ირაკლი კობახიძე: მესიჯი - ხელისუფლება არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს, გაყიდვადი არ არის. თუ ხელისუფლება არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს სტატუსი რატომ უნდა მოგვენიჭოს?! არ მოგვენიჭება. სწორედ ამას ამბობს სალომე ზურაბიშვილი
ირაკლი კობახიძე
ფოტო: „ქართული ოცნება“
საქართველოს მთავრობას აქვს სახელმწიფოს გაძლიერების მიზანი, მათ შორის, საქართველოს საგარეო პოზიციების გაძლიერების მიზანი და ჩვენ ვხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს ამის საპირისპირო ინტერესებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მედიას პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება გააცნო.
„საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი უპირისპირდება საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს დასახული. ასეთ დროს ნებისმიერი უარი არის ძალიან მარტივად ახსნადი. ძალიან მარტივია აქ ყველაფერი. საქართველოს მთავრობას აქვს სახელმწიფოს გაძლიერების მიზანი, მათ შორის, საქართველოს საგარეო პოზიციების გაძლიერების მიზანი და ჩვენ ვხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს ამის საპირისპირო ინტერესებით. აქედან გამომდინარე, მთავრობის ნებისმიერი უარი არის აბსოლუტურად ლოგიკური“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ჟურნალისტებს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა და მისი განცხადებები გაახსენა.
„გამოსვლას ელჩები ესწრებოდნენ, თუმცა ნებისმიერი გამოსვლა მიდის ნებისმიერ ქვეყანაში ოქმის სახით. მან პირდაპირ განაცხადა საქართველოს პარლამენტის შენობაში, რომ საქართველო მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო წელსაც არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მან პირდაპირ თქვა.
თქვენ გგონიათ, რომ ევროკავშირში სულელები სხედან და ხელისუფლება არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს?! ეგ ხომ სისულელეა. ასე ხომ არ იღებენ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ლიდერები?! მათთვის მნიშვნელოვანია, რას აკეთებს ხელისუფლება. ხელისუფლება და ხალხი ერთი და იგივეა, რადგან ხალხი ირჩევს ამ ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ეს მესიჯი, რომ ხელისუფლება არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს, გაყიდვადი რა თქმა უნდა, არ არის. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. თუ ხელისუფლება არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს სტატუსი რატომ უნდა მოგვენიჭოს?! არ მოგვენიჭება. სწორედ ამას ამბობს სალომე ზურაბიშვილი. ის პირდაპირ უპირისპირდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების ინტერესს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საპირისპირო ინტერესი. ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ დეკემბერში მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.
ყველა სიახლე
25 აგვისტო 2026, 23:48
მსოფლიო
The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი სამშაბათს მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია, ეს რუსეთის დედაქალაქში მისი პირველი საჯაროდ ცნობილი ვიზიტია, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
25 აგვისტო 2026, 22:57
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა, რითაც სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრების პირველი ეტაპი ქვეყნის მასშტაბით დღეს დასრულდა, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 22:49
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ქანთრი-მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში ამერიკელი ქანთრი-შემსრულებელი დოლი პარტონი გარდაიცვალა, - წერს The New York Times-ი.
25 აგვისტო 2026, 21:51
მსოფლიო
მიხაილო ფედოროვი Reuters-თან ინტერვიუში: მიმაჩნია, რომ ახლა გარდამტეხი მომენტია, რომელიც ჩვენს მომავალ გზას განსაზღვრავს, თუმცა ისე ჩანს, თითქოს ეტაპობრივად, ნელ-ნელა ვმარცხდებით
უკრაინა, როგორც ჩანს, რუსეთთან ომში ნელ-ნელა მარცხდება, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა და გააფრთხილა, რომ კიევს რამდენიმე თვე აქვს იმ ძირითადი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც ვითარების მის სასარგებლოდ შემოსატრიალებლად არის საჭირო.
25 აგვისტო 2026, 21:44
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ვნუკოვოში სტრატეგიული C-17-ის გამოჩენა მეტყველებს, რომ მხარეები იმყოფებიან აქტიური არაოფიციალური მოქმედებების ფაზაში
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში Boeing C-17A Globemaster III-ის ტიპის მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის დაჯდომას ეხმიანება.
25 აგვისტო 2026, 21:39
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: თამარ ჩერგოლეიშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს და გვეწყინოს. მილიონობით დოლარი დახარჯა ფონდმა „ქართუმ“ იმისთვის, რომ ფილტვის ცენტრის ულტრათანამედროვე კლინიკა შეექმნა აბასთუმანში
თამარ ჩერგოლეიშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს და გვეწყინოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება, ჩერგოლეიშვილი მიზანმიმართულად არ იმჩნევს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას და ყურადღებას აბასთუმნის ლანდშაფტზე ამახვილებს.
25 აგვისტო 2026, 21:38
მსოფლიო
Euronews: „ევროპის სახალხო პარტიამ“ და ლიბერალურმა ჯგუფმა Renew Europe-მა ევროკომისიას მოუწოდეს, განიხილოს რუმინეთისთვის განკუთვნილი 770 მილიონი ევროს ოდენობის ევროკავშირის სახსრების გაყინვა
რუმინეთს 770 მილიონ ევრომდე დაფინანსების დაკარგვის საფრთხე ემუქრება, ვინაიდან რეფორმების განხორციელების ვადა იწურება - მათ შორის ისეთ სადავო კანონზე, რომელმაც შესაძლოა ლიბერალ ლიდერსა და მერს, დომინიკ ფრიცს თანამდებობა დაატოვებინოს. ევროპელი კონსერვატორები და ლიბერალები აღნიშნული სახსრების დაბლოკვას ითხოვენ, - წერს Euronews-ი.
25 აგვისტო 2026, 21:17
საზოგადოება
8 წლის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა ოცნება აუსრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
8 წლის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა ოცნება აუსრულა. ადგილი, სადაც ბავშვებს თამაში და დროის გატარება შეეძლოთ თითქმის ორი წლის განმავლობაში დახურული იყო. ნიუ-იორკში მცხოვრებმა მაქსიმე კახიძემ მერს ვიდეომიმართვა გაუგზავნა. დაახლოებით ორი თვის შემდეგ პარკი გაიხსნა და მერმა ცერემონიაზე მაქსიმეც დაპატიჟა.
25 აგვისტო 2026, 21:11
პოლიტიკა
ოთარ ანგურიძე „ფონდი ქართუს“ მიერ სესხების გამოსყიდვაზე: ის შედეგები, რაც ამ სოციალური კამპანიის შედეგად მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, სახეზეა და რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად დავინახავთ ამ სწორ გადაწყვეტილებას
ნებისმიერი კამპანია, რაც მიმართული იქნება ამ სესხების ჩამოწერასთან, ბუნებრივია, პირდაპირ არის ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ცრუ კამპანია, - განაცხადა ანალიტიკოსმა ოთარ ანგურიძემ „ფონდი ქართუს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას.
25 აგვისტო 2026, 20:53
საზოგადოება
რა ელის ნაგებობას, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სწავლობდა. სნოს ისტორიულ სკოლას სპეციალისტები ამოწმებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ყაზბეგში მდებარე საუკუნოვან საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებები დამატებით ექსპერტიზას ატარებენ, რათა შენობის უსაფრთხოება და ისტორიული იერსახის დაცვა უზრუნველყონ.
25 აგვისტო 2026, 20:47
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და დაზიანებული ხეების ჩანაცვლება - რა გამოიკვეთა სამუშაოს პროცესში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რუსთაველის გამზირზე, სამუშაოს დროს, დაზიანებული ხეები აღმოაჩინეს. ერთის მოჭრაზე გადაწყვეტილება მიღებულია, მეორე შემთხვევას სწავლობენ.
25 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ათასობით ახალი სტუდენტი და უმაღლესი განათლების რეფორმის პირველი შედეგები - ეროვნული გამოცდების დასკვნითი შედეგები ცნობილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოში ეროვნული საგამოცდო პროცესი დასრულდა. უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტთა ახალი ნაკადი გადანაწილდა.
25 აგვისტო 2026, 20:42
მსოფლიო
Euronews: საფრანგეთი ითხოვს, ვადა განესაზღვროს იმ საგამონაკლისო წესებს, რომლებიც უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში ევროკავშირის მიღმა თავდაცვითი შესყიდვების განხორციელების უფლებას აძლევს
საფრანგეთი ითხოვს, ვადა განესაზღვროს იმ საგამონაკლისო წესებს, რომლებიც უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში ევროკავშირის მიღმა თავდაცვითი შესყიდვების განხორციელების უფლებას აძლევს, - წერს Euronews-ი.
25 აგვისტო 2026, 20:40
სამართალი
ნარკოდანაშაულის ფაქტები და 26 დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო დღეების საპოლიციო ღონისძიება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უწყვეტი რეჟიმით განაგრძობს. ბოლო რამდენიმე დღეში დაკავებულია 26 ადამიანი, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორი. ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის 33 კილოგრამამდე, ექვსი მილიონი ლარის ღირებულების ე.წ ჰაშიში.
25 აგვისტო 2026, 20:33
სამართალი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. მუშაობის შედეგი კი სახეზეა. შემცირებულია სიძულვილის ენის გამოყენება. დღეს ქვეყნის მასშტაბით დამატებითი სასამართლო პროცესები გაიმართა.
25 აგვისტო 2026, 20:26
პოლიტიკა
რევოლუციის მცდელობები, დესტაბილიზაციის სურვილი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიები - ოპოზიციის ქმედებების შეჯამება მმართველი გუნდისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის მიერ ქვეყნის ინტერესების დაზიანება, რევოლუციური სცენარები და საერთაშორისო ასპარეზზე ანტისახელმწიფოებრივი კამპანია - ყველაფერი ოპოზიციის, ენჯეობისა და აქტივისტების მოქმედებების შესახებ.
25 აგვისტო 2026, 20:22
პოლიტიკა
აბასთუმნის რეაბილიტაცია და პოლიტიკური სპეკულაციების ახალი ტალღა. მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აბასთუმნის განვითარებაზე ოპოზიციის დეზინფორმაციულ განცხადებებს მმართველ გუნდში პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიად აფასებენ. შეტევის სამიზნე ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება კიდევ ერთხელ გახდა.
25 აგვისტო 2026, 20:14
პოლიტიკა
იერიში სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო პროექტზე - ფონდი „ქართუ“ ასობით ათასი მოქალაქისთვის სესხების ჩამოწერის პროგრამის ირგვლივ გავრცელებულ ბრალდებებს და დეზინფორმაციას პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იერიში სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო პროექტზე - ფონდი „ქართუ“ ასობით ათასი მოქალაქისთვის სესხების ჩამოწერის პროგრამის ირგვლივ გავრცელებულ ბრალდებებს და დეზინფორმაციას პასუხობს.
25 აგვისტო 2026, 19:45
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას, დარწმუნებული ვართ, ეს არჩევნები ხელს შეუწყობს ყაზახეთის შემდგომ განვითარებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
25 აგვისტო 2026, 19:33
მსოფლიო
კანადამ განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგმავს
კანადამ სამშაბათს განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ოტავასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგმავს.


