22 აგვისტო 2023, 17:10 / სანდო წყარო

გურამ მაჭარაშვილი: კელი დეგნანის განცხადება იმ ადამიანის განცხადებაა, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველოში ხელისუფლებაში ოპოზიცია არჩევნებით ვერ მივა და უნდა რევოლუციური გზების წახალისება

გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე ელექტრონული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

„ყოფილი ელჩის ეს ინტერვიუ ჩვენ შეიძლება გავიგოთ, როგორც სასოწარკვეთილი დიპლომატის განცხადება. ის მიხვდა, რომ ვერც ელექტრონული და ვერც არაელექტრონული საარჩევნო სისტემით რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლებაში ვერ მოიყვანს. ეს ბოლო ინტერვიუ იყო მცდელობა იმის, რომ დეზინფორმაციის ნაღმები დაეტოვებინა საქართველოში. ეს ხომ როგორც სულ მცირე მეგობრის განცხადება ნამდვილად არ არის და იმ ადამიანის განცხადება, რომელსაც სურს საქართველოში ნორმალური არჩევნები, არამედ იმ ადამიანის, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველოში ხელისუფლებაში ოპოზიცია არჩევნებით ვერ მივა და უნდა რევოლუციური გზების წახალისება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კელი დეგნანმა თქვა, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა გარანტიას და მისით მანიპულაციაც შესაძლებელია. „უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი დათვლილი“, - აღნიშნა ელჩმა.

ყველა სიახლე

08 ივნისი 2026, 21:02

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია 4 ოქტომბრის მოვლენებზე: მოვუწოდებ ყველას, ვინც ბინძურ თამაშებში იღებდა მონაწილეობას და ვინც გააცნობიერა სად იყვნენ და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ბოლომდე გააცნობიერონ და ჯანსაღი ნაბიჯები გადადგან

როგორც კირცხალია, აღნიშნა, რომ აქტივისტების უმეტესი მათგანი, რომლებიც ჩართული იყვნენ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში, შეცდომაში იყვნენ შეყვანილი. „ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრ აქტივისტსა და შეცდომაში შეყვანილ მოქალაქეს უბიძგებდნენ იმ ძალიან მძიმე კანონდარღვევისკენ, რომელი კანონდარღვევებიც სახეზე გვაქვს, კარგად ვხედავდით უკანახაზებში ან გადამალულს თავიანთ სახლებში. მაგრამ ასევე ვხედავთ, რომ გამართულ სახელმწიფოში დესტრუქციისა და სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი პასუხისმგებლობაში არის მიცემული“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალია.

08 ივნისი 2026, 20:56

მსოფლიო

ბლოკი „ძლიერი სომხეთი“: არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის, დევნისა და დარღვევების ფონზე ჩატარდა

სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ პრესსპიკერმა, მარიანა ღაჰრამანიანმა განცხადება გაავრცელა. ოპოზიციური ბლოკის წარმომადგენლის განცხადებით, მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში მათი გუნდი ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, უპრეცედენტო და მასშტაბური დევნისა და ზეწოლის პირობებში მუშაობდა.

ირაკლი კირცხალია

08 ივნისი 2026, 20:53

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს, დაბალანსდეს

პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მაკა ბოჭორიშვილი

08 ივნისი 2026, 20:39

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციული იქნება

ვნახეთ სხვადასხვა პოლიტიკოსისა და აქტივისტის განცხადება, რომლებიც ცდილობენ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ისევ და ისევ გამოიყენონ შანტაჟისთვის, ჩვენ მოქალაქეებში გააჩინონ შიში, რომ თითქოს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრთხე ემუქრება, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ 11 ივნისს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციული იქნება.

იანეშ ლენარჩიჩი

08 ივნისი 2026, 20:32

მსოფლიო

ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი სომხეთში გამართულ არჩევნებზე: პროცესი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, საარჩევნო კომისიები გამჭვირვალედ მუშაობდნენ - თუმცა, არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის, სანქციებისა და ყოველდღიური მუქარების ფონზე ჩატარდა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, იანეშ ლენარჩიჩმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის საარჩევნო პროცესზე გარე ზეწოლასა და გავლენებზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

08 ივნისი 2026, 20:27

პოლიტიკა

ტექნიკური შეხვედრა საქართველოსა და ევროკომისიას შორის - ხელისუფლება აცხადებს, რომ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართულ მხარეს საგარეო უწყების ხელმძღვანელი წარმოადგენს. მაკა ბოჭორიშვილს დელეგაციის შემადგენლობა უკვე შერჩეული ჰყავს. თითოეული მათგანი ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და მიღწეულ შედეგებს ბრიუსელს შესაბამისი ინფორმაციით გააცნობს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

08 ივნისი 2026, 20:09

მსოფლიო

ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანზე თავდასხმები ამ დროისთვის შეწყვეტილია, თუმცა აფრთხილებს თეირანსა და „ჰეზბოლას“, რომ ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში ისრაელი კვლავ დაარტყამს მათ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანთან წუხელ განახლებული საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ პირველ საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ „ამ დროისთვის“ წყვეტს ირანზე თავდასხმებს.

08 ივნისი 2026, 20:05

სამართალი

პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობა კიდევ ექვსმა ბრალდებულმა აღიარა. „ქრონიკის“ სიჟეტი

დღევანდელ პროცესზე 14 დაკავებულის საქმე განიხილეს. რვა ბრალდებული საპროცესო შეთანხმებაზე უარს აცხადებს.

08 ივნისი 2026, 19:41

მსოფლიო

რობერტ ქოჩარიანი: ეს არჩევნები ჩატარდა ხელისუფლების მხრიდან საყოველთაო ზეწოლის, ოპოზიციონერების დაკავებების, ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებისა და საარჩევნო დარღვევების პირობებში - ჩვენ გავასაჩივრებთ არჩევნების შედეგებს

ბლოკ „სომხეთის“ ლიდერი, რობერტ ქოჩარიანი ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მათ სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ ქოჩარიანმა მოქალაქეებისადმი მიმართვაში განაცხადა.

ფრიდრიხ მერცი

08 ივნისი 2026, 19:36

მსოფლიო

გერმანიის კანცლერის სპიკერი: ევროპელი ლიდერები მზად არიან, იკისრონ წამყვანი როლი მოლაპარაკებებში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დასრულებას ისახავს მიზნად

ევროპელი ლიდერები მზად არიან, იკისრონ წამყვანი როლი მოლაპარაკებებში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დასრულებას ისახავს მიზნად, - განაცხადა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პრესსპიკერმა ორშაბათს.

ისრაელ კაცი

08 ივნისი 2026, 19:26

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: თუ ჩრდილოეთ ისრაელზე „ჰეზბოლას“ თავდასხმები გაგრძელდება, ისრაელის არმია იერიშებს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიიტანს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა მკაცრი გაფრთხილება გააჟღერა და განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთ ისრაელზე „ჰეზბოლას“ თავდასხმები გაგრძელდება, ისრაელის არმია იერიშებს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიიტანს.

08 ივნისი 2026, 19:13

მსოფლიო

უკრაინული გამოცემა Європейська правда: რა ლგბტ+ უფლებების უზრუნველყოფაა საჭირო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და რატომ აფერხებს უკრაინა ამ პროცესს

უკრაინის პარლამენტს რეგისტრირებული პარტნიორობის ინსტიტუტის შესახებ ორი კანონპროექტის განხილვაში პროგრესი ჯერ კიდევ არ აქვს. უფრო მეტიც, პოტენციურ უკან გადადგმულ ნაბიჯს შეიცავს ახალი სამოქალაქო კოდექსის პროექტი, - წერს უკრაინული გამოცემა Європейська правда სტატიაში სათაურით „რა ლგბტ+ უფლებების უზრუნველყოფაა საჭირო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და რატომ აფერხებს უკრაინა ამ პროცესს“.

მარტა კოსი

08 ივნისი 2026, 18:45

მსოფლიო

მარტა კოსი: მიუხედავად უკრაინის მოთხოვნისა გაწევრიანების თარიღის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ევროკავშირს ამის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ასეა მოწყობილი გაფართოების პროცესი

ევროკავშირში სახელმწიფოების გაწევრიანება შეუძლებელია კონკრეტული თარიღებით შემოიფარგლოს, თუმცა არსებობს ვადები, რომელთა იმედიც კანდიდატ ქვეყნებს აქვთ. ამის შესახებ კიევში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.

08 ივნისი 2026, 18:41

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის პროექტებს, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) პარტნიორობით, საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილ პარტნიორობას.

შებჰაზ შარიფი

08 ივნისი 2026, 18:35

მსოფლიო

პაკისტანის პრემიერმა ყველა მხარეს მოუწოდა, გამოიჩინონ თავშეკავება და მშვიდობას კიდევ ერთი შანსი მისცენ

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა ყველა მხარეს მოუწოდა, „გამოიჩინონ თავშეკავება და მშვიდობას კიდევ ერთი შანსი მისცენ“.

08 ივნისი 2026, 18:33

რეგიონი

ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება

ხამისკურში მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე, რევაზ ზაქარაია გაეცნენ.

ზურაბ ქადაგიძე

08 ივნისი 2026, 18:27

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძემ: თუკი იმ 1%-ს დავუშვებთ, რომ იმ უგუნურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ე.წ. ვიზალიბერალიზაციაზე დარტყმას განახორციელებენ, ალბათ ეს მათი ბოლო გასროლა იქნება საკუთარ ფეხში

თუკი იმ 1%-ს დავუშვებთ, რომ იმ უგუნურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ე.წ ვიზალიბერალიზაციაზე დარტყმას განახორციელებენ, ალბათ ეს მათი ბოლო გასროლა იქნება. საკუთარ ფეხში, გამომდინარე იქიდან, რომ სხვა პოლიტიკური ინსინუაციის საშუალებაც აღარ ექნებათ და შანტაჟის იარაღსაც დაკარგავენ,- განაცხადა პარტია „ხალხის ძალის" წევრმა დეპუტატმა ზურა ქადაგიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა".

ბაჩო ოდიშარია

08 ივნისი 2026, 18:22

საზოგადოება

ფილმი „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“- ს რეჟისორი: ეს არ არის მხოლოდ პარასპორტისა და პარასპორტსმენების ისტორია, ეს ფილმი არის უახლესი საქართველოს ისტორიის ანარეკლი - რა გამოიარეს ამ ადამიანებმა, როგორია მათი დღევანდელობა და როგორია მათი სამომავლო გეგმები

როდესაც გაეროში გამოთქვეს მზაობა, რომ ეს ფილმი ეჩვენებინათ, ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო. საერთაშორისო საზოგადოება ამ ფილმით ნახავს საქართველოში რა სიტუაციაა პარასპორტსმენების უფლებების მხრივ. საშუალება ექნებათ თავად დაინახონ და შეაფასონ ქართული რეალობა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ქართული დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“-ს რეჟისორმა, ბაჩო ოდიშარიამ. რეჟისორმა გადაცემაში ფილმის შექმნის პროცესზე ისაუბრა.

დავით მათიკაშვილი

08 ივნისი 2026, 18:21

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: რას ითხოვენ ჩვენგან ევრობიუროკრატები?! „გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმება უნდათ. სამარცხვინო არ არის USAID -ის სკანდალის შემდეგ?! ამ საკითხის მოთხოვნა იმ შანტაჟის მექანიზმად, რომ აი, თქვენ თუ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება გინდათ, „გამჭვირვალობის კანონი“გააუქმეთ, სამარცხვინოა

ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. ტექნიკური ხასიათის შეხვედრა რომ არის ეს, გასაგებია და თუკი ვიზალიბერალიზაცია სეგმენტად იქნება მხოლოდ და მხოლოდ ევროკომისიის მხრიდან შეტანილი, ალბათ, იქვე უნდა იყოს გამოსწორების გზებიც და მექანიზმებიც მათივე მხრიდან ნაჩვენები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა 11 ივნისს ევროკომისიასთან დაგეგმილ ტექნიკური ხასიათის შეხვედრასთან დაკავშირებით.

08 ივნისი 2026, 18:19

მსოფლიო

CNN: აშშ-ის ოფიციალურმა პირმა უარყო ისრაელის განცხადება იმის შესახებ, რომ ამერიკულმა მხარემ ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტები გაანეიტრალა

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა უარყო ისრაელის განცხადება იმის შესახებ, რომ ამერიკულმა მხარემ ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტები გაანეიტრალა.