imedi /  06 ოქტომბერი 2017, 16:30 / სანდო წყარო

ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა უკვე ცნობილია

ვენეციის კომისიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა დაამტკიცა. დასკვნითი ნაწილი 22 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი ვერსიისგან თითქმის არ განსხვავდება. ამოღებულია მხოლოდ სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით ჩანაწერი: „საარჩევნო კანონმდებლობის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებების შეზღუდვის წესები უნდა გადაიხედოს“. 

"ვენეციის კომისია ადასტურებს თავის წინა დადებით შეფასებას, კერძოდ საკონსტიტუციო რეფორმების პროცესი საქართველოს პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის პროცესს ასრულებს და წარმოადგენს პოზიტიურ ნაბიჯს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგს კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისკენ, რაც ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტური უფლებების დაცვას.

პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების 2024 წლის ოქტომბრისთვის გადავადება მწუხარებას იწვევს და წარმოადგენს დიდ დაბრკოლებას კონსენსუსის მიღწევის გზაზე. ამის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობის მზადყოფნა, რომელიც მათ 2017 წლის 20 სექტემბრის წერილში გამოთქვეს და რომელიც ეხება პარტიული ბლოკების დაშვებას და 2020 წლის არჩევნებზე ბარიერის 3 პროცენტამდე დაწევას, მისასალმებელია, რადგან ეს შესწორებები მიმართულია პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების გადავადების ნეგატიური შედეგების შემსუბუქებისკენ.

ვენეციის კომისიის მიერ წინა მოსაზრებაში გაკეთებული დადებითი შეფასება, რომელიც ეხებოდა, კერძოდ, ამჟამინდელი შერეული პროპორციულ/მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ჩანაცვლებას სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით გაკრიტიკებული იყო სამი მექანიზმის გამო, რომელიც ზღუდავდა პროპორციული საარჩევნო სისტემის გავლენას: საკანონმდებლო არჩევნებში 5%-იანი ზღვარი, პარტიული ბლოკების აკრძალვა და გამარჯვებული პარტიისთვის გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილება. რათა პატარა პარტიებისა და პლურალიზმისთვის ეს დესტრუქციული გავლენა შეზღუდული ყოფილიყო, ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოვიდა გაუნაწილებელი მანდატების განაწილება მომხდარიყო ყველა პოლიტიკური პარტიისათვის, რომლებმაც 5%-იანი ზღვარი გადალახეს ან დადგენილი ყოფილიყო მანდატების ის მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც გამარჯვებული პარტია მიიღებდა; და/ან ზღვარი დაწეული ყოფილიყო 2 ან 3%-მდე.

მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიისთვის შესასწავლად გადაცემულ კონსტიტუციის პროექტში შენარჩუნებულია 5%-იანი ზღვარი 2024 წლის არჩევნებისთვის და პარტიული ბლოკების აკრძალვა, გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წინა სისტემა ჩანაცვლებულია ახალი კომპლექსური სისტემით, რომელიც ინარჩუნებს, მაგრამ ამავდროულად ზღუდავს ბონუსს გამარჯვებული პარტიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სისტემა შეესაბამება ვენეციის კომისიის მიერ გაკეთებულ წინა რეკომენდაციას, რომ სულ მცირე შემცირებული იყოს ბონუსების სისტემის გავლენა, ის მაინც უპირატესობას აძლევს ყველაზე ძლიერ პარტიას იმ ქვეყანაში, სადაც ყველაზე ძლიერ პარტიას მტკიცე უმრავლესობის ქონის ტრადიცია გააჩნია. ბონუსის სისტემა ასევე წარმოადგენს მთავარ შეფერხებას ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რათა კონსტიტუცია მიიღონ.

ვენეციის კომისია მიესალმება საპარლამენტო უმრავლესობის მზადყოფნას, გადავიდეს ბონუს სისტემიდან პროპორციული განაწილების სისტემაზე იმ პარტიებისთვის, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. ასეთი სისტემა ხელს შეუწყობს პლურალიზმს პარლამენტში და სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული სისტემა დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს.

ვენეციის კომისია მიესალმება ცვლილებებს. კერძოდ:

საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო კომისიაშიამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან ხმების ორი მესამედის შესახებ; კონსტიტუციის პროექტის 34 (3) მუხლში პროპორციული პრინციპის ერთმნიშვნელოვან ხსენებას;  საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევისას კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნას; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას; 2024 წლის 31 დეკემბრიდან მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი ვადის გაუქმებას; პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობით სახალხო დამცველის უფრო გრძელი ვადით არჩევას (6 წელი 5-ის ნაცვლად); კონსტიტუციის პროექტის 30-ე მუხლის სათაურში ბავშვთა უფლებების ერთმნიშვნელოვან ხსენებას.

კანონპროექტის 22-ე მუხლის მიხედვით, გაერთიანების ლიკვიდაციის პირობები თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ორგანულ კანონთან და არა ჩვეულებრივ კანონთან, ისევე, როგორც სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან, როგორიცაა შრომითი თავისუფლება და პოლიტიკური პარტიების თავისუფლება.

23-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან საჭიროა ტერიტორიული ნიშნის მიხედვით პარტიების შექმნის აკრძალვის ამოღება; საარჩევნო კანონმდებლობის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს როლის შეზღუდვა უნდა გადაიხედოს; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა უშუალოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისა და პრეზიდენტის ჩართულობის გარეშე უნდა იძლეოდეს ამ მოსამართლეების დამოუკიდებლობის გარანტიას.

ვენეციის კომისიის პლენარული სესიაზე საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით დასკვნა დაამტკიცეს.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

ლევან მახაშვილი

26 აგვისტო 2026, 20:59

პოლიტიკა

მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა

დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი, სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების რიტორიკას გარედან მიღებულ დავალებას უკავშირებს

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:17

მსოფლიო

ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.

26 აგვისტო 2026, 18:02

რეგიონი

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.