ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: როგორ შეიძლება ფეხბურთელებს წარმატება არ მიულოცო ტაშით; მათ ყველაფერი აღიზიანებთ, რაც დაკავშირებულია წინსვლასთან
ირაკლი კობახიძე
ფოტო: Facebook
დიდი ხანია ვიცით, რომ ეს ადამიანები არ გულშემატკივრობენ საკუთარ ქვეყანას. პრემიერმა ფეხბურთელებს მეოთხედფინალში გადასვლა მიულოცა, ტაში არ დაუკრეს აქაც რადიკალებმა. ვთქვათ ეკონომიკური წარმატება გწყინს, რაღაც სხვა წინსვლა გწყინს, როგორ შეიძლება ფეხბურთელებს არ მიულოცო ტაშით წარმატება. ესეც იმაზე მეტყველებს, რომ მათ ყველაფერი აღიზიანებთ რაც დაკავშირებულია წინსვლასთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სესიაზე პოლიტიკური დებატების ფორმატში. მისივე თქმით, ეს არის ოპოზიცია, რომელიც დერეფნებში ითხოვს კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებას ქვეყნისთვის და ეს ეტყობა მერე ჩვევაში გადადის. და მათ ჩვევაში აქვთ გადასული ის, რომ არცერთი წარმატება არ უნდა გაუხარდეთ.
„დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე სპორტთან მიმართებაში გვაქვს უნიკალური შედეგები, პირველად მოხდა რაღაც ისტორიაში რაც მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა განვითარების სხვა საფეხურზე გადავიდა, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება სპორტის გუნდურ სახეობებს. კალათბურთში პირველად გავიდა ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩვენი წყალბურთელები პირველად მოხვდნენ ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის, ჩვენი ხელბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ძიუდოს შერეული ნაკრები პირველად გახდა მსოფლიო პრიზიორი, მესამე ადგილზე გავიდნენ. რაგბის რაც შეეხება პირველად მოვუგეთ 6 ერის გუნდებს, ზედიზედ ორს. ფეხბურთზე ჯერ კიდევ წინ არის მიმდინარე ჩემპიონატი და უფრო მეტი წარმატების იმედი გვაქვს, მაგრამ ახალგაზრდები, რომ უკვე 8 გუნდში მოხვდნენ ეს უკვე არის წარმოუდგენელი წარმატება, ძალიან ახლოს ვართ ევროპის ჩემპიონატთან; ხვიჩა კვარაცხელია გახდა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი, ჩვენი კალათბურთელი გიორგი შერმადინი გახდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე. ასეთი ამბები შემთხვევით არ ხდება და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებაზე მეტყველებს.
შეგახსენებთ ოპოზიციის რეაქციებსაც, იმ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელიც იდებოდა სპორტის კონკრეტულ სახეობებში. ფეხბურთში ჩაიდო მილიონობით ინვესტიცია და მახსოვს თავის დროზე „ნაცმოძრაობის“, „გირჩელების“ გამოსვლები, რომ ეს იყო წყალში გადაყრილი ფული. რაგბის რაც შეეხება, სახელმწიფო ინვესტიცია თავისთავად განხორციელდა და ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი ჩადო რაგბიში. შემთხვევით არ მოდის ასეთი წარმატება, რასაც აკეთებს ჩვენი ნაკრები, ჩვენი ახალგაზრდები, ეს ყველაფერი არის კონკრეტული ინვესტიციების შედეგი და 30 წლის თავზე ჩვენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მეთერთმეტე წელს განვითარების სხვა საფეხურზე გადავედით; აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით თითოეული იმ ადამიანით, რომელსაც თავისი წილი წარმატება მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის.
თუმცა რას ვხედავთ აქაც, - ოპოზიციას შურს თითოეული ამ ადამიანის და განსაკუთრებული „ბულინგის“ მსხვერპლი არიან ყველაზე წარმატებული ადამიანები და ჩვენი თანამოქალაქეები. გახსოვთ კონკრეტულ სპორტსმენებზე: თორნიკე შენგელია, ხვიჩა კვარაცხელია, ბოლო შემთხვევა იყო ნუცა ბუზალაძე, - მომღერალი, რომელსაც თავს დაესხნენ იმის გამო, რომ კერძო ღონისძიებაზე იყო ჩასული რუსეთში და იქ იმღერა. ვერცერთ წარმატებულ ადამიანს ვერ იტანენ და ქვეყნის წარმატებას ვერ იტანენ.
ჩვენი დღის წესრიგია შემდეგი - ქვეყნის წარმატებაზე ზრუნვა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გაგრძელდეს ის გზა, რომელსაც ადგას ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხელისუფლება და აქ განსაკუთრებული წვლილი აქვს ბუნებრივია პრემიერს მთავრობის წევრთან ერთად, კიდევ ერთხელ მინდა მათ გადავუხადო მადლობა იმ საქმისთვის, რომელსაც მიჰყავს ქვეყანა წინ და სწორი მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.
ყველა სიახლე
17 აპრილი 2026, 12:40
მსოფლიო
POLITICO: „მეტი კომპრომისი“: ტრამპს ირანთან ომის დასრულება სურს
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების წარმოება სურს, რაც ხუთშაბათს მის მიერ ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებული განცხადებით დასტურდება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 12:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას, ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“, ისევ ისეთ ბოროტ ძალად რჩება, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს
სამწუხაროა, რომ პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას, ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“, ისევ ისეთ ბოროტ ძალად რჩება, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კრიტიკას.
17 აპრილი 2026, 12:38
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ბრიუსელის ფილტრით ხდება საქართველოზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება - ძალიან შინაარსიანი შეხვედრები გვქონდა, არის სურვილი, რომ უშუალო შეხვედრებით გვქონდეს კოლეგებთან პირდაპირი კონტაქტი
გავაგრძელებთ რეგიონში, ამ ფორმატში ინტენსიურ ურთიერთობებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
17 აპრილი 2026, 12:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მნიშვნელოვანია გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვენი რეგიონის გარშემო ხდება. საბედნიეროდ, რეგიონის ხელისუფლებები ბრძნულ პოლიტიკას მიჰყვებიან, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა
მნიშვნელოვანი იყო, რომ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა შეხვედრა, თუმცა, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვენი რეგიონის გარშემო ხდება”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თურქ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან.
17 აპრილი 2026, 12:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ამ ისტორიის გამჟღავნება არის ევროკავშირის სირცხვილი. დეტალურად ჩავეძიებით რასთან გვაქვს საქმე
„ის, რაც მანამდე, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს, ამერიკული წყაროებით ფინანსდებოდა და ორგანიზდებოდა, დღეს გადართულია ევროკავშირზე. თუ ადრე იყო აკერმანი, რომელიც საქართველოში შუღლის გაღვივების, მტრობის, არეულობის სცენარებს წერდა, მას შემდეგ, რაც ტრაპის ადმინისტრაციამ ყოველგვარი ასეთი მავნებლური დაფინანსებები შეწყვიტა და ჩახსნა, ეს ყველაფერი არის ევროკავშირის მხრებზე. ყველა ასეთი არეულობა ევროკავშირიდან უნდა დაფინანსდეს, დაორგანიზდეს. ეს არის ცივილიზაციურ უფსკრულზე როდესაც ვსაუბრობთ. ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!
17 აპრილი 2026, 12:12
საზოგადოება
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იგეგმება საველე მოსამზადებელი ცენტრის შექმნა, რაც ადგილზე უზრუნველყოფს სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულების მიზნით, სამოქალაქო რაზმების გადამზადებასა და ჩამოყალიბებას
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს შეხვდნენ.
17 აპრილი 2026, 12:07
საზოგადოება
გივი მიქანაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელთან პარტნიორობის გაძლიერების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელ დარენ ბიტთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 12:05
საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიზანი არა ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, არამედ მუნიციპალური თავშესაფრის დისკრედიტაცია და მისი საქმიანობის მიზანმიმართული დაზიანებაა
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურო ბოლო დროს საზოგადოებაში გავრცელებულ უარყოფით და ცილისმწამებლურ განცხადებებს ჰპასუხობს.
17 აპრილი 2026, 12:00
მსოფლიო
მედია: პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კიდევ ერთი გამოკითხვის ლიდერი გახდა
გერმანიაში ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ყველაზე პოპულარული პარტია გახდა. ინფორმაციას გერმანული მედია ZDF Politbarometer-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 11:55
რეგიონი
რუსთავის მერია სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანესთვის" ახალ შენობას ააშენებს
რუსთავის მერია სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანესთვის" ახალი შენობის აშენებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.
17 აპრილი 2026, 11:42
პოლიტიკა
მომსახურების სააგენტო: ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე, მოქალაქეების მიზანმიმართული ჩაჭრა და მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა ხორციელდება, რაც არის სრული ტყუილი
ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე, მოქალაქეების მიზანმიმართული ჩაჭრა და მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა ხორციელდება, რაც არის სრული ტყუილი, აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
17 აპრილი 2026, 11:36
მსოფლიო
POLITICO: გერმანია მზად არის ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო მისიის ფარგლებში გამნაღმველი გემები გააგზავნოს
გერმანია მზად არის ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო მისიის ფარგლებში გამნაღმველი გემები გაგზავნოს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 11:27
მსოფლიო
ლიბანი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს
ლიბანის არმიის განცხადებით, ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 11:15
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ორმხრივი ურთიერთობების მთავარ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად, ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი
თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების მთავარ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოსა და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.
17 აპრილი 2026, 11:07
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო ღრმად ინტეგრირდება დასავლურ ფინანსურ სივრცეში არა დეკლარაციების, არამედ რეალური ფულადი ნაკადების მეშვეობით
„ფულადი გზავნილები აღარ არის მიბმული ერთ გეოგრაფიულ ცენტრზე და განაწილებულია რამდენიმე მიმართულებას შორის, რაც ამცირებს გარე შოკებისადმი მოწყვლადობას,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ფულადი გზავნილების გეოგრაფიის ანალიზს აკეთებს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საქართველოსკენ მომართული ფინანსური ნაკადების ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ გზავნილებში არ არის დომინანტი ქვეყანა და არეალი გაფართოებულია.
17 აპრილი 2026, 11:06
კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალი გაიხსნა, სადაც საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი
წიგნის ფესტივალის გახსნის ცერემონიას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი UNESCO-ში ირაკლი ყურაშვილი დაესწრნენ.
17 აპრილი 2026, 10:54
მსოფლიო
რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
რუსეთის ფედერაციის მიერ გვიან ღამით უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 10:37
ეკონომიკა
ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ
აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს, მარნიქს ვან რეის შეხვდნენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 10:35
სამართალი
იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები: 2000 წელს დაბადებული ვ.მ. და იმავე წელს დაბადებული ნ.უ. დააკავეს.
17 აპრილი 2026, 10:35
სამართალი
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო სამიტში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დელეგაციამ, დეპარტამენტის დირექტორის, თენგიზ სისაურის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამიტ - „Cellebrite C2C”- ში, რომელიც წარმოადგენს წამყვან პლატფორმას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი და საგამოძიებო უწყებების ექსპერტებისთვის. საერთაშორისო ფორუმი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ვაშინგტონში გაიმართა.


