imedi /  05 ოქტომბერი 2017, 19:21 / სანდო წყარო

მოსკოვიდან ჩამოსულ პატრიოტებს აეროპორტში აქციით დახვდნენ

დახვედრა აეროპორტში

დახვედრა აეროპორტში

მოსკოვიდან დაბრუნებულ პატრიოტთა ალიანსის წევრებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული ფრთის წევრები საპროტესტო აქციით დახვდნენ. ინფორმაციას დემოკრატები Facebook-ზე ავრცელებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, "სირცხვილია, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები სახელმწიფოს გვერდის ავლით მიმდინარეობს". პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრების შეფასებით, ასეთი ტიპის შეხვედრები უნდა აიკრძალოს, რისი ინიცირებაც საკანონმდებლო ორგანოში უნდა მოხდეს.

მოსკოვში პატრიოტთა ალიანსის ვიზიტს დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტრეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე, კრემლში გამართული ნებისმიერი შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

4 ოქტომბერს პატრიოტების ლიდერმა ირმა ინაშვილმა ხელისუფლებას იმ ინიციატივებით სარგებლობისკენ მოუწოდება, რომლებსაც პარტია მოსკოვიდან ჩამოიტანს

"პატრიოტთა ალიანსი" მოსკოვში იმყოფება და რუს პოლიტიკოსებს ხვდება. 3 სექტემბერს ისინი დსთ-ს საკითხების კომიტეტის თავჯდომარეს ლეონიდ კალაშნიკოვს შეხვდნენ.

ბოლო 3 თვის განმავლობაში ეს "პატრიოტთა ალიანსის" მეორე ვიზიტია მოსკოვში. პირველი ოფიციალური შეხვედრა დუმაში ივლისში გაიმართა.

დახვედრა აეროპორტში

ყველა სიახლე

ია ჯიშკარიანი

06 დეკემბერი 2023, 14:23

რეგიონი

„ნაციონალური მოძრაობა“ ხობის საკრებულოს 11-მა წევრმა დატოვა

„ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ყოველდღიურად ტოვებენ. პარტიიდან გასვლის პროცესი გრძელდება.

ვიქტორ დოლიძე

06 დეკემბერი 2023, 14:21

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველო მზად არის ნატო-ში გასაწევრიანებლად. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური გადაწყვეტილება და ბურთი სწორედ ნატო-ს მოედანზეა

„არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მექანიზმს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გაცხადებული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტი, რომელსაც ეწოდება ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება. უკრაინის მოვლენების შემდგომ, ეს კიდევ უფრო ერთიანი პროცესია ქვეყნის შიგნით რეფორმების გატარების და ქვეყნის გარეთ პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების მიზნით“

ვიქტორ დოლიძე

06 დეკემბერი 2023, 14:18

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: საქართველოს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე აქვს იმის საშუალება, რომ ნატოელ კოლეგებთან ერთად შეაჯამოს წელი და ამავე დროს დაგეგმოს მომავალი

„მომავალ წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვაქვს ჩასატარებელი, მათ შორის ვაშინგტონის სამიტი. როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაწევრების თაობაზე საქართველოსთან დაკავშირებით, გვინდა მაქსიმალური მხარდაჭერა მოვიპოვოთ“, -აღნიშნა დოლიძემ.

გია ცაგარეიშვილი

06 დეკემბერი 2023, 14:15

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: ვიქტორ ორბანს უფრო უნდა, იხილოს საქართველო ევროკავშირში, ვიდრე, მაგალითად, სალომე სამადაშვილს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს უფრო უნდა, იხილოს საქართველო ევროკავშირში, ვიდრე, მაგალითად, სალომე სამადაშვილს.

კახა კალაძე

06 დეკემბერი 2023, 14:05

საზოგადოება

კახა კალაძე უკანონო მშენებლობების დემონტაჟის შესახებ: ტყუილია, რომ იქ ვინმე ცხოვრობდა

არსებობენ თაღლითური ჯგუფები, რომლებიც აჯერებენ ხალხს, თითქოს, შეუძლიათ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შენობები ააშენონ და შემდეგ ამას დაუკანონებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.

გიორგი კალანდია

06 დეკემბერი 2023, 14:02

პოლიტიკა

გიორგი კალანდია: დადიანების სასახლის თანამშრომელმა ელზა ზოდელავამ არაერთხელ განახორციელა თანამშრომლების ფარული მიყურადება, შემდეგ კი ჩანაწერები უკანონოდ გამოიყენა, რის გამოც იგი სამსახურიდან გათავისუფლდა

ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი მუშაკი ქალბატონი ელზა ზოდელავა ფარული ჩაწერისა და მიყურადების არაერთი შემთხვევის გამო გათავისუფლდა სამსახურიდან, - ამის შესახებ ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელშ წერს.

06 დეკემბერი 2023, 14:00

ტექნოლოგიები

YouTube Premium-ი და YouTube Music-ი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია

YouTube Premium და YouTube Music უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ინდივიდუალური პაკეტი თვეში 17,49 ლარი ღირს და მასში შედის: ვიდეოები რეკლამის გარეშე, ვიდეოს ჩამოტვირთვა ინტერნეტის გარეშე საყურებლად, ვიდეოს დაკვრა და აპლიკაციის გაშვება ფონურ რეჟიმში. YouTube Music - მუსიკის სტრიმინგის სერვისი.

06 დეკემბერი 2023, 13:56

საზოგადოება

ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქი - გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

„აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 10 დეკემბრამდე თოვლია მოსალოდნელი, 7 დეკემბრის დილამდე ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 4, +6 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში

06 დეკემბერი 2023, 13:46

LIVE ისრაელი

CNN: თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთში საკუთარ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას იანვარში დაასრულებს

თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთში საკუთარ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას იანვარში დაასრულებს, რის შემდეგაც „ჰამასზე“ წერტილოვანი დარტყმების განხორციელებას დაიწყებს.

06 დეკემბერი 2023, 13:34

საზოგადოება

გოძიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

მეორე ეტაპის სამუშაოები იწარმოებს 11-დან 20 დეკემბრამდე. აღნიშნულ პერიოდში გადაადგილება შეიზღუდება გოძიაშვილის IV შესახვევში და ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ გოძიაშვილის ქუჩაზე ორმხრივად.

თამთა მეგრელიშვილი

06 დეკემბერი 2023, 13:33

საზოგადოება

თამთა მეგრელიშვილი: თუკი ვინმე მოულოდნელად „ქართულ ჯიგრულ პონტში“ გამდიდრდა, სწორედ გახარიას გუნდის წევრები და მათი მეგობრები თუ ნათესავები იყვნენ, რაც ყველაზე უკეთ თავად მან იცის და ამაზე დუმილს ინარჩუნებს

„თუკი ვინმე მოულოდნელად „ქართულ ჯიგრულ პონტში“ გამდიდრდა, სწორედ გახარიას გუნდის წევრები და მათი მეგობრები თუ ნათესავები იყვნენ, რაც ყველაზე უკეთ თავად მან იცის და ამაზე დუმილს ინარჩუნებს. მოკლედ, კაცი არავინ და არაფრიდან კაცად იქცა. საკუთარი ძლევამოსილების დაიჯერა და დამოუკიდებელ მოთამაშედ გავიდა, მაგრამ ფაქტია, ის არცერთ ფლანგზე აღარ ვარგა, პოლიტიკურად უკვე ვადაგასულია და მუქარით, რომ ყველას და ყველაფერს დაასმენს უბრალოდ ისევ საკუთარ უიმიჯო იმიჯს ურტყამს“

ზურაბ ქადაგიძე

06 დეკემბერი 2023, 13:32

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიაზე: 10 წელი ყველა მთავარი თანამდებობა მოიარა ამ “ქოსა-ტყუილამ” და 2 წელია აღმოაჩინა კორუფცია?!

ქადაგიძე გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, სადაც ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ იცის ის 25 ოჯახი ვის ჯიბეშიც მიდის ქართული ეკონომიკა. „ხალხის ძალის“ წევრი კითხვას სვამს, თუ გახარიას აქვს ეს ინფორმაცია, რატომ არ ასახელებს მათ.

06 დეკემბერი 2023, 13:30

რეგიონი

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

06 დეკემბერი 2023, 13:21

რეგიონი

კლიმატის ცვლილების კანონის - „თეთრი წიგნის“ შესახებ პირველი საჯარო კონსულტაცია გაიმართა

საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნი“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, უესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიმუშავა.

06 დეკემბერი 2023, 13:16

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

ყურადღება გამახვილდა ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე. საუბარი შეეხო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით განხორციელებულ ნაბიჯებსა და განვითარების სამომავლო გეგმებს. აღინიშნა აშშ-ის მზარდი საგარეო სამხედრო დაფინანსებისა და ერთობლივი საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობა

06 დეკემბერი 2023, 13:13

საზოგადოება

ირაკლი ქარსელაძე: მუნიციპალური განვითარების ფონდს შესაძლებლობა ექნება აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებული პროექტებისთვის შესყიდვებისას გამოიყენოს სახელმწიფო შესყიდვის ეროვნული პროცედურები, რაც დააჩქარებს პროექტებს

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს მიანიჭა უფლება ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტებისათვის ნებისმიერი სახის შესყიდვა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობისა და პროცედურების მიხედვით.

06 დეკემბერი 2023, 13:10

საზოგადოება

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორ დაგეგმილ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ერთ შემთხვევაში საკითხი ეხება საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) საცალო ბაზარს, ხოლო მეორე შემთხვევაში სამშენებლო-დეველოპერულ სექტორს.

ვან ი
ენტონი ბლინკენი

06 დეკემბერი 2023, 13:01

LIVE ისრაელი

ენტონი ბლინკენმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ-„ჰამასის“ ომი განიხილეს

აშშ-ის სახელწმიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ სატელეფონო საუბარი გამართეს და ისრაელ-„ჰამასის“ ომი განიხილეს.

გია აბაშიძე

06 დეკემბერი 2023, 13:00

პოლიტიკა

გია აბაშიძე: „ნაცსექტის“ საამებლად პრემიერობიდან გაქცეული გახარია იმუქრება, რომ დაასახელებს იმ 20-25 ადამიანს, რომლებიც საქართველოს ხარჯზე მდიდრდებიან - შარლატანმა გახარიამ რა უნდა თქვას ისეთი, რაც წონადი იქნება?

პარადოქსია და მოღალატე გიორგი გახარიას მარგინალური პოლიტიკური აქტივობა დაემსგავსა თაღლითი მამუკა ხაზარაძისას. „ლელოს“ კანტორის თავკაცი თავის დროზე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გახარიას წინააღმდეგ რაღაც სასაცილო „მუქარის წერილს“ აფრიალებდა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას იმ განცხადების საპასუხოდ წერს, რომლის თანახმად, ყოფილმა პრემიერმა ზეპირად იცის იმ ოჯახების ვინაობა, ვის ჯიბეშიც გაზრდილი ეკონომიკა მიდის.

ედიშერ გვენეტაძე

06 დეკემბერი 2023, 12:50

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: ქვეყნის ყოფილი პრემიერი გახარია, დრო და დრო იმუქრება, მართალია ქვეყანა ეკონომიკურად წინ მიდის მაგრამ ქვეყნის სიმდიდრე 20-25 პირის ჯიბეებში ილექებაო - მერედა თქვი, შე კაცო, ვინ არიან

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას - „კითხვები ამიერიდან იქნება, ვის რამდენი აქვს მოპარული. გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის, სულ ზეპირად ვიცი, ვისი", სოციალურ ქსელში ეხმიანება.