imedi /  31 ივლისი 2023, 10:31 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: უდიდესი პოლიტიკური მოთამაშე, რომელიც შენს ტერიტორიულ მთლიანობას უსიტყვოდ აღიარებს, თან ცხოვრების წესის შეცვლასაც არ გთხოვს - არის თუ არა ლოგიკური საქართველომ ჩინეთზეც გააკეთოს აქცენტი?

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტმა ჩინეთში. აკაკანდნენ ფსევდო-ლიბერალები და სიტყვით მედასავლეთეები, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს. კაკაბაძე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ჩინეთის როლზე და აღნიშნავს, რომ ზესახელმწიფოს მხრიდან დამოუკიდებელი, ერთიანი და სტაბილური საქართველოს მხარდაჭერა მისასალმებელია. მისი თქმით, ანტიჩინური კამპანიის გამღვივებელი შიდა ძალები არა საქართველოს გაერთიანებით, არამედ დასავლური ძალების გაბატონებით არიან დაინტერესებული. როგორც ნანა კაკაბაძე აცხადებს, მათი მიზანია, ლიბერალურ- ფაშისტური ძალების დახმარებით ქვეყნის ხელისუფლებაში დაბრუნება.

„ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტმა ჩინეთში. აკაკანდნენ ფსევდო¬ლიბერალები და სიტყვით მედასავლეთეები. თავი რომ დავანებოთ პომპეზური დახვედრით გულგახეთქილი თანამზრახველების დამშვიდების ტაქტიკას („მერე რა, ბურუნდის, მავრიტანიის და გაიანას პრეზიდენტებსაც კი ხვდებიან ჩინეთში ასე, კომუნისტურ-პიონერულად“), ამ ვიზიტთან დაკავშირებული მათი მთავარი გზავნილი ასეთია: „ჩინეთთან პარტნიორობა მნიშვნელოვანი და საჭიროა. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც კარგია. რაც მეტი იქნება ჩვენი ექსპორტი უკეთესი, თუმცა ძვირადღირებულ ბაზრებზე რომ გავიტანოთ პროდუქტი და მეტი ძალისხმევა ამაში ვცადოთ, უფრო სასარგებლო იქნება. მაგრამ თვისობრივად სხვა საკითხია სტრატეგიული პარტნიორობა და ნებისმიერ ქვეყანასთან ამგვარი გადაწყვეტილების მიღების დროს პირველ რიგში საკუთარი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოების რისკები უნდა გაიწეროსო“, ასე გვმოძღვრავენ ჩვენი ვითომ ძალიან დემოკრატი და ძალიან მედასავლეთე ოპოზიციონერები. ვინაიდან ყველანაირი „მაგრამ“-ის და „თუმცა“-ს მიუხედავად, თვით ეს ოდიოზური პოლიტიკოს-ექსპერტ-ენჯეოშნიკებიც კი ვერ უარყოფენ ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავების სიკეთეებს, ჩვენც აქცენტი სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადავიტანოთ, რის გამოც ასე გულდათუთქული მოთქვამს ეს ხალხი.

ჯერ ასეთი დახვედრა და შემდეგ ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხმამაღალი განცხადებები მკაფიო სიგნალი უნდა ყოფილიყო ევროპა-აშშ-სთვის, რომ საქართველოსთან პარტნიორობა და სი ძინ პინის მინიშნება, „მიუხედავად პოლიტიკური ვითარების ცვალებადობისა, საქართველო უსაფრთხო შუა დერეფანი იქნებაო“, ოდნავ მოაზროვნე ყველა ადამიანმა ისე გაიგო, რომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ჩინეთი იღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას.

ოპოზიციის "ვარსკვლავები" ჩივიან, არ შეიძლება ორი ბატონის მონობაო, რითაც ფაქტობრივად აღიარებენ, რომ თვითონ ერთი ბატონის მონები არიან.

მათგან განსხვავებით, ვინაიდან ჩვენ არც ერთი ბატონის მონობას არ ვაპირებთ, მოდით, იმაზე ვისაუბროთ, რა პერსპექტივები შეიძლება მოგვიტანოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის სიმაღლემდე აყვანილმა ურთიერთობამ ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხის - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის მოახლოების თვალსაზრისით.

კარგად ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლებების მიერ 30 წლის წინ აღებულმა კურსმა (მკვეთრად ანტირუსული და მკვეთრად პროდასავლური) შედეგად ტერიტორიის 20%-ის დაკარგვა მოგვიტანა. მას შემდეგ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები (ამერიკა-ევროპა) მუდმივად გაიძახიან, რომ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ეს არის და ეს, შედეგის თვალსაზრისით არაფერი იცვლება, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მცდელობებით (თუ მათი მხრიდან ასეთს საერთოდ აქვს ადგილი) ერთი დევნილიც კი არ დაბრუნებულა ლეგალურად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უფრო მეტიც, აქა-იქ უკვე გაისმის მოწოდებები, რომ ეს ტერიტორიები საქართველოსთვის მხოლოდ ტვირთი და წინაღობაა ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და იქნებ ჯობდეს, ვაღიაროთ მათი დამოუკიდებლობა და მათ გარეშე უფრო ადვილად შევალთ ნატო-ევროკავშირშიო.

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ამ თვალსაზრისით ბევრ რამეს ცვლის. ვიცით, რომ აშშ-ს, ევროპის და რუსეთის პარალელურად ჩინეთი მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღვრელი ბირთვული სახელმწიფოა. ამჯერად თავი დავანებოთ მის ზოგად პრეტენზიებს მსოფლიოში, ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რა ინტერესები აქვს მას ჩვენს რეგიონში...

ამ ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც ასეთი ზესახელმწიფო აცხადებს, რომ მის მიზნებს ემთხვევა დამოუკიდებელი, ერთიანი და სტაბილური საქართველოს არსებობა, ეს არის თუ არა მისასალმებელი? დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობით ჩვენ 30 წელია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უშედეგოდ ვცდილობთ. როგორ მოვიქცეთ, როდესაც ვხედავთ, რომ დასავლეთი რუსეთს ეკეკლუცება. კონფრონტაციის არიდების მიზნით, მხოლოდ სიტყვით აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქმე კი სულ უკან და უკან მიდის. და როდესაც გამოჩნდება სხვა უდიდესი პოლიტიკური მოთამაშე, რომელსაც, ჩვენი ლიბერალი ექსპერტების მტკიცებით, რუსეთზე უდიდესი ზეგავლენა აქვს, ბევრ საკითხში კარნახობს კიდეც მას პოლიტიკურ ნაბიჯებს.ასეთი უდიდესი პოლიტიკური მოთამაშე, რომელიც შენს ტერიტორიულ მთლიანობას უსიტყვოდ აღიარებს, თან ისე, რომ ცხოვრების წესის შეცვლასაც არ მოითხოვს შენგან, არის თუ არა ლოგიკური, რომ თუნდაც ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივის მიმართულებით საქართველომ სწორედ ჩინეთზე (ც) გააკეთოს აქცენტი?

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დასავლეთისა და ჩინეთის კონკურენციის პირობებში ეს იმ დასავლეთსაც გამოაფხიზლებს ჩვენთან მიმართებაში, რომლებიც საქართველოს გაერთიანებაზე კი არ (ან ვერ) მუშაობენ, არამედ პრაქტიკულად ცდილობენ, რომ დე-ფაქტო დაკარგული ტერიტორიების დე-იურედ დაკარგულად აღიარების სიკეთეები დაგვანახვონ და ოკუპირებული ტერიტორიების სახით არსებული ეს „ტვირთი“ მოგვაცილონ.

ასე რომ, ანტიჩინური კამპანიის წამომწყებები ამ კონკრეტულ პოლიტიკურ სიტუაციაში მხოლოდ ის შიდა ძალები იქნებიან, რომლებისთვისაც პრიორიტეტი საქართველოს გაერთიანება ან ზოგადად, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა კი არ არის, არამედ ვისთვისაც მთავარი საქართველოში ვითომ ლიბერალ-დემოკრატიული (სინამდვილეში ლიბერალ-ფაშისტური) დასავლური ძალების გაბატონება და ამ ძალების საშუალებით ხელისუფლებაში დაბრუნებაა”, - წერს კაკაბაძე Facebook-ზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი 28 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს.

დღეს კი გამოქვეყნდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.

ყველა სიახლე

29 აგვისტო 2026, 15:33

საზოგადოება

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

29 აგვისტო 2026, 15:13

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: ბაღდათის მუნიციპალიტეტში სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად

სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიურ პროცესებს ეხება.

29 აგვისტო 2026, 14:52

მსოფლიო

უკრაინული მედია: კიევთან რუსეთის დრონით თავდასხმას საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოჰყვა - დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი

უკრაინის კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, რომელმაც საბრძოლო მასალის საცავში აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი

29 აგვისტო 2026, 14:40

მსოფლიო

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება. ინფორმაციას BBC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი ჭეიშვილი

29 აგვისტო 2026, 14:40

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, რადიკალების მიზანია, მაქსიმალურად დააზიანონ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე - ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილება.

გიორგი სოსიაშვილი

29 აგვისტო 2026, 14:36

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის აქტივისტის დავით ჩხეიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

ირაკლი ჭეიშვილი

29 აგვისტო 2026, 14:28

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები, ეს ჩანს პირდაპირ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძის განცხადებაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

29 აგვისტო 2026, 14:21

მსოფლიო

აშშ-ში ტრამპის გამოსვლების შესახებ წინასწარი ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობისთვის თეთრი სახლის ყოფილ თანამშრომელი 172 000 დოლარით დააჯარიმეს

აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიამ (CFTC) თეთრი სახლის სუფლიორის ყოფილ ოპერატორს გაბრიელ პერესს 172 539 დოლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

29 აგვისტო 2026, 14:17

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი დაურ ბუავას გარდაცვალებაზე: რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა

რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებული კომენტარების შეფასებისას.

29 აგვისტო 2026, 14:15

სამართალი

ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე წამოიწყეს კამპანია, რომ თითქოს ის მოკლეს

დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა კამპანია წამოიწყეს, რომ თითქოს ის მოკლეს და არაერთ ვერსიას ასახელებდნენ, მათ შორის უკავშირებდნენ მის საქმიანობას. “ასეთი ადამიანების არსებობა და საქმიანობა, რუსეთს ძალიან არ აწყობს და ამიტომ, რეპუტაციულად ან ფიზიკურად ანადგურებენ. ცხადია დაურის გარდაცვალება, საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული”, -წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე. .

ცოტნე ანანიძე

29 აგვისტო 2026, 13:50

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას-რადიკალების ინტერესშია დაძაბულობის შენარჩუნება, ამიტომ ესხმიან თავს ყველას, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა

ყველაზე მეტად კონკრეტული ადამიანის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას, - განაცხადა მედიასთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.

29 აგვისტო 2026, 13:38

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მასალას, რაც სოციალური ქსელის საშუალებით დაზარალებულის მეუღლეს გაუგზავნა.

29 აგვისტო 2026, 13:16

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ ქარელში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

29 აგვისტო 2026, 13:14

საზოგადოება

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია და ამ დროისთვის გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის

29 აგვისტო 2026, 13:00

მსოფლიო

ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

ისლანდიელები რეფერენდუმში მონაწილეობენ, რათა გადაწყვიტონ, უნდა განაახლოს თუ არა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რომლებიც 13 წლის წინ შეწყდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

29 აგვისტო 2026, 13:00

რეგიონი

სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ორივე სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

დავით ქართველიშვილი

29 აგვისტო 2026, 12:39

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ მგრძნობიარე დარტყმა მიაყენა სქემას, რომელიც წლების განმავლობაში უცხოელებისთვის ქვეყანაში ლეგალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ გზად რჩებოდა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების წესის ცვლილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ფიქტიური ქორწინებების გზით ქვეყანაში ლეგალიზაციის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაართულებს.

დიმიტრი მედვედევი

29 აგვისტო 2026, 12:37

მსოფლიო

მედვედევის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, მოსკოვი ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს.

29 აგვისტო 2026, 12:14

მსოფლიო

უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრი: რუსეთმა უკრაინაში სურსათის საწყობების 90% გაანადგურა

უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრის ტარას ვისოცკის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა.

ალექსეი არესტოვიჩი

29 აგვისტო 2026, 11:39

მსოფლიო

რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.