პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი

25 ივლისი 2026, 15:12

ირაკლი ქადაგიშვილი: არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი წაახალისებს ყველაფერ იმას, რაც ქვეყანაში პოლარიზაციას, ადამიანებს შორის დაპირისპირებას, ეროვნული ფასეულობებისა და ღირებულებების შეურაცხყოფას ემსახურება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ახალისებს ყველაფერ იმას, რაც ქვეყანაში პოლარიზაციას, ადამიანებს შორის დაპირისპირებას და ღირებულებების შეურაცხყოფას ემსახურება.

გურამ მაჭარაშვილი

25 ივლისი 2026, 14:58

გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილის მიერ ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე: ეს არის იმის მორიგი მტკიცებულება, თუ როგორი საქართველოს აშენება უნდოდა მას, როცა ის ბელადი და ძალაუფლებაში იყო

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ონისე ოქრიაშვილის მიმართ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას აფასებს.

დავით მათიკაშვილი

25 ივლისი 2026, 12:36

დავით მათიკაშვილი სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე: სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი და მის მიერ წახალისებული ძალადობა - ეს არის დღევანდელი აგენტურული ოპოზიციის სახე და პირდაპირ ასახავს იმ იდეოლოგიურ სიბნელეს, რაშიც იმყოფებიან ფსევდო ლიბერალები

ფსევდოლიბერალური, გარედან დაფინანასებული და საქართველოს ნომერ პირველი აგენტის მიერ გაჟღერებული ფრაზები, ლაიტმოტივი, რომელიც პირდაპირ ძალადობის წამახალისებელია, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილისთვის გამოხატულ მხარდაჭერას.

გელა მთივლიშვილი

25 ივლისი 2026, 10:49

გელა მთივლიშვილი: ის, რაც ვახო სანაიას გაუკეთეს, ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო, რომ 14 დღით დააპატიმრეს, იმაზე უარესია, ვიდრე მე რომ ხელყუმბარა მესროლეს წინა ხელისუფლების პირობებში

წინა ხელისუფლების პირობებში საკმაოდ მძიმე ტრავმები მაქვს გადატანილი, როგორც ჟურნალისტს, მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული საქმიანობის გამო. მათ შორის, სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ამბავზე, როცა ხელყუმბარა მესროლეს,- განაცხადა ჟურნალისტმა, გელა მთივლიშვილმა, გადაცემაში „რეაქცია”.

მიხეილ სააკაშვილი

25 ივლისი 2026, 10:25

სააკაშვილი: რა კარგი ბიჭია ონისე ოქრიაშვილი, ნათელი, განათლებული, გონებაგახსნილი, პოზიტიური! ონისე ძვირფასო, ყველაფერს მაგრად აკეთებ და ნურაფრის ნუ შეგეშინდება. მომავალი შენი და შენისთანებისაა!

ონისე ძვირფასო, ყველაფერს მაგრად აკეთებ და ნურაფრის ნუ შეგეშინდება. მომავალი შენი და შენისთანებისაა! - წერს მიხეილ სააკაშვილი ონისე ოქრიაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში.

ნანა კაკაბაძე

25 ივლისი 2026, 00:26

ნანა კაკაბაძე: ქვეყნის წარმატებების არაღიარება, თეთრის შავად წარმოჩენა, ხალხის დასანქცირება, მოქალაქეების გამწარება, ყველა ჩვეულებრივ ყოფით პრობლემებში და ბუნებრივ კატაკლიზმებშიც კი ხელისუფლების დადანაშაულება, ერის ისტორიისა და ყველა ღირებულების შებილწვა და მასხრად აგდება, სამოქმედო გეგმად არჩეული პრინციპი - „რაც უარესია, მით უკეთესია“ - აი, ეს არის ამ მოღალატე „პატრიოტების“ ბრძოლის იარაღი და საბოლოო მიზანი

არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე კახეთის სასტუმროში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

სტივენ ჯერმი

24 ივლისი 2026, 21:30

სტივენ ჯერმი: საინტერესოა, ევროკავშირი თუ იარსებებს იმდენ ხანს, რომ უკრაინა მიიღოს საკუთარ რიგებში. წლებია, ვფიქრობ, რომ ევროკავშირი დაიშლება, რადგან საკუთარ თავში დიდ წინააღმდეგობას მოიცავს

საინტერესოა, ევროკავშირი თუ იარსებებს იმდენ ხანს, რომ უკრაინა მიიღოს საკუთარ რიგებში. წლებია, ვფიქრობ, რომ ევროკავშირი დაიშლება, რადგან საკუთარ თავში დიდ წინააღმდეგობას მოიცავს, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა, სტივენ ჯერმიმ.

24 ივლისი 2026, 21:25

სტივენ ჯერმი: ჩემი რჩევაა შეინარჩუნოთ რაც შეიძლება ნეიტრალური მიდგომა, როგორც რუსებთან, ასევე ნატოსა და ევროკავშირთან - უპირველეს ყოვლისა იფიქრეთ საქართველოზე და შეეწინააღმდეგეთ გარედან ზეწოლას

„თქვენ დიდი ძალის მეზობელი გყავთ რომელსაც აქვს დიდი სამხედრო ძალა, უდიდესი ბირთვული არსენალით, ასევე უდიდესი რესურსების პატრონი, ნავთობისა და ბუნებრივი აირის უდიდესი ექსპორტიორი. ჩემი რჩევაა შეინარჩუნოთ რაც შეიძლება ნეიტრალური მიდგომა, როგორც რუსებთან, ასევე ნატოსა და ევროკავშირთან. შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობები შეძლებისდაგვარად ყველა მხარესთან. ძალიან ფრთხილად იყავით რუსეთთან ურთიერთობისას - საერთო საზღვარი გაქვთ. უპირველეს ყოვლისა იფიქრეთ საქართველოზე და შეეწინააღმდეგეთ გარედან ზეწოლას“, - აღნიშნა სტივენ ჯერმა.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}