04 ივლისი 2023, 10:01 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: დღევანდელი მოცემულობით, თუ ექნება ამის სურვილი პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას, პრემიერ-მინისტრიც კი ვალდებულია ნებისმიერ სასესიო თვეში მობრძანდეს პარლამენტში და წარუდგინოს ანგარიში პარლამენტს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პრესკონფერენციას გამართა, სადაც ევროკომისიის მიერ დაწესებული 12- პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე დეტალური ინფორმაცია წარადგინა.

ირაკლი კობახიძემ მეორე პრიორიტეტზე დეტალურად ისაუბრა.

„ვეცდები მაქსიმალურად ლაკონიურად წარმოგიდგინოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ შესრულდა 12 რეკომენდაციის თითოეული პუნქტი. დავიწყებ შეგნებულად მეორე პრიორიტეტით, ბოლოსთვის მოვიტოვებ ბოლო პრიორიტეტს, რაც არის დეპოლარიზაცია. მეორე პრიორიტეტი უკავშირდება ინსტიტუტების ეფექტიანობის ამაღლებას, რაც მოიცავდა რამდენიმე ასპექტს. პირველი იყო საპარლამენტო ზედამხედველობა და პირველ რიგში საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილი უკავშირდებოდა რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე წარვადგინეთ ჩვენი გეგმა. საბოლოო ჯამში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიზანი იყო პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება. ზოგადად ამ მიმართულებით გვქონდა ჩვენ ისედაც ხელშესახები პროგრესი, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია 2018 წელს, თუმცა დამატებით დაიხვეწა რეგლამენტის კონკრეტული ნორმები. დეტალებში არ გავყვები კონკრეტულ ცვლილებებს, მაგრამ მაგალითად ინტერპელაციის ნაწილში გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილება, გაორმაგდა ინტერპელაციების რაოდენობა. თქვენ გახსოვთ, წლების განმავლობაში არც პრემიერები, არც მინისტრები არ მოდიოდნენ პარლამენტში იმისათვის, რომ წარმოედგინათ ანგარიშები პარლამენტის, საზოგადოების წინაშე. დღევანდელი მოცემულობით, თუ ექნება ამის სურვილი პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას, პრემიერ-მინისტრიც კი ვალდებულია ნებისმიერ სასესიო თვეში მობრძანდეს პარლამენტში და წარუდგინოს ანგარიში პარლამენტს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ან წარადგინოს მთავრობის ზოგადი ანგარიში. ყოველთვიურია უკვე ეს ინტერპელაციები რაც არის შემოღებული რეგლამენტის დონეზე, რაც გულისხმობს ფუნდამენტურ ცვლილებას. ახლა რა თქმა უნდა, ყველაფერი არის ოპოზიცია ხელში. თუ ოპოზიცია შეძლებს ამ საზედამხედველო ფუნქციის გამოყენებას, რა თქმა უნდა, მისთვის არის გზა ხსნილი. მინისტრის საათთან დაკავშირებით იყო ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში. მაგალითად ანგარიშის წინასწარ წარდგენის ვალდებულება დაეკისრა, ერთ დღეში ერთზე მეტი მინისტრის საათის გამართვა არის დაუშვებელი. საკომიტეტო მოსმენებთან დაკავშირებით გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი სიახლეები. მაგალითად დაზუსტდა ვადები, რაც დაკავშირებულია კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მინისტრის მოწვევასთან კომიტეტის სხდომაზე, ასევე დადგინდა პროაქტიული ანგარიშგების წესი. კომიტეტი ვალდებულია პროაქტიულად წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია“, - აღნიშნა კობახიძემ.

ყველა სიახლე

ეიალ ზამირი

28 თებერვალი 2026, 20:33

მსოფლიო

„ცაჰალის“ გენერალური შტაბის უფროსი: ისრაელი დგას ბედისწერის განმსაზღვრელი, უპრეცედენტო კამპანიის წინაშე, რათა აღმოფხვრას ირანისგან მომავალი ეგზისტენციალური საფრთხე

ისრაელის თავდაცვითი ძალების („ცაჰალი“) გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ისრაელი „ირანის ტერორისტული რეჟიმის შესაძლებლობების გასანადგურებლად მნიშვნელოვანი, ბედისწერის განმსაზღვრელი და უპრეცედენტო კამპანიის“ წინაშე დგას.

28 თებერვალი 2026, 20:28

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნახა მსჯავრდებულ ღარიბაშვილის საკანში გადაღებული უწყვეტი ვიდეომასალა, რის შემდეგაც დაადასტურა, რომ მსჯავრდებულს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია

სპეციალური პენიტენციური სამსახური ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულება დროებით დატოვა, დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

თამარ ცაგარეიშვილი

28 თებერვალი 2026, 20:24

პოლიტიკა

თამარ ცაგარეიშვილი: „იმედის“ გაჩუმების სურვილი აქვს მტერს, რომელიც არის ქართველი ხალხის და საქართველოს მტერი

ვის აქვს „იმედის“ გაჩუმების სურვილი? გადაცემის „ღია ეთერი - დებატები“ წამყვანის ამ კითხვაზე პასუხად ჟურნალისტი თამარ ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ეს სურვილი აქვს მტერს, რომელიც არის, არა მხოლოდ „იმედის“, არამედ ქართველი ხალხის, საზოგადოების და საქართველოს მტერი. „ამას აქვს ერთადერთი და მოკლე პასუხი - მტერს, რომელიც არის არა მხოლოდ „იმედის“ მტერი, არამედ ხალხის, საზოგადოების და საქართველოს მტერი. მე ვემსახურები „იმედს“, ხალხს, საქართველოს იმიტომ რომ მჯერა - ამ ტრიბუნიდან ისმის მხოლოდ სიმართლე, მხოლოდ სასარგებლო რჩევა და ინფორმაცია საზოგადოებისთვის, რაც ჩემი აზრით წინააღმდეგობას უწევს ჩვენს ჩართვას ამ აპოკალიფსურ, გლობალურ ომში. ჩვენს ჩაბმას უწყობს ხელს, ის ვინც აჩუმებს „იმედს“ და „პოსტივის“ და სიტყვის თავისუფლებას ურტყამს“, - განაცხადა გადაცემის „შემდეგი გაჩერება“ ავტორმა და წამყვანმა თამარ ცაგარეიშვილმა.

28 თებერვალი 2026, 20:20

მსოფლიო

მედია: ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობას კრძალავს

ევროკავშირის საზღვაო მისიის (Aspides) ოფიციალური პირის განცხადებით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ჰორმუზის სრუტეში მყოფ გემებს უკავშირდება და გადაადგილების აკრძალვის შესახებ აფრთხილებს.

ანტონიუ გუტერეში

28 თებერვალი 2026, 20:14

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაციას გმობს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა დაგმო აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედებები და თეირანის საპასუხო დარტყმები. მან მხარეებს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოუწოდა.

28 თებერვალი 2026, 20:04

პოლიტიკა

მაგდა ანიკაშვილი: კლასიკური დებატების ნაცვლად დღეს ღია ეთერი დაეთმობა დისკუსიას სიტყვის თავისუფლების და მედიაგარემოს შესახებ. ვეცდებით, ვუპასუხოთ მთავარ კითხვას - ვის ინტერესებშია ცენზურის დაწესება ქართველი მაყურებლისთვის

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მონაწილეობაზე კვლავ უარი თქვეს ოპონენტებმა. ნაწილი გადაცემის ზარებს არ პასუხობდა, ნაწილი სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობდა სტუმრობაზე. იყვნენ ისეთებიც, ვინც ჯერ დათანხმდა, თუმცა შემდეგ ეთერზე უარი თქვეს.

კირ სტარმერი

28 თებერვალი 2026, 19:51

მსოფლიო

კირ სტარმერის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა „ცაში თვითმფრინავები ააფრინა“, რათა ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეები დაიცვას

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეების დასაცავად სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა.

აბას არაღჩი

28 თებერვალი 2026, 19:13

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აიათოლა ალი ხამეინიზე: რამდენადაც მე ვიცი, ცოცხალია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ცოცხალია.

28 თებერვალი 2026, 19:03

საზოგადოება

პროექტის - „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა

პროექტის - „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში, მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა.

28 თებერვალი 2026, 18:37

საზოგადოება

თსუ-ში ნუგზარ სურგულაძის 75 წლის და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესორის ნუგზარ სურგულაძის 75 წლის და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლების სხვადასხვა იურიდიულ თუ ინტერდისციპლინურ თემაზე დაწერილი სტატიებია თავმოყრილი.

28 თებერვალი 2026, 18:34

რეგიონი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა.

ირაკლი ჭეიშვილი

28 თებერვალი 2026, 18:31

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი ოპოზიციაზე: ამერიკის შეერთებული შტატების იმ ხელმძღვანელობას მიმართავენ დღეს, რომელსაც წლების განმავლობაში ლანძღავდნენ. რა სინდისი აქვთ, როგორ უნდა მიმართონ მათ საერთოდ - მათ არ აქვთ არანაირი პოლიტიკური მომავალი

ამერიკის შეერთებული შტატების იმ ხელმძღვანელობას მიმართავენ დღეს, რომელსაც წლების განმავლობაში ლანძღავდნენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ოთარ ჭულუხაძე

28 თებერვალი 2026, 18:28

პოლიტიკა

ოთარ ჭულუხაძე: მას შემდეგ, რაც რევოლუციის 5 მცდელობა ჩავარდა და რადიკალურმა ოპოზიციამ კრახი განიცადა, საჭიროა მათი რაღაც ტიპის რეაბილიტაცია. ამ რეაბილიტაციისთვის ცდილობენ, რომ ორი მედია დაასანქცირონ

მას შემდეგ, რაც რევოლუციის 5 მცდელობა ჩავარდა და რადიკალურმა ოპოზიციამ კრახი განიცადა, საჭიროა მათი რაღაც ტიპის რეაბილიტაცია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფილოსოფოსმა ოთარ ჭულუხაძემ.

28 თებერვალი 2026, 18:17

პოლიტიკა

ოთარ ჭულუხაძე თავისუფალ მედიაზე თავდასხმა: ეს არის გამოწვევა, რომელიც მშვიდად, ორგანიზებულად და მეტი სუვერენული ხედვით უნდა მივიღოთ და ვუპასუხოთ

„ამ სანქციებს განსაკუთრებული გავლენის მოხდენა არ შეუძლია, მაგრამ არის გათვლა, რომ გარკვეული შიდა რყევები გამოიწვიოს, ერთგვარი კბილის მოსინჯვის ამბავია და სამომავლო სიგნალია, რომ ვიღაცებს კიდევ დავასანქცირებთ და შეშინდითო. თუმცა, ვხედავ, რომ საზოგადოების სიმწიფე და სუვერენიტეტის იდეის გარშემო გაერთიანებულობა ამ რყევებს ვერ გამოიწვევს. ეს არის გამოწვევა, რომელიც მშვიდად, ორგანიზებულად და მეტი სუვერენული ხედვით უნდა მივიღოთ და ვუპასუხოთ. “, - აღნიშნა ფილოსოფოსმა.

ირაკლი ჭეიშვილი

28 თებერვალი 2026, 18:05

პოლიტიკა

ჭეიშვილი ბრიტანეთზე: რასაც უწუნებ რუსეთს და იგივეს აკეთებ არა შენს, არამედ სხვა ქვეყანაში, რის არანაირი სამართლებრივი უფლება არ გაქვს, რომ ჩაერიო სხვის პოლიტიკაში, დაუწესო ცენზურა ყველაზე რეიტინგულ არხებს, ეს მინიმუმ არასწორია

რასაც შენ უწუნებ რუსეთს და იგივე მეთოდებით შენ აკეთებ არა შენს ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყანაში, რის არანაირი სამართლებრივი და მორალური უფლება არ გაქვს, რომ ჩაერიო სხვის პოლიტიკაში და მით უფრო, დაუწესო ცენზურა ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ არხებს, ეს მინიმუმ არასწორია და ვერანაირ შეფასებას ვერ გააკეთებს ამასთან დაკავშირებით ვერც ბრიტანეთის ელჩი და ვერც ერთი ქვეყნის შიდა თუ გარე მტერი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.

ირაკლი ჭეიშვილი

28 თებერვალი 2026, 18:01

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ბევრი ქვეყანა გინახავთ, სადაც პრემიერი იჯდეს და ედებატებოდეს იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 3%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს? ეს საშუალება მიეცათ ქვეყნის მტრებს და თავიდანვე უარი თქვეს

„თავიდანვე განაცხადეს უარი დებატებში მონაწილეობაზე. ქვეყნის მტრებზე ვსაუბრობ, რადიკალური ოპოზიციაც აღარ ჰქვიათ ამათ“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

ირაკლი ჭეიშვილი

28 თებერვალი 2026, 17:49

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არასდროს ჩაიხშობა - რა პრობლემებიც იდგა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, აღარასდროს განმეორდება

„2022 წლიდან, ჩვენთან რა პროცესებიც მიმდინარეობს, ეს არის „დიფ სთეითის“ ხელი. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ვერანაირი სანქცია ვერ დაამარცხებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას, ვერანაირი სანქცია გათიშავს ვერც „იმედს“, ვერც „პოსტივის“ და ვერცერთ დამოუკიდებელ არხს. ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არასდროს ჩაიხშობა. რა პრობლემებიც იდგა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, ის ჩვენს ქვეყანაში აღარასდროს განმეორდება“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

28 თებერვალი 2026, 17:30

რეგიონი

მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე ქვისცვენის გამო, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

28 თებერვალი 2026, 17:26

პოლიტიკა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ გორში რეგიონული წარმომადგენლობების ოფისი გახსნა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების პირველი ოფისი გორში გახსნა და შიდა ქართლის მოსახლეობას გორის თეატრში შეხვდა.

გიორგი სოსიაშვილი

28 თებერვალი 2026, 17:14

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ამაზე ანტიევროპული პერიოდი ევროპას არ ჰქონია

„ეს არის ჟანგბადის მიცემა კვდომაში წასული ოპოზიციისთვის, რომ როგორღაც თავიანთი აგენტურული ძალები გამოაცოცხლონ. ამაზე ანტიევროპული პერიოდი ევროპას არ ჰქონია, რომელიც შექმნეს „დიფ სთეითის“ ხელის ბიჭად ქცეულმა ბიუროკრატებმა და მათ შორის ბრიტანეთის ხელისუფლებაში მოკალათებულმა ბიუროკრატებმა. ასევე ძალიან საცოდავ სიტუაციაში ჩაიგდო თავი ბრიტანეთის ელჩმა, რომელიც არის ამ ძალების გამხმოვანებელი“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.