პრემიერი ოპოზიციას: წინააღმდეგი იქნებით თუ არა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა? მე დარწმუნებული ვარ ამ ადამიანებს არ სურთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ჩვენი ხელისუფლების პირობებში
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
წინააღმდეგი იქნებით თუ არა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა? გაგვეცით ამ კითხვაზე პასუხი მე ძალიან მაინტერესებს მაგალითად, მე დარწმუნებული ვარ ამ ადამიანებს არ სურთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ჩვენი ხელისუფლების პირობებში, დარწმუნებული ვარ, 100 % ვარ დარწმუნებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ყველა მათ ბინძურ პროვოკაციასთან დაკავშირებით.
„კითხვა უნდა დავსვათ რა გააკეთა ოპოზიციამ, ამ მავნებელმა ოპოზიციამ ამ 12 პუნქტის შესრულებაში? ერთი ფაქტი ხომ შეიძლება დაასახელოს რომელიმემ - ნული - არაფერი არ გაუკეთებიათ საერთოდ, გარდა მავნებლობისა, გარდა მტრობისა საკუთარი ქვეყნის ინტერესების და საბოტაჟისა და მუდმივი ბოიკოტისა, ეს არის რეალობა, არაფერი არ გაუკეთებიათ და არც გააკეთებენ, რატომ ? ახლავე მთავარს გეტყვით - ღიად თქვეს ამის თაობაზე და მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები გაოგნებულები იყვნენ, წინა პრემიერობის დროს მახსოვს კარგად, როცა უვიზო რეჟიმზე ვმუშაობდით, გაოგნებული მიყვებოდა ევროკომისარი და ასევე კომისიის პრეზიდენტი რომ თქვენი ოპოზიციის წევრები დადიან და გვთხოვენ, გვემუდარებიან, რომ საქართველომ არ მიიღოს, თქვენმა მოქალაქეებმა არ მიიღონ უვიზო რეჟიმი ამ ხელისუფლების დროსო, ეს იყო მტრობა, ვინ ჩაიდინა? ამ დესტრუქციულმა, მავნებელმა ოპოზიციამ. ეს კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული გვარები მითხრეს ,დავით ბაქრაძე, თუ გინდათ გავაგრძელოთ გავაგრძელებ მეც, კანდელაკი, მავნებლურად დადიოდნენ, ტვინი შეუჭამეს, რომ არ მისცეთ უვიზო რეჟიმი. აი რა არის ეს სხვა თუ არა ღალატი ქვეყნის ინტერესების, რომ იძახით ახლა რაღაცებს, გამოდიხართ ლაპარაკობთ, მე ფაქტს გეუბნებით, თქვენ ერთი ფაქტი დამისახელეთ, მე ფაქტებს გიყვებით.
უვიზო რეჟიმით, დღეს ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა და არა თქვენი, თქვენ არაფერი არ გაგიკეთებიათ საერთოდ, არაფერი მითუმეტეს ამ მიმართულებით.
მეორე მთავარი კითხვა მინდა დაგისვათ ასევე თქვენ იყავით წინააღმდეგი ასე მეგობრებო, მავნებელ ოპოზიციას მივმართავ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ მიგვეღო უვიზო რეჟიმი, მადლობა ღმერთს მივიღეთ და ეს ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, მახსოვს მაშინ ბოლო ანგარიში რომ მივიღე 2015 წლის 17 დეკემბერი იყო დაიხურა ამით საბოლოო ანგარიში და შედეგად გაცხადდა, რომ მიიღებს ქვეყანა უვიზო რეჟიმს ,დღეს ,რომ გადაადგილდებიან მათ შორის ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი მოქალაქეები და თქვენი ელიტა, „ნაციონალური მოძრაობის“ თქვენი ელიტა, ეს არის ჩვენი დამსახურება და წინააღმდეგი ხართ დღეს რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი ,ხომ ასეა ? თქვენ ხართ წინააღმდეგი და მე ფაქტები ჩამოგითვალეთ. რეზოლუცია, რომელიც მიაღებინეთ და არაფერი არ გაგიკეთებიათ იმისთვის, რომ ეს რეზოლუცია დაგებლოკათ თქვენ ეს იყო მტრობა პირდაპირ, პირდაპირ ზურგში ლახვრის ჩარტყმა იყო ისტორიულ მომენტში.
რატომ გქონდათ რაღაც ბავშვური ილუზია, რომ სტატუსის არ მოცემის შემთხვევაში რევოლუციას მოაწყობდით?
ვერაფერს ვერ მოაწყობდით, ვერაფერს ვერ მოაწყობთ საერთოდ, კარგად დაიმახსოვრეთ, ვიქნებით უკომპრომისო ყველა თქვენს ბინძურ პროვოკაციასთან დაკავშირებით. მაგისი ილუზიები აღარ გქონდეთ, მთავარი, ბოლო ჯოკერი გაითამაშეს, თავიანთი განადგურებული ბელადის შემოგზავნით, ყველა გეგმა ჩაგეფუშათ, ახლა მე მინდა კითხვა დაგისვათ, წინააღმდეგი იქნებით თუ არა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა?
გაგვეცით ამ კითხვაზე პასუხი მე ძალიან მაინტერესებს მაგალითად, მე დარწმუნებული ვარ ამ ადამიანებს არ სურთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ჩვენი ხელისუფლების პირობებში, დარწმუნებული ვარ, 100 % ვარ დარწმუნებული.
აი ეს არის რეალობა თუ გინდათ, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ თქვენს მიერ ჩადენილი ეროვნული ინტერესების ღალატის შესახებ, ასე რომ სტატუსის მინიჭებით მე ვფიქრობ ეს იქნება აღიარება ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღწეული პროგრესის, მუშაობის ბოლო 10-11 წლის განმავლობაში და ასევე რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის პრო ევროპულობის დაფასებაც და წახალისებაც და რაც მთავარია, აი ეს პოლარიზაცია რომელიც დღეს არის ქვეყანაში, ჩემი აზრით და ჩვენი კოლეგების შეფასებით, მინიმუმ განახევრდება ვინაიდან მათ გამოეცლებათ ყველა არგუმენტი იმისა, რომ ტყუილად იყვირონ, მით უმეტეს, თეორიულად, რომ დავუშვათ, არაფერი არ გაუკეთებიათ ევროპულ გზაზე, ვერც ვერაფერს ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ თავისი შინაარსით, თავისი მოწყობით, ყველაზე ანტი ევროპული, ფაშისტური ძალა და მავნებელი ძალაა ჩვენი დესტრუქციული ოპოზიცია. ასე, რომ ბატონო დავით 12 პუნქტიან გეგმას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ მადლობა ეკუთვნის ჩვენს პარლამენტს, ჩვენს უმრავლესობას, ჩვენს გუნდს, თავმჯდომარეს და ყველას, ვინც ჩართული იყავით, მთავრობა, რა თქმა უნდა, ჩართული იყო, ჩვენ ზედმიწევნით, პირნათლად შევასრულეთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ, შეიძლება ასეც ითქვას ამ რეკომენდაციების შესასრულებლად და ამის შესახებ ძალიან ბევრი დახურული შეხვედრები მქონდა მაქვს და მექნება კიდევაც, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ყველა დონეზე, ბრიუსელშიც და საერთოდ ორმხრივ ურთიერთობებშიც, დედაქალაქებში ყველგან, მე ვარწმუნებ ვცდილობ რომ დავარწმუნო რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი, უმრავლესობა იზიარებს ამ შეფასებებს და აი ამ არგუმენტებს, რომ სტატუსის არ მიცემა იქნება დიდი შეცდომა სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან ,პოლარიზაცია კიდევ უფრო გამძაფრდეს ,არაფერი არ მოხდება მაგრამ შეიძლება ეს ,ამათი ყვირილი მაინც გაგრძელდება, ისედაც და ასედაც და მთავარი კიდევ ერთი თემაა, რომ ეს არის გზავნილი, რა გზავნილს უგზავნიან ისინი ქართველ ხალხს და ზოგადად ჩვენს ქვეყანას, ამიტომ მე იმედს ვიტოვებ, რომ გაიმარჯვებს კეთილგონიერება ევროპაში, გაიმარჯვებს სიბრძნე და გაიმარჯვებს სიმართლე, თუმცა მანამდე ჩვენ გვექნება კონსულტაციები და 12 გეგმაზე, ჩვენ დაწყების დღიდან, პირველივე დღიდან განვაცხადეთ და მეც პირადად გამოვედი, ბატონი თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე, ყველა ლიდერები და თითოეული ჩვენი გუნდის წევრი, გავხსენით ყველა კარი, არც ერთ სამუშაო ჯგუფში არ მიუღიათ მათ მონაწილეობა, პირიქით ცდილობდნენ ,რომ ჩაეშალათ ეს პროცესი ,რომ გაეჩერებინათ ყველაფერი. ამიტომ მე ვფიქრობ, შესაბამისად დაფასდება ჩვენს მიერ განხორციელებული საქმიანობა, მით უმეტეს შეფასებას თუ ავიღებთ და დამსახურებაზე იქნება საუბარი ჩვენ უკრაინას, მოლდოვას აღარ ვედრებით მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, რომ ჩვენ წინ ვართ 2-ჯერ 3-ჯერ უკრაინაზეც და მოლდოვაზეც, ვიყავით და ვართ კიდევაც დღესაც, ყველა მიმართულებით, ყველა ნებისმიერი მიმართულებით, ყველა ნებისმიერი სფერო ავიღოთ, პირიქით, აქეთ დავეხმარებით ჩვენს მეგობრებს ყველას, ჩვენ არ გვშურს პირიქით, გვიხარია, გვინდა, რომ მათ წარმატება ვუსურვოთ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას და ჩვენი სიმართლე ჩვენ უნდა დავიცვათ, სხვა არავინ არ დაიცავს ჩვენს სიმართლეს“, - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 23:02
მსოფლიო
ტრამპი: დროა, ირანმა დადოს შეთანხმება, სანამ ძალიან გვიან არ არის და სანამ ჯერ კიდევ დარჩენილია რამე იმისგან, რაც შეიძლება დიდებულ ქვეყნად იქცეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ირანის ყველაზე დიდი ხიდის განადგურებას ასახავს.
02 აპრილი 2026, 22:42
მსოფლიო
გენერალი კიტ კელოგი: ნატო ლაჩარი აღმოჩნდა - შესაძლოა, ჩვენ გვჭირდება ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა
უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, გენერალმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატოს ჩანაცვლება გახდეს საჭირო. მისი თქმით, ირანთან კონფლიქტის დროს ორგანიზაციამ თავი „ლაჩრად“ წარმოაჩინა და საკუთარი არაეფექტურობა აჩვენა.
02 აპრილი 2026, 22:29
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი: ჰორმუზის სრუტე რუსეთისთვის ღიაა
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსული მხარისთვის ჰორმუზის სრუტით სარგებლობის შესაძლებლობა ნარჩუნდება.
02 აპრილი 2026, 22:07
მსოფლიო
ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
02 აპრილი 2026, 21:55
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ვაშინგტონისთვის ევროპა აღარ არის მოკავშირე, არ არის ანგარიშგასაწევი სუბიექტი, არამედ მასზე მთლიანად დამოკიდებული ობიექტი, თოჯინა-მარიონეტი, რომლის მართვა შეიძლება ზეწოლით, სარკაზმითა და საჯარო დამცირებით
„დონალდ ტრამპი აჩვენებს ბევრად უფრო მარტივ ფორმულას მსოფლიო პოლიტიკისთვის: მნიშვნელობა აქვს არა დეკლარაციებს, არამედ იმას, ვის შეუძლია საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევა სხვებისთვის,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის საჯარო სივრცეში დაწყებულ დაპირისპირებას. როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ტრამპმა უარი თქვა დიპლომატიის ენაზე საუბრისაგან და გადავიდა ძალისა და დაცინვის ენაზე.
02 აპრილი 2026, 21:39
საზოგადოება
ლაშა გეგეჭკორი: იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა
იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა, - აცხადებს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი.
02 აპრილი 2026, 21:09
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ერთ-ერთი გამოვლინება
შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი.
02 აპრილი 2026, 21:02
მსოფლიო
მედია: ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ის სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს
ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ის სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს.
02 აპრილი 2026, 21:01
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა. „ქრონიკა“ ბრატისლავიდან
მშვიდობა, სტაბილურობა და ეროვნული ინტერესები - საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა.
02 აპრილი 2026, 20:58
პოლიტიკა
ცოტნე კობერიძე გაერთიანებულ ნაცმოძრაობაზე: როცა ერთმანეთისთვის აქვთ ნაძახები პოლიტიკური ლეში, ბებერი სუტენიორები, კეზერას ჯუჯალარები, მოღალატეები და გაყიდულები, მე იქ არ ვიქნები
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე „ტვ პირველის“ ეთერში გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის არ იქნება ისეთი ალტერნატივის ნაწილი, სადაც ერთმანეთს პოლიტიკურ ლეშს, კეზერას ჯუჯალარებს და მოღალატეებს ეძახდნენ.
02 აპრილი 2026, 20:54
მსოფლიო
ანტონიუ გუტერეში: ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე
ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.
02 აპრილი 2026, 20:50
პოლიტიკა
მედია სტანდარტი და დარღვევები - კომუნიკაციების კომისიის 4 მაუწყებელზე დაკვირვების შედეგები განიხილა. ყველაზე მეტი გადაცდომა „ფორმულას“ აღმოუჩინეს. ყველაზე ნაკლები ტელეკომპანია „იმედს“. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ყველაზე მეტი გადაცდომა „ფორმულას“ აღმოუჩინეს. ყველაზე ნაკლები ტელეკომპანია „იმედს“. კომისიის გადაწყვეტილება 8 აპრილს გასაჯაროვდება.
02 აპრილი 2026, 20:45
საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი: თავშესაფარში მოვარდნენ, ტრავმირებული ცხოველი აიყვანეს ხელში და დააგდეს დაბლა, რომელსაც ახლა ჩვენი ვეტერინარები შესაბამის პროცედურებს უტარებენ
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ არაგველის განცხადებით, მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზე, სადაც განთავსებული არიან დაავადებული და დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები.
02 აპრილი 2026, 20:40
საზოგადოება
შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა საქართველოში ერთი წელია მიმდინარეობს - მიზანი ცხოველებთან ერთად, ადამიანების და გარემოს უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა საქართველოში ერთი წელია მიმდინარეობს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ეს მოდელი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება.
02 აპრილი 2026, 20:36
ეკონომიკა
ირაკლი შენგელია: სააგენტო აქტიურად აგრძელებს პრივატიზების პროცესს და კერძო სექტორს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად სთავაზობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა.
02 აპრილი 2026, 20:31
პოლიტიკა
მიუსაფარ ცხოველთა თემა და პოლიტიკური კამპანია - ვინ ცდილობს საკითხით სპეკულირებას? „ქრონიკის“ სიუჟეტი
თემა, რომელიც სენსიტიურია და გარკვეული ჯგუფების მიერ სპეკულაციისთვის გამოიყენება. მიუსაფარ ცხოველთა შესახებ ოპოზიციის აქტივობა, ფაქტების გარეშე მძიმე ბრალდებების გავრცელება და ყველა შესაბამისი უწყების განცხადების მიმართ უნდობლობა, მმართველ გუნდს მიზანმიმართულ კამპანიაში არწმუნებს.
02 აპრილი 2026, 20:15
საზოგადოება
პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-17 დღეს უწმინდესის გარეშე მეორე სხდომა შედგება. დღის წესრიგი ამჯერადაც ტექნიკურია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკლესიისთვის გლოვის და მარხვის დროს სიმშვიდე და ერთობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამ ფონზე ახალი პატრიარქის სამომავლო არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი მსჯელობა და დისკუსია სასულიერო პირებისთვის მიუღებელია.
02 აპრილი 2026, 20:01
მსოფლიო
Reuters: საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა
საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 19:24
მსოფლიო
POLITICO: ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - ხუთშაბათს გამოქვეყნებული ARD DeutschlandTrend-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 19:11
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: გიორგი ბარამიძე იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა
გიორგი ბარამიძე ცხოველთა დამცველი თუ იყო არ ვიცოდი, ჰუმანიზმზე ლექციებს კითხულობს, „არ მოკლა, მოუარეო“ წერს ძაღლზე, მაგრამ სვანეთის სპეცოპერაციაზე კრინტსაც არ ძრავს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.


