imedi /  30 ივნისი 2023, 19:36 / სანდო წყარო

დავით სონღულაშვილი: ბატონო პრემიერ-მინისტრო, მსურს, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა გამოჩენილი ყურადღებისთვის სტიქიის დროს და იმ მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელიც ყოველთვის გვაქვს თქვენი მხრიდან

დავით სონღულაშვილი

დავით სონღულაშვილი

პირველ რიგში, ჩემი სამაჟორიტარო ოლქის ყველა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ სტრუქტურას და უწყებას, კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სტიქიასთან ბრძოლაში და მისი შედეგების აღმოფხვრაში, - ამის შესახებ დავით სონღულაშვილმა პარლამენტში, პრემიერის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მთავრობის საკოორდინაციო შტაბის მოქმედება იყო ეფექტიანი და შედეგიანი და სტიქიასთან გამკლავება ყველამ ერთად შეძლო.

„თუმცა, მიუხედავად ასეთი რთული სტიქიური პერიოდისა, წელს კახეთში დიდ მოსავალს ველოდებით. განსაკუთრებული აქტივობები ფიქსირდება აზერბაიჯანთან ტრანსსასაზღვრო ვაჭრობისა და საავტომობილო ნაკადების თვალსაზრისითაც. ხშირია შემთხვევები, რომ არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა ვერ უძლებს როგორც სავაჭრო, ასევე ტურისტული ნაკადების მოძრაობას. ხანდახან კრიტიკული მოსაზრებებიც მხვდება მოსახლეობის, ფერმერებისა თუ მეწარმეების მხრიდან. მინდა დავარწმუნო ყველა და დავადასტურო ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაპირება, რომ თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის ჩქაროსნული ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა დათქმულ ვადებში დასრულდება, მიმდინარეობს ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის შემაერთებელი გზის მშენებლობა, რომელსაც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ელოდა მოსახლეობა. რუკაზე დაუხედავადაც შეიძლება ითქვას, რომ საგზაო, ურბანული, სასოფლო, აგრარული, ასევე თანამდევი ინფრასტრუქტურის ასეთი ტიპის განვითარება უფრო მობილურს გახდის ადამიანებისა და ტვირთების გადაადგილებას და მოსავლის დაბინავებისა თუ მისი რეალიზაციის მეტ შესაძლებლობას მიცემს მოსახლეობასა და ფერმერებს. საიდან გაჩნდა ეს საფუძველი? რასაკვირველია, სწორი და თანმიმდევრული რეფორმების გატარებით. რეფორმების, რომელიც მეტწილად სწორედ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. მთავრობისგან მორიგი მოხსენება DCFTA-ს შესრულების მიმდინარეობის თაობაზე წარმოდგენილია და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პარლამენტი, მთავრობა, შესაბამისი სამინისტროები ზედმიწევნით ზუსტად და შესაბამისი ვადების მიხედვით ასრულებენ ყველა გაცემულ პირობას. აქ რამდენიმე ოპოზიციონერისგან კრიტიკა მოვისმინეთ. სამწუხაროდ, კვლავ არასაგნობრივი. ისევ საფუძველს მოკლებული ეპატაჟურობით და გაურკვეველ ემოციებზე აქცენტირებით. გარდა იმისა, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ციფრებთან და რიცხვებთან არ მეგობრობენ, თვალსაჩინოა, საზოგადოებისგან დაშორებისა და რეალობისგან მოცილების პროცესიც. რა გვაქვს სინამდვილეში? აბსოლუტურად საპირისპირო მდგომარეობა.

აი, მაგალითად, გუშინ ფაინენშლ თაიმსის ჯგუფის წევრმა სარეიტინგო კომპანიამ - ეფ-დი-აი ინტელიჯენსმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საქართველო მსოფლიოს 76 ქვეყანას შორის მე-5 ადგილს იკავებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით. მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი ადასტურებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2021-2022 წლებში მშპ-ს ორნიშნა ზრდა გვქონდა. ისევ პირველ ათეულში ვართ მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგით და 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილს ვიკავებთ. ღია ბიუჯეტის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ, საინვესტიციო პოლიტიკის მიხედვით - მე-8 ადგილზე, ჰერითიჯ ფაუნდეიშენის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით - 176 ქვეყანას შორის - 35-ე ადგილზე, ფრეიზერ ინსტიტუტის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით - 165 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზე ვართ. წარმატებული წინსვლა გვაქვს კორუფციის აღქმისა და კანონის უზენაესობის ინდექსების მიხედვით. ეს რაც შეეხება რეიტინგებს და ჩვენ მოწინავე პოზიციებს. მოდი ცოტა ხანი, რეიტინგებსაც დავანებოთ თავი. ფაქტებს ხომ ვერ გავექცევით? მოკრძალებით მინდა შეგახსენოთ იმ უმსხვილესი პროექტების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც პირდაპირ იმოქმედებს საქართველოში როგორც მშპ-ს, ასევე თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდაზე. კანონმდებლობით გამყარებულმა რეფორმამ საშუალება მოგვცა დაგეგმილიყო 350-430 მგვტ კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურის -„გარდაბანი 3“-ის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის თბოსადგური იქნება საქართველოში. დაინერგა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც გულისხმობს სიმძლავრის აუქციონებს განახლებადი ენერგიის წყაროებისათვის. ამ ეტაპზე, სიმძლავრის აუქციონის ფარგლებში, ჰიდროელექტორსადგურებისთვის ჯამური სავარაუდო ინვესტიცია შეადგენს 237.5 მლნ აშშ დოლარს, მზის ელექტროსადგურებისთვის 60.6 მლნ აშშ დოლარს, ხოლო ქარის ელექტროსადგურებისთვის კი 106.3 მლნ აშშ დოლარს. შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის ფარგლებში საქართველომ, რუმინეთმა, აზერბაიჯანმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს. ეს იქნება პირდაპირი ენერგეტიკული კავშირი ევროპასთან. მიმდინარეობს შესწავლის ფაზა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებისთვის გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება და მასში საქართველოს 51% ექნება. ფოთში პეის ჯგუფმა 120 მილიონიანი ინვესტიიცით ახალი ნავსადგომი ააშენა. სწორად გააზრებული პოლიტიკისა და მომზადებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ყაზახური და ცენტრალური აზიის ტვირთების მარშრუტი საქართველოზე გადის და შუა დერეფანის ამოქმედებამ საქართველოს რკინიგზისა და პორტების შემოსავალი და მოგება მაქსიმალურად გაზარდა. ფარმაცევტულ ბაზარზე ცვლილებების განხორციელებით და თურქული მაღალხარისხიანი პროდუქციისთვის ბაზრის გახსნამ, რამდენიმე ათეული პროცენტით შეამცირა საქართველოს მოქალაქის წამლით მკურნალობის ხარჯები. რეგიონში პირველები ვართ ციფრული ბანკის გახსნით. ლარის კურსი სტაბილურია და რამდენიმე თვის განმავლობაში მისი ვოლატილობა მცირე დიაპაზონშია. მთავრობისა და ეროვნული ბანკის თანამშრომლობით, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლების პარამეტრებისკენ მიიწევს. მთავრობის ვალი კრიტიკული ზღვრიდან შემცირდა და მშპ-ს 39 პროცენტის ფარგლებშია, ფისკალური დეფიციტი წინა წელს 3.1 პროცენტი იყო, და წელს 3 პროცენტზე ნაკლები იქნება. ექსპორტი გაიზარდა 31,8 პროცენტით და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - 5.6 მლრდ დოლარი.

ეს არის ფაქტები და ეს არის მიღწევები, რომელზეც ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ. ეს არის ფაქტები, რომელსაც ყველა ხედავს და აღიქვამს. დიახ, ჩვენ უკეთესი შედეგები გვინდა წლიდან წლამდე და ამ სასურველი მაჩვენებლებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოთ რა მძიმე სასტარტო პირობები გვქონდა და რა ძალისხმევა გვჭირდება თითოეული პრობლემის გამოსწორებისთვის. ყველა კარგად ხედავს, რომ ტურიზმიდან შემოსავალმა უკვე 2022 წელს პანდემიამდელ მაჩვენებლებს გადააჭარბა და 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა. კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს ველოდებით წელს თუნდაც პირველი კვარტლის მაჩვენებლებით თუ ვიმსჯელებთ. ეს თავისთავად არ ხდება. ახლა პარლამენტში ტურიზმის ახალ კანონზე ვმუშაობთ, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სფეროს განვითარებას და მოაწესრიგებს არსებულ ხარვეზებს. ყველაფერი ეს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით კეთდება - ევროპის ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მსურს, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა გამოჩენილი ყურადღებისთვის სტიქიის დროს და იმ მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელიც ყოველთვის გვაქვს თქვენი მხრიდან სხვადასხვა ინიციატივების დროს“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

ყველა სიახლე

02 სექტემბერი 2026, 10:26

თავდაცვა

სუს-ის და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობით, ბათუმში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება „NEXUS Georgia 2026“ ჩატარდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობით, ბათუმში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება „NEXUS Georgia 2026“ ჩატარდა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

02 სექტემბერი 2026, 10:12

მსოფლიო

აშშ-მა ირანზე დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა

ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების განცხადებით, 5 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სარაკეტო თავდასხმისას რაკეტის ნამსხვრევები სამხრეთ ირანში, სერიქში მდებარე იმ სახლს მოხვდა, სადაც ქორწილი იმართებოდა.

დიმიტრი სამხარაძე

02 სექტემბერი 2026, 09:27

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის - „ასავალ - დასავალის“ დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება

სამხარაძე მიმართავს „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს, რომ ყოფილი პრემიერის საქციელი მორიგი გაკვეთილი უნდა იყოს მათთვის - “ თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე.”

02 სექტემბერი 2026, 09:22

სპორტი

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, პადელში კიდევ ერთი ტურნირი გაიმართა

ფონდის ჩართულობისა და სუბსიდირების წყალობით, შეჯიბრების მონაწილე კომპანიებმა შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლეს. ღონისძიების ფარგლებში, სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სპორტის ფსიქოლოგიისა და სპორტული კვების თემაზე სპეციალური სემინარი ჩატარდა.

02 სექტემბერი 2026, 09:19

რეგიონი

ახალციხეში ახალი სკვერი და თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სპორტული მოედანი მოეწყო

ახალციხეში, თაყაიშვილისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს უკვე შეუძლიათ ახალი სკვერითა და თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სპორტული მოედნით სარგებლობა. დასრულებული პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად დაათვალიერა და ახალგაზრდებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.

02 სექტემბერი 2026, 09:16

საზოგადოება

ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავების მიზნით ყვარელში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავების მიზნით ყვარელში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა. განათლების მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა ახალგაზრდული ბანაკის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერების კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილა.

02 სექტემბერი 2026, 09:14

თავდაცვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა. მთავრობის დადგენილებით, თუ პირი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინებას/უწყებას არ ჩაიბარებს, უწყება სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება, შემდეგ კი ოფიციალურად ჩაბარებულად ჩაითვლება.

02 სექტემბერი 2026, 09:08

პოლიტიკა

საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, დევიდ ემტესტამმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ზურაბ დარჩიაშვილს

საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, დევიდ ემტესტამმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.

თენგიზ შარმანაშვილი

02 სექტემბერი 2026, 09:03

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ანუ რას ამბობს, ან უნდა შევიჭრათ აფხაზეთში და სისხლის ტბები დავაყენოთ, ან გავყვეთ გვარამიას მიერ გაჟღერებულ მათ პატრონთა ახალ დავალებას და ეს მტკივნეული იარა საბოლოოდ დავივიწყოთ?!

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

02 სექტემბერი 2026, 08:58

საზოგადოება

საქართველოს განათლების მინისტრს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატირ მამედოვმა უმასპინძლა

გივი მიქანაძემ თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ვლადიმირ პუტინი

02 სექტემბერი 2026, 01:20

მსოფლიო

პუტინი: რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ

რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

ვლადიმირ პუტინი

02 სექტემბერი 2026, 01:16

მსოფლიო

პუტინი: თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული სამხედრო ბაზა მას არ სჭირდება, ჩვენ ხვალვე წავალთ

რუსეთი სომხეთს, სადაც გიუმრიში რუსული ბაზაა განთავსებული, ხვალვე დატოვებს, თუკი ერევანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამხედრო ბაზა საჭირო აღარაა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

ვლადიმირ პუტინი

02 სექტემბერი 2026, 01:08

მსოფლიო

პუტინმა რუსულ ცასთან დაკავშირებით უკრაინის მუქარას „ტერორიზმზე განაცხადი“ უწოდა

რუსეთის ცის ჩაკეტვის შესახებ უკრაინის მუქარა, თუკი ის ხმამაღლაა გაჟღერებული, „სახელმწიფო ტერორიზმზე განაცხადია“, - ამის შესახებ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

დონალდ ტრამპი

01 სექტემბერი 2026, 23:54

მსოფლიო

ტრამპი: აშშ, სწორედ ამ წუთებში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანულ ობიექტებს ურტყამს - თუ ირანის ჩამოშლილი სახელმწიფო ამ სრულიად გამართლებულ თავდასხმას პასუხს გასცემს, მათ ბევრად უფრო მძიმე და მაღალი ინტენსივობის დარტყმას მივაყენებთ

აშშ, სწორედ ამ წუთებში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანულ ობიექტებს ურტყამს, ეს მასშტაბური და მძლავრი იერიშებია, რაც პასუხია ირანელების წარუმატებელ მცდელობაზე, სრუტეში საზღვაო ნაღმები განეთავსებინათ და ირანის მიერ იორდანიაში მდებარე ჩვენი სამხედრო ბაზის მიმართულებით ნასროლ რვა რაკეტაზე, რომელთაგან ყველას ჩამოგდება წარმატებით განხორციელდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ნიკოლ ფაშინიანი

01 სექტემბერი 2026, 23:39

მსოფლიო

ფაშინიანი: სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და ჩვენ ამ ურთიერთობებს განსაკუთრებული გაფრთხილებით ვეპყრობით

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა.

ვატო შაქარიშვილი

01 სექტემბერი 2026, 23:01

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის - ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან - ყვითელი პრესის მეთოდებამდე

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ წერილს ეხმიანება და მის განცხადებებს „ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას“ უწოდებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 სექტემბერი 2026, 22:32

მსოფლიო

ზელენსკი: გვსურს გავაფრთხილოთ თითოეული ავიაკომპანია, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს, რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება - სამოქალაქო ავიაციის ადგილი დრონებს შორის არ არის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება და ამის შესახებ ყველა ის ავიაკომპანია გააფრთხილა, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცით სარგებლობს.

01 სექტემბერი 2026, 22:07

სამართალი

სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „იმედინუსს,“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმირ პუტინი

01 სექტემბერი 2026, 22:03

მსოფლიო

პუტინმა ფაშინიანს სთხოვა, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე სთხოვა მას, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების საკითხზე, რადგან მოსკოვსაც სჭირდება იმის გაგება, თუ როგორ განავითაროს ერევანთან ურთიერთობები მომავალში.

ნინო თანდილაშვილი

01 სექტემბერი 2026, 21:58

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი სტაჟირების პროგრამაზე: ჩვენთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რომ მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება, რომ დარგობრივი მიმართულებით დასაქმდნენ სამინისტროს სისტემაში

ჩვენი სამინისტრო მრავალ დარგობრივ მიმართულებას აერთიანებს, განსაკუთრებით ჩვენ გვაქვს ისეთი დარგობრივი მიმართულებები და დეფიციტური პროფესიები, როგორიცაა ვეტერინარიის მიმართულება, ჰიდროლოგია, გეოლოგია, საინჟინრო სპეციალობები, მეტყევის პროფესია და ა.შ. - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.