ლევან დავითაშვილი: გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობისა და ჩინეთის მთავრობის ერთობლივი კომუნიკე, რომელიც აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის
ლევან დავითაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობისა და ჩინეთის მთავრობის ერთობლივი კომუნიკე, რომელიც რამდენიმე განზომილებას მოიცავს. ზოგადად, კომუნიკე აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან გადადის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე და მყარდება სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტი ქვეყნებს შორის ურთიერთობის ყველა პოტენციურ ასპექტს ფარავს.
„როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობისა და ჩინეთის მთავრობის ერთობლივი კომუნიკე, რომელიც რამდენიმე განზომილებას მოიცავს. ზოგადად, კომუნიკე აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან გადადის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე და მყარდება სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორი ქვეყნის ურთიერთობაში და მოიცავს არაერთ ასპექტს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და საგანმანათლებლო განზომილებას, შესაბამისად, არის კომპლექსური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის.
რაც შეეხება ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს, ესეც ყოვლისმომცველია და შეგვიძლია თქვათ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ყველა პოტენციურ ასპექტს ფარავს. აქ საუბარია თანამშრომლობაზე როგორც ინვესტიციების მიმართულებით და ჩვენ მოვიაზრებთ, რომ საქართველოში ჩინეთიდან შეიძლება განხორციელდეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები სხვადასხვა დარგში. ასევე საუბარია თანამშრომლობაზე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, კავშირგაბმულობის სფეროებში და აქაც საუბარია ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ სამი მიმართულებით განავითაროს თავისი პრიორიტეტები, რომელიც უკავშირდება ქვეყნის გადაქცევას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად. იცით, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი ეს არის. მეორე - საქართველო შეიძლება იყოს ციფრული ჰაბი და ციფრული ეკონომიკის განვითარების კუთხით თანამშრომლობას აქვს განსაკუთრებული პერსპექტივები. ასევე თანამშრომლობა ენერგეტიკის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საქართველო შეიძლება იყოს ენერგეტიკული ჰაბი, საქართველოს განსაკუთრებული გეოსტრატეგიული მდებარეობა გააჩნია და ეკონომიკური განვითარების კუთხით ეს არის საფუძველი, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ასევე საუბარია ტურიზმის და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობაზე და იცით, რომ საქართველოსთვის ჩინეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. დღეს ის მესამე ადგილს იკავებს, თუმცა ყველა პოტენციალი გააჩნია, რომ ჩინეთი იყოს საქართველოს ერთ-ერთი პირველი სავაჭრო პარტნიორი, გაიზარდოს როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი და სავაჭრო ურთიერთობა წახალისდეს ორივე ქვეყნიდან. საქართველოს გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს როგორც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ისე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ასე, რომ ღვინის ექსპორტის თვალსაზრისითაც საქართველოსთვის ჩინეთი ძალიან პერსპექტიულია. პერსპექტიულია ასევე ავია მიმოსვლის კუთხით და საუბარი იყო იმაზე, რომ თავისუფალი ცის ფარგლებში ჩვენ მეტი კავშირი გვექნება ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან და შესაბამისად, ეს პირდაპირ ხელს შეუწყობს ტურისტულ ნაკადს და რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე“, - განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი 28 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს ერთობლივი განცხადება კი დღეს გაავრცელა.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 00:01
მსოფლიო
„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა მეოთხედ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვას ითვალისწინებდა
„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა მეოთხედ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვას ითვალისწინებდა.
15 აპრილი 2026, 23:53
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: დღესაც რომ გვითხრან, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებენ, ოღონდ საქართველოში უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, ეს გამორიცხულია - საქართველოში მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყველა უმცირესობის უფლება დაცულია
არსებობს კონკრეტული წერილი, სადაც ჰერჩინსკი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იქ არის დატანილი თარიღი, რომ მათი მხრიდან მოხდა ამ [ევროინტეგრაციის] პროცესის შეჩერება 2024 წლის ივნისში, 5 თვით ადრე, სანამ პრემიერი გააკეთებდა განცხადებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
15 აპრილი 2026, 23:51
პოლიტიკა
პაატა სალია: რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ღონისძიება, რომელზეც ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს, აკრედიტებულ დიპლომატებს. გავაცანით ინფორმაცია საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ, რომელიც 23-25 ივნისს საქართველოში გაიმართება
სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ღონისძიება, რომელზეც ჩვენ ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს, აკრედიტებულ დიპლომატებს და გავაცანით დეტალური ინფორმაცია საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ, რომელიც გაიმართება 23-25 ივნისს საქართველოს დედაქალაქში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.
15 აპრილი 2026, 23:39
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი: აშშ მზადაა მეორადი სანქციები დააწესოს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ „ახლა უკვე მზადაა მეორადი სანქციები გამოიყენოს“ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ ან თეირანისგან ფულს იღებენ.
15 აპრილი 2026, 23:32
საზოგადოება
პაატა სალია: ვასრულებთ ტენდერს და გამოვლინდება გამარჯვებული ე.წ. ციფრული საფულის ნაწილში. ეს მომხმარებელს მისცემს საშუალებას, რომ მარტივად, მობილური ტელეფონიდან მიიღოს მომსახურება, რისი მიღებაც დღეს იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი
დღეს შესაძლებელი უნდა იყოს მობილური მოწყობილობებით იგივე სერვისის მიღება, რაც ფიზიკური მისვლით ხდება იუსტიციის სახლების ფილიალებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.
15 აპრილი 2026, 23:31
პოლიტიკა
პაატა სალია აშშ-ში ვიზიტზე: აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ საერთაშორისო აქტორთან დეტალურად განეხილა ჩვენ მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები
აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ საერთაშორისო აქტორთან დეტალურად განეხილა ჩვენს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით. კერძოდ, პაატა სალია უკვე შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. დაგეგმილია ასევე შეხვედრები კიდევ ორ მოადგილესთან.
15 აპრილი 2026, 23:16
პოლიტიკა
სალია: კომიტეტის სხდომაზე ვისაუბრე იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს საჯარო მმართველობის განვითარების სფეროში - ჩვენი მაგალითი ბევრისთვის არის საინტერესო, ბევრი აღიარებს საქართველოს წინსვლას საჯარო მმართველობის გაუმჯობესების პროცესში
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.
15 აპრილი 2026, 23:15
მსოფლიო
თეთრი სახლი ირანთან შეთანხმების პერსპექტივებს დადებითად აფასებს
თეთრმა სახლმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან „შეთანხმების პერსპექტივებს დადებითად აფასებს“. ამასთანავე აღინიშნა, რომ პირისპირ მოლაპარაკებების პოტენციური მეორე რაუნდის სავარაუდო ადგილი პაკისტანი იქნება.
15 აპრილი 2026, 22:52
საზოგადოება
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მთაწმინდის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით (გმირთა მოედნის პანდუსთან) 16 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება.
15 აპრილი 2026, 21:43
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 21:35
მსოფლიო
The Wall Street Journal: ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ
13 მარტს, თეირანის ენყელაბის მოედანზე უზარმაზარი ბილბორდი გამოჩნდა. მასზე გამოსახული იყო ირანის ახლად არჩეული უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც სანგარში დგას და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლებს მტრების მიმართულებით რაკეტების გაშვების მითითებას აძლევს. ტექსტი მიანიშნებდა, რომ ეს მისია ღვთიური შთაგონებითაა ნაკარნახევი და ხამენეის ადარებდა იმამ ალის - მუსლიმთა შორის პატივსაცემ ფიგურას, რომელიც ებრაულ ტომებზე მოპოვებული ლეგენდარული გამარჯვებითაა ცნობილი - ირანის რეჟიმის ოპონენტებისთვის ეს გამოსახულება მათი ყველაზე საშინელი კოშმარის ვიზუალური გამოხატულებაა: მილიტარიზებული ირანი, რომელსაც უფრო ახალგაზრდა, რადიკალი ლიდერი მართავს და სადაც რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კიდევ უფრო დომინანტურ როლს ასრულებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ.
15 აპრილი 2026, 21:03
მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს
უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს. როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იტყობინება, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
15 აპრილი 2026, 20:53
საზოგადოება
ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია-რესტავრაცია, სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებისკენ მოძრაობის მიმართულება დროებით იცვლება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
17 აპრილიდან სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყება.
15 აპრილი 2026, 20:50
სამართალი
პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 აპრილს, ქალაქ სიღნაღში, ბრალდებულმა მიუსაფარ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ბასრი საგანი, რამაც ცხოველის დასახიჩრება გამოიწვია.
15 აპრილი 2026, 20:46
საზოგადოება
როგორი იქნება ფორმა საჯარო სკოლებში? - დიზაინი დამტკიცებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2026-2027 სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება. დიზაინი უკვე ცნობილია.
15 აპრილი 2026, 20:46
სამართალი
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გიგა ავალიანის მკვლელობის რეზონანსული საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ.
15 აპრილი 2026, 20:41
რეგიონი
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტში - აშენდება 1000-კაციანი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც ადგილობრივებს მოემსახურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, 1000 მაყურებლისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. პროექტი ისეთი სივრცის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მოემსახურება. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
15 აპრილი 2026, 20:41
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის (AIPA) გენერალურ მდივანს, ქემ ვიდიას შეხვდა.
15 აპრილი 2026, 20:41
მსოფლიო
El Pais: ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს
ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.
15 აპრილი 2026, 20:38
პოლიტიკა
მაია ბითაძე: მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის
მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის, - განუცხადა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.


