პოლიტიკა
15 ივნისი 2026, 14:22
ირაკლი ქადაგიშვილი ევრობიუროკრატებზე: თუ ევროპა შეცვლის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას, მათ კარგად იციან, ვინ არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატებში ლიდერი
საქართველოსთან მიმართებაში ისინი ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ თავიანთი შიშველი პოლიტიკიდან გამომდინარე პოზიციის კორექტირებას და შეცვლას,- განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ,ირაკლი ქადაგიშვილმა ევრობიუროკრატების პოზიციაზე საუბრისას.
15 ივნისი 2026, 14:16
არჩილ გორდულაძე: ევროინტეგრაციაზე მოლაპარაკებები პოლიტიკური შინაარსის არის, ვიდრე რაიმე შედეგის მომცემი. საქართველოს წინააღმდეგ კი ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გამოყენებული იქნება შანტაჟისთვის
მოლაპარაკებების კლასტერის განხსნა შედეგების მომტანი ნაკლებად იქნება, რადგან ევროკავშირის არაერთ ლიდერს, მათ შორის არარჩეულ ბიუროკრატიას არაერთხელ უთქვამს, რომ 2030 წლისთვისაც კი ვერ იქნება ვერ მოლდოვა და ვერც უკრაინა ევროკავშირის წევრი,- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
15 ივნისი 2026, 13:56
ირაკლი კობახიძე: მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას
„ვაფასებთ მედიაციის პროცესში ჩართული მხარეების გაწეულ ძალისხმევას, რამაც ამ ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას შეუწყო ხელი. ვიმედოვნებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი საფუძველს ჩაუყრის ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასა და კონფლიქტის გრძელვადიან მოგვარებას“ ,- წერს კობახიძე.
15 ივნისი 2026, 13:45
ლევან ჟორჟოლიანი: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო, მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შსს-ს, რათა გამოვლინდეს ელექტროენერგიით სარგებლობის უკანონო ფაქტები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ამოღებული იქნას ყველა მაინერი, შესაბამისად, შემცირებული იქნას ელექტროენერგიის მოხმარება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
15 ივნისი 2026, 13:29
შალვა პაპუაშვილი: დიპლომატების განათლებაში ინვესტირება მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა პეკინის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტსა და დიპლომატიურ აკადემიას შორის, რომელიც მალე დაფუძნდება, ჩინური გამოცდილებიდან ბევრი რამის სწავლაში დაგვეხმარება
„ჩვენ ახლახან დავაანონსეთ დიპლომატიური აკადემიის შექმნა. ამ მხრივ, ჩინეთი კვლავაც კარგ მაგალითს გვაძლევს იმისა, თუ როგორ განათლებას იღებენ დიპლომატები და როგორ ამზადებენ მათ დიპლომატიური საქმიანობისთვის. ფაქტობრივად, დიპლომატები არიან ისინი, ვინც წარმოადგენენ ეროვნული ინტერესების დაცვის პირველ ხაზს. შესაბამისად, დიპლომატების განათლებაში ინვესტირება მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა პეკინის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტსა და დიპლომატიურ აკადემიას შორის, რომელიც მალე დაფუძნდება, ჩინური გამოცდილებიდან ბევრი რამის სწავლაში დაგვეხმარება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
15 ივნისი 2026, 13:28
აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის, ვარლამ ლიპარტელიანის მონაწილეობით პანელური დისკუსია გაიმართება
აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის, ვარლამ ლიპარტელიანის მონაწილეობით პანელური დისკუსია გაიმართება თემაზე - „პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქცია: თანამედროვე გამოწვევები ურბანულ დაგეგმარებაში“.
15 ივნისი 2026, 13:17
შალვა პაპუაშვილი: ჩინეთის სამშვიდობო პოლიტიკა არის ის, რასაც სხვადასხვა გლობალური აქტორები, ვფიქრობ, სულ უფრო მეტ პატივს სცემენ
„ჩინეთი აჩვენებს, რომ მშვიდობიანი პოლიტიკით შესაძლებელია მიიზიდო, შესაძლებელია აჩვენო, რომ ქვეყანა ერთგულია არა მხოლოდ საკუთარი თავის განვითარების, არამედ მის გარშემო არსებული რეგიონისა და მთელი მსოფლიოს განვითარების. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ იმ სამყაროს ნაწილი, სადაც თუ კონტინენტის ან დედამიწის ერთ მხარეს არის პრობლემა ან კონფლიქტი, ის საბოლოო ჯამში მეორე მხარეზეც აისახება. შესაბამისად, ჩინეთის სამშვიდობო პოლიტიკა - მოდით ასე ვუწოდოთ მას, არის ის, რასაც, ვფიქრობ, სულ უფრო მეტ პატივს სცემენ სხვადასხვა გლობალური აქტორები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
15 ივნისი 2026, 13:08
შალვა პაპუაშვილი: საქართველო პატარა ქვეყანაა. დიდწილად დამოკიდებული ვართ საერთაშორისო სამართალზე, იმაზე, რომ ყველა ქვეყანა პატივს სცემდეს საერთაშორისო სამართალს
„იცით, საქართველო პატარა ქვეყანაა - ვგულისხმობ საერთაშორისო მოვლენებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. დიდწილად დამოკიდებული ვართ საერთაშორისო სამართალზე, იმაზე, რომ ყველა ქვეყანა პატივს სცემდეს საერთაშორისო სამართალს და ყველა ქვეყანა იზიარებდეს იმ საბაზისო პრინციპს, რომ ყველა დავა მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს“, - აღნიშნა მან.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


