ირაკლი კობახიძე: მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, კასპში ამომრჩევლთან შეხვედრის მომიზეზებით დღეს დებატებს გაექცა
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე(ლევან ხაბეიშვილი) გინდა ფორმალური დაუძახეთ, გინდათ არაფორმალური, ფაქტია, რომ დღეს, კასპში ამომრჩევლთან შეხვედრის მომიზეზებით დებატებს გაექცა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ანგარიშს მოუსმინეს.
„ყველა წინა დებატები პრემიერ-მინისტრთან დასრულდა ანგარიშით 10:0, პრემიერის სასარგებლოდ. ამ შემთხვევაშიც მოლოდინი იგივე იყო და ეს მოლოდინი კიდევ ერთხელ გაუმართლდათ. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა რომ ეს დებატებიც დასრულდა ზუსტად ასეთივე ანგარიშით.
რაც შეეხება დებატების შინაარსს, შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენ გვქონდა პრემიერის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა, რომელიც შეეხება საქართველოს განვითარებას გასული წლის განმავლობაში, არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაც შეიძლება, ადამიანმა განიხილოს პარლამენტში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
14 ივლისი 2026, 10:26
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 10:25
პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი ვახო სანაიაზე: ასე გამოიყურება კორუმპირებული დეზინფორმატორი ნაგავი
„ფედერალისტების" ლიდერი ვახო სანაიას და მის კოლეგებს „რუს დეზინფორმატორ მავნებლებს" უწოდებს და აცხადებს, რომ მის პარტიას ზაფხულის განმავლობაში არაერთი აქტივობა ჰქონდა, თუმცა, „ამ კორუმპირებული ყეყეჩების პატრონებს" არ წყალობენ და ამიტომაც ავრცელებენ ისინი დეზინფორმაციას.
14 ივლისი 2026, 10:24
სამართალი
პოლიციამ თბილისში ბინის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბინის გაქურდვის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 10:23
სამართალი
სამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
14 ივლისი 2026, 10:23
ეკონომიკა
საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია ევროკონტროლი: საქართველოში 12 ივლისს რეკორდული რაოდენობის აფრენა - დაფრენა განხორციელდა
საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია „ევროკონტროლის“ კვლევის თანახმად, 12 ივლისს საქართველოში 289 აფრენა-დაფრენა განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. წინა რეკორდი საქართველოში 2025 წლის 24 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც 277 აფრენა - დაფრენა განხორციელდა.
14 ივლისი 2026, 10:14
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა შავი ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის უეცარი წყალდიდობების ადრეული გაფრთხილების სისტემის მმართველი კომიტეტის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO), გარემოს ეროვნული სააგენტოსა (NEA) და წყლის გლობალური პარტნიორობა (GWP) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით, თბილისში, შავი ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის უეცარი წყალდიდობების ადრეული გაფრთხილების სისტემის (BSMEFFGS) მმართველი კომიტეტის ღონისძიება გაიმართა.
14 ივლისი 2026, 10:06
კულტურა
„გოლუმზე ნადირობის“ გადაღებები დაიწყო🎬
ენდი სერკისის განცხადებით, რომელიც ასევე რეჟისორის როლს ითავსებს, სურათში ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ მსახიობების გასაახალგაზრდავებლად იქნება გამოყენებული. სხვა მხრივ ფილმი მთლიანად ადამიანების მიერ, ნეიროქსელების გამოყენების გარეშე შეიქმნება. რეჟისორმა ასევე დასძინა, რომ სურს გამოიყენოს კინოწარმოების ტრადიციული მეთოდები, როგორიცაა მინიატურებზე გადაღება და რთული გრიმი.
14 ივლისი 2026, 09:56
რეგიონი
ქუთაისში №14 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ქუთაისში №14 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი გაეცნენ.
14 ივლისი 2026, 09:45
მსოფლიო
პუტინი: უკრაინის შეტევები ამ ეტაპზე, ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით გარკვეულ პრობლემებს ქმნის, ვფიქრობ, ჩვენ სარკისებურად, უფრო ძლიერი დარტყმებით ვუპასუხებთ
რუსეთის პეზიდენტი უკრაინის წინააღმდეგ უფრო ძლიერი იერიშებით იმუქრება. ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მოლაპარაკების ნაცვლად ბრძოლის გაგრძელების საბაბი უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და პორტებზე გახშირებული იერიშებით მისცა
14 ივლისი 2026, 09:33
მსოფლიო
ირანის სამხედრო სარდლობა: აშშ-ს არ მივცემთ უფლებას, ჰორმუზის სრუტის მართვაში ჩაერიოს, რეგიონის ქვეყნებს კი ვაფრთხილებთ, რომ ამერიკულ ძალებთან ნებისმიერი თანამშრომლობა ირანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ საომარ აქტად იქნება აღქმული
ირანი შეერთებულ შტატებს უფლებას არ მისცემს ჰორმუზის სრუტის მართვაში ჩაერიოს, - აცხადებს ირანის სამხედრო სარდლობა და აღნიშნავს, რომ ამერიკული ძალების ნებისმიერ მცდელობას, ირანის მიერ დადგენილი მარშრუტის გვერდის ავლით გაატარონ გემები, გადამწყვეტი პასუხი გაეცემა.
14 ივლისი 2026, 09:24
საზოგადოება
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა, „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად, სადგურის მოედნის და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგეს
მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოწესრიგების მიზნით, სპეციალური ღონისძიება ჩატარდა. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, შპს „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად, ტროტუარები და ქუჩის სავალი ნაწილი თვითნებურად განთავსებული უსახური კონსტრუქციებისგან და ნარჩენებისგან სრულად გაწმინდა.
14 ივლისი 2026, 09:10
მსოფლიო
იემენის დედაქალაქ სანას აეროპორტზე იერიში მიიტანეს - იემენელი ჰუსიტები თავდასხმაში საუდის არაბეთს ადანაშაულებენ
იემენის დედაქალაქ სანას აეროპორტზე იერიში მიიტანეს. სამიზნეში ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მოექცა. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, იერიშის მიზანი ირანული თვითმფრინავის მიღებისთვის ხელის შეშლა იყო.
14 ივლისი 2026, 08:56
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: იმედი მაქვს, ბრიუსელის ბიუროკრატები გადაიაზრებენ, რომ მათი პოლიტიკა არის დიალოგის მაგიდის აყირავების პოლიტიკა, რაც არ შეესაბამება მათსავე ინტერესებს
საქართველოსთან დაკავშირებით კაია კალასის მიერ გაკეთებულ განცხადებას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი გამოეხმაურა. მან იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელი საკუთარ პოლიტიკას გადაიაზრებს და მხარეები დიალოგს დაუბრუნდებიან.
14 ივლისი 2026, 08:51
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი კალასის განცხადებაზე: არ გინდა იმ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა ირჩევს და გინდა ქართველ ხალხთან ურთიერთობა - აქ ლოგიკა სად არის?
არ გინდა იმ ხელისუფლებასთან ურთიერთობას, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა ირჩევს და გინდა ქართველ ხალხთან ურთიერთობა - აქ ლოგიკა სად არის?, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის გუშინდელ განცხადებას.
14 ივლისი 2026, 08:43
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი კალასის განცხადებაზე: ეს ნიშნავს ქართველი ხალხის უპატივცემულობას
ეს ქართველი ხალხის უპატივცემულობას ნიშნავს, ვინაიდან ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ მათ არ შესწევთ ძალა ისეთი ადამიანები აირჩიონ, როლებიც სამშობლოს გამოადგებიან, - ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებას.
14 ივლისი 2026, 08:34
პოლიტიკა
კაია კალასი: შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბი, რომელსაც რუმინეთი და ბულგარეთი ერთად უხელმძღვანელებენ, ხელს შეუწყობს საზღვაო ვითარების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და ინფრასტრუქტურის დაცვას
ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს მონაწილეობის გარეშე იმსჯელეს შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროპული კავშირის სტრატეგიული მიდგომის საკითხზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ კაია კალასმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლიდან შემუშავდა, უკვე განხორციელების ფაზაშია.
14 ივლისი 2026, 08:24
რეგიონი
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
თელავში, სტიქიიდან მესამე დღეს, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მძიმე ტექნიკა 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს. თელავის ხევზე ნაპირსამაგრი სამუშაოები გრძელდება, ხოლო კავკასიონის ქუჩიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ამ დრომდე ქვა-ღორღი გააქვთ. საგანგებო და ოპერატიული სამუშაოების შედეგად, ქალაქისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად აღუდგა. ელექტროენერგია თელავის თითქმის ყველა ქუჩას მიეწოდება. გამონაკლისია კავკასიონის ქუჩა, სადაც, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აბონენტებს დენი შეფერხებით მიეწოდებათ.
14 ივლისი 2026, 08:12
რეგიონი
შალვა პაპუაშვილი: სტიქიის დროს ყველაზე კარგად ჩანს სახელმწიფოს შესაძლებლობაც და საზოგადოების ძალაც. როდესაც პრევენცია, კოორდინაცია და მოქალაქეთა სოლიდარობა ერთად მოქმედებს, ყველაზე მძიმე გამოწვევებიც გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად დაიძლევა
შალვა პაპუაშვილი თელავში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, სტიქიის შედეგად გამოწვეული ზიანის ლიკვიდაცია ინტენსიურად მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში აღმოიფხვრება. პაპუაშვილი მადლობას უხდის ყველა იმ უწყებასა და ადამიანს, რომლებიც პირველივე წუთებიდანვე ჩაერთნენ სტიქიის შედეგის აღმოფხვრაში.
14 ივლისი 2026, 08:05
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
14 ივლისს ქუთაისში ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით +27 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
14 ივლისი 2026, 04:20
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ ამაღამ ვუტევთ და ვანადგურებთ მათ ნებისმიერ შესაძლებლობას, რომელიც ჰორმუზის სრუტესთან არის დაკავშირებული - ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ჩვენ მთლიანად გავაკონტროლებთ მას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, აშშ ჰორმუზის სრუტეს გააკონტროლებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანთან ომი „ძალიან სწრაფად“ მიიწევს წინ, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის დასრულების მის მიერ ნავარაუდევმა ვადებმა უკვე გადაიწია.


