www.imedi.ge /  06 სექტემბერი 2023, 17:24 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: მთავრობის გადაწყვეტილება ყველა თვალსაზრისით სწორი იყო, რადგან პრეზიდენტი როცა ამბობს, კანდიდატის სტატუსი არ გვეკუთვნოდა, მე წავალ, იქნებ მაინც მოგვცენ, უკიდურესად დამაზიანებელია

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

მთავრობის გადაწყვეტილება, როგორც მორალური, სამართლებრივი, ყველა თვალსაზრისით იყო სწორი, რადგან პრეზიდენტი როდესაც ამბობს, კანდიდატის სტატუსი არ გვეკუთვნოდა, მე წავალ, იქნებ მოგვცენ, ეს უკიდურესად დამაზიანებელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, არ შეიძლება ნდობა პრეზიდენტის თუ ნებისმიერი ადამიანის, რომელიც საკუთარ ქვეყანას აფასებს გაცილებით უარესად, ვიდრე ნებისმიერი ყველაზე კარგად შემფასებელი.

„სამართლებრივად კონსტიტუცია რომ ირღვევა, ამაზე ვინმე დავობს? საკონსტიტუციო სასამართლოში დავას საერთოდ არ ვაპირებთ. კომპეტენციური დავა საერთოდ არ გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში. არსებობს დავა, რომელიც კომპეტენციასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ასეთი იყო, მაგალითად, როდესაც პრეზიდენტი არ აწერდა ხელს ელჩების დანიშვნაზე. ეს არის სამართლებრივად აბსოლუტურად სხვა რამ. როდესაც იმპიჩმენტის პროცედურაზეა საუბარი, ჩვენ კომპეტენციაზე სადავო არ გვაქვს. მისი კომპეტენცია არ არის, რადგან კონსტიტუციაში ასეთი რამ არ წერია, ანუ სამართლებრივად აქ არის ყველაფერი მარტივად, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უზენაესი კანონი. კითხვას სვამდით, კარგ საქმეზეა წასული, ევროპული მომავლისთვის იბრძვისო. ჩვენ ამაშიც კი ეჭვი გვეპარება. ასეც რომ იყოს, სამართლებრივად კონსტიტუცია მაინც ირღვეოდა. სულ რომ შეცდომა დაეშვა მთავრობას და ვერ გაეთვალა, რომ სინამდვილეში ეს ადამიანი მართლაც ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნავს და სხვა რამეზე არასწორადაც კი შეჰპარვოდა ეჭვი, კონსტიტუცია მაინც დარღვეულია, რადგან მთავრობას უნდა მიეცა ყველა შემთხვევაში დელეგირება და თანხმობა.

მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ამბობდა, რომ შარშან არ ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს, წელსაც პარლამენტის ტრიბუნიდან გვამუნათებდა, რომ მხოლოდ ფორმალურად ვასრულებთ რეკომენდაციებს, ანუ წელსაც არ გვეკუთვნის, ეს ნიშნავს, რომ ამის შემდეგ, მათ შორის არა კონსტიტუციიდან გამომდინარე, არამედ მორალური საფუძველიც კი არ არის, რომ ასეთ ადამიანს დაავალო, სთხოვო, ნება მისცე ან თანხმობა, შენი ქვეყანა წარადგინოს. მთავრობის გადაწყვეტილება მორალური, სამართლებრივი და ყველა თვალსაზრისით იყო სწორი, რადგან პრეზიდენტი როდესაც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი არც შარშან გვეკუთვნოდა და არც წელს, მე წავალ, იქნებ მაინც მოგვცენ, ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი. ამის შესაბამისად, არ შეიძლება ნდობა პრეზიდენტის თუ ნებისმიერი ადამიანის, რომელიც საკუთარ ქვეყანას აფასებს გაცილებით უარესად, ვიდრე ნებისმიერი ყველაზე კარგად შემფასებელი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ყველამ თავი უნდა დაანებოს სპეკულაციებს და პატივი სცეს საქართველოს კონსიტიტუციას, სამართლებრივ მხარეს და სამართლებრივ ასპექტებს.

„გარდა ამისა, პოლიტიკურადაც, პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის შიგნით ამბობს, რომ სწორად არ მოგვეცა კანდიდატის სტატუსი, არ ვიმსახურებდით და იქნებ მაინც მოგვცენ, რადგან აზღვევს – თუ მოგვცეს, მისი დამსახურებაა, თუ არ მოგვცეს, ყველაფერი სცადა და არ გამოუვიდა – ამის მკეთებელი პრეზიდენტი, არათუ თანხმობას, რომ ქვეყანა წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის ნაცვლად, არამედ იმსახურებს უმძიმეს შეფასებას, რასაც მოვერიდები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

22 აგვისტო 2026, 12:00

კულტურა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან ერთად გაეცნო.

22 აგვისტო 2026, 11:50

საზოგადოება

რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს ასრულებს. სამუშაოების დასრულების ეტაპს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად გაეცნო.

22 აგვისტო 2026, 11:29

სამართალი

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

22 აგვისტო 2026, 11:27

კულტურა

„ღამის სერენადების“ საფესტივალო კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ გრძელდება. ბორჯომის შემდეგ მომდევნო საფესტივალო კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა.

დავით ქართველიშვილი

22 აგვისტო 2026, 11:23

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპელი ლიდერები საჯაროდ ითხოვენ საკუთარ ადგილს რუსეთთან დიალოგში, ხოლო მათი ყველაზე თავგამოდებული მიმდევრები თბილისში „პრორუსულობაში“ ადანაშაულებენ ყველას, ვინც უბრალოდ ახალ დასავლურ, ევროპულ პრესას კითხულობს

„საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური მეინსტრიმი „თვით ევროპაზე მეტად ევროპელი“ აღმოჩნდა „რუსეთუმე“ სტუბსა თუ მაკრონთან შედარებით“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

თორნიკე ფაღავა

22 აგვისტო 2026, 11:15

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა ოპოზიციაზე: ვხედავთ, მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება

ეს ადამიანები ორიენტირებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილურ ინტერესებზე, ფულზე და ძალაუფლებაზე - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას. მისივე თქმით, საზოგადოება ხედაავს, რომ თურმე ოპოზიციას გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება.

ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპი

22 აგვისტო 2026, 11:05

მსოფლიო

ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპთან დაძაბულ ურთიერთობაზე: მეგონა, ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა

გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თავის რთულ და დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

22 აგვისტო 2026, 10:58

სამართალი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

დონალდ ტრამპი

22 აგვისტო 2026, 10:51

მსოფლიო

ტრამპი: მე ჰორმუზის სრუტეს ახლა ამერიკულ ტერიტორიად განვიხილავ, ეს ამერიკის ტერიტორიაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად მიიჩნევს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სრულად აკონტროლებს მთელ რეგიონს.

22 აგვისტო 2026, 10:46

სამართალი

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

22 აგვისტო 2026, 10:45

მსოფლიო

აშშ-მა კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა

სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, შაბათს, ძალაში შევიდა აშშ-ის მიერ კანადურ საქონელზე დაწესებული 50%-იანი ტარიფები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

22 აგვისტო 2026, 10:45

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზით დამწვრობისა და მისი პრევენციის გზების შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზისგან თავის დაცვისა და დამწვრობის პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.

22 აგვისტო 2026, 10:43

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

22 აგვისტო 2026, 10:37

საზოგადოება

გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

22 აგვისტო 2026, 10:33

რეგიონი

მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

22 აგვისტო 2026, 10:25

მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი: ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს

ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს, - განაცხადეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.

22 აგვისტო 2026, 09:31

სპორტი

23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს

23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს

22 აგვისტო 2026, 09:00

სპორტი

დღეს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს

დღეს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს

21 აგვისტო 2026, 22:34

საზოგადოება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება - რა უნდა იცოდნენ დაინტერესებულმა ადამიანებმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სად არის ნებადართული და ფრინველთა რა სახეობაზე ნადირობა, ამას გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მსურველებს აფრთხილებს, რომ კონტროლი იქნება მკაცრი.

21 აგვისტო 2026, 21:43

საზოგადოება

განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კვლავ მზად არის განიხილოს ჰარვარდთან მომავალი თანამშრომლობა — მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების, შეთანხმებული ბიუჯეტის, განხორციელების ვადებისა და გაზომვადი შედეგების საფუძველზე.