07 სექტემბერი 2023, 15:49 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ევრორეკომენდაციების შესრულებას მკაცრი ჟიური აფასებს გაცილებით კარგად, ვიდრე - შენი ქვეყნის პრეზიდენტი. ეს არის რეალობა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ბატონ ბორელთან აუცილებლად გვექნება გულწრფელი საუბრები

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ევროპიდან უმაღლესი თანამდებობის პირების ვიზიტები, მათ შორის, განსაკუთრებით ისეთების, როგორიც ბატონი ბორელია, არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ჩვენ ამ დროს დეტალურად ძალიან ბევრ საკითხს გავდივართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაცია თითქმის შეასრულა, დეპოლარიზაციის შესახებ რეკომენდაციის შესრულება კი ცალმხრივად შეუძლებელია.

„ჩვენ როდესაც თითქმის ყველა რეკომენდაცია შესრულებული გვაქვს და ბოლოში გავდივართ, მათ შორის დეპოლარიზაციის რეკომენდაციის შესრულება ცალმხრივად შეუძლებელია და მივანიშნებთ, თუ რატომ ვერ სრულდება ეს რეკომენდაცია. ამიტომ მოგვიწევს და გვიწევს ტერმინით „თითქმის“ საუბარი.

სხვა თემებთან დაკავშირებით, სასამართლოსთან, ცესკოსთან დაკავშირებით ახლა ვმუშაობთ და რეკომენდაციების შესრულებაში ბოლო შტრიხები შეგვაქვს და ამ დროს, როდესაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები უმკაცრეს შეფასებას დებენ, კერძოდ, 3 რეკომენდაციას სრულად შესრულებულად თვლიან და დანარჩენ რეკომენდაციებს - ნაწილობრივად და ასე შემდე, ჩვენ ნაწილობრიობასთან გვაქვს ჩვენი ხედვები, პრეტენზიები და არგუმენტები, ამ დროს კი მესამე შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიცია ზოგი 2-ის შესრულებას იძახის, ზოგი - ერთსა და ზოგი - არცერთს.

წარმოიდგინეთ, მკაცრი ჟიური აფასებს გაცილებით კარგად, ვიდრე - შენი ქვეყნის პრეზიდენტი. შემდეგ უკვირს ევროპაში წასვლაზე თანხმობა არ მომცეს, რათა ქვეყანა წარმომედგინაო. ეს არის რეალობა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ბატონ ბორელთან აუცილებლად გვექნება გულწრფელი საუბრები. ეს მნიშვნელოვანი ვიზიტია, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსს ველოდებით და როდესაც სამწუხაროდ, ამ ქვეყნის მტრები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ვაითუ დაიღუპნენ და მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაშინ ის მაინც ჩაიწეროს, რომ პიარულად ძალიან არ დაზიანდნენ, ხალხმა მიიღო და არა ხელისუფლებამ. წარმოიდგინეთ, რა მდაბიო კამპანიამდე არიან დასულები“, - განაცხადა მდინარაძემ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში დღის მეორე ნახევარში ჩამოვა. ჟოზეფ ბორელი შეხვდება პრეზიდენტს, პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაგეგმილია პრესკონფერენცია. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი შეხვედრებს გამართავს პარლამენტშიც.

ყველა სიახლე

ანდრეი მელნიკი

25 აგვისტო 2026, 04:23

მსოფლიო

გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი: რა სამარცხვინოა, რომ დღემდე გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო ეფექტური ზომების მიღება რუსეთის პასუხისგებაში მისაცემად და უკრაინელი ხალხის იმ ყოველდღიური გენოციდის აღსაკვეთად, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება

გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს უუნარობა, დაუპირისპირდეს რუსეთის გენოციდურ ქმედებებს, სამარცხვინოა. მან პარტნიორებს მოუწოდა, კიევს Patriot-ის ტიპის ყველა ხელმისაწვდომი რაკეტა გადასცენ.

25 აგვისტო 2026, 04:14

მსოფლიო

ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას

სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორშაბათს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

25 აგვისტო 2026, 03:57

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომი საშიშ სპირალში შედის

უკრაინაში ომი „საშიშ სპირალში“ შედის - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

25 აგვისტო 2026, 03:40

მსოფლიო

The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის

აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.

25 აგვისტო 2026, 03:24

მსოფლიო

აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო

ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო, რაც დამასკოს განცხადებით, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ბოლო მთავარი დაბრკოლება იყო. ამ ნაბიჯით ვაშინგტონი სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობებს აღრმავებს.

მუჰამედ ბაღერ ყალიბაფი

25 აგვისტო 2026, 03:16

მსოფლიო

ირანის პარლამენტის სპიკერი: აშშ იმ პოზიციაში არ არის, რომ ეკონომიკური ურთიერთობები შეზღუდოს

ირანის პარლამენტის სპიკერი და ქვეყნის მთავარი მოლაპარაკებელი, მუჰამედ ბაღერ ყალიბაფი აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სხვა ქვეყნებისთვის შეზღუდვების დაწესების ეკონომიკური შესაძლებლობა არ გააჩნია.

25 აგვისტო 2026, 03:04

მსოფლიო

NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება

ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე იმ უცხოელისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების გაუქმებას გეგმავს, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს ან ამჟამად ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.

25 აგვისტო 2026, 02:51

მსოფლიო

ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ

დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდის პირობა დადეს. მოკავშირეთა შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა, მხარეებმა განაცხადეს, რომ კიევს საიდუმლო ტექნოლოგიებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს დაჩქარებული წესით მიაწვდიან.

ნიკოლ ფაშინიანი

25 აგვისტო 2026, 02:40

მსოფლიო

ფაშინიანი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს - ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში თავის საქმიანობას არ გაააქტიურებს და ორგანიზაციის მიმართ ინტერესი ამოწურულია.

დენ ნეგრეა

25 აგვისტო 2026, 02:33

მსოფლიო

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დენ ნეგრეამ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.

25 აგვისტო 2026, 02:22

მსოფლიო

ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“

ძვ. წ. 458 წელს, რომის გადარჩენის შემდეგ, ცინცინატუსი კვლავ მიწათმოქმედებას დაუბრუნდა, 1945 წელს ომით გადაღლილმა ბრიტანულმა საზოგადოებამ უინსტონ ჩერჩილი თანამდებობას ჩამოაცილა - 2026 წელს დგება თუ არა დრო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ანალოგიურად ჩამოკიდოს ლურსმანზე თავისი მწვანე მაისური? - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“

ალი მადანიზადე

25 აგვისტო 2026, 02:04

მსოფლიო

ირანის ფინანსთა მინისტრი: თეირანი სანქციებისთვის სრულად მზადაა

თეირანი „სრულად მზადაა“, დაუპირისპირდეს ამერიკულ სანქციებს, რომლებიც იმ ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული, ვინც ირანთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ამის შესახებ ირანის ფინანსთა მინისტრმა, ალი მადანიზადემ ორშაბათს სახელმწიფო ტელეკომპანია IRINN-ს განუცხადა.

დონალდ ტრამპი

25 აგვისტო 2026, 01:55

მსოფლიო

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა: ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

Reuters/Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

25 აგვისტო 2026, 01:47

მსოფლიო

ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება ირანის წინააღმდეგ მეორად სანქციებს, რომლებიც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა.

პიტ ჰეგსეტი

25 აგვისტო 2026, 01:44

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების რეჟიმი გამოაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 აგვისტო 2026, 01:28

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ომზე დაახლოებით 340 მილიარდ ევროს ხარჯავს, მაშინ როდესაც უკრაინის დანახარჯები 140 მილიარდ ევროს შეადგენს.

სკოტ ბესენტი

25 აგვისტო 2026, 00:43

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თავი აარიდა კონკრეტული ვადების დასახელებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ეკონომიკური კავშირები ირანთან, ვიდრე მათ აშშ-ის მხრიდან ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ანდრის კულბერგსი

25 აგვისტო 2026, 00:35

მსოფლიო

„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს

ევროპის ქვეყნებს რუსული აგრესიის შედეგების ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან არ უნდა უწევდეთ, ამის სანაცვლოდ, ამ მიზნისთვის რუსეთის გაყინული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 აგვისტო 2026, 00:28

მსოფლიო

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს, კიევში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ სამიტის პრესკონფერენციაზე.

24 აგვისტო 2026, 23:55

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ხელისუფლება მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.