www.imedi.ge /  08 აგვისტო 2023, 14:07 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: კრიზისულ დროს, როცა მობილიზება, თანადგომაა მნიშვნელოვანი, ვრცელდებოდა ტყუილები, საქართველო საინფორმაციო შეტევის ქვეშ იყო, ეს არის საბოტაჟი და ქვეყნისთვის ზურგში დანის ჩარტყმა

კრიტიკულ, კრიზისულ დროს, როცა მნიშვნელოვანია მობილიზება, თანადგომა და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება, რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველო საინფორმაციო შეტევის ქვეშ იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი დეზინფორმაცია ეხებოდა მდინარე დღვიორას, რომელიც პაპუაშვილის განცხადებით, სინამდვილეში, სტიქიის ზონიდან რამდენიმე ასეული მეტრით ქვემოთა და არანაირ კავშირში არ იყო კურორტ შოვთან.

„დღეს ზოგს ბოდიშების მოხდა უწევს ხან კახა კალაძესთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხან დღვიორასთან დაკავშირებით, თითქოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ანალიზის მიხედვით, ხეობაში მოსალოდნელი იყო ღვარცოფი. სინამდვილეში, ეს აბსოლუტური ტყუილი იყო. რამდენჯერმე მივმართე „ მწვანე ალტერნატივას“, თუმცა ტყუილი შეინარჩუნეს. პირდაპირ ჰქონდათ მოხაზული მდინარე დღვიორა, რომელიც რამდენიმე ასეული მეტრით ქვემოთა, მეორე მხარეს არის. იქ საერთოდ არაფერი მომხდარა, არანაირ კავშირში არ იყო კურორტ შოვთან. ეს არის გლოლასთან. გასაგებია, რომ ხალხმა არ იცის გეოლოგია, მაგრამ გეოგრაფია მაინც ხომ უნდა ისწავლოს ადამიანმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით კრიზისის დროს არასწორი ინფორმაციების გავრცელება საბოტაჟი და ზურგში დანის ჩარტყმაა.

„თქვენ მოისმინეთ გეოლოგების დასკვნა, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასება. ყველა თანხმდება, რომ საქართველოში გვყავს ერთი ორი გეოლოგი თუ ვინ არის პროფესიით არ ვიცი, ვინც იმ დღეებში ტელევიზორში ხშირად ჩანდა, განსაკუთრებით ერთი ქალბატონი. ერთი-ორი ასეთი ადამიანი გყავს, რომელიც კრიზისის დროს უბრალოდ პანიკას ტეხს ტყუილით. აბსოლუტური ტყუილი იყო, რასაც თეა გოდოლაძე ამბობდა. ისიც ამბობდა, რომ დაგუბება იყო ორი დღის განმავლობაში, კიდევ „მთის ამბები“ ამბობდა, თითქოს ორი დღე წყალი არ მოდიოდა ბუბუს ხეობაში ან დაკლებული იყო. ეს იყო ტყუილი, რაც მეცნიერულად დასტურდება. 3 აგვისტომდე არანაირი ცვლილება არ არის დაფიქსირებული წყალთან დაკავშირებით. ამას დაემატა მეორე ტყუილი, თითქოს ზემოთ რაღაც გუბდებოდა, ასე ვთქვათ, ღია ტბა არსებობდა. კრიზისის დროს ტყუილების გავრცელება ჩვეულებრივი საბოტაჟი და ქვეყნისთვის ზურგში დანის ჩარტყმაა. წინასწარმა დასკვნამ ზუსტადაც თქვა, რომ მდინარეში არანაირი წყლის კლება არ ყოფილა და ღია ტბის დაგუბება არ ხდებოდა. მათ შორის სხვა ექსპერტების მხრიდანაც დადასტურდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი. მაშველები 15 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.

ყველა სიახლე

04 სექტემბერი 2026, 20:55

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: ჩვენი პარტიის ასაკრძალად რეალური საფუძველი არ არსებობს

„მიმდინარეობს დისკუსია, რომ ჩვენი პარტია აიკრძალოს. თუმცა, ჯერჯერობით ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი აკრძალვის მოთხოვნით სარჩელის შეტანის მცდელობა არ ყოფილა. ვფიქრობ, ამის მიზეზი არის ის, რომ მათ ყველას ეშინიათ, ეშინიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას არ აკრძალავს, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა კაუფმანმა.

04 სექტემბერი 2026, 20:51

მსოფლიო

Bloomberg: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება და, სავარაუდოდ, სულ მცირე, ნოემბრის არჩევნებამდე შეჩერდება, იმ შიშის ფონზე, რომ აღნიშნული ზომა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატარიფო უფლებამოსილებებს გააფართოებს და ნავთობის ფასებს გაზრდის, - წერს საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი.

04 სექტემბერი 2026, 20:37

პოლიტიკა

საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და შერიგება აფხაზებთან - უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს მწვავედ აკრიტიკებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთზე გაკეთებული განცხადებები, „ქართული ოცნების“ შეფასებით გარედან დაგეგმილი და ორკესტრირებულია. ხელისუფლების პოლიტიკა კი უცვლელია - საქართველო საკუთარ მომავალს მშვიდობაზე , ეროვნულ ინტერესებსა და გაერთიანებაზე აშენებს.

04 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

პოლიტიკური ჭორაობა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებულ კამპანიაზე - ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა ჩავარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიტიკური ჭორაობა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებულ კამპანიაზე - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის მიერ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

ზაზა შათირიშვილი

04 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

ვარაუდებზე დაფუძნებული ბრალდებები - ზაზა შათირიშვილი ოპოზიციას ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის მიერ სასურველის რეალობად წარმოჩენის მცდელობას ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ამხელს. კონკრეტულ მაგალითად კი რომან გოცირიძის მიერ გიორგი ბაჩიაშვილზე გაკეთებული განცხადება მოჰყავს.

04 სექტემბერი 2026, 20:28

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. „გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

04 სექტემბერი 2026, 20:18

პოლიტიკა

უსაფუძვლო ხმაურიანი ბრალდებები და ოპოზიციის ცრუ კამპანია - პოლიტიკოსების გამოკითხვები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პოლიტიკოსები გამოიკითხნენ. ირკვევა, რომ ხმაურიანი საჯარო ბრალდებების უკან მხოლოდ მსჯავრდებული ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი და დაუდასტურებელი ეჭვებია.

04 სექტემბერი 2026, 20:12

საზოგადოება

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, რომელიც მალე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტს ქვეყანაში შემოიტანს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საუბარია, „ჯივინოსტატზე“. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ეს მედიკამენტი შეიძინა და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანა.

პიტერ მადიარი

04 სექტემბერი 2026, 19:49

მსოფლიო

პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დროებითი დაცვის წესების ცვლილების მიუხედავად, ბუდაპეშტი გააგრძელებს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის თავშესაფრის მიცემას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დროებითი დაცვის წესების ცვლილების მიუხედავად, ბუდაპეშტი გააგრძელებს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის თავშესაფრის მიცემას.

04 სექტემბერი 2026, 19:13

მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაზე რუსეთის დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაშავდა

4 სექტემბერს რუსეთმა კიევის ცენტრში, წმინდა სოფიას ტაძრის მოპირდაპირედ მდებარე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინას დრონით დაარტყა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

04 სექტემბერი 2026, 18:59

საზოგადოება

დედაქალაქის ცხრა საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებს შეუძლიათ, ისარგებლონ ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტით – საქართველო I2Q (WB). პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება და მის ფარგლებში თბილისის ცხრა საჯარო სკოლაში ფუნქციონირებას დაიწყებს სასკოლო მზაობის ჯგუფები“.

04 სექტემბერი 2026, 18:52

მსოფლიო

„ამ აქტივების ათვისება ისეთი მექანიზმით, რაც ფაქტობრივად კონფისკაციის ტოლფასია, უზარმაზარ რისკებთან იქნება დაკავშირებული“ - ბელგიამ მკვეთრი უარით უპასუხა მორიგ ინიციატივას რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინის დამატებითი დახმარებისთვის გამოყენების შესახებ

ბელგიამ მკვეთრი უარით უპასუხა მორიგ ინიციატივას რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინის დამატებითი დახმარებისთვის გამოყენების შესახებ, - წერს Euronews-ის ფრანგულენოვანი გამოცემა.

04 სექტემბერი 2026, 18:33

მსოფლიო

Euronews: ცხრა კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, მაშინ როცა სამი მდიდარი დემოკრატია მის ფარგლებს გარეთ დარჩენას ირჩევს

ცხრა კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, მაშინ როცა სამი მდიდარი დემოკრატია მის ფარგლებს გარეთ დარჩენას ირჩევს, - წერს Euronews-ის ფრანგულენოვანი გამოცემა სტატიაში სათაურით „რატომ სურს ამდენ ქვეყანას ევროკავშირში შესვლა, ევროპის ყველაზე მდიდარი ქვეყნის გარდა?“

ჯაბა ხუბუა

04 სექტემბერი 2026, 18:28

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს

ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილთან რესტორანში მომხდარი ინციდენტის დეტალები განმარტა. ხუბუას თქმით, გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, თითქოს მან ან ინციდენტის სხვა მონაწილეებმა სამართალდამცავებს საჩივრით მიმართეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ანი პაპიაშვილი

04 სექტემბერი 2026, 17:50

სამართალი

საჯარო სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, სასამართლომ რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმა

საჯარო სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, მოქალაქე მიტო ჩხაიძეს, 3 თასი ლარი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო თარაშ ონიანსა და დავით კვინიკაძეს - 4-4- ათასი ლარის ოდენობით.

04 სექტემბერი 2026, 17:47

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა დაბომბა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთმა დრონის მეშვეობით კიევის ცენტრში ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალური შენობა დაბომბა.

04 სექტემბერი 2026, 17:40

სამართალი

„სახელმწიფო უსაფრთხოების” სამაგისტრო პროგრამაზე დოკუმენტების მიღება 11 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სამაგისტრო პროგრამას წელს პირველად ახორციელებს. სტუდენტები მაღალკვალიფიციური, პრაქტიკოსი აკადემიური პერსონალისგან მიიღებენ უმაღლესი ხარისხის განათლებას და ჩაერთვებიან თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სიმულაციურ სწავლებებში.

მარტა კოსი

04 სექტემბერი 2026, 17:29

მსოფლიო

Euronews: ევროკავშირი ისლანდიის რეფერენდუმის შემდეგ გაფართოების პროცესის გაგრძელებას ცდილობს

ევროკავშირის მაღალჩინოსნები ცდილობენ შეამცირონ ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ ჩატარებული რეფერენდუმის გავლენა და გაფართოების პროცესს ახალი იმპულსი შესძინონ. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ირმა ინაშვილი

04 სექტემბერი 2026, 17:25

სამართალი

ირმა ინაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: დღევანდელი გამოკითხვის ადრესატი არ ვიყავი. არ უნდა ვყოფილიყავი მე, ვინაიდან ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, რომ არ ვფლობთ ინფორმაციას იმაზე, რაც მათ აინტერესებთ

მას 2 საათზე მეტ ხანს ჰკითხავდნენ. გამოკითხვის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

04 სექტემბერი 2026, 17:08

მსოფლიო

Euronews: ევროკავშირი სერბეთს აფრთხილებს - რატკო მლადიჩის დაკრძალვა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი ტესტი იქნება

ევროკავშირი სერბეთის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ბოსნიელი სერბების ყოფილი სამხედრო მეთაურის, ომის დამნაშავედ მსჯავრდებული რატკო მლადიჩის დაკრძალვის ორგანიზება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.