13 ივლისი 2023, 23:34 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: ალბათ არავის უნდა უკვირდეს, რომ ნატოს სამიტზე პირველ ადგილზე წევრი სახელმწიფოების მიღმა იყო სწორედ უკრაინა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის შიგნით დესტრუქციული ოპოზიცია მაინც ახერხებს წარმოაჩინოს ეს საქართველოს მარცხად

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

ალბათ არავის უნდა უკვირდეს, თუ არ ხარ ქართული დესტრუქციული ოპოზიცია, რომ პირველ ადგილზე განსახილველი საკითხების, წევრი სახელმწიფოების მიღმა, იყო სწორედ უკრაინა. ეს ბუნებრივია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის შიგნით დესტრუქციული ოპოზიცია მაინც ახერხებს წარმოაჩინოს ეს საქართველოს მარცხად, იმიტომ, რომ მათი დღის წესრიგი უცვლელია: თუ რამე შეიძლება, უნდა გასაღდეს ისე, რომ ჩვენი ქვეყანა არის დაღუპვის პირას და უკვე დაღუპულია, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ვილნიუსის სამიტი ბოლო დღეების უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. ჩვენც, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა - წევრი თუ არა წევრი, ველოდით ამ სამიტს, აქტიურად ვმონაწილეობდით, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის პირადი ჩართულობითა და ადგილზე ყოფნით, შემდეგ უკვე მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად ვაფასებდით და განვიხილავდით ამ სამიტის შედეგებს. ვისმენთ შეფასებებს ჩვენი ქვეყნის შიგნით, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო შეფასებები, რათა გარკვეულწილად ობიექტური სურათი დავუხატოთ ჩვენს თავსაც და საზოგადოებასაც. პირველი, რაც ალბათ უტყუარად შეიძლება ითქვას, რომ თუკი კომუნიკეს გავეცნობით, მეტწილად ის ეძღვნება იმას, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოები და თავად ნატო როგორც ორგანიზაცია თავის თავს ამხნევებს და აჯერებს საკუთარ ძალებში, რაც ბუნებრივიც არის, ვინაიდან, როგორც კომუნიკეშივეა ნათქვამი, საოცარი შოკისმომგვრელი რღვევა განიცადა მშვიდობიანობამ ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში. შემდეგ ახსნილია ის რეალობა, რაც ყველამ ვიცით, რომ რუსეთმა განახორციელა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და რომ ამ ჩრდილოატლანტიკური სივრცის სხვადასხვა ნაწილში და განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში ნატო ხედავს საკუთარი თავისა და მისი წევრების წინააღმდეგ არსებულ და მატერიალიზებად რეალურ საფრთხეებს. შეიძლება ითქვას, რომ დიდწილად კომუნიკეში ნატო ელაპარაკება საკუთარ წევრებს და საკუთარ თავს და დაკავებულია საკუთარი თავის მომავალში პროექტირებით“, - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ეს ბუნებრივიცაა, რადგან ეს მათი სამიტია, სადაც უნდა შეაჯამონ, რა შეძლეს, რა ვერ შეძლეს და რა უნდათ, რომ შეძლონ მომავალში.

„ასევე ამ სამიტზე განხილული იყო არაწევრი სახელმწიფოების მისწრაფებებიც და რასაკვირველია, ალბათ არავის უნდა უკვირდეს, თუ არ ხარ ქართული დესტრუქციული ოპოზიცია, რომ პირველ ადგილზე განსახილველი საკითხებისა, წევრი სახელმწიფოების მიღმა, იყო სწორედ უკრაინა. ეს ბუნებრივია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის შიგნით დესტრუქციული ოპოზიცია მაინც ახერხებს წარმოაჩინოს ეს საქართველოს მარცხად, იმიტომ, რომ მათი დღის წესრიგი უცვლელია: თუ რამე შეიძლება, უნდა გასაღდეს ისე, რომ ჩვენი ქვეყანა არის დაღუპვის პირას და უკვე დაღუპულია. თუ წავყვებით ჩვენი ოპოზიციის დესტრუქციულ ოპონირებას, უკრაინა და საქართველო ნატომ დააშორიშორა საკუთარი დისკუსიების დროს. ჩვენ არ დაგვაშორიშორებდნენ - თუ ჩავთვლით, რომ ეს ასეა - თუ ჩვენს ქვეყანაშიც იქნებოდა ომი. სწორედ ეს იყო ქართული ოპოზიციის დიდი უმრავლესობის სურვილი, რომ აქ ყოფილიყო ომი. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ერთ სიბრტყეში იქნებოდა განხილული ორივე ქვეყანა. ბუნებრივია, რომ ნატომ საკუთარი პრობლემებისა და გამოწვევების შემდეგ პირველ საკითხად განიხილა სწორედ უკრაინა და არა საქართველო ან სხვა ქვეყნები, რომლებიც ალიანსში წევრობისკენ მიისწრაფვიან. ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება, რომ უკრაინამ წინ წაიწია, ვინაიდან როგორც იყო უკრაინა მოლოდინის რეჟიმში, სამწუხაროდ, ნატომ ისევ დატოვა ის მოლოდინის რეჟიმში. თავად უკრაინის მაღალი დონის ხელმძღვანელობა უკმაყოფილებას გამოხატავს ნატოს მიერ მათთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა წულუკიანმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

03 სექტემბერი 2026, 00:56

მსოფლიო

ტრამპი: ირანის წინააღმდეგ აშშ-ის განახლებული სამხედრო კამპანია ხანგრძლივი არ იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ამერიკის განახლებული კამპანია „ძალიან დიდხანს“ არ გაგრძელდება, მას შემდეგ, რაც თეირანსა და ვაშინგტონს შორის ივლისის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ცეცხლის გაცვლა მოხდა.

დონალდ ტრამპი

03 სექტემბერი 2026, 00:40

მსოფლიო

„მე მათ გამოვაქვეყნებ, თუმცა ვიცი ამ ვიდეოების შესახებ, ამის შესახებ ძალიან აქტიურად მსმენია“ - დონალდ ტრამპმა უკრაინაში იძულებითი მობილიზაციის შესახებ გავრცელებულ ვიდეოებზე ისაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე მობილიზაციის პროცესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრების შესახებ.

მარკო რუბიო

02 სექტემბერი 2026, 22:09

მსოფლიო

რუბიო უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე: ეს საკითხი განიხილება - თუმცა, ეს არ არის სწრაფი გამოსავალი, წარმოების გაფართოებასა და ქარხნების მშენებლობას, ლიცენზიის არსებობის შემთხვევაშიც კი, რამდენიმე წელი სჭირდება

აშშ უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გადაცემა The Brian Kilmeade Show-ს ეთერში განაცხადა.

კაია კალასი

02 სექტემბერი 2026, 21:53

მსოფლიო

უკრაინული მედია: ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება

ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ირლანდიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

02 სექტემბერი 2026, 21:37

საზოგადოება

ლუქსემბურგიდან საქართველოს ავიაექსპედიცია ეწვია

ლუქსემბურგიდან საქართველოს ავიაექსპედიცია ეწვია

02 სექტემბერი 2026, 21:28

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს გაეცნო

02 სექტემბერი 2026, 21:13

მსოფლიო

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების გადაცემას დაპირდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების გადაცემას დაპირდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ირლანდიის ქალაქ უიკლოუში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და პარტნიორების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

02 სექტემბერი 2026, 20:40

კულტურა

X-XI საუკუნეების ისტორიული არტეფაქტები რუსთაველის გამზირზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შუა საუკუნეების თბილისი და X-XI საუკუნეების არტეფაქტები - თბილისი რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მიმოსვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა, კონკრეტული არქეოლოგიური მასალითაც დასტურდება. რუსთაველის გამზირზე აღმოჩენილ მასალას მეცნიერული კვლევა ჩაუტარდება.

02 სექტემბერი 2026, 20:36

საზოგადოება

26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფი უკვე საქართველოშია - ლუქსემბურგიდან ჩამოსული ავიაექსპედიციის ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში 8 სექტემბრამდე დარჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფი უკვე საქართველოშია. ლუქსემბურგიდან ჩამოსული ავიაექსპედიციის ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში 8 სექტემბრამდე დარჩება. მანამდე, ექსპედიციის წევრები ნახავენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და მონაწილეობას მიიღებენ კაჭრეთში, საავიაციო სოფლის გახსნაში.

თამარ იოსელიანი

02 სექტემბერი 2026, 20:33

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ჩვენ გეგმა-გრაფიკის მიხედვით ვახორციელებთ სამუშაოებს და 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული და შესაბამისად, უკვე ნათელია მისი მასშტაბი, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.

02 სექტემბერი 2026, 20:31

რეგიონი

ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა, რეაგირება ქიმიურ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე - უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება ბათუმში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება ბათუმში.

ლევან მაჭავარიანი

02 სექტემბერი 2026, 20:27

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: დასტურდება ის, რაზედაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელში სერიოზული პრობლემებია

დასტურდება ის, რასაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელში სერიოზული პრობლემებია. პირველ რიგში კი მათ მმართველ კლასში და იმ პოლიტიკაში, რასაც ისინი აყალიბებენ არა ევროპელი ხალხის დაკვეთით, არამედ გარე ძალების დაკვეთით - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

02 სექტემბერი 2026, 20:26

ეკონომიკა

ანაკლიის პორტი როგორც შუა დერეფნის ახალი სატრანსპორტო ცენტრი - ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ანაკლიის პორტი, როგორც შუა დერეფნის ახალი სატრანსპორტო ცენტრი - წამყვანი საზღვაო მედია პლატფორმა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ეხმიანება.

02 სექტემბერი 2026, 20:25

პოლიტიკა

რატომ აღარ არის მიმზიდველი ევროგაერთიანება თავად ევროპელებისათვის - ისლანდიელი ხალხის უარი ევროკავშირს მეოთხე დღეა პოლიტიკური შეფასებების საგანია. დეტალები „ქრონიკაში“

უკვე მეოთხე დღეა ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, ევროპულ პოლიტიკურ წრეებში განხილვის საგანია.

02 სექტემბერი 2026, 20:21

სამართალი

ლაზარე ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი, რომელიც პატიმარი ექსპრემიერის სპეკულაციებს პასუხს სცემს - კორუფციული დანაშაულის გადაფარვის მცდელობა, თვითდაზიანების პოლიტიკა და სარგებელი ოპოზიციას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გამოქვეყნებულ განცხადებაში ღარიბაშვილი კითხვის ნიშნის ქვეშ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობას აყენებს. იმას, რაც ოპოზიციისთვის სარწმუნო აღმოჩნდა, ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი აბათილებს.

02 სექტემბერი 2026, 20:17

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა უნდა მოემზადოს ევროპული უსაფრთხოების ახალი ეპოქისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს „ევროპული უსაფრთხოების ახალი ეპოქისთვის“.

02 სექტემბერი 2026, 20:12

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობა“ ნდობის აღდგენის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარს არასდროს იტყვის, გაერთიანების გზა კი მხოლოდ შერიგებაზე გადის - ასეთია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია.

02 სექტემბერი 2026, 19:57

საზოგადოება

6 სექტემბერს, პირველად საქართველოში, თაიგულის ყვავილების ფესტივალი გაიმართება

6 სექტემბერს, 13:00 საათზე Expo Georgia-ს მესამე პავილიონში, პირველად საქართველოში გაიმართება თაიგულის ყვავილების ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მეწარმეები და ფლორისტები მიიღებენ. ფესტივალის მიზანია ქართული ყვავილების წარმოების ხელშეწყობა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ქართული წარმოების სათაიგულე ყვავილები.

02 სექტემბერი 2026, 19:52

პოლიტიკა

ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ

ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ

დონალდ ტრამპი

02 სექტემბერი 2026, 19:48

მსოფლიო

ტრამპი: ახლა, როდესაც ჰორმუზის სრუტეს აშშ აკონტროლებს, ხომ არ უნდა შევუცვალოთ სახელი და დავარქვათ „ტრამპის სრუტე“?

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში წამოაყენა იდეა, რომ ახლო აღმოსავლეთში მდებარე სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეს სახელი შეეცვალოს და მის პატივსაცემად „ტრამპის სრუტე“ ეწოდოს.