ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოსა და სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, პირველად გაიმართა საქართველოსა და სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში სამუშაო შეხვედრა, რომელსაც საქართველოს, დანიისა და შვედეთს საგარეო საქმეთა მინისტრები და ფინეთის სახელმწიფო მდივანი ესწრებოდნენ.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ აღნიშნულ ფორმატში პირველ შეხვედრას და გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც გააგრძელონ ამ ფორმატში კოორდინაცია.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო სკანდინავიის ქვეყნებს განიხილავს, როგორც ღირებულ მეგობრებსა და სანდო პარტნიორებს. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და სკანდინავიის ქვეყნების ურთიერთობათა მზარდ დინამიკას, რაც მაღალი დონის ვიზიტების ხშირი გაცვლითა და სხვადასხვა საკითხზე ინტენსიური პოლიტიკური დიალოგით გამოიხატება.
ილია დარჩიაშვილმა კოლეგებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ერთგულება ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი და ისაუბრა იმ ხელშესახებ შედეგებზე, რომელსაც ქვეყანამ ამ ეტაპისთვის მიაღწია.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციას და აქტიურად მუშაობს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.
ამას გარდა, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ვილნიუსის წარმატებულ სამიტზე და განაცხადა, რომ სამიტზე საქართველომ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო. ასევე, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღნიშნული ქვეყნების ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თბილისში ნორვეგიისა და დანიის დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელსაც ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აქტიური ჩართულობისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გაუარესებული მდგომარეობის ფონზე.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, რეგიონული პარტნიორობის პლატფორმები მზარდ მნიშვნელობას იძენს.
სამუშაო საუზმე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლოკე რასმუსენის ინიციატივით გაიმართა. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, გაიმართა საქართველოსა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ორმხრივი შეხვედრა.
ყველა სიახლე

17 მაისი 2025, 10:05
ეკონომიკა
სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა თევზის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

17 მაისი 2025, 09:33
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ინვესტორები საქართველოს განიხილავენ როგორც საკუთარი ზრდისა და განვითარების პლატფორმას
საქართველო გახდა ძალიან საინტერესო და პოპულარული მიმართულება ბიზნესისთვის, ინვესტიციებისთვის, სტარტაპებისთვის და ეს არის როგორც ბუნებრივი გარემოებების, ასევე ქვეყნის მთავრობის ძალისხმევით შექმნილი უპირატესობების ერთობლიობა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ლონდონში, საქართველოს საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.

17 მაისი 2025, 09:29
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანს აშშ-თან გარიგების დადება სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან საუბარში აღნიშნა, რომ ირანს მასთან გარიგების დადება სურს.

17 მაისი 2025, 09:20
საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება 17 მაისს საქართველოში
17 მაისს ქუთაისში დღისით +30 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

17 მაისი 2025, 09:00
მსოფლიო
უკრაინამ რუსეთთან ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის მზადება დაიწყო
უკრაინის ხელისუფლებამ სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებისთვის, რომელიც ტყვეთა გაცვლას სქემით „ათასი ათასზე“ გულისხმობს, მზადება დაიწყო, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ.

17 მაისი 2025, 08:35
რეგიონი
გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზის მე-8 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

17 მაისი 2025, 08:03
საზოგადოება
ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავენ
ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შესაბამის „ქარდებს“ აქვეყნებენ.

17 მაისი 2025, 08:00
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახი გახლავთ ადგილი, სადაც იზრდებიან ის თაობები, რომელთაც ჩვენი ქვეყნის მომავლის შენება ევალებათ. ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს! თითოეულ ოჯახს გისურვებთ სიმშვიდეს, სიყვარულსა და კეთილდღეობას!
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საზოგადოებას ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს ულოცავს.

17 მაისი 2025, 03:51
მსოფლიო
ტრამპი: ყოველთვის ვამბობდი, რომ ზელენსკის არ აქვს კოზირები
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამად კოზირები არ აქვს და უკრაინასთან გარიგების არარსებობის შემთხვევაში, რუსეთს დამანგრეველი სანქციებით დაემუქრა.

17 მაისი 2025, 03:23
მსოფლიო
ტრამპი პუტინზე: ჩვენ უნდა შევხვდეთ და ვფიქრობ, ალბათ, ამას დავგეგმავთ
ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა აუცილებელია.

17 მაისი 2025, 02:44
მსოფლიო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's Ratings-მა აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი AAA-დან AA1-მდე შეამცირა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's Ratings-მა აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი AAA-დან AA1-მდე შეამცირა.

17 მაისი 2025, 02:25
მსოფლიო
ნატოში აშშ-ის ელჩი: აშშ წლის ბოლოს ევროპელ მოკავშირეებთან დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროპაში ამერიკული ჯარების შემცირების თაობაზე
ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ აშშ წლის ბოლოს ევროპელ მოკავშირეებთან დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროპაში ამერიკული ჯარების შემცირების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

17 მაისი 2025, 01:52
მსოფლიო
The Guardian: მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლში გამართულმა შეხვედრამ უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, ის ვლადიმირ პუტინისთვის სიმბოლურ გამარჯვებას წარმოადგენს
მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლში გამართულმა შეხვედრამ უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, ის ვლადიმირ პუტინისთვის სიმბოლურ გამარჯვებას წარმოადგენს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

17 მაისი 2025, 01:25
სპორტი
რონალდინიო: მადლობა, საქართველო! პირველად ვსტუმრობ ამ ულამაზეს ქვეყანას და ვგრძნობ ხალხის სითბოს
მადლობა, საქართველო! პირველად ვსტუმრობ ამ ულამაზეს ქვეყანას და ვგრძნობ ხალხის სითბოს, - დაწერა რონალდიმნიომ სოციალურ მედიაში.

17 მაისი 2025, 00:36
პოლიტიკა
Euronews: ირაკლი კობახიძე სამიტზე ევროპელ ლიდერებს ხვდება - ევროკავშირთან ურთიერთობების დათბობის ნიშანი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თბილი ურთიერთობები ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მიანიშნებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობაზე, - წერს Euronews-ი. საქართველოს პრემიერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის მოკლე, მაგრამ თბილი შეხვედრა იმის მანიშნებელი იყო, რომ საქართველო და ევროკავშირი წარსული უთანხმოებების ფურცელს შლიან

17 მაისი 2025, 00:01
საზოგადოება
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
17 მაისთან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 13:00 საათზე, მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბებიან, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.

16 მაისი 2025, 22:20
მსოფლიო
ბრიჯიტ ბრინკმა თავისი მოულოდნელი გადადგომა უკრაინისა და რუსეთის მიმართ დონალდ ტრამპის პოლიტიკასთან შეუთანხმებლობით ახსნა
ამერიკელმა დიპლომატმა ბრიჯიტ ბრინკმა, რომელიც 2022 წლის მაისიდან 2025 წლის აპრილამდე უკრაინაში აშშ-ის ელჩი იყო, თავისი მოულოდნელი გადადგომა უკრაინისა და რუსეთის მიმართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკასთან შეუთანხმებლობით ახსნა.

16 მაისი 2025, 22:15
რეგიონი
ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ვიმყოფებით ქვეშეთი-კობის მშენებარე მონაკვეთზე, რომელიც უნიკალური პროექტია თავისი კონსტრუქციული გადაწყვეტებით. ამჟამად შენდება 23 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს დროსა და მანძილს ქვეშეთიდან კობამდე. ასევე, კეთდება გუდაურის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ზამთრის სეზონზე უზრუნველყოფს შეუფერხებელ გადაადგილებას. წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა ამ პროექტზე და მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და გვირაბების მშენებლობის დათვალიერების შემდეგ.

16 მაისი 2025, 22:05
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: ინვესტორების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის მიმართ ძალიან მაღალია
ინვესტორების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის მიმართ ძალიან მაღალია - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ლონდონში გამართული საქართველოს საინვესტიციო ფორუმის შეფასებისას.

16 მაისი 2025, 21:42
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს, მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება, საქართველო რჩება სტრატეგიულ მოკავშირედ და დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინა ხაზზე
ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს, მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.