე შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე: როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, პასპორტების თემა უადგილოა
„ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელიც იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და იცავს ქართველ ხალხს. მე დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო ხელისუფლებაში და ყოფილიყო ის მოღალატეობრივი დაჯგუფება, რომელიც დღეს ვითომ რაღაც ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი, საქართველოში გვექნებოდა უბედურება. შესაბამისად, ხალხი ამას ხედავს და აანალიზებს, აფასებს და შემდეგ არჩევნებზე იღებს გადაწყვეტილებას. ეს არის მარტივი მოცემულობა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს გარედან და დავალებების მიცემით, თითის ქნევით ვიღაცა თავს დახრის და სისულელეებს გააკეთებს, ქვეყნის წინააღმდეგ გადადგამს ნაბიჯებს, ეს არ მოხდება. ეს ყველამ უნდა გაიგოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
02 აპრილი 2026, 14:02
პოლიტიკა
კახა კალაძე აშშ-თან ურთიერთობაზე: მოლოდინი გულისხმობს იმას, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან
„მოლოდინი გულისხმობს იმას, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან - საქართველოს ხელისუფლება მზადაა ამისთვის“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების კონტექსტში გამოთქმული პოზიტიური მოლოდინი, რომელზეც მერმა გუშინ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა.
02 აპრილი 2026, 14:01
პოლიტიკა
კახა კალაძე: მიუსაფარ ცხოველებს ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები სიცრუეს მიზანმიმართულად ავრცელებენ.
02 აპრილი 2026, 14:00
პოლიტიკა
ვარლამ წიკლაური ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის სესიაში მონაწილეობდა
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარული სესია დასრულდა, რომელშიც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ქართულ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობდა, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 13:56
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 13:54
პოლიტიკა
კახა კალაძე: წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს. მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები
საპატრიარქოს მისამართით წლებია მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობებია, რასაც გარედან აფინანსებენ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან.
02 აპრილი 2026, 13:53
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს
პლასტმასით გარემოს დაბინძურების პრევენციისა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე მნიშვნელოვანი ზეწოლის შემცირების მიზნით, 1 აპრილიდან ძალაში შევიდა დადგენილება, რომლის თანახმად იკრძალება პლასტმასის ისეთი მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაცია, როგორიცაა სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლები, დანები, კოვზები, ჩხირები, თეფშები, საწრუპები, სასმლის მოსარევები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერები და მათი თავსახურები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქები და მათი თავსახურები. ინფორმაციას სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 13:50
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი - სამართლიანი მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ ამ პროცესს სჭირდება მეორე მხარე. სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატია განსხვავებულად იქცევა
ჩვენ არ შეგვიჩერებია მოლაპარაკება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ - ახლაც აღვნიშნავთ, რომ სამართლიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ ამ პროცესს სჭირდება მეორე მხარე. სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატია ამ ეტაპისთვის განსხვავებულად იქცევა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტერ პელეგრინისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
02 აპრილი 2026, 13:49
საზოგადოება
სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენიზო პირობებისა და სემეკის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომპანიას დაევალა, სანქციის სახით დაკისრებული 50 000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა, - ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 13:44
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: ნატოს დაშლის საფრთხე, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შემსუბუქება - ყველაფერი ეს პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს შესაძლო დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
02 აპრილი 2026, 13:44
საზოგადოება
ლაშა ავალიანი: ჩვენი მიზანია, რომ დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ძაღლების აყვანის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები
შესაბამისი პლატფორმის საშუალებით დაინტერესებულ პირებს წინასწარ მიეწოდებათ ინფორმაცია იმ ლოკაციების შესახებ, საიდანაც მოხდება ჯგუფების მიერ ძაღლების აყვანა, ასევე ექნებათ ინფორმაცია გრაფიკთან დაკავშირებითაც, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა განაცხადა.
02 აპრილი 2026, 13:40
პოლიტიკა
სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი: მოხარული ვარ, ძალიან კარგი გზავნილია სლოვაკეთისა და საქართველოსთვის, რომ იანვრიდან ხორციელდება ქალაქ ბრატისლავასა და ქალაქ ქუთაისს შორის პირდაპირი ფრენები
მოხარული ვარ, ძალიან კარგი გზავნილია სლოვაკეთისა და საქართველოსთვის, რომ იანვრიდან ხორციელდება ქალაქ ბრატისლავასა და ქალაქ ქუთაისს შორის პირდაპირი ფრენები, - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
02 აპრილი 2026, 13:39
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი მიუსაფარი ცხოველების თემაზე: ეს საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის პროვოცირებული იყო პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებსაც უნდოდათ საზოგადოების ემოცია გამოყენებული ყოფილიყო თავიანთი პოლიტიკური მიზნისთვის
ეს საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის პროვოცირებული იყო პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებსაც უნდოდათ საზოგადოების ემოცია გამოყენებული ყოფილიყო თავიანთი პოლიტიკური მიზნისთვის, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მიუსაფარი ცხოველების ირგვლივ ბოლო დღეებში ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით.
02 აპრილი 2026, 13:32
საზოგადოება
რევაზ სოხაძემ სოფელ ვაჩნაძიანში განახლებული საბავშვო ბაღი გახსნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში 125 აღსაზრდელზე გათვლილი განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელმაც დღეს უკვე მიიღო პირველი აღსაზრდელები, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 13:28
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კრონისა და წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტების მკურნალობის საკითხების გადაჭრაზე იმუშავებს
ჯანდაცვის მინისტრი კრონისა და წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ, მათთან ერთად დაავადებების ეფექტური მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


