www.imedi.ge /  31 აგვისტო 2023, 09:23 / სანდო წყარო

მიხეილ სარჯველაძე: პრეზიდენტი ხედავს, რომ საქართველო მოიპოვებს სტატუსს, ამ ფონზე უცხო ქვეყნის დედაქალაქებთან კომუნიკაციის მცდელობა, შეუთანხმებელი ნაბიჯების რისკს ატარებს

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

პრეზიდენტი ხედავს რა, რომ საქართველო მოიპოვებს კანდიდატის სტატუსს, ასეთ ფონზე მისი მცდელობა, კომუნიკაცია იქონიოს უცხო სახელმწიფოთა დედაქალაქებთან, არ არის უბრალოდ საკუთარი როლისა და კონტრიბუციის გამოკვეთის მცდელობა, არამედ ეს არის შეუთანხმებელი ნაბიჯების გადადგმის რისკის მატარებელი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, მთავრობის პრინციპული პოზიცია გაცილებით ახსნადი და დასაბუთებადია, ვიდრე პრეზიდენტის განცხადება, რომელიც თითქოს პირველი შთაბეჭდილების მოხდენაზე იყო გათვლილი, ვიდრე სახელმწიფოსთვის წარმატების მოტანაზე.

„თავისთავად ცუდი არ უნდა იყოს პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციით უფლებამოსილია საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენლობაზე, თუმცა იქვე არ დაგვავიწყდეს კონსტიტუციის დათქმა, რომ წარმომადგენლობას მთავრობასთან შეთანხმებით უნდა ახორციელებდეს. ცნობილი როდესაც ხდება, რომ ეს არის არა ინიციატივა, არამედ მთელი ამ ხნის განმავლობაში თურმე რამდენჯერმე მიმართვას ჰქონია ადგილი, რასაკვირველია, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ყვება იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი აკეთებს განცხადებას, სურვილი აქვს იმოგზაუროს ევროპაში, ჰქონდეს მოლაპარაკებები ევროპულ სახელმწიფოებთან კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით და იქვე ცნობილი ხდება, რომ მიმართვები ეხებოდა ისეთ სახელმწიფოებს, რომელებიც არ არიან დაკავშირებული ამ გადაწყვეტილების მიღებასთან. მათ შორის არის ისრაელი, ერთ-ერთი არაბული სახელმწიფო, ევროპის არაევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ასე შემდეგ. ამ ფონზე ეს ყველაფერი ჰგავს მცდელობას, პრეზიდენტმა ერთგვარად თავისებური თამაში ითამაშოს და ამ შემთხვევაში ხელისუფლების, მთავრობის, საპარლამენტო ხელისუფლების შეთანხმება მისთვის, როგორც ჩანს, პრიორიტეტებში პრინციპულად არ ჯდება. ეს კი არ არის თავსებადი კონსტიტუციის დებულებასთან, ნორმასთან, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი უფლებამოსილია, წარმოადგინოს სახელმწიფო მხოლოდ მთავრობასთან შეთანხმებით. ეს შეთანხმება კი ნიშნავს არა უბრალოდ ფორმალური პროცედურების დაცვას, ინფორმაციის მიწოდებასა და გაცვლას, არამედ, მათ შორის, სტრატეგიული საკითხების ერთიანი კონცეფციის თაობაზე შეთანხმებას. შესაბამისად, ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტის მხრიდან ეს არ არის უბრალოდ მცდელობა, რომ საკუთარი კონტრიბუცია და როლი გამოკვეთოს იმ პროცესში, რასაც კანდიდატის სტატუსის მოპოვება ჰქვია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტზე უარი ეთქვა.

ყველა სიახლე

ემანუელ მაკრონი

23 სექტემბერი 2026, 01:05

მსოფლიო

მაკრონი რუსეთსა და უკრაინაში ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშების „ორმხრივი მორატორიუმის“ დაწესების ინიციატივით გამოდის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „რუსეთი საკუთარი განცხადებების პირისპირ დააყენოს“ და გამოვიდა ინიციატივით, დაწესდეს „ორმხრივი მორატორიუმი“ რუსეთსა და უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებზე.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

23 სექტემბერი 2026, 00:26

მსოფლიო

„მსოფლიო ხუთზე მეტია“ - ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას ითხოვს

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სტრუქტურის შეცვლის შესახებ თავისი მრავალწლიანი მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღერა.

23 სექტემბერი 2026, 00:12

მსოფლიო

მოლდოვის პარლამენტმა ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ სექტორებში 60 დღის ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა

მოლდოვის პარლამენტმა ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ სექტორებში 60 დღის ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გაზსა და საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა, ასევე მდინარე დნესტრში წყლის დონის კლება გახდა.

გიტანას ნაუსედა

23 სექტემბერი 2026, 00:03

მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტი: რუსეთმა ომი უკვე წააგო

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ მკაცრად დაგმო ვლადიმირ პუტინის შეჭრა უკრაინაში და აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი უკვე პირველ მსოფლიო ომზე დიდხანს გრძელდება.

ემანუელ მაკრონი

22 სექტემბერი 2026, 23:52

მსოფლიო

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, მაკრონმა მსოფლიოში „ჯუნგლების კანონის“ შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „მტკიცედ იდგნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გვერდით“

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მსოფლიოში „ჯუნგლების კანონის“ შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „მტკიცედ იდგნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გვერდით“.

აბას არაღჩი კაია კალასი

22 სექტემბერი 2026, 23:33

მსოფლიო

კაია კალასი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შევხვდი - ჩვენ განვიხილეთ დიპლომატიური პერსპექტივები აშშ-ირანის ომის დასასრულებლად და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნისთვის

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შევხვდი - ჩვენ განვიხილეთ დიპლომატიური პერსპექტივები აშშ-ირანის ომის დასასრულებლად და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნისთვის, - განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, აბას არაღჩიმ.

გურამ ოქროპირიძე

22 სექტემბერი 2026, 23:25

საზოგადოება

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი: იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები, ჩატარდა სრული დეზინფექცია, ყველა ბაღს აქვს დეტალური ინფორმაცია, პროტოკოლი, როგორ უნდა იმოქმედოს

იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები, ჩატარდა სრული დეზინფექცია, - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა გურამ ოქროპირიძემ.

გიორგი ტყემალაძე

22 სექტემბერი 2026, 23:09

საზოგადოება

გიორგი ტყემალაძე ე.წ. დეზერტირების ბაზარზე: აქტიურად გვექნება ჩართულობა, როგორც კერძო მესაკუთრესთან, ასევე ამ ადამიანებთან, რომლებიც დღეს ამ ტერიტორიაზე აწარმოებენ გარევაჭრობას და აუცილებლად იქნება შეთავაზებული ალტერნატიული ფართები

აუცილებლად იქნება შეთავაზებული ალტერნატიული ფართები, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიის მოწესრიგების საკითხზე და იქ მომუშავე მოვაჭრეებზე საუბრისას.

22 სექტემბერი 2026, 22:58

საზოგადოება

პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო - რომელი პროფესიის შესწავლა შეუძლიათ მოქალაქეებს უფასოდ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. სწავლა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც უკვე არის 16 წლის. პროგრამას სრულად სახელმწიფო აფინანსებს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო სასწავლო პროგრამას შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე ადგენს. შესაბამისად, ბენეფიციარების დასაქმების მაჩვენებელი 90%-ზე მეტია.

22 სექტემბერი 2026, 22:52

სამართალი

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დასჯადია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დასჯადია. სასამართლოებში სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს.

დავით მათიკაშვილი

22 სექტემბერი 2026, 22:48

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიციის ფრუსტრირების პროცესი მიდის დასასრულისკენ - ეს არის ის პროცესი, რომელიც, დიდი იმედია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ მათი განულებით დასრულდება და ისინი გაქრებიან პოლიტიკური ველიდან

„მათ მთლიანად ჩამოიხსნეს ნიღაბი და წარმოაჩინეს ანტიქართული, ანტიეროვნული, უსამშობლოო სახე, რაც სინამდვილეში საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის. ეს არის ის პროცესი, რომელიც დიდი იმედია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებით საბოლოოდ დასრულდება მათი განულებით და ისინი გაქრებიან პოლიტიკური ველიდან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 22:45

მსოფლიო

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ. მოლაპარაკებების დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ზელენსკისთან უკრაინაში Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოების შესაძლებლობას განიხილავს.

დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 22:08

მსოფლიო

ტრამპი: პუტინი მზადაა შეხვედრისთვის - მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების თემაზე „შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს“.

ანდრეი სიბიგა

22 სექტემბერი 2026, 22:02

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია - მოსკოვი ზეიმობს, რადგან მიიღო ის, რაც სურდა, დაუსჯელობის შეგრძნება, ევროკავშირის დამცირება და ევროპელებს შორის განხეთქილება

უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.

ლევან მახაშვილი

22 სექტემბერი 2026, 21:58

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ახვლედიანის ორგანიზებულ სემინარზე: აღმაშფოთებელია, რომ ასე ფარულად, მალულად და როგორც ჩანს კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა

აღმაშფოთებელია, რომ ასე ფარულად, მალულად და როგორც ჩანს კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ბახმაროში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით გაიმართა.

ნიკოლოზ სამხარაძე

22 სექტემბერი 2026, 21:43

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელგიაში ვიზიტზე: გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და მკაფიოდ გავუსვით ხაზი იმას, რომ დღევანდელი არსებული მდგომარეობა არ არის არც ჩვენს ინტერესში და არც ევროკავშირის ინტერესში

გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და მკაფიოდ გავუსვით ხაზი იმას, რომ დღევანდელი არსებული მდგომარეობა არ არის არც ჩვენს ინტერესში და არც ევროკავშირის ინტერესში, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციის ბელგიაში ვიზიტთან დაკავშირებით.

მიხაილ ფრიდმანი

22 სექტემბერი 2026, 21:37

მსოფლიო

POLITICO: რუსეთის ორ ყველაზე მდიდარ ადამიანს, შესაძლოა, მალე კვლავ მიეცეს ევროკავშირში თავისუფლად ოპერირების უფლება

რუსეთის ორ ყველაზე მდიდარ ადამიანს, შესაძლოა, მალე კვლავ მიეცეს ევროკავშირში თავისუფლად ოპერირების უფლება, - წერს გამოცემა POLITICO.

22 სექტემბერი 2026, 21:16

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სერბეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში „ახალი ერა“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სვეტოზარ მილეტიჩის ფონდის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში - „ახალი ერა“, რომელიც სერბეთში გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

22 სექტემბერი 2026, 21:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები

შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

მარკო რუბიო

22 სექტემბერი 2026, 21:09

მსოფლიო

რუბიო: ტრამპი ირანის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის ღიაა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ზოგადად ღიაა „ყველასთან“ შეხვედრისთვის, მათ შორის ირანის პრეზიდენტთან, მასუდ პეზეშკიანთან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ტელეკომპანია NBC News-ის ეთერში განაცხადა.