სოზარ სუბარი: ომის დროს შიშის გადალახვა ყოველდღიურად გიწევს და უნდა გადალახო კიდეც, მაგრამ როდესაც ხარ ქვეყნის ხელმძღვანელი, რაღაცების უფლება არ გაქვს. მაგალითად, არ გაქვს იმის უფლება, რაც ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა
სოზარ სუბარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დღეს აქ ზოგიერთი ოპოზიციონერი გამოდიოდა და საუბრობდა შიშზე - კარგად გვახსოვს შიში ჩვენი ყოფილი მთავარსარდლის თვალებში. კარგად გვახსოვს გაქცეული, სახეწაშლილი და მიწაზე მფორთხავი ყოფილი მთავარსარდალი, რომელმაც მიატოვა თავისი სტუმარი, საფრანგეთს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც გაოგნებული იყურებოდა, სად წავიდა ეს კაციო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენისას სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.
სუბარის თქმით, მსოფლიოში დღის წესრიგი იცვლება და ამ ვითარებაში საქართველოს უმთავრესი მიზანი არის მშვიდობის შენარჩუნება.
„დავიწყებ პრემიერ-მინისტრის ციტირებით, რომელმაც თქვა, რომ ურთულეს პერიოდში ვცხოვრობთ, მსოფლიო დღის წესრიგი იცვლებაო. მსოფლიო დღის წესრიგი კი არა, მსოფლიო იცვლება, დღეს ისეთი ამბავი ხდება. უკრაინაში მიმდინარე ომი არ არის მხოლოდ ომი უკრაინაში და არ არის მხოლოდ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის უზარმაზარი გამოწვევები, რომლებიც ცვლის მთლიანად მსოფლიოს დღის წესრიგს და როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ ხვალ, ზეგ, გაისად, ან სამი წლის შემდეგ, ამის წინასწარმეტყველება არავის შეუძლია. რა არის ამ დროს უმნიშვნელოვანესი ამოცანა, განსაკუთრებით იმ ქვეყნისთვის, რომელიც გეოპოლიტიკურად ყველაზე რთულ სივრცეში ცხოვრობს - ეს არის, როგორმე შეინარჩუნოს მშვიდობა. ამაზე დიდი ამოცანა დღეს საქართველოს არ აქვს და ამას სჭირდება ყველაზე დიდი ძალისხმევა.
პრემიერმა დღეს ბევრი ისაუბრა ეკონომიკურ ზრდაზე, იმ მაღალ ციფრებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, ისაუბრა იმ განსახორციელებელ, თუ განხორციელებად სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს და ეს მართლა შთამბეჭდავი ციფრებია, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ წუთში დარჩება წარსულში, როგორც კი პირველი ტყვია გავარდება. ტყვია გავარდება და ქვეყანა იცვლება, ტყვია გავარდება და უკვე სხვა სამყაროში ვიწყებთ ცხოვრებას, სადაც სხვა წესები მოქმედებს - ის წესები, რომლებიც ჩვენ აღარ გვემორჩილება და ჩვენ ვეღარ ვმართავთ. ამიტომ უმთავრესი ამოცანა დღეს არის ის, თუ როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობა.
დღეს აქ ზოგიერთი ოპოზიციონერი გამოდიოდა და საუბრობდა შიშზე - კარგად გვახსოვს შიში ჩვენი ყოფილი მთავარსარდლის თვალებში. კარგად გვახსოვს გაქცეული, სახეწაშლილი და მიწაზე მფორთხავი ყოფილი მთავარსარდალი, რომელმაც მიატოვა თავისი სტუმარი, საფრანგეთს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც გაოგნებული იყურებოდა, სად წავიდა ეს კაციო. გვახსოვს ის მისამართიც და თუ ოპოზიციას არ ახსოვს, შევახსენებ მათ - ეს იყო გორში, შიდა ქართლში, მეჯვრისხევის ქუჩა და ეს არ ამოვა არასდროს ჩვენი თვალებიდან, რადგან ეს იყო ეროვნული სირცხვილი, რაც იქ ხდებოდა და ეს ადამიანები ვინმეს შიშზე ნუ ლაპარაკობენ.
ბატონი ფრიდონ ინჯია საუბრობდა იმ უბედურებაზე, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ, იმ ომზე და ბატონი ფრიდონი იყო იქ ერთ-ერთი მოქმედი პირი. მეც ვმონაწილეობდი იმ ომში, როგორც ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ჩემი სამშობლოსი, ვიყავი მენაღმე - „საპიორს“ ვეძახდით მაშინ, ვიყავი რადისტი, ე.წ. „შილკაზე“ (ქართულად სახელი არ აქვს ამ მანქანას) და შიშზე როცა ვსაუბრობთ, ეს არის გრძნობა, რომელიც ყველა ჯარისკაცს განუცდია და რის გადალახვაც პირადად მე მიხდებოდა ყოველდღე. განსაკუთრებით, როდესაც ხარ მენაღმე, გიწევს არა მხოლოდ წინა ხაზზე, არამედ წინა ხაზს იქით გადასვლა და შენი დავალების იქ შესრულება. ამ შიშის გადალახვა გიწევს და უნდა გადალახო კიდეც, მაგრამ როდესაც ხარ ქვეყნის ხელმძღვანელი, რაღაცების უფლება არ გაქვს. მაგალითად, არ გაქვს იმის უფლება, რაც ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა. მინდა მივმართო ამ შემთხვევაში, არა ყოფილ მთავარსარდალს, არამედ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს პრემიერ-მინისტრს - რისი უფლებაც შეიძლება ადამიანმა მისცეს თავის თავს ომში, იმის უფლება არ აქვს პრემიერ-მინისტრს, ქვეყნის ხელმძღვანელს. მან უნდა იხელმძღვანელოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ეს ინტერესები გულისხმობს, ისე მართოს ქვეყანა, რომ მას ომი ააცილოს თავიდან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 23:08
სპორტი
მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-მონტენეგროს საკალათბურთო მატჩს დაესწრო და ეროვნულ ნაკრებს მოპოვებული წარმატება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, შვილთან, პრემიერ-მინისტრთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოსა და მონტენეგროს კალათბურთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
28 აგვისტო 2026, 22:46
პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანი ჩერგოლეიშვილზე: ეს ფეიკ „ოპო“-ბოკერიას ცოლი, თავად გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს“, ბედავს და ახალგაზრდებს ამუნათებს- მთელი ცხოვრება გაჰკივიან დასავლეთი გვინდაო და მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ
ჩერგოლეიშვილი, ახალგაზრდებს ამუნათებს - შეწყალებაზე რომ დათანხმდენენ, ეს ოცნებას გაუხარდებაო, ანუ თავად “ეს „გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს”, ეს „საბოტაჟნიკი“ ცოლ-ქმარი, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში. ჩარკვიანი ჩერგოლეიშილი-ბოკერიაზე ამბობს, რომ სინამდვილეში ისინი მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ.
28 აგვისტო 2026, 22:37
სპორტი
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია. ლიპარტელიანმა ლოზანის „გრანდ სლემის“ ფინალში ფრანგი სარა ლეონი სისიკე დაამარცხა.
28 აგვისტო 2026, 22:32
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა
ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში მონტენეგროს ნაკრებს უმასპინძლა. ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 101:74 დაამარცხა.
28 აგვისტო 2026, 21:58
მსოფლიო
დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
28 აგვისტო 2026, 21:42
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.
28 აგვისტო 2026, 21:35
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.
28 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი
უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.
28 აგვისტო 2026, 21:13
კულტურა
ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.
28 აგვისტო 2026, 21:11
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
28 აგვისტო 2026, 21:09
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.
28 აგვისტო 2026, 20:53
მსოფლიო
ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა
ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.
28 აგვისტო 2026, 20:47
მსოფლიო
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია
უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.
28 აგვისტო 2026, 20:47
საზოგადოება
ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.
28 აგვისტო 2026, 20:45
რეგიონი
მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
28 აგვისტო 2026, 20:35
საზოგადოება
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.
28 აგვისტო 2026, 20:31
რეგიონი
ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
28 აგვისტო 2026, 20:29
მსოფლიო
Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 20:28
სამართალი
ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
28 აგვისტო 2026, 20:21
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.


