www.imedi.ge /  18 ივლისი 2023, 00:24 / სანდო წყარო

მიხეილ სარჯველაძე: როდესაც ადგილი აქვს წინდებით საგნის გატანას, როგორც წესი, ადამიანები ცდილობენ რაღაცის დამალვას, ასეთ დროს ბუნებრივია უსაფრთხოების ზომების გაძლიერება

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

მაქსიმალურად სკრუპულოზური უნდა იყოს ყველა იმ ღონისძიების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს პატიმრის უსაფრთხოებას, მასთან დაკავშირებული მტკიცებულებების უსაფრთხოებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ვივამედში“ 14 ივლისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განუცხადა.

„იმ ინციდენტმა, რასთან დაკავშირებითაც მანამდე იუსტიციის მინისტრმაც გააკეთა განცხადებები და შემდეგ საკმაოდ ფართო დისკუსიის საგანი გახდა, ამის გათვალისწინებით, რასაკვირველია, გაჩნდა დასკვნების გაკეთებისთვის მიზეზები. კერძოდ, ეს უკავშირდება იმ გარემოებას, რომ რაკი მხოლოდ და მხოლოდ არაკეთილსინდისიერებაში დაეჭვების და ასეთი ვარაუდების ჩამოყალიბების საფუძველი არსებობს, ბუნებრივია, შეიძლება, არსებობდეს რისკი, რომ გარკვეულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ ქმედებებს. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება მოეთხოვება. ნებისმიერ შემთხვევაში, საიდან შეიძლება გაჩნდეს ასეთი რისკები, ამის პროგნოზირება, ზუსტად იდენტიფიცირება, რასაკვირველია, ძნელია და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია ყურადღება, რომელიც მართებს პენიტენციურ სამსახურს და ზოგადად ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ლოგიკური და გამართლებული ნაბიჯია ასეთი ტიპის ღონისძიებების გამკაცრება და დამოკიდებულების გამკაცრება. ვფიქრობ, ეს ნორმალური ნაბიჯია იქიდან გამომდინარე, რასაც მანამდე ადგილი ჰქონდა. ეს ლოგიკურად გამოიყურება უბრალოდ იმ ფონზე, როდესაც იქმნება გარკვეული რისკი, რომ შეიძლება, არაკეთილსინდისიერ ქმედებებს ადგილი ჰქონდეს. ეს ერთგვარ მინიშნებად და გაკვეთილად უნდა აღვიქვათ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, უნდა იყოს მაქსიმალურად სკრუპულოზური ყველა იმ ღონისძიების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს პატიმრის უსაფრთხოებას, მასთან დაკავშირებული მტკიცებულებების უსაფრთხოებას და ა.შ.“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

კითხვაზე, აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, ხომ არ იბადება ეჭვი უკვე კანონიერად გატანილ ბიოლოგიურ მასალასთან დაკავშირებითაც, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ როდესაც ადგილი აქვს წინდებით რაღაც საგნის გატანას, როგორც წესი, ადამიანები ცდილობენ რაღაცის დამალვას და ასეთ დროს ბუნებრივია უსაფრთხოების ზომების გაძლიერება.

„მეჩვენება, რომ აბსოლიტურად ლოგიკურია, რომ პირველივე შეხედვისთანავე, როდესაც ადგილი აქვს ადამიანის მხრიდან წინდებით რაღაც საგნის გატანას, ასეთ დროს, როგორც წესი, ადამიანები ცდილობენ რაღაცის დამალვას, ისეთის, რომლის გამხელისგან რაღაც მიზეზის გამო თავს იკავებენ. ბუნებრივია, ასეთ დროს აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ კარგი რაღაც დასამალი არ იქნებოდა. ბუნებრივია, იბადება ეჭვი არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე და აქედან გამომდინარე, თუკი ვინმეს აქვს ინტერესი, რის გამოც შეიძლება, რაღაც მანკიერი, არასწორი, უსაფრთხოების დამაზიანებელი დაეგეგმა. ასეთ დროს ბუნებრივია, აბსოლუტურად თანმიმდევრული გადადგა ნაბიჯები, რომლებიც გააძლიერებს უსაფრთხოების ზომებს. აქ ამ შემთხვევაში იგულისმება არამხოლოდ უსაფრთხოება უშუალოდ პატიმრის და ასე შემდეგ, არამედ მისგან მოპოვებული მტკიცებულებებისაც. იმავდროულად ეს ხომ მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან ხშირ შემთხვევაში გამხდარა მანიპულაციების საგანი, საფრთხე. მაგალითად, დიდი ალიაქოთი ამტყდარა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ადგილი აქვს პატიმრის მოწამვლას, თუმცა მერე არ დადასტურდა ეს გარემოება. მარტო ასეთი არასწორი აჟიოტაჟების შექმნა რომ არ მოხდეს, მათ შორის, ამ თვალსაზრისითაც უმჯობესი იქნება, რომ გარკვეული მკაცრი კონტროლი, რა თქმა უნდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში, ხორციელდებოდეს. ეს არის აბსოლიტურად სწორი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდადებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა. ამასთან, გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

ყველა სიახლე

ირაკლი კირცხალია

30 სექტემბერი 2026, 22:38

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: არ გამოვრიცხავ, მის შემდეგ წერილს გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობოს გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია

არ გამოვრიცხავ, შემდეგ წერილს ეკა გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილებთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპი

30 სექტემბერი 2026, 22:23

მსოფლიო

ტრამპი: დღეს მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ უკანასკნელი ამერიკული ძალები ტოვებენ ერაყს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ერაყში მყოფი უკანასკნელი ამერიკული სამხედრო კონტინგენტი ქვეყანას ტოვებს.

გენადი არველაძე

30 სექტემბერი 2026, 22:16

ეკონომიკა

გენადი არველაძე: CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნეს პროექტები შუა დერეფანში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა.

30 სექტემბერი 2026, 21:20

საზოგადოება

თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა

თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა

30 სექტემბერი 2026, 20:53

პოლიტიკა

რომელი ორგანიზაციების სახელით და რა სტატუსით შეხვდნენ ალენ ბერსეს გიორგი ბურჯანაძე და ნინო დოლიძე - „ქრონიკამ“ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფისს კითხვებით მიმართა. დეტალები „ქრონიკაში“

რომელი ორგანიზაციების სახელით და რა სტატუსით შეხვდნენ ალენ ბერსეს გიორგი ბურჯანაძე და ნინო დოლიძე. ასევე, რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე - ამ კითხვებით „ქრონიკამ“ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფისს მიმართა. მედიასთან ურთიერთობის სამსახურიდან „ქრონიკას“ პასუხად განუცხადეს, რომ დამატების ინფორმაციას ვერ მიაწვდიან.

ლორან ნუნიესი

30 სექტემბერი 2026, 20:49

მსოფლიო

„მიუღებელი ძალადობის კლიმატი, განსაკუთრებით სამართალდამცველების წინააღმდეგ“ - საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აქციებზე 625 ადამიანი დააკავეს, დაშავდა 83 პოლიციელი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა სკოლის მოსწავლეთა საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოთხშაბათს ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი 356 საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეფერხდა.

30 სექტემბერი 2026, 20:32

საზოგადოება

დედაქალაქის მერის ვიზიტი ჩინეთში - ორმხრივი შეხვედრა და მეტროს ახალი ვაგონები. „ქრონიკა“ შანხაიდან

დედაქალაქის მერმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

30 სექტემბერი 2026, 20:29

პოლიტიკა

ევროკომისია, ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღების წესის ცვლილებას და ვეტოს უფლების გაუქმებას გეგმავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკომისიის გეგმა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი იცვლება. წევრ ქვეყნებს ვეტოს უფლება აღარ ექნებათ და კვალიფიციური უმრავლესობით მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც უკავშირდება მათ შორის, გაფართოებას, სანქციებს და თავდაცვის პოლიტიკას.

30 სექტემბერი 2026, 20:27

პოლიტიკა

შეერთებულმა შტატებმა ევროსაბჭოს ანტიკორუფციული მონიტორინგის ჯგუფი დატოვა - სახელმწიფო დეპარტამენტი გადაწყვეტილებას ეროვნული ინტერესებით ხსნის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვენეციის კომისიის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი ოფიციალურად დატოვა.

რიკარდ იოზვიაკი

30 სექტემბერი 2026, 20:24

პოლიტიკა

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე, საქართველოს შესახებ მოკლე დებატებს გამართავენ - შეხვედრაზე მასშტაბური გადაწყვეტილებების მიღება არ იგეგმება და არ არსებობს კონსენსუსი რაიმე სახის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე, საქართველოს შესახებ მოკლე დებატებს გამართავენ.

ენდი ბერნემი

30 სექტემბერი 2026, 20:18

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირთან მომავალი ურთიერთობების სხვადასხვა ვარიანტი უნდა განიხილოს, მათ შორის ბლოკში ხელახლა გაწევრიანება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირთან მომავალი ურთიერთობების სხვადასხვა ვარიანტი უნდა განიხილოს, მათ შორის ბლოკში ხელახლა გაწევრიანება. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის პოზიციას, რომ „ბრექსიტმა“ გაერთიანებულ სამეფოს „სარგებელზე მეტი ზიანი მოუტანა“.

30 სექტემბერი 2026, 20:15

პოლიტიკა

მორიგი დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე - პოლიტიკოსებს შორის ურთიერთბრალდებები მედიასა და სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელ რიტორიკაში გადაიზარდა

მორიგი დაპირისპირებაა ოპოზიციურ ფლანგზე - პოლიტიკოსებს შორის ურთიერთბრალდებები მედიასა და სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელ რიტორიკაში გადაიზარდა.

30 სექტემბერი 2026, 20:15

რეგიონი

წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის მე-11 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის მე-11 კმ-ზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

30 სექტემბერი 2026, 20:11

პოლიტიკა

ქრონიკის კითხვა IRI-ს - გეგმავს თუ არა ორგანიზაცია კვლევის გასაჯაროებას, რომელიც ოპოზიციამ დამალა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გასაიდუმლოებული კვლევა, რომელიც გასაჯაროვდა და ოპოზიციის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა - აპირებს თუ არა IRI კვლევის ოფიციალურად გამოქვეყნებას და დამკვეთის დასახელებას, ამ კითხვით „ქრონიკამ“ კვლევით ორგანიზაციას მიმართა.

მარკ რუტე

30 სექტემბერი 2026, 19:42

მსოფლიო

მარკ რუტე: ყველამ იცის, რომ პუტინი ნატოსთან ომში ვერასდროს გაიმარჯვებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Euronews-ს განუცხადა, რომ ალიანსის ტერიტორიას დაუყოვნებლივი საფრთხე არ ემუქრება. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის ბირთვულ მუქარას სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან მოსკოვი ნატოსთან დაპირისპირებაში ვერასდროს გაიმარჯვებს.

30 სექტემბერი 2026, 19:34

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას ორმხრივ და რეგიონულ ფორმატში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

30 სექტემბერი 2026, 19:29

მსოფლიო

ნეთანიაჰუ FlyDubai-ს რეისზე მომხდარ ინციდენტზე: ერთი პილოტი დაკავებულია

დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალ ავიაკომპანია FlyDubai-ს ხომალდზე მომხდარ ინციდენტს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სპეციალური ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და მომხდარს „უსაფრთხოების უმძიმესი ინციდენტი“ უწოდა.

გურამ მაჭარაშვილი

30 სექტემბერი 2026, 19:20

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბრისას, კომენტარი გააკეთა ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაზე, რომლითაც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი.

რუმენ რადევი

30 სექტემბერი 2026, 18:45

მსოფლიო

ბულგარეთის პრემიერი ევროპას მოუწოდებს, ბირთვული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად რუსეთთან დიალოგი დაიწყოს

ევროკავშირი რუსეთთან დიპლომატიურ ჩართულობაზე უნდა გადავიდეს, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს და კატასტროფული ბირთვული თავდასხმა თავიდან იყოს აცილებული, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა Euronews-ის თავდაცვისა და კოსმოსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კაკურიძე

30 სექტემბერი 2026, 18:35

ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე 2027 წლის ბიუჯეტის პროექტზე: 800 მლნ ლარზე მეტით გაზრდილია ჯანდაცვის მიმართულება, 400 მლნ ლარზე მეტით განათლების მიმართულება

ბიუჯეტი დაგეგმილია კონსერვატიულ პარამეტრებზე დაყრდნობით - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას. მისი თქმით, პროექტით გათვალისწინებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალი პროექტის დაწყება, მათ შორის არის თბილისის შემოვლითი გზის მონაკვეთები, თბილისი-რუსთავისა და ბათუმი-სარფის მიმართულებები.