ილია დარჩიაშვილი „აირზენას“ დასანქცირებაზე: არაფერია ამაში სასიხარულო, როდესაც საკითხი ეხება ქართულ კომპანიას, რომელიც 30 წელია ემსახურება ამ ქვეყანას
ილია დარჩიაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ჩვენ ძალიან ღირსეულად, თანმიმდევრულად ვავითარებთ ჩვენს მეგობრულ დამოკიდებულებას ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, „აირზენას“ დასანქცირება უსაფუძვლო იყო.
„ჩვენ ძალიან ბევრი უსაფუძვლო და ხშირ შემთხვევაში ძალიან უსამართლო შეფასებები მოვისმინეთ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისგან. ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო, ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების, აქაც უაპელაციოდ მოხდა კომპანიის დასანქცირება. მე მოვისმინე ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის სიხარულნარევი შეფასება ამასთან მიმართებაში. არაფერია ამაში სასიხარულო, მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება ქართულ კომპანიას, რომელიც 30 წელია ემსახურება ამ ქვეყანას, ერთ-ერთი უძველესი ბრენდია და ეს არა მარტო ამ კომპანიას აზიანებს, არამედ ჩვენს ქვეყანას, ხელისუფლებას. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ მსგავსი სახის შეფასებებს, გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენი პარტნიორისგან“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
ყველა სიახლე
06 მარტი 2026, 12:09
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: უკრაინელებმა, პარტია „ტისამ“ და ბრიუსელმა ჩვენს ზურგს უკან შეთანხმებას მიაღწიეს. მათ არჩევნების შემდეგ უნგრეთში პროუკრაინული მთავრობა სურთ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთის ოპოზიციურმა პარტია „ტისა“, ბრიუსელმა და უკრაინელებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რათა აპრილში საპარლამენტო არჩევნების შედეგად უნგრეთში პროუკრაინული მთავრობა მოვიდეს, რომელიც უკრაინელების მოთხოვნებს შეასრულებს.
06 მარტი 2026, 12:08
მსოფლიო
მედია: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უნგრეთმა უკრაინის საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები, მილიონობით ფულითა და ოქროთი, მძევლად აიყვანა
უნგრეთმა უკრაინის საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები, მილიონობით ფულითა და ოქროთი, მძევლად აიყვანა. როგორც NEXTA იუწყება, ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
06 მარტი 2026, 12:06
მსოფლიო
ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფონზე ტრამპი ამერიკელი სამხედროებისთვის რელიგიურ ლიდერებთან ერთად ლოცულობს. ვიდეო 📽️
დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში რელიგიური ლიდერები შეკრიბა, რათა ერთად ელოცათ და ირანის წინააღმდეგ გამარჯვება შეეთხოვათ. ვიდეოკადრები სოციალურ ქსელ X-ში ვრცელდება. ვლოცულობ შენი მადლისა და მფარველობისთვის ჩვენი ჯარისკაცებისა და ყველა იმ მამაკაცისა თუ ქალისათვის, რომლებიც ჩვენს შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ. ჩვენ უბრალოდ ვლოცულობთ, რომ კვლავაც მისცე ჩვენს პრეზიდენტს ის ძალა, რომელიც მას ჩვენი ერის წინამძღოლობისთვის სჭირდება, რათა კვლავ გავერთიანდეთ, როგორც ერთი ერი ღვთის წინაშე.
06 მარტი 2026, 11:54
მსოფლიო
„პატრიოტები ევროპისთვის“: ზელენსკის მიერ ორბანის მისამართით ნათქვამი სიტყვები მიუღებელია. მუქარა და ძალადობა დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგოა
ევროპარლამენტის ფრაქცია „პატრიოტები ევროპისთვის“ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მისამართით გაჟღერებულ მუქარას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
06 მარტი 2026, 11:36
ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა: სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა - ეს საუკეთესო „დაზღვევაა“ გარე შოკების წინააღმდეგ
სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა - ეს საუკეთესო „დაზღვევაა“ გარე შოკების წინააღმდეგ - წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა სოციალურ ქსელ X-ზე, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
06 მარტი 2026, 11:33
საზოგადოება
საქართველოში ინკლუზიური და ეკოლოგიურად მდგრადი ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა „საქართველოში ინკლუზიური და ეკოლოგიურად მდგრადი ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერება“ გაიმართა.
06 მარტი 2026, 11:17
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ზელენსკიზე: ცხენს ვერაფერი დააკლოო და უნაგირს მიადგაო, ქართული გამოთქმაა. რუსეთის ფედერაციას ვერაფერი მოუხერხა და ახლა ორბანს ემუქრება
ცხენს ვერაფერი დააკლოო და უნაგირს მიადგაო, ქართული გამოთქმაა. რუსეთის ფედერაციას ვერაფერი მოუხერხა და ახლა ორბანს ემუქრება, - აცხადებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი „ქრონიკასთან“.
06 მარტი 2026, 11:15
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის განხორციელებას იწყებს
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით, ,,ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამას“ განახორციელებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
06 მარტი 2026, 11:13
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის აშშ-ში ვიზიტს Politico ეხმიანება
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის ვიზიტს შეერთებულ შტატებში გამოცემა Politico ეხმიანება.
06 მარტი 2026, 11:13
პოლიტიკა
კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მძიმე მოვლენების ფონზე - გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იმ სტრატეგიულ ობიექტებზე საუბრობს, რომლებიც შესაძლოა ირანის სამიზნე გახდეს
კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მძიმე მოვლენების ფონზე. გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე იმ სტრატეგიულ ობიექტებზე საუბრობს, რომლებიც შესაძლოა ირანის სამიზნე გახდეს და მიუთითებს, რას იზამდა თავად ირანის ხელისუფლების ადგილზე.
06 მარტი 2026, 11:11
პოლიტიკა
„საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერ მოკავშირე ქვეყანაში“ - გამოქვეყნდა მორიგი ანტისახელმწიფოებრივი კვლევა საქართველოზე, რომლის თანაავტორი გიორგი კანდელაკია
მორიგი ანტისახელმწიფოებრივი კვლევა საქართველოზე, რომლის ერთ-ერთი ავტორი ამჯერადაც ქართველია. გიორგი კანდელაკის და ლუკ კოფის ერთობლივი კვლევა სათაურით „საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერ მოკავშირე ქვეყანაში“ , ჰადსონის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა.
06 მარტი 2026, 11:06
რეგიონი
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა
06 მარტი 2026, 10:56
მსოფლიო
ზელენსკი: ახლო აღმოსავლეთში სამ დღეში Patriot-ის იმაზე მეტი რაოდენობის რაკეტა გაისროლეს, რაც უკრაინას 2022 წლიდან გადასცეს. უკრაინას არასდროს ჰქონია რაკეტების ასეთი რაოდენობა, რათა თავდასხმები მოეგერიებინა
ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ სამ დღეში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა Patriot-ის 800-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, რაც იმაზე მეტია, რაც უკრაინამ რუსეთის შეჭრიდან დღემდე მიიღო, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
06 მარტი 2026, 10:51
პოლიტიკა
გია აბაშიძე: წარსულში საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკოსმა სენატორმა მალინმა მისი პოზიციის შეცვლა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან უკეთესი ურთიერთობით ახსნა
საქართველოზე ამერიკული სანქციების მოწინააღმდეგე, ე.წ. „მეგობარი აქტის“ მთავარი დამბლოკავი, სენატორი მარკუეინ მალინი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების (DHS) ახალი მინისტრი იქნება. კიდევ ერთი ალიყური ანტიქართულ ტოქსიკურ ძალებს. DHS-ის აწ უკვე მოხსნილი ხელმძღვანელი კრისტი ნოემი სხვა, რანგით დაბალ თანამდებობას დაიკავებს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
06 მარტი 2026, 10:37
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი აშშ-ში ვიზიტზე: ჩვენ ამ ვიზიტით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მსოფლიოში მოვიპოვეთ მეგობრები - ვფიქრობთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად განახლდება და ექნება კონკრეტული შედეგები
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება, სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაში მონაწილეობა და ვიზიტი შეაჯამა. მან იმ თემებზე ისაუბრა, რომლებიც კონფერენციის ფარგლებში იყო განხილული.
06 მარტი 2026, 10:31
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: სრულიად შეცვლილია ის რიტორიკა, რომელსაც ჩვენ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პერიოდში ვიღებდით. ძალიან პრაგმატული შეხვედრებია, რაც ეხება სტრატეგიული თანამშრომლობის არათუ აღდგენას, არამედ თვისობრივ გაუმჯობესებას
ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები კონგრესმენებთან. ვხედავთ, რომ სრულიად შეცვლილია ის რიტორიკა, რომელსაც ჩვენ წინა ადმინისტრაციის პერიოდში ვიღებდით. ძალიან პრაგმატული არის ჩვენი შეხვედრები. ეს ეხება უშუალოდ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის არა თუ აღდგენას, არამედ თვისობრივ გაუმჯობესებას. სრულიად ახალი ფურცლიდან დაწყებას, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგებზე, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
06 მარტი 2026, 10:30
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანზე: გვსურს, რომ მათ კარგი ლიდერი ჰყავდეთ. გვყავს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, ვფიქრობ, კარგად შეასრულებდნენ სამუშაოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუს დროს ირანის მომავალ უზენაეს ლიდერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლებას სურს, რომ ისლამურ რესპუბლიკას კარგი ლიდერი ჰყავდეს.
06 მარტი 2026, 10:30
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
06 მარტი 2026, 10:30
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ ელექტროტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2002 წელს დაბადებული მ.პ. და წარსულში ნასამართლევი, ასევე 2002 წელს დაბადებული მ.ა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
06 მარტი 2026, 10:28
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული მ.კ. ბათუმში დააკავეს.


